unlucky day

 წუხელ გადასარევი მორიგეობა გვქონდა მე და ბრიგადას, დილას შტორები რომ ავწიეთ გვენახა გათენდა თუ რა ხდება ჩვენს თავს დავინახე ერთი მოჟამული,სველი ამინდი 😦

რას ვიზამდი?! ვერაფერს, მსწრაფლ გამოვიცვალე და გამოვიქეცი,იაშვილის ეზოდან რომ გამოვდიოდი ჰოი საოცრებავ არც მეტი არც ნაკლები ცისარტყელა დავინახე, სახე გამისიცკროვნდა, ჩავიფიქრე სურვილები,ვუყურე ,მიყურა,მერე მოვიდა მინიბუსი და წამოვედი.

აქამდე უიღბლობის არაფერი ეტყობა ხომ დღეს,მაგრამ ჯერ შეიცადეთ–მარშუტკაში მჯდომმა გადავწყვიტე კარადის გასაღები ჯიბიდან მის ჩვეულ ადგილას _ კლუტჩში ჩამედო ამ მანევრის დროს რაღაც საოცარი ძალებით და საოცარი მოხერხებულობით ეს გასაღები ჩემს ხელთ აღარ იყო,დამივარდა ,მაგრამ კვალი ვერსად ვიპოვე…ვიქექე,გადავქექე,მეტის თავიც არ მქონდა. ერთი გაფიქრება ვიფიქრე ამ არც თუ ისე სიმპატიურ მძღოლს ჩემს ნომერს დავუტოვებ-მეთქი და ვთხოვ თუ იპოვა პატარა შავი გასაღები დამირეკოს,მაგრამ გადავიფიქრე.

არადა თუ ეს პატარა შავი გასაღები არა მაქვს, შესაბამისად კარადას ვერ გავაღებ და იქ არსებულ აუცილებელ ინვენტარს მორიგეობისთვის: ხალათი,ფორმა,ფეხსაცმელი,ფონენდოსკოპი, საბაზო ხსნარის გამოსათვლელი და სხვა ათასი ფორმულა; ძილის დასაფრთხობად ყავას ვერ დავლევ იმიტომ, რომ ჭიქა თავის ყველაფრითურთ ასევე ამ კარადაშია, ჰიგიენი ნივთები, ტანსაცმელი და რა ვიცი…

მოკლედ ერთადერთ ნათელ წერტილად მარიკა მეგულებოდა ჩემი თანამოზიარე კოლეგა კარადაში; მოკლედ დავურეკე, გადავრჩი ის დამიტოვებს გასაღებს 🙂

მივედი, ვაკის გადასახვევთან ჩამოვედი, ველოდე ველოდე ველოდეეე ავტობუს ბაგებში ამსვლელს,გამოიარა როგორც იქნა, ნუ სკოლაში დავაგვიანე დაახლ 15 წუთი, ნუ კაი ჯერ სანამ ქართულ სექტორს არ დაუწყია სწავლა ეს არც ისე შესამჩნევია….

კიდე იმიტომ იყო ცუდი დღე, რომ საშინლად მეძინებოდა, არადა კაბინეტში უნდა ვმჯდარიყავი,მიუხედავად იმისა რომ ნამცეცი საქმე არ მქონდა, ნუ 2 ბავშვი შემოვიდა მსუბუქი, 1 მასწავლებელი და კიდე მეორე მასწავლებელი და კიდევ 2 მზარეული (წნევიანი ხალხი:),კიდე ერთი დამლაგებელი…..უიჰ ბლომად საქმე გამიკეთებია :)))

ნუ მორჩა წამოვედი. აქ ახლოვდება გრანდიოზული ცუდი ამბავი, ამბავი, რომელმაც საერთოდ გადახაზა მთელი დღე და არა მარტო დღე აი სრულ აპათიაში ჩამაგდო!!!!აღარაფერი რომ არ მინდა და ყველაფერი ფეხზე მკიდია(ეს უძილობის ბრალია თუ ქვემორე მოყვანილი ფაქტის არ ვიცი ჯერ ზუსტად), მივედი რექტორატში გუშინ ჩაბარებული საბუთის გამოსატანად, ნუ ამას საქმე მხოლოდ ნახევრად გაუკეთებია, ნუ კაი ახლა უნდა ავიტანო და მოვაწერინო ხელი ბოხუას, ავედი—ბოხუა შვებულებაშია, ორშაბათს ალბათ გამოვა ::o:o:o დედლაინი კი კვირამდეა :((( მოადგილე, მოვალეობის შემსრულებელი ვინმე რამე…არა–გაყინული სახით-არავინ და არაფერი (ამ ქალს კიდე ჩემი დღიური უნდა მთელი 3 წლის ნაშრომ-ნაღვაწი ნეტა რატო ვუსახსოვრო ამას ?!, მარტო იმიტომ რომ წელიწადში ჰაჰა 2-ჯერ ვხედავ , როცა ყველაზე ძალიან მჭირდება და მაშინაც ამ გამყინავ სახეს ვხედავ?! აი რა უნდა მექნა?! სრულიად უძლური ვარ -ამ კაცის შვებულების გამო DFMSA დოსიეს ვერ ვაგზავნი საფრანგეთში, შემდეგ დოსიეობამდე მინიმუმ 1 წელი უნდა ვიცადო, ტირილი მინდოდა, მაგრამ ლიფტში 4 სართულიანი მგზავრობისას შავიხშე.

ფაქტი ცუდი # =კვერცხები

აქედან გამოსულს ფული აღარ მქონდა, ბანკომატი იქვე იყო, იმან მხოლოდ დიდი კუპიურები მომცა, მეც შევედი იქვე სუპერმარკეტში, დავუარე წრე რა უნდა მეყიდა არ ვიცოდი, ბოლოს კვერცხებს გავუსწორე თვალი, ვვიფიქრე აი რა მჭირდება (ყოველ დილას საყინულეში გოგლი-მოგლი მხვდება და მაგიდაზე ყიყლიყო ანუ ბევრი კვერცხი იხარჯება, ჰოდა ვიფიქრე შევავსებ ოჯახს-თქვა. გამოვედი 20 ცალი კვერცხით. 149ს ველოდებოდი და ის ის იყო გამოჩნდა ნანატრი, რომ წინ დებილი ჯიპი არ ჩამიდგა, აუ მეთქი ეს თუ გავუშვი კიდე ნახევარი საათი უნდა ველოდო, მაგრამ მძღოლმა იყოჩაღა, ჩემი ეს “აუუუ ე დებილი სად ჩამიდგა, ეს თუ აგვუშვი ახლა”-გამომეტყველება შენიშნა და ავედიი. ვზივარ ცალ ხელში ჩანთა მიჭირავს მძიმე, მეორეში 20 ცალი კვერცხი და მესამეში ხურდა, აი დარწმუნებული ვიყავი, რომ რამე, უფრო კვერცხები გამივარდებოდა და გამიტყდებოდა, ეს უიღბლობაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო

 

მაგრამ 20-ივე კვერცხი ახლა მაცივარში კომფორტულად ისვენებს, ხვალ დილამდეეე! 😉

 

არ უნდოდათ ხო ფრანგებს ჩემი დოსიე ეე იყვნენ ახლა, არ გავუგზავნი! (ასე ვიმშვიდებ თავს, ისედაც დიიდი წვალებაა დოსიეს თითოეული დოკუმენტის შექმნა და მით უმეტეს ასეთი დიდი და გადაულახავი ობსტაკლი რომ შეხვდა,… ბოხუა სად ატარებს შვებულებას მაგას დევნას და ძებნას ვერ დავუწყებ, თანაც დრო არა მაქვს..მოკლედ ერთი მაგათი დედაც!)

