2011წლის ბოლო და ერთადერთი დეკემბერია, ბოლო ოთხშაბათი;შარშან ამ დროს მახსოვს, რომ უფრო ვერ ვგრძნობდი ახალი წლის მოახლოებას, ახლა კი–ოოო–ვგრძნობ 🙂
ტრადიციულად ჩამოვწერ რა გამიკეთებია კარგი და ცუდი წელს, რა “მომიტანა” (მოვუტანე ჩემს თავს) ამ წელმა კარგი და ცუდი, შევაფასო საბოლოო ჯამში რამდენად კარგი ან ცუდი გოგო ვარ წელს(analyse how good or how bad girl I am). ჰოდა თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ავღნიშნო, რომ 2011-ის სამდურავი არაფერი მაქვს, პირიქით ძალიან მადლიერი ვარ.
მომენატრები წელო 2011-ო :)(I will miss you l’annee 2011)
წელი ჩვეულებრივად დაიწყო არაფერი განსაკუთრებული
იანვარი (Januray)–ამ თვეში რამე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ მახსოვს.კურაციოში ვმუშაობდი, საკმაოდ დაძაბული და დამღლელი იყო, თუმცა ვიცოდი ,რომ თვის ბოლოს უკვე მოვდიოდი; საფრანგეთში DFMS-ზე აპლიკაციის გასაგზავნად საბუთებს ვაგროვებდი,ფრიად დამღლელი და ძნელი იყო ესეც,მაგრამ გავაგზავნე.8 იანვარს შესანიშნავი და პირევლი კორპორატიული ფართი მქონდა, და ყველაზე კარგი რაც იყო ამაში იყო ის რომ მე ვმონაწილეობდი ცეკვის ნომერში (ელვის პრესლის იობილე იყო, ამიტომ ჩვენი შეფი ელვისის სიმღერას მღეროდა ჩვენ კი მასზე ვცეკვავდით 50-60 წლების ლინდი ჰოპის მაგვარ რაღაცას :)რაც მე იქ ყირამალა ტრიუკები ვაკეთეეე!!! )
თებერვალი(February) –საბუთების გაგზავნა, გამოცდა, გასაუბრება და საბოლოოდ აყვანა იაშვილის კლინიკის, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში-ახალშობილთა რეანიმაციაში უმცროს ექიმად.
მარტი (March)–დაიწყო საკმაოდ რთული მუშაობა ზემოაღნიშნულ პოსტზე.ამავე თვის ბოლოს 27ის გავხდი.არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძვნია, ანუ ადრე შეიძლება მეფიქრა რომ 27 ძალიან ბევრია. ამ ასაკისთვის ბევრი რამე მქონდა დაგეგმილი.დედაჩემს 27-სას უკვე შვილი (my mom had her first baby in her 27th year)ყავდა, ასე რომ მისი მიბაძვით მეც ვგეგმავდი,რომ 27 წლისას გავთხოვდებოდი(marriage at age 27),მერე ვანგარიშობდი, რომ 30 წლისას 1 შვილი მეყოლებოდა 1 წლის(at age 30-one kid 1 year old), 35 წლისას ერთი 6 წლის, ერთი 5 წლის და ერთიც 2 წლის (at age 35 3 kids: 6 years, 5 and 2 years old). ნუ მაგრამ ეს ბავშვობის გეგმები იყო მხოლოდ(just childhood plans)….
