წერილი აწმყოს წარსულისაგან….


ოსების ჩამოსახლება საქართველოში

ოსეთის ისტორიის შესახებ ისევ და ისევ თუ არის დარჩენილი ისტორიული მასალები, ამას იგინი უნდა უმადლოდნენ ქართველ მემატიანეებს.

მე-15 საუკუნის დამლევს ოსებს მეორნეობა ძლიერ სუსტად სცოდნიათ. თურმე მარტო  ქერს სთესდნენ..მიწის მოხვნაც კი არ ყოფილა მათში წესად მიღებული, ბარითა და ნიჩბით მიწას სჩიჩქნიდნენ და ასე სთესდნენ ქერს ….

1580 წელს ოსეთში ჩამოვარდა დიდი შიმშილობა. ბალახის ჭამამ დიდად ავნო ხალხს. მრავალი გაწყდა. მკვდრები დაუფვლელნი დარჩნენ. ამ დამშეულმა ოსებმა იწყეს აქეთ-იქით გარდახვეწა და დღიური ლუკმის ძებნა მათხოვრობით. ერთი ნაწილი გადმოსახლდა ქართლშიც…

მათ ჩამოსახლებას ქართლში ხელი შეუწყო სვიმონ მეფის ბრძანებამ. ამ დროს ოსები დასახლებულ იქნენ ქსნის ერისთავის მამულში, არაგვის ერისთავის, მაჩაბლის, ფავლენიშვილის, ფურცელაძის და ზოგიც სხვა თავად-აზნაურის მიწაზე, სადაც დღემდე მოსახლეობენ.

ოსების დამშეული გლეხკაცობა ქართლის სოფლებში კარგად მოშენდა, წელიც გაიმაგრა. გულში მიეცათ შიში თავიანთ ხიზნურ ცხოვრების:ვაითუ, ოდესმე აყრა დაგვიპირონო.ითათბირეს და მიმართეს თავად-აზნაურებს, გვიყმეთო, რაკი ჩვენი ყრმობა მოხდება, აყრის შიში აღარ გვექნებაო. მობეზრდათ თავად-აზნაურებს მათი ხვეწნა და განუცხადეს თანხმობა.მას შემდეგ ისინი ქართველ გლეხებს უფრო დაუხალოვდნენ…

ერთი მაგალითი არ მომხდარა, რომ ოსებს და ქართველებს ერთმანეთისთვის ეღალატნოთ… თუ ღალატი მოხდა, ამ გარემოებას ჩვენ ვსთვლით დიდი ცოდვად და ოსების მთელის ისტორიულის ღირსების შეგინებად. ეს ნაქნარია საქართველოს მტრების ჩაგონებით… მხოლოდ ოსებს კი არ ეკადრებათ ქართველების მტრობა და შეძულება, ამას იგინი სასტიკად უნდა ერიდებოდნენ, რადგანაც ქართველთა შეგინება იქნება მათ მამა-პაპათა შეგინება.

ზაქარია ჭიჭინაძე

1915 წ.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s