არადა წესით წელი იღბლიანი უნდა მქონდეს, ესე რომ ვნახოთ დი-ეფ-ემ-ეს-ა თუ არა ე.ი. რაღაც სხვა გამოჩნდება.

ამ ფონზე ჩემს თავს მინდა აი ეს ვუსურვო:

 

 

my 2011 in review

2011წლის ბოლო და ერთადერთი დეკემბერია, ბოლო ოთხშაბათი;შარშან ამ დროს მახსოვს, რომ უფრო ვერ ვგრძნობდი ახალი წლის მოახლოებას, ახლა კი–ოოო–ვგრძნობ 🙂

ტრადიციულად ჩამოვწერ რა გამიკეთებია კარგი და ცუდი წელს, რა “მომიტანა” (მოვუტანე ჩემს თავს) ამ წელმა კარგი და ცუდი, შევაფასო საბოლოო ჯამში რამდენად კარგი ან ცუდი გოგო ვარ წელს(analyse how good or how bad girl I am). ჰოდა თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ავღნიშნო, რომ 2011-ის სამდურავი არაფერი მაქვს, პირიქით ძალიან მადლიერი ვარ.

მომენატრები წელო 2011-ო :)(I will miss you l’annee 2011)

წელი ჩვეულებრივად დაიწყო არაფერი განსაკუთრებული

იანვარი (Januray)–ამ თვეში რამე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ მახსოვს.კურაციოში ვმუშაობდი, საკმაოდ დაძაბული და დამღლელი იყო, თუმცა ვიცოდი ,რომ თვის ბოლოს უკვე მოვდიოდი; საფრანგეთში DFMS-ზე აპლიკაციის გასაგზავნად საბუთებს ვაგროვებდი,ფრიად დამღლელი და ძნელი იყო ესეც,მაგრამ გავაგზავნე.8 იანვარს შესანიშნავი და პირევლი კორპორატიული ფართი მქონდა, და ყველაზე კარგი რაც იყო ამაში იყო ის რომ მე ვმონაწილეობდი ცეკვის ნომერში (ელვის პრესლის იობილე იყო, ამიტომ ჩვენი შეფი ელვისის სიმღერას მღეროდა ჩვენ კი მასზე ვცეკვავდით 50-60 წლების ლინდი ჰოპის მაგვარ რაღაცას :)რაც მე იქ ყირამალა ტრიუკები ვაკეთეეე!!! )

თებერვალი(February) –საბუთების გაგზავნა, გამოცდა, გასაუბრება და საბოლოოდ აყვანა იაშვილის კლინიკის, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში-ახალშობილთა რეანიმაციაში უმცროს ექიმად.

მარტი (March)–დაიწყო საკმაოდ რთული მუშაობა ზემოაღნიშნულ პოსტზე.ამავე თვის ბოლოს 27ის გავხდი.არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძვნია, ანუ ადრე შეიძლება მეფიქრა რომ 27 ძალიან ბევრია. ამ ასაკისთვის ბევრი რამე მქონდა დაგეგმილი.დედაჩემს 27-სას უკვე შვილი (my mom had her first baby in her 27th year)ყავდა, ასე რომ მისი მიბაძვით მეც ვგეგმავდი,რომ 27 წლისას გავთხოვდებოდი(marriage at age 27),მერე ვანგარიშობდი, რომ 30 წლისას 1 შვილი მეყოლებოდა 1 წლის(at age 30-one kid 1 year old), 35 წლისას ერთი 6 წლის, ერთი 5 წლის  და ერთიც 2 წლის (at age 35 3 kids: 6 years, 5 and 2 years old). ნუ მაგრამ ეს ბავშვობის გეგმები იყო მხოლოდ(just childhood plans)….

აპრილი (April)–მე და თინა ვმუშაობთ (“მე და მამა ვმუშაობთ”) აქტიურად სამეცნიერო ნაშრომზე, ქალბატონი თინა ჩვილ ბავშვთა განყოფილების შეფია,თან ნოვატორია, ძალიან კარგი პედიატრი და ნუ მოკლედ ჩემი ფავორიტი! კვლევა და თემა თავის მხრივ ძალიან აქტუალური და საინტერესოა,შესაბამისად მუშაობაც საინტერესოდ მიდიოდა. დიდი მასალა დაგვიგროვდა,ესე რომ ანალიზის შედეგად რამოდენიმე მიმართულება და შესაბამისად აბსტრაქტი გავაშანშალეთ და გამოვაქვეყნეთ მთელ რიგ ქართულ თუ საერთაშორისო სამედიცინო პუბლიკაციებში; თინა პარიზში იყო ამ თემით პედიატრიულ კონფერენციაზე; ჩემი კი ჰააგაში,ჰოლანდიაში მიიღეს “ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების კონგრესზე”.სარეგისტრაციო თანხა ცოტა იყო, აკომოდასიონ–ქაუჩსერვინგით მოვაგვარე, ბილეთის ფული ჩემმა სპონსორმა (ძმამ) დამიფინანსა და ესე მინიმალური ხარჯებით დავგეგმე–გაგრძელება ივნისსში!

პარალელურად ჟვანიას კლინიკაში ამიყვანეს ემერჯენსში,ასევე უმცროს ექიმად.

პარალელურად აქტიურად დავდივარ რეზიდენტურაზე.

მაისი (May)–ამ თვეში რა მოხდა განსაკუთრებული?! არაფერი, ხო პირად ცხოვრებაში რაღაც ძვრები იყო,ანუ მარტო არ ვიყავი, თუმცა არც ჯაჭვებით ვიყავი დიდად გადაჯაჭვული.

ივნისი (June)—მაშ ასე (ან მას აშე) ახლოვდება ჰოლანდიური ვოიაჟის დრო. გარდა იმისა ,რომ ეს ჩემი  სამეცნიერო-კლინიკური შრომის და ზოგადად სამედიცინო კარიერის დიდი ნახტომი იყო–პირველი საერთაშორისო,მასშტაბური კონფერენცია,სადაც მე ჩემს თემას წარმოვადგენ პოსტერ-პრეზენტაციის სახით, 3000 საერთაშორისო მონაწილის წინაშე!პირველად! საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი ბოლომდე თუმცა ცოტას მაინც ვღელავდი,სულ სულ ცოტას.