აპრილი (April)–მე და თინა ვმუშაობთ (“მე და მამა ვმუშაობთ”) აქტიურად სამეცნიერო ნაშრომზე, ქალბატონი თინა ჩვილ ბავშვთა განყოფილების შეფია,თან ნოვატორია, ძალიან კარგი პედიატრი და ნუ მოკლედ ჩემი ფავორიტი! კვლევა და თემა თავის მხრივ ძალიან აქტუალური და საინტერესოა,შესაბამისად მუშაობაც საინტერესოდ მიდიოდა. დიდი მასალა დაგვიგროვდა,ესე რომ ანალიზის შედეგად რამოდენიმე მიმართულება და შესაბამისად აბსტრაქტი გავაშანშალეთ და გამოვაქვეყნეთ მთელ რიგ ქართულ თუ საერთაშორისო სამედიცინო პუბლიკაციებში; თინა პარიზში იყო ამ თემით პედიატრიულ კონფერენციაზე; ჩემი კი ჰააგაში,ჰოლანდიაში მიიღეს “ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების კონგრესზე”.სარეგისტრაციო თანხა ცოტა იყო, აკომოდასიონ–ქაუჩსერვინგით მოვაგვარე, ბილეთის ფული ჩემმა სპონსორმა (ძმამ) დამიფინანსა და ესე მინიმალური ხარჯებით დავგეგმე–გაგრძელება ივნისსში!
პარალელურად ჟვანიას კლინიკაში ამიყვანეს ემერჯენსში,ასევე უმცროს ექიმად.
პარალელურად აქტიურად დავდივარ რეზიდენტურაზე.
მაისი (May)–ამ თვეში რა მოხდა განსაკუთრებული?! არაფერი, ხო პირად ცხოვრებაში რაღაც ძვრები იყო,ანუ მარტო არ ვიყავი, თუმცა არც ჯაჭვებით ვიყავი დიდად გადაჯაჭვული.
ივნისი (June)—მაშ ასე (ან მას აშე) ახლოვდება ჰოლანდიური ვოიაჟის დრო. გარდა იმისა ,რომ ეს ჩემი სამეცნიერო-კლინიკური შრომის და ზოგადად სამედიცინო კარიერის დიდი ნახტომი იყო–პირველი საერთაშორისო,მასშტაბური კონფერენცია,სადაც მე ჩემს თემას წარმოვადგენ პოსტერ-პრეზენტაციის სახით, 3000 საერთაშორისო მონაწილის წინაშე!პირველად! საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი ბოლომდე თუმცა ცოტას მაინც ვღელავდი,სულ სულ ცოტას.
ჰო აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფატქი უნდა ავღნიშნო, რომელიც ისევ ჰოლანდიას ,მაგრამ პირად ცხოვრებას ეხება:
დ. დე ლა კალ სერესო( David D.L.C.C.)-ესპანელი ყმაწვილი, ჩემი პირველი ქაუჩსერვინგ ექსპერიენსი,ანუ 2010 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში-მე ახლადდარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე ეს კი ჩამოდის თბილისში, ნუ გასაუბრების შემდეგ დავთქვით დრო და თარიღი დეი-ვოქინგის და ქოფი ან თიისთვის.მე ქაუჩსერვინგს თავიდანვე და ახლაც ძალიან პროფესიულად ვუდგები ანუ ვემზადები გიდობისთვის, გეგმას დავისახავ–რა ვაჩვენო სად ვასეირნო, ტურისტს როგორ დავანახო ჭეშმარიტი სახე თბილისის და ვაგრძნობინო ქალაქის ნამდვილი სული.მოკლედ ერთდღიანი საკმაოდ კარგი გასეირნება,მეორე დღესაც გავაგრძელეთ მცხეთაში,მერე დავემშვიდობეთ,მე მივხვდი,რომ მისია ძალიან კარგად შევასრულე–ის ადეკვატურად აღიქვამდა ქალაქს,საქართველოს,ცოტა ქართულიც ისწავლა. ქართული კერძებით ,ღვინით და ხალხით აღფრთოვანდა და წავიდა.მას შემდეგ ონლაინ ვმეგობრობით, ჰოდა ერთხელაც ჩვეული,მეგობრული,საღამოს ბაასის დროს, როცა ვუყვებოდი კონფერენციაზე აბსტრაქტის გაგზავნის ამბავს,მითხრა მეც ჩამოვალ ჰააგაში–არც აცია არც აცხელა-ბილეთი ჩემზე ადრე იყიდა და სასტუმროც ჩეზე ადრე დაჯავშნა (მე რეალურად ბილეთიი დახალ. 