10 ფიქ-აფ ხერხი


ანუ როგორ გავიცნოთ ვიღაცა coffee shop-ში

მსგავს სათაურებს ხშირად ნახავთ ხოლმე, სხვადასხვა დეითინგ რჩევებსაც

ახლა სხვა საქმე არა მაქვს და მოდი ბარემ ამას დავწერ-თქო ვიფიქრე:

სტატია ესე იწყებოდა, რომ თქვენ ყველა ნორმალური ადამიანივით ალბათ ძალიან დიდ დროს ატარებთო coffee houses 🙂 ჰოდა რატომაც არ გავესაუბროთ ამ სიმპატიურ ადამიანს თქვენს წინ მჯდომს ,რომელმაც ეს-ესაა კაპუჩინო შეუკვეთაო (ხო ისე ყავაზე გამახსენდა, პავლოვზე (საკმაოდ მოუხერხებელ, ჩაკვეხებულ და არც ისე იღბლიან ადგილზე კაფე გაიხსნა (ნუ მაშინ ახალი იყო,თვეების დაძველების ამბავს გიყვებით, მგონი ყავახანა უნდა ერქვას, თუმცა შიგნით საკმაოდ კარგი გარემოა და კარგი ყავ-ები და კარგი გაღსონიც )ჯი-პი-სის და პოპულის მიმდებარედ)

1. დაუსვით სწორი შეკითხვა და არა ისეთი გაცვეთილი კლიშე-კითხვები როგორიცაა “ყავა, ჩაი თუ მე?” კლიშეები არ მუშაობს! ჰოდა თუ რამე ორიგინალურის და თქვენეულის მოფიქრება არ შეგიძლიათ მაშინ მარტივად კითხეთ “რას სვამთ(რას მიირთმევთ)? “ან რომელი გირჩევნიათ….?” ესენი ნაკლებად გამაღიაზიანებელია და პასუხს აუცილებლად მიიღებთ და ააწყობთ მერე საუბარს.

2. იპოვეთ რაღაც საერთო .ადამაინები ყოველთვის ხვდებიან ერთმანეთს ,როცა სასმელის ერთნაირად უცნაური კომბინაცია მოსწონთ ან როცა ერთი მოჯადოებულია მეორის შეკვეთით; ვერაფერს მიაღწ3ევთ ფრაზით”wow ცხელი შოკოლადი თქვენც გიყვართ?”, მაგრამ აი თუ გაქვთ რაღაც სხვანაირი არა-ქომონ,უცნაური გემოვნება,აი მაშინ შეიძლება გააკვირვოთ ვინმე. ან თუ მაგალითად შავი ნალექიანი ყავა გიყვართ (რომელიც ესე იშვიათი არისო დღესო წერს ავტორი,მაგრამ გულისხმობს ამერიკაში),ამითაც შეიძლება ვიღაც გააკვირვოთ და ინტერესი გაუჩინოთ.

3. იკითხეთ ექსპერტის აზრი. ანუ ხშირად მართლა არ იცით ყავის ან სხვა სასმელების ასორტიდან რა აირჩიოთ, ჰოდა კითხეთ ვინმე მომხიბვლელ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს რის აღებას გირჩევდათ.

4. ხშირად კაფე გადაჭედილია ხოლმე, და ადგილი არაა, ასე რომ თხოვე ვინმეს დაგი-შეიროს მაგიდა და მისკუბდი :)))

5. რა არის კოფი-ჰაუზი მუსიკის გარეშე. ჰოდა იმოძრავეთ რიტმში და ვიღაც აუცილებლად გკითხავთ რა სიმღერაა, ვინ მღერის და წავა მელომანიური საუბარი

6. გაეცანით. ხშირად არის ხოლმე სიტუაცია ,რომ რეგულარულად ხვდებით ადამიანს, კაფეში (ნუ აქ კაფეზეა ლაპარაკი თორე იგივე ხდება ტრანსპორტში ან ნებისმიერ სვხა დგილას აი ყოველ დღე ხედავთ ამ ადამიანს უკვე ისეთი შეგრძნება გაქვთ რომ იცნობთ,ჰოდა რატო არ წარუდგენთ თავს?! _აქ ხშირად გხედავთ, მე ესა და ეს ვარ….კარგია არა? ეს ყველაფერი იმისთვის არაა რა თქმა უნდა ,რომ ამ ადამიანთან აუცილებლად პაემნების სერია დაეწყოს და თქვენი სოულ-მეითი გახდეს, თუნდაც უბრალო ნაცნობი ან მეგობარი გახდეს ცუდია?! გადასარევია

7. ეცადეთ გააცინოთ, ჰმმ ეს არც ისენ ადვილია, ზოგი ისე უკმეხად ხუმრობს, რომ არ ვაწყენინოთ ძალით უნდა გაიცინოთ..ყოველ შემთხვევაში კარგი იმით არის მაინც ,რომ თავიდანვე გაიგებთ რა იუმორის პატრონია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მომავალში იუმორით შეეწყობით თუ არა

8. ნუ ახლა რასაც დავწერ ძალიან ბანალურია,მაგრამ მაინც—თუ ის კითხულობს წიგნს ,რომელიც თქვენ უკვე წაკითხული გაქვთ ან ძალიან გინდათ წაიკითხოთ–ბოდიშის მოხდით შეაწვეტინეთ კითხვა (აქ თუ არ გაგინათ) მერე–ძალიან მიყვარს ეს წიგნი და რაღაც ბლა-ბლა ბლა..(ისე პირადი გამოცდილებიდან ხშირად მიყვარს ხოლმე ფრანგული პოკეტ-ბუქით სიარული, უფრო სწორად ჩანთაში ყოველთვის მდიევს და სადმე სკუჩნ სიტუაციაში ვკითხულობ ჰოდა ეს სულაც არ ნიშნავს რომ წიგნი იმიტომ მიჭირავს რომ მინდა მოვიდეს ვინმე და “შემაბას” შეიძლება ძალიანაც გავღიზიანდე თუ სადმე ზე-საინტერესო ადგილას ვიღაც იდიოტი გამაწყვეტინებს ნუ თუ იდიოტი არ აღმოჩნდება კიდე ავიტან როგორმე :)))))))))))

9. ახალი საინტერესო ადგილის ძიებაში ხარ. და კითხავ–ეს ადგილი კი ძალიან მომწონს , მაგრამ სადაა კიდევ მსგავსი ალაგი სადაც შეიძლება ჭიქა კარგი ყავის ან ჩაის დალევა. ის გიპასუხებს და შესაძლოა საუბრის გაგრძელება ასეთიც კი იყოს გინდა ერთად წავიდეთ?

10. მეათეს არ დავწერ დიდად ვერ გავიგე და არაპრაქტიკულია თან ძალიან :)))

ჰოდა დანარჩენი თქვენ იცით

ჩაო ჩაო ჩაო

3 thoughts on “10 ფიქ-აფ ხერხი

  1. “ყავა, ჩაი თუ მე?” – ლოოოლ :დ ეს კლიშე-კითხვა მომეწონა და ამ ხერხს მივმართავ მე :დ სხვები ასე თუ ისე ლოგიკური იყო და შეიძლებოდა ისე მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს კითხვა მე არასდროს დამებადებოდა :დ ასე რომ მადლობა!

დატოვე კომენტარი