 

ჰო აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფატქი უნდა ავღნიშნო, რომელიც ისევ ჰოლანდიას ,მაგრამ პირად ცხოვრებას ეხება:

დ. დე ლა კალ სერესო( David D.L.C.C.)-ესპანელი ყმაწვილი, ჩემი პირველი ქაუჩსერვინგ ექსპერიენსი,ანუ 2010 წლის ოქტომბერში თუ ნოემბერში-მე ახლადდარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე ეს კი ჩამოდის თბილისში, ნუ გასაუბრების შემდეგ დავთქვით დრო და თარიღი დეი-ვოქინგის და ქოფი ან თიისთვის.მე ქაუჩსერვინგს თავიდანვე და ახლაც ძალიან პროფესიულად ვუდგები ანუ ვემზადები გიდობისთვის, გეგმას დავისახავ–რა ვაჩვენო სად ვასეირნო, ტურისტს როგორ დავანახო ჭეშმარიტი სახე თბილისის და ვაგრძნობინო ქალაქის ნამდვილი სული.მოკლედ ერთდღიანი საკმაოდ კარგი გასეირნება,მეორე დღესაც გავაგრძელეთ მცხეთაში,მერე დავემშვიდობეთ,მე მივხვდი,რომ მისია ძალიან კარგად შევასრულე–ის ადეკვატურად აღიქვამდა ქალაქს,საქართველოს,ცოტა ქართულიც ისწავლა. ქართული კერძებით ,ღვინით და ხალხით აღფრთოვანდა და წავიდა.მას შემდეგ ონლაინ ვმეგობრობით, ჰოდა ერთხელაც ჩვეული,მეგობრული,საღამოს ბაასის დროს, როცა ვუყვებოდი  კონფერენციაზე აბსტრაქტის გაგზავნის ამბავს,მითხრა მეც ჩამოვალ ჰააგაში–არც აცია არც აცხელა-ბილეთი ჩემზე ადრე იყიდა და სასტუმროც ჩეზე ადრე დაჯავშნა (მე რეალურად ბილეთიი დახალ. 1 თვის შემდეგ ვიყიდე). ჰოდა მას შემდეგ ივნისის მოახლოებამდე უფრო თამამად ჭიკჭიკებდა ანუ თურმე მე მისთვის მხოლოდ გიდი არ ვყოფილვარ და ჩემით სულ სხვანაირად მოხიბლულა…მოკლედ ჰააგა,დელფტი და როტერდამი ერთად მოვიარეთ.ალბათ რომანტიკული დასასრული იქნებოდა, რომ შემყვარებოდა ის იქ ამ 1 კვირაში,მაგრამ არ შემიყვრადა,უბრალოდ კარგი ბიჭია… 🙂

აეროპორტში კოლეგა შემხვდა, რამაც ძალიან გამახარა,ერთად ჩავფრინდით პრაღაში (Prague),ერთად გადავირბინეთ და ჩავხსედით ამსტერდამის (Amsterdam)თვითმფრინავში,ჩავფრინდით,ასევე ერთად ჩავსხედით მატარებელში ჰააგისკენ(The Hague) და ერთად ჩამოვედით როტერდამში (Roterdam) :))) …ძალიან სიანტერესო იყო კონფერენცია, ბევრი საინტერესო მოხსენება,ზოგადად ორგანიზებული მაღალ დონეზე,მოკლედ ბევრი რამით მოვიხიბლე.ჩემ პოსტერთან “ბირჟაობისას” გამესაუბრნენ კანადელი ექიმი ბატონი, ადგილობრივი ჰოლანდიელი ქალბატონების ჯგუფი, ფრანგები , აღმ.ევროპის წარმომადგენლები,მოკლედ დაინტერესება დიდი იყო,ფრიად მოხიბლული ვიყავი ამ კითხვა-პასუხებით :).
ჰოლანდიაში ძალიან გვიან ღამდებოდა,ესე რომ მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებები გვიანობამდე იყო გაწერილი,მაინც დიდი დრო მრჩებოდა მერე რომ მებოდიალა და დამეთვალიერებინა ჰააგა. ერთ საღამოს მახლობელ პატარა ქალაქ დელფტშიც(Delft) გვაისეირნეთ,სადაც ტილ შვეიგერი(Til Schweiger)  დამხვდა :).შემდეგ როტერდამში გავეშურეთ-ერთ დღეს ლამის ფეხით შემოვიარეთ მთელი როტერდამი,მერე ის გაფრინდა ,მე კი ამსტერდამში.

ივლისი (July)-ივნისის ბოლო და ივლისი -ოოო აქ ძალიან დიდი და თბილი დასაწერია!!! არც კი ვიცი უნდა დავწერო თუ არა,მაგრამ ასეთი შესანიშნავი 1 თვე მე არასდროს არ მქონია! თბილი და ცხელი, ამასთანავე გრილი, ძალიანნ კომფორტული,ძალიან სიმღერიანი (LA VIE EN ROSE),ლუდიანი, თეატრალური (theatre)(“ჟოლო” და სამეფო უბნის თეატრის ფესტივალი), კულინარიული (culinary) (ბაზრობაზე პროდუქტების ყიდვა და ჩვენი ხელით მომზადება და ჭამა),ცეკვიანი (dance)–ცეკვა ქუჩაში, მოკლე ფილმების ფეტსივალზე დარბაზის გვერდით ერთ ცარიელ ოთახში,სადაც მუსიკა ისმოდა, ღვინიანი!, კატით შეშინებიანი(cat), 4 ივლისის აღსანიშნავი პიკნიკიანი(4 july pique-nique), ბაზალეთიანიიიი(Bazaleti)-წვიმიანი,ცურვიანი,ბევრი ღვინიანიიი!! :)ველოსიპედიანი (velo)!, ღიმილიანი(smile)!, “პირველი კოცნისკვერიანი”(first kiss park), სიყვარულიანი,ბევრი განშორების და ბევრი კვლავ-შეხვედრიანი…

 

აგვისტო (August) – ოჰჰ ასეთი ივნის-ივლისის შემდეგ აგვისტო აღარც მახსოვს.თუმცა მახსოვს რომ ძველ მეგობარს შევხვდი-სლოვაკელი პიტერა (Peter)კვლავ ჩამოვიდა თავის მეგობრებთან ერთად,ზოეც (Zoe)აქ არის (ქართველი შეყვარებული ჰყავს,ესე რომ აქ ხშირად არის), ჰოდა ვიკრიბებოდით ხოლმე და ზღვაზეც ერთად წავედით ბათუმში (Batumi).

სექტემბერიოქტომბერი – ქართულ-ამერიკულ სკოლაში აღმოვჩნდი ექიმად(Doctor in New School Georgia). ქაუჩსერვინგით (Couchsurfing)საინტერესო ფრანგ ბოვშვს შევხვდი,ცოტა ფრანგული გავიხსენე. ბრიტანელი ჯეიმსიც(James) კვლავ ჩამოვიდა დაპირებისამებრ (ყველა ვინც ერთხელ ჩამოდის აუცილებლად ბრუნდება!ეს ა რულ!)(Everybody comes back to Georgia, as a rule!). ოქტომბრის ბოლოს ახალი სამსახურიც (New job(3rd one)დავიწყე და მის ფარგლებში პირველი გასვლა მქონდა კოლეგასთან ერთად ბათუმში(Batumi training),ძალიან კარგი იყო. ჩეხი ფილიპიც პირადად ამ თვეში გავიცანი მგონი, ჩამოსული იყო (ესეც მეორე ვიზიტით).