1 თვის შემდეგ ვიყიდე). ჰოდა მას შემდეგ ივნისის მოახლოებამდე უფრო თამამად ჭიკჭიკებდა ანუ თურმე მე მისთვის მხოლოდ გიდი არ ვყოფილვარ და ჩემით სულ სხვანაირად მოხიბლულა…მოკლედ ჰააგა,დელფტი და როტერდამი ერთად მოვიარეთ.ალბათ რომანტიკული დასასრული იქნებოდა, რომ შემყვარებოდა ის იქ ამ 1 კვირაში,მაგრამ არ შემიყვრადა,უბრალოდ კარგი ბიჭია… 🙂
აეროპორტში კოლეგა შემხვდა, რამაც ძალიან გამახარა,ერთად ჩავფრინდით პრაღაში (Prague),ერთად გადავირბინეთ და ჩავხსედით ამსტერდამის (Amsterdam)თვითმფრინავში,ჩავფრინდით,ასევე ერთად ჩავსხედით მატარებელში ჰააგისკენ(The Hague) და ერთად ჩამოვედით როტერდამში (Roterdam) :))) …ძალიან სიანტერესო იყო კონფერენცია, ბევრი საინტერესო მოხსენება,ზოგადად ორგანიზებული მაღალ დონეზე,მოკლედ ბევრი რამით მოვიხიბლე.ჩემ პოსტერთან “ბირჟაობისას” გამესაუბრნენ კანადელი ექიმი ბატონი, ადგილობრივი ჰოლანდიელი ქალბატონების ჯგუფი, ფრანგები , აღმ.ევროპის წარმომადგენლები,მოკლედ დაინტერესება დიდი იყო,ფრიად მოხიბლული ვიყავი ამ კითხვა-პასუხებით :).
ჰოლანდიაში ძალიან გვიან ღამდებოდა,ესე რომ მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებები გვიანობამდე იყო გაწერილი,მაინც დიდი დრო მრჩებოდა მერე რომ მებოდიალა და დამეთვალიერებინა ჰააგა. ერთ საღამოს მახლობელ პატარა ქალაქ დელფტშიც(Delft) გვაისეირნეთ,სადაც ტილ შვეიგერი(Til Schweiger) დამხვდა :).შემდეგ როტერდამში გავეშურეთ-ერთ დღეს ლამის ფეხით შემოვიარეთ მთელი როტერდამი,მერე ის გაფრინდა ,მე კი ამსტერდამში.
ივლისი (July)-ივნისის ბოლო და ივლისი -ოოო აქ ძალიან დიდი და თბილი დასაწერია!!! არც კი ვიცი უნდა დავწერო თუ არა,მაგრამ ასეთი შესანიშნავი 1 თვე მე არასდროს არ მქონია! თბილი და ცხელი, ამასთანავე გრილი, ძალიანნ კომფორტული,ძალიან სიმღერიანი (LA VIE EN ROSE),ლუდიანი, თეატრალური (theatre)(“ჟოლო” და სამეფო უბნის თეატრის ფესტივალი), კულინარიული (culinary) (ბაზრობაზე პროდუქტების ყიდვა და ჩვენი ხელით მომზადება და ჭამა),ცეკვიანი (dance)–ცეკვა ქუჩაში, მოკლე ფილმების ფეტსივალზე დარბაზის გვერდით ერთ ცარიელ ოთახში,სადაც მუსიკა ისმოდა, ღვინიანი!, კატით შეშინებიანი(cat), 4 ივლისის აღსანიშნავი პიკნიკიანი(4 july pique-nique), ბაზალეთიანიიიი(Bazaleti)-წვიმიანი,ცურვიანი,ბევრი ღვინიანიიი!! :)ველოსიპედიანი (velo)!, ღიმილიანი(smile)!, “პირველი კოცნისკვერიანი”(first kiss park), სიყვარულიანი,ბევრი განშორების და ბევრი კვლავ-შეხვედრიანი…
აგვისტო (August) – ოჰჰ ასეთი ივნის-ივლისის შემდეგ აგვისტო აღარც მახსოვს.თუმცა მახსოვს რომ ძველ მეგობარს შევხვდი-სლოვაკელი პიტერა (Peter)კვლავ ჩამოვიდა თავის მეგობრებთან ერთად,ზოეც (Zoe)აქ არის (ქართველი შეყვარებული ჰყავს,ესე რომ აქ ხშირად არის), ჰოდა ვიკრიბებოდით ხოლმე და ზღვაზეც ერთად წავედით ბათუმში (Batumi).
