მე-პელაგია-მე

ადგილმდებარეობა_ თბილისი, საქართველო (ჯერჯერობით) 😉

ფილმი გამახსენდა ერთი სადაც ჯეკ ნიკოლსონი მოგიჟო ფსიქოლოგ თუ ფსიქიატრს თამაშობს და ადამ სანდლერი პაციენტი–ბიზნესმენის როლში

ჰოდა მანდ ერთი მონაკვეთია რა : ეს გიჟი ეკითხება ერთ–ერთ პირველ ჯგუფურ სეანსზე ამ სანდლერს შენზე მოგვიყევიო––ნუ ე ს დაიწყებს ამას ვაკეთებ იმას ვაკეთებ ,ბიზნესმენი ვარ; არა მე არ მიკითხავს რას აკეთებ აი შენზე მოგვიყევი;  ნუ მოკლედ ძალიან ძნელი იყო, ვერ მიხვდა როგორ და რა მოეყლა თავის თავზე

ჰოდა ნუ მოკლედ პელაგია როგორია თავისთავად და ბუნბრივად––პატარა, ნაზი და უსუსური თუმცა თავის დასაცავად საიდანღაც უცებ საოცარი ფიზიკური ძალა მოაწვება ხოლმე ;

ცოტა სენტიმენტალური, ოპტიმისტი, ცოტა რეალისტი (“ოლვეის უან ფუთ ონ ტჰე გრაუნდ”––მისი და რეჯინას ერთობლივი სიტყვებია) , ცოტა რომანტიკოსი, ცოტა პროზაიკოსი;

გადაუწყვეტელი, გაუბედავი, მორცხვი, ზოგჯერ ზერელე

მიზანდასახული, ამბიციური, თავმდაბალი თუმცა უყვარს როცა აქებენ და ამით ამაყია,მაგრამ თავში არ უვარდება;

ცოტა ზარმაცი და ნელი,

არც თუ ისე აქტიური კულინარი, არც თუ ისე კარგი მეოჯახე (“ოჯახის ქალი” ), თუმცა ცდილობს და როცა დრო მოუვა ძალიანაც კარგი კულინარი და მეოჯახეც იქნება! 🙂

16 thoughts on “მე-პელაგია-მე

  1. მე მაპატიეთ, გამოვსწორდები
    :აქ საუკუნეა არ შემომიხედავს, მე მთავარ გვერდზეე ვმუშაბ რა 😛 :

  2. საინტერესო ინფო გაქვს ძალიან. და კიდევ ორიგინალურიი. ბლოგიც მომეწონაა. :)) ძალიან 🙂

  3. ჯი-ნია-ნი
    pelagia და ბიჭი? ო ღმერთო ჩემო!
    ან ჩემს ავატარზე პიკასოსეული პელაგიაც ვერ ამოიცანი? ან ჰედერი? ასეთი პელაგიური:შ

დატოვე კომენტარი