ნოემბერი (November) – სკოლა(school), იაშვილი(Iashvili clinic), ქაუჩსერფინგით (CS)რამოდენიმე საინტერესო გავიცანი კიდე და რამოდენიმე სიანტერესო დღე მქონდა; CRA-გასვლები ამჯერად სხვა კოლეგასთან ერთად.(CRA-missions-trainings-in-regions)

 in

თოვლი მოვიდა!(Snow)

11.11.11-იც იყო, 2007ის 11.11.-ს მე მიკაელი გავიცანი სკაიპში (skype), ანუ 4 წლის იუბილე გვქონდა, ძალიან წითელი ქარდით ავღნიშნე(very rouge card). …

დეკემბერი (December)– CRA-გასვლები გრძელდება(CRA-missions-trips), თანაც ამ თვეში სულ მარტო წავედი და დამოუკიდებლად ჩავუტარე ტრენინგი სასწრაფოს ექიმებს ბორჯომში, სენაკში და ქუთაისში(Borjomi, Senaki, Kutaisi).ამ ბოლო 2 სამუშაოს წყალობით თავს დიდად ვგრძნობ(i feel grown up),დიდად იმიტომ, რომ თავს დამოუკიდებლად (independent)ვგრძნობ, დამოუკიდებლად იმიტომ, რომ არ მიწევს ფული ვთხოვო ვინმეს (ვინმეში იგულისხმება-დედიკო,მამიკო და ძმა). ბოლო-ბოლო ვიყიდე ის საგნები, რომლებიც მჭირდება და რომლებიც ძალიან მიყვარს და აქტიურად ვიყენებ.საახალწლოდ ჩემს თავსაც და ჩემს ოჯახსაც საჩუქრები გავუკეთე(NY gifts) :).

ჰოდა დეკემბრის ბოლო დამაგვირგვინებელი მოვლენა_ თბილისი თურქული გოგირდის სამეფო აბანოები!(tbilisi-turkish-sulfur-baths-sauna)

სამეფო-ლუქსი-მარტო ჩვენთვის- 4დაქალოჩკა-ცხელი გოგირდოვანი აუზი, ცივი, კონტრასტისთვის, აუზი, საუნა ფიჭვის არომატით!–ოოოჰ საოცარი იყო!

ვაიმე ყველაზე მთავარი მავიწყდებოდა?!_სერთიფიცერებული ექიმი გავხდი დეკემბრის 22ში, მოლოცვებს დღემდე ვიღებ,მადლობა :)(Licensed pediatrician since 22th Dec.)

მოკლედ კარგი გოგო ვარ, კარგი ! :*

conclusions: I am a good girl, good, very good! :*

2010

He’s Just Not That into You

What kind of “animals” are men?!

Men are hunters, men are brave, men are courageous and they are just cute! 🙂

And we women we are weak and fragile..

Once I was waiting for a bus, was really in hurry, worried because I was late…walked up and down nervously, and one big guy came and start to chat, than we sat together in bus, finally he said-“u seemed so weak, unprotected.. That I wanted to come and help not only now, but take care of such a beautiful, fragile creation forever. Well I was in hurry and late for date with cool guy, so of course I never remembered after that about this “bus-caring-guy”, but I just remembered this phrase.

And that’s so true, we need men by our side; maybe we are not so fragile and weak as we seem, and maybe we are very strong in the deep, even more stronger than men, but we always want strong men by our side . men who will protect us and who will care about us. That’s the nature! That’s the rule!

Men are different from women. Women who call men, ask them out, conveniently have two tickets to a show, or offer sex on the first date  or are initiators of first kiss or are telling to man first 3 magic words—destroy male ambition and animal drive. Men are born to respond to challenge.

So, Let Man be a Man! 🙂

We, girls, we are exaggerating everything, we have too big expectations, and then big disappointments because of it. but men they have simple rules, no rules, if at first meeting they are not paying big attention to you and don’t say nice words about your “womanity” that doesn’t means that they are shy and can’t say or express anything at first date, that means simply—he’s just not that into you!

If he don’t calls—that doesn’t means that he will call you later, that doesn’t means that you must wait him forever. That means that he just don’t wants to call you, don’t wants to meet you again, he’s just not that into you. You simply say-Next please! 🙂

If he don’t notice you in the crowd, don’t feels that you are somewhere there. That means that he’s just not that into you and don’t try to do so that he notice you. Don’t make hard efforts.

When he asks about your day not necessary to tell every detail and whole schedule, he is not really interesting in it. It’s just topic to start chatting. Less you will say better.

When he invites you to go out just 30 mins before planned “going out”:O that’s so unserious! You can’t be always free, you are busy and maybe you already had planned “long before” something for this evening—he didn’t think about it?! ohh he is not that into you, he wants just bed with you or have a short adventure. Man who is serious about you he will plan before few days—where to go, how to go and everything and calls you to be sure that you won’t plan anything else for that evening and that you’ll be available only for him.

Man who is asking you to place which is much closer to his place and you have to pass whole city! hmmm –bad!!!! he must make efforts, he must traverse whole city for you! not You!

after relationship he says “I need to take time-out”–:O awful, he wants to be alone, without you for a while, what, is he tired from you? He needs some rest, rest from you?! hmm it’s step to final break up. what, we must sit back and wait for him?! –of course not! Do we need distance to get close? or we must blame ourselves that we should try little harder, we r doing our best, it must be enough, if it’s not enough—he’s just not that  into you. Next please!

on other hand—short breaks only shows, only makes you sure—how much u both love each other!

on third hand- he may come back  with flowers and say—I love you, this time without you was  awful and I can’t be without you!

but in most cases it’s ends up that way which shows what a  s-o-b(son of a bitch) men are (sometimes).They are just afraid of say it loud that’s “the end”….

Man who is telling you (after date or after short conversation) that he is sleepy, have to wake up 2morrow earlier, have to go work earlier or have stuff to do, he’s just not into you, he don’t wants to stay longer with you; so take it easy and say-Next please! 🙂

because men always finds time for his preferred one! he is never lazy never, tired for her! 🙂

“everything is evident without words!”- bullshit, words are necessary, you can’t always understand right meaning of gestures, mimics and other body languages or acting.

there must be fever, you must feel “zha zha zhu” always, if not he is just not him and — Next please! 🙂

oh and last thing : this is so true:

https://pelagiaa.wordpress.com/2008/12/03/how-to-impress-a-woman/

რა სარგებლობა მო(უ)აქვს სექს

სექსუალური ჯანმრთელობა

რა თქმა უნდა როცა სექსი გაქვთ და ამაღლებულ განწყობაზე ხართ ნაკლებად ფიქრობთ ,რომ ამ დროს თქვენი იმუნიტეტი ძლიერდება ან ჯანსაღ წონას ინარჩუნებთ. თუმცა ფაქტია, რომ კარგი სექსი ყველაფერს ამას, და არა მარტო ამას (განაგრძეთ კითხვა და იხილავთ რას) უზრუნველყოფს. ეს არ არის უბრალო ბლა-ბლა-ბლა , არც ხუმრობა და არც ხმებზე დაფუძნებული, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.

ჯოი დევიდსონი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, ნიუ-იორკიდან, ფსიქოლოგი და სექს-თერაპევტი ამბობს, რომ მართალია სექსი ყველაგანაა და მრავლად მედიაში,მაგრამ მაინც ხალხის დიდ ნაწილში ის გაღიზიანებას იწვევს ან სირცხვილს. თუმცა ის ცდილობს დაგვანახოს როგორი მნიშვნელოვანი ნაწილია სექსი ჩვენი ცხოვრების, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

1.სექსი ხსნის სტრესს

ამცირებს წნევას და სტრესს_ შოტლანდიელი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც დაიბეჭდა ბიოლოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალში. მათ შეისწავლეს 24 ქალი და 22 კაცი, რომლებიც თავიანთი სექსუალური აქტივობის ერთგვარ დღიურს აწარმოებდნენ. შემდეგ მეცნირებემა დააყენეს ისინი სტრესულ სიტუაციაში_ როგორიცაა მაგ: საჯარო გამოსვლა ან ვერბალური არითმეტიკა_ ამ დროს ზომავდნენ წნევას(ანუ სტრესის საპასუხოდ არტერიული წნევის ცვლილებას). მათ ვისაც სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ ბევრად კარგი პასუხი ქონდათ სტრესზე, ვიდრე იმათ ვინც სხვა გზით იკმაყოფილებს ან საერთოდ თავს იკავებს.

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ ხშირი სექსუალური ურთიერთობა (ინტერკურსი) ასოცირებული იყო დაბალ დიასტოლურ წნევასთან (ხალხში გავრცელებული “გულის წნევა”). სხვა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი ჩახუტებებსა და დაბალ წნევას შორის ქალებში.

**მე მგონი ჩვენში ესე გავცელებული ჰიპერტენზია შუა ასაკის შემდეგ, ამ ასაკში სექსის არარასებობის ბრალია 😦

2. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს

კარგი სექსუალური ჯანმრთელობა სხვა სიტყვებით შეიძლება ნიშნავდეს კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას.კვირაში 1-ელ ან 2-ჯერ სექსი ზრდის იმუნოგლობულინ  A ანუ IgA რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში,ეს სწორედ ის ანტისხეულია, რომელიც გვიცავს “გაციებისგან” და სხვა ინფექციებისგან. მეცნიერებმა ვილკის უნივერსიტეტიდან  (Wilkes University in Wilkes-Barre, Pa) შეისწავლეს  კოლეჯის  112 სტუდენტის ნერწყვის ნიმუში (სწორედ ნერწყვში არის ეს იმუნოგლობულინ-ა).

ჯგუფი, რომელსაც “ხშირი” სექსი ქონდა_ 1-2-ჯერ კვირაში_ IgA-ს უფრო მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ ვიდრე დანარჩენსსამ ჯგუფს: 1. თავშეკავებულები. 2. კვირაში 1ზე ნაკლები; 3. ისინი ვისაც ძალიან ხშირი სექსი აქვთ ანუ 3 და მეტი კვირაში

3. სექსი წვავს კალორიებს

30 წუთიანი სექსი წვავს 85 და უფრო მეტ კალორიას. შეიძლება არც ისე შთამბეჭდავი ციფრია,მაგრამ : 42 ნახევარ საათიანი “სესია” დაწვავს 3 570 კალორიას–ეს საკმარისი კი არა საკმარისზე მეტია წონის დასაკლებად. მოუმატებთ “სიჩქარეს” დაიკლებთ მეტს 🙂

“სექსი შესანიშნავი ვარჯიშია”_ამბობს პატი ბრიტონი, PhD,სექსოლოგი ლოს ანჯელესიდან, the American Association of Sexuality Educators and Therapists-ის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ ეს “სავარჯიშო” კარგად შეასრულოთ საჭიროა დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალისხმევა.

4. სექსი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

თუმცა ძველი “ფოლკი” გვეუბნება ,რომ სექსმა შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს (აღწერილია ასეთი შემთხვევები), თუმცა ინგლისელი მეცნიერები უარყოფენ. Journal of Epidemiology and Community Health-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სექსის სიხშირე არ არის კავშირში გულის შეტევასთან, გამოიკვლიეს სულ 914 მამაკაცი (20 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მათ).

გარდა ამისა სექსი კვირაში 2-ჯერ ან მეტჯერ ამცირებს ფატალური ინფარქტების რისკს, იმათთან შედარებით ვისაც თვეში 1 ან ნაკლებჯერ ჰქონდათ სექსი.

5.სექსი ამაღლებს თვით-შეფასებას

თვითშეფასების ამაღლება ერთ-ერთი მიზეზია 237დან რატომაც ხალხს აქვს სექსი(ეს გამოკითხვა ტეხასის უნივერსიტეტის მკველვარებმა ჩაატარეს და გამოაქვეყნეს_ Archives of Sexual Behavior)

“One of the reasons people say they have sex is to feel good about themselves,”  Gina Ogden, PhD, a sex therapist and marriage and family therapist in Cambridge, Mass. tells to  WebMD. “Great sex begins with self-esteem, and it raises it. If the sex is loving, connected, and what you want, it raises it.”

6. სექსი აუმჯობესებს ინტიმურობას(აახლოვებს)

სექსი და ორგაზმი ზრდის ჰორმონ–ოქსიტოცინის დონეს, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება ნდობის და კავშირების დამყარება-გამყარებაში. პიცბურგის და ჩრ. კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 59 პრემონოპაუზაში მყოფი ქალბატონი ქმართან სასიყვარულო ალერსამდე და  შემდეგ. დაადგინეს_ მეტია კონტაქტი, მაღალია ოქსიტოცინის დონე. ოქსიტოცინი კი გვიმძაფრებს სურვილს უფრო დაახლოების. ეს ჰორმონი აგრეთვე იწვევს სიუხვეს და ხელგაშლილობას, ესე რომ თუ თქვენ უცებ ძალიან გულუხვი გახდით თქვენი პარტნიორის მიმართ ეს სიყვარულის ჰორმონის ბრალია 🙂

7. სექსი ამცირებს ტკივილს

ჰორმონ ოქსიტოცინის მოზღვავება ზრდის ენდორფინების დონეს (შინაგანი ტკივილგამაყუჩებელი) და ტკივილი მცირდება. ესე რომ თუ სექსის შემდეგ გაგიქრებათ თავის ტკივილი, სახსრების ან სხვა ნებისმიერი ეს სექსის წყალობით გამოყოფილ ოქსიტოცინს და ენდორფინებს დააბრალეთ.

9. სექსი ამაგრებს მენჯის(ქვედა სართული) კუნთებს

ქალებში, კეგელის სავარჯიშო (http://www.youtube.com/watch?v=DdZPR5nE0J0) ქვია–მენჯის “ქვედა სართულის” კუნთების ვარჯიშს. ამ მოძრაობის შედეგად სიამოვნება მეტია, გარდა ამისა როგორც ვთქვი ამაგრებთ კუნთებს და მოგვიანებით ასაკში შარდის შეუკავებლობის რისკს ამცირებს. დაახლ. ასეთი სავარჯიშოა_თითქოს ცდილობ შეიკავო შარდვა, დაითვალე 3მდე, მერე მოდუნდი.

10. სექსი უკეთ ძილში გვეხმარება

ოქსიტოცინი, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა ძილისმომგვრელია(კვლევებზე დაყრდნობით), კარგი გამოძინება კი ყველაფერი კარგის საწყისია!

Summary

Take note that sex is good for you in ways you may never have imagined and that the health benefits extend well beyond the bedroom.

ცხოვრება გვაძლევს მხოლოდ 1 შანს?!

თუ 2-ს, 3-ს და მეტს?!

არ ვიცი ბრძენი ხალხი ამა ქვეყნისანი რას ამბობენ,მაგრამ საკუთარი გამოცდილება მიჩვენებს ,რომ მხოლოდ ერთხელ გვაძლევს და ის შანსიც ხშირად ისეთი მოულოდნელი და დაუჯერებელი , რომ უცებ არც ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ გამოვიყენოთ, თუმცა შინაგანად ვგრძნობთ ,რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ….

ასეთ სიტუაციაში ტიპიური რაჭველი ვხდები, ვერაფერს ვაკეთებ და სულელი ბავშვივით, ვარ, ვიცი რომ შანს ხელიდან ვუშვებ ჩემი უმოქმედობით და მაინც ვუშვებ 😦 საშინელებაა არა? ამაზე მეტი უგუნურობა რა გინდა

ადრეული ხანის ისტორიიდან მოვყვებოდი პირად მაგალითებს ,მაგრამ არ მახსოვს, სამაგიეროდ ბოლო 2 კვირაში 2 მაგალითი უკვე დამიგროვდა 🙂

ერთი მულატი სიმპატიური ბიჭია, ტიპიური ისეთი შემთხვევაა, როცა ვიღაცას დაინახავ და უბრალოდ მოგეწონება, არავითარ განსაკუთრებულ იმედებს ან გეგმებს არ ამყარებ, უბრალოდ სასიამოვნო სხივებს ანათებს ეს ადამიანი და დიდი სიამოვნებით გექნებოდა მასთან ურთიერთობა; ჰოდა წინა საღამოს ამ ბიჭზე აქტიურად ვისმენდი და მეორე დღეს ჩემი დილის ჩვეული ტრანსპორტი რამდენადმე შეიცვალა და “პავლოვზე” აღმოვჩნდი , ასე რომ 44 ნომრით გავეშურე ჩემს კლინიკაში; ჰოდა რა მოხდა მერე?!_ რამოდენიმე 10ეულ მეტრში ვინ გააჩერა ჩემი 44 ნომერი და ვინ ამოვიდა და დაჯდა ცარიელ მარშუტკაში ჩემს წინ (სავსე მაინც ყოფილიყო და მარტო ჩემს გვერდით თავისუფალი )))))))))_ ის, ბობ მარლისეული ქუდით! 🙂

*ჰა ხო ვუხდებით ერთმანეთს?!

ესე დაახლ. 10-15 წუთი ესე ახლოს იჯდა ჩემთან,მაგრამ არაფერი

ნუ კაი ეხლა ეს არის ის “ერთი შანსი”?!-თუ კი მაშინ აი მე გეკითხებით თქვენ_ როგორ უნდა გამომეყენებინა ძალიან მაინტერესებს?!

ოკ , მოკლედ დავწერ მე როგორ გამოვიყენე _ იმდენად რამდენადაც ეს ყმაწვილი მძღოლის უკან იჯდა ფანჯარასთან და გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, მე აქტიურად გადავჯექი ვითომდა იმ მოტივით რომ მძღოლისთვის მეკითხა_იაშვილის კლინიკას გაივლით?, მძღოლმა ვერ გაიგო ჩემი სულწასული ხმა,მაგრამ ამ ყმაწვილმა გაიგო და აქტიურად მიპასუხა–კი გაივლის

–ოო, ძალიან კარგი, მეტყვით სად უნდა ჩამოვიდე? 🙂

— იცით მე იაშვილამდე ჩავდივარ,მაგრამ გეტყვით 🙂

–დიდი მადლობა 🙂

———

ის_იცით საიდანღაც მეცნობით

მე_ეს საუბრის გაბმის გაცვეთილი ფრაზაა?!

ის_არა ,არა,მართლა, თქვენ არ გეცნობით?

მე_ნუ თქვენ ხომ ცნობადი სახე ხართ :პ

ის_ მართალია ფრანგებივით შეგვიძლია თქვენობით ვილაპარაკოთ კარგა ხანს, მაგრამ მოდით იქნებ ოდნავ უზრდელები გავხდეთ და შენობით-ზე გადავიდეთ

მე_ ჰეჰეჰე, ძალიან კარგი, მეც საკმაოდ მეუხერხულება თქვენობით დიდ ხანს საუბარი ჩემს თანატოლთან (+/_), ე.ი. საიდანღაც გეცნობი, საინტერესოა საიდან, მე იმ ადგილებს ნაკლებად ვსტუმრობ სადაც შენ დიდ დროს ატარებ

ის_ ბათუმი, წლევანდელი თუ იმის წინა ზაფხული, ჩვენ ერთმენთის წინ ვიწექით პლიაჟზე და მზეს ვეფიცხებოდით, ხო ესე იყო? არ გახსოვს? მე ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს დეტალებში, შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი რაღაცეები დამავიწყდეს მაგრამ ასეთი ფოტოგრაფიული დეტალები მახსოვს!

მე__ოო,მგონი მართალი ხარ!, რომელი ზაფხული იყო მეც არ მახსოვს,მაგრამ ესე იყო, მე და ჩემი დაქალი ვიყავით, მხოლოდ ორნი, შენ კი მეგობრების მრავალრიცხოვან და მხიარულ ბანდასთან ერთად იყავი, ყურადღებას ადვილად იქცევდით :))))

ღიმილები, სიცილები, სასიამოვნო მეგობრული სჯა-ბაასი

ის_მე ეხლა უკვე ჩავდივარ,კინო-სტუდიაში მივდივარ, შენ კლინიკაში ალბათ რაღაც საქმე გაქვს მაგრამ საუბარი აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ, მე ტელეფონით ან სხვა წყაროებით დაგეგმილი შეხვედრების არ მწამს ესე რომ ესე შევთანხმდეთ (ძალიან ჩქარა ლაპარაკობს უკვე, იმიტომ რომ სადაცაა ჩადის), დღეს აი აქ ზუსტად 3 საათში, ოკ? ეხლა 12 საათია ანუ, ანუ 3 საათზე, 3-დან 4მდე აქ დაგელოდები, ოკ? გააჩერეთ, ადიოს ამიგა და წავიდა

ეს ბოლო ისე სწრაფად მოხდა, მე ვერაფერი ვერ მოვასწარი….

ეს რა თქმა უნდა გამოგონილი ამბავია , სინამდვილეში , მე მთელი გზა მის უკან ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი :), მერე ის კინო-სტუდიასთან ჩავიდა, მე კი იაშვილთან და ჩვეული დღე ჩვეულად გავაგრძელე 🙂

სწორად მოვიქეცი? თუ ისე უნდა მოვქცეულიყავი როგორც ზემოთ აღწერილ გამოგონილ სცენარში, ალბათ ნაკლებად ადვენჩერერი ვარ 🙂

50 წელს რომ გადავაბიჯებ

რითი მინდა ვიყო დაკავებული 50 წელს რომ გადავაბიჯებ

ალბათ ეს ნუსხა არაერთხელ შეიცვლება,მაგრამ მინდა დარჩეს ისტორიას დღეს დაწერილი ჩემი აზრი ამის შესახებ

რაც შეიძლება მრავალრიცხოვან სიას დავწერ, რომ საქმე ამოსარჩევად მქონდეს

საქმიანობა აუცილებლად ის უნდა იყოს რაც მე მიყვარს, მსიამოვნებს, მაინტერესებს და მინდა გავაკეთო

ყველა პუნქტს შორის იგულისხმება “ან”

1. წვეულებების ორგანიზება


 

ანუ მექნება ჩემი პატარა ოფისი, შეიძლება ეს სახლშივე იყოს, სულაც არაა საჭირო ცალკე ოფისი, მექნება ალბომები :ერთი რომელშიც გასული ივენთები იქნება აღბეჭდილი, მეორეში_სხვადასხვა ფერის და სტრუქტურის ქსოვილები, მესამეში_ყვავილები და თაიგულები, და ლენტები მათ მოსართავად, მეოთხეში_ჭურჭლეული, ანუ სხვადასხვა სასმელისთვის ჭიქები , სხვადასხვა დანიშნულების თეფშები, ვაზები; ნუ შეიძლება ყველაფერი ამისთვის ალბომი არ დამჭირდეს,მაგრამ მაინც… მეყოლება “კლიენტები” ვინც შემიკვეთავენ ყველაზე გრანდიოზულ შემთხვევაში –ქორწილს ან მინიმუმ ბავშვის დაბადების დღეს 🙂

 

2. ბაღის დეკორაცია

ყველა ფართობის (უპატარავესი , ფანჯრის წინ არსებული ბაღიდან დაწყებული დიდი ეზოთი დამთავრებული) ბაღის დაგეგმარება-დეკორირება; მცენარეებით, ბუჩქებით, ბალახებით, ყვავილებით და რაც მთავარია ეზოს ავეჯით_სხვადასხვა სკამები, შეზლონგები, მაგიდა, შადრევანი, ქანდაკებები, პატარა ბეზდელუშკები აქა-იქ, საქარეები , საფოსტო ყუთი, მისამართის და სახელის და გვარის აბრები…ათასი წვრილმანით…

 

 

3. ამ დროისთვის წესით და რიგით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

დამსახურებული და საქვეყნოდ ცნობილი პედიატრი უნდა ვიყო, ასე რომ ჩემს პროფესიაში აქტიურად ვიქნები ჩართული, უფრო მეცნიერული განხრით, მეყოლება სტუდენტები და რეზიდენტები და სხვადასხვა მეცნ. კვლევებზე ვიმუშავებდი, კონფერენციების ორგანიზებაში ვიქნებოდი, და პაციენტებსაც მივიღებდი რა თქმა უნდა ანუ ფრიად აქტიური ბებია ვიქნებოდი 🙂 ამის გავრცობა შემიძლია, მაგრამ არ მინდა აქ ყველა დეტალი დავწერო, გამოვა რომ ჩემი გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვამზეურო და არ მინდა რა…

4. ნუ ამ მეოთხე პუნქტს წავშლი ალბათ, მაგრამ მაინც დავუშვათ, დავუშვათ რომ არ გამოვედი ასეთი სასიქადულო პედიატრი, ქართული პედიატრიის დედა და ჯუსტ რიგითი პედიატრი ვიქენი და დიდად აქტიურად არ ვმუშაობ პედიატრიაში და არც სტუდენტებს ვასწავლი და ძირითადად სახლში მიწევს ჯდომა :(, ოკ არაუშავს-ბავშვებს მოვუვლი და შვილიშვილებს……… არაა, რაღაც ძალიან დამახაზაიკა ვარ, ამ პუნქტს ვშლი, ასეთი უღიმღამო ცხოვრება არ მინდა მე ჩემთვის!!!!!!

 

5. ხატვა

ვხატავ ნახატებს ჩემთვის, გამოფენილი მაქვს ჩემი სახლის ან პატარა აგარაკის სხვენზე ან სარდაფშიი, მაგ ასაკისთვის იმედია დავიხვეწები და რამეს ვისწავლი მხატვრობაში, და ხელი გამიუმჯობესდება ან თუ არადა “ჩემეულ სახეებს” ხო მაინც შევქმნი რა.

აქ ძირითადად ისეთ საქმეებს ვწერ რითაც შემოსავალი მექნებოდა, ჰოდა მოდი ბარემ მხატვრობასაც ფულში გადავიყვან, გამოფენები და გაყიდვები ან ამ ჩემს ნაჯღაპპნებს სხვა რამეში გამოვიყენებდი, მაგალითდა მისალოც ბარათებს (რისი კეთება მიყვარს ხოლმე ეხლაც და ბავშვობაშიც ვაკეთებდი, დედის დღეზე დედაჩემის მსგავსი ქალი დავხატე და მეორე მხარეს მივუწერე მილოცვა და მამაჩემისთვისაც მსგავსი რამ მაქვს ძველი; და ბოლო 3 წელია ახალ წელს, თებერვლის 24 ში და დეკემბრის 25ში ისევ ვჯდები და ვხატავ და ვაფორმებ გასაგზავნ ბარათს) და მოსაწვევ ბარათებს გავაკეთებდი, ნუ ხელით შევქმნიდი და შესაბამისად ინდივიდუალური და უნიკალური იქნებოდა, ამდენად გაყიდვადიც 🙂

6. თუ ამის საშუალება მექნებოდა გავხსნიდი პატარა წიგნების მაღაზიას, სადაც იქნებოდა საბავშვო წიგნები ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ ენებზე, აქვე შეიძლება ჭიქა ლიმონათით და ფუნთუშით პირის ჩატკბარუნება;

საბავშვო მუსიკა, პატარა სკამები,კედელზე სახალისო ნახატები, ბევრი მათთგანი თვით ამ ბავშვების დახატული

კვირაში ერთ საღამოს მე წავუკითახვდი ბავშვებს “პატარა პრინცს” ფრანგულად, სხვა საღამოს ქართულ ზღაპარს….და ასე შემდეგ… ბავშვები გიჟდებიან ამ ადგილზე; მშობლები სახლში ესე ეუბნებიან ბავშვებს–თუ კარგად მოიქცევი, აი ამას თუ შეჭამ, აი დღეს თუ ბაღში წახვალ, აი ამ კაბას თუ ჩაიცვამ ხუთშაბათს საღამოს ეკას წიგნის მაღაზიაში წაგიყვან (სახელი ვერ მოვიფიქრე ჯერ)

გავაგრძელებ იდეებს, ეხლა უბრალოდ მეძინება

ისე ეს ყველაფერი ისაა რასაც გავაკეთებდი ამ ასაკში, მაგრამ როგორი იქნება პელაგია ამ ასაკში?!

ისევ  პატარა და გამხდარი, თმა მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მსგასვად შეღებილი (ანუ ყავისფერი ცოტა ღია ფერის), ალბათ მხრებამდე მექნება შეჭრილი, ჩემეული არეულ-დალაგებული wavy hair, იმედია სლიმ ვიქნები ისევ, ჰოდა კლინიკაში დოქტორ ქადივით ვივლი(dr. Cuddy) , ტანზე გამოწკეპილი ქალური კოსტუმჩიკებით 🙂

ჰო კაი გარეგნობას შევეშვათ

ვირბენდი დილაობით ან საღამოობით და/ან აუზზე ვივლიდი–ეს აუცილებლად!

სამსახური, სამსახური, გვიანობამდე სამსახური, მერე სახლი–honey i’m home! ვახშამი საყვარელ ქმართან, შეიძლება საღამოს კინო დივანზე წამოოგორებულებმა ვნახოთ ან გარეთ გავისეირნოთ მე და ჩემმა ჰანიმ და ძაღლმა და მერე შხაპი და მერე ტკბილი ძილი

შაბათ-კვირას პიკნიკები ან შვილებთან სტუუმრობა , ისინი ჩვენთან ან ჩვენ მათთან…

შაბათ-კვირას აუცილებლად აქტიურ დასვენებაში გავატარებდი–ანუ სადმე წავბოდიალდებოდით მე და ჩემი ჰანი გარეთ სუფთა ჰაერზე, ამინდის მიუხედავად, ან კულტურულ დასვენებას მოვიწყობდით-კინო, თეატრი, ოპერა, ბალეტი, ან მეგობრების შეკრება 🙂 “სენიორების” ცეკვის ჯგუფში ვივლიდით მე და ჰანი

ისე აუცილებლად ამ ასაკში ჰანისთან ერთად უნდა ვიყო, მარტო მოვიწყენ ალბათ :(….

new year wishes for U

1. გამბედაობა

გაბედეთ, იმოქმედეთ , ყველაფერი თქვენს ხელშია

pour cette nouvelle année, je te souhaite d’oser.

Oser réaliser tes rêves.
Oser concrétiser tes projets.
Oser profiter de ton bonheur.
Oser apprécier l’amour qu’on te donne.
Oser avoir tout le succès que tu mérites.

Tout cela est en toi, il ne te reste plus qu’à oser.

2. 365 დღე სავსე ბედნიერებით, და 365 ღამე ბედნიერი სიზმრებით

je te souhaite que les 365 prochains jours soient pleins de bonheur, et que les 365 prochaines nuits soient pleines de beaux rêves.

Meilleurs voeux.

3. საყავრელ ადამიანს: ახალი წელი ,მაგრამ იგივე სიყვარული, იგივე ვნება,და  სურვილი სამომავლოდ და სამუდამოდ შენთან ყოფნის,

Une nouvelle année, mais toujours le même amour pour toi.

Une nouvelle année, mais toujours cette grande passion pour toi.

Une nouvelle année, mais toujours ce désir d’un avenir avec toi.

Une nouvelle année, et une carte de voeux pour te dire tout ça…

4. იცხოვრეთ და ისიამოვნეთ თითოეული დღით, ნუ ელოდებით ხვალს. დაკრიფეთ უკვე დღეიდან ცხოვრების ვარდები

citation de Pierre de Ronsard :
Vivez si m’en croyez, n’attendez à demain. Cueillez dès aujourd’hui les roses de la vie.

5. ახალი წელი ახალი თავგადასავლები, ახალი იმედები, ახალი შეხვედრები, ახალი ინტერესები, და ზოგიერთისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისიც კი; ისიამოვნეთ ახალი წელიწადით

Une nouvelle année c’est de nouvelles aventures, de nouveaux espoirs, de nouvelles rencontres, de nouveaux centres d’intérêt, et pour certains une nouvelle vie.

Bonne année, à bientôt, et surtout profitez bien.

6. ეს წელი არ იქნება მსგავი  წინა წლების

ეს პირობაა!!!

Cette année ne resemblera pas aux autres …

C’est promis !

7. ახალ წელს გადაწყვეტილია: ვსაუბრობთ, ვუსმენთ ერთმანეთს, არ გვავიწყდება–გვიყვარდეს ერთმანეთი,

Nouvelle année, c’est décidé,

On se parle, On s’écoute, On n’oublie pas de s’aimer, On accepte nos différences

Oui vraiment, nouvelle année, c’est décidé.

8. და ყველაზე მთავარი, მე 2011 წლის დადგომისთანავე ყველას ვუსურვებ მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას; ეს ისაა რაც ყველაზე მეტად და ყველაზე დიდი დოზით უნდა ვუსურვოთ ერთმანეთს, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ყველას გვაკლია, ზოგადად და გლობალურად დედამიწაზე და კიდევ იმიტომ, რომ თვით ბიტლები გვიმღეროდნენ ათწლეულობით–ოლ უ ნიდ ის ლავ-ო, ესე რომ დავუჯეროთ მათ და დაე გვიყვარდეს და ვუყვარდეთ 🙂


Voici  de voeux pour cette nouvelle année,

accompagnée de trois souhaits pour toi :

De l’amour,

De l’amour,

Et de l’amour.

Je t’embrasse,

 

PS : Ah oui, j’oubliais, et de l’amour, aussi.


ცუდი გოგო VS კარგი გოგო

Bad Girl VS good girl

New 2010 Year’s resolution (https://pelagiaa.wordpress.com/2010/01/05/new-2010-years-resolution/) _ის განხილვა, ანუ ამ წლის მიწურულს შევაჯამებ შედეგებს:

1.  საფრანგეთის ბევრი ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკაში (მინიმუმ 3–ში მაინც) გავაგზავნო დოსიე

* ძალიან შევეცადო! დოსიე არა ,მაგრამ რამოდენიმე უნი-ს ნამდვილად დავეკონტაქტე და ყველგან უარი მივიღე, ესე უნი-სთან მიწერ-მოწერით არ ხდება ეგ ამბავიო, ეხლა ვგზავნი დოსიეს მთელი საფრანგეთის მასშტაბით_იმედია ჩამეთვლება ხო? ანუ 1 ქულა მე

2. შევაგროვო ფული  ნოუთბუქისთვის(დაახლ. 800) და რეზიდენტურის (დაახლ. 700) _პირველი ვერა, მეორე შესრულებულია 🙂 ესეც 1 ქულა მე

3. არ დავივიწყო ფრანგული!!! _ ვიკითხო ფრანგულად, ვუსმინო RFI–ის რეგულარულად, ვუყურო ფრანგულ ტელე–ემისიონებს; ვეკონტაქტო ნატიურ ფრანგებს არ ვივიწყებ, სულ მახსოვს :)))ვკითხყულობ ფრანგულად კი, ეღ-ეფ-ი კარგა ხანია არ მომისმენია :(,მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას და პედიატრიას ვკითხულობ რეგულარულად, ფრანგულ ტელე-