სექტემბერი –ოქტომბერი – ქართულ-ამერიკულ სკოლაში აღმოვჩნდი ექიმად(Doctor in New School Georgia). ქაუჩსერვინგით (Couchsurfing)საინტერესო ფრანგ ბოვშვს შევხვდი,ცოტა ფრანგული გავიხსენე. ბრიტანელი ჯეიმსიც(James) კვლავ ჩამოვიდა დაპირებისამებრ (ყველა ვინც ერთხელ ჩამოდის აუცილებლად ბრუნდება!ეს ა რულ!)(Everybody comes back to Georgia, as a rule!). ოქტომბრის ბოლოს ახალი სამსახურიც (New job(3rd one)დავიწყე და მის ფარგლებში პირველი გასვლა მქონდა კოლეგასთან ერთად ბათუმში(Batumi training),ძალიან კარგი იყო. ჩეხი ფილიპიც პირადად ამ თვეში გავიცანი მგონი, ჩამოსული იყო (ესეც მეორე ვიზიტით).
ნოემბერი (November) – სკოლა(school), იაშვილი(Iashvili clinic), ქაუჩსერფინგით (CS)რამოდენიმე საინტერესო გავიცანი კიდე და რამოდენიმე სიანტერესო დღე მქონდა; CRA-გასვლები ამჯერად სხვა კოლეგასთან ერთად.(CRA-missions-trainings-in-regions)
თოვლი მოვიდა!(Snow)
11.11.11-იც იყო, 2007ის 11.11.-ს მე მიკაელი გავიცანი სკაიპში (skype), ანუ 4 წლის იუბილე გვქონდა, ძალიან წითელი ქარდით ავღნიშნე(very rouge card). …
დეკემბერი (December)– CRA-გასვლები გრძელდება(CRA-missions-trips), თანაც ამ თვეში სულ მარტო წავედი და დამოუკიდებლად ჩავუტარე ტრენინგი სასწრაფოს ექიმებს ბორჯომში, სენაკში და ქუთაისში(Borjomi, Senaki, Kutaisi).ამ ბოლო 2 სამუშაოს წყალობით თავს დიდად ვგრძნობ(i feel grown up),დიდად იმიტომ, რომ თავს დამოუკიდებლად (independent)ვგრძნობ, დამოუკიდებლად იმიტომ, რომ არ მიწევს ფული ვთხოვო ვინმეს (ვინმეში იგულისხმება-დედიკო,მამიკო და ძმა). ბოლო-ბოლო ვიყიდე ის საგნები, რომლებიც მჭირდება და რომლებიც ძალიან მიყვარს და აქტიურად ვიყენებ.საახალწლოდ ჩემს თავსაც და ჩემს ოჯახსაც საჩუქრები გავუკეთე(NY gifts) :).
ჰოდა დეკემბრის ბოლო დამაგვირგვინებელი მოვლენა_ თბილისი თურქული გოგირდის სამეფო აბანოები!(tbilisi-turkish-sulfur-baths-sauna)
სამეფო-ლუქსი-მარტო ჩვენთვის- 4დაქალოჩკა-ცხელი გოგირდოვანი აუზი, ცივი, კონტრასტისთვის, აუზი, საუნა ფიჭვის არომატით!–ოოოჰ საოცარი იყო!
ვაიმე ყველაზე მთავარი მავიწყდებოდა?!_სერთიფიცერებული ექიმი გავხდი დეკემბრის 22ში, მოლოცვებს დღემდე ვიღებ,მადლობა :)(Licensed pediatrician since 22th Dec.)
მოკლედ კარგი გოგო ვარ, კარგი ! :*
conclusions: I am a good girl, good, very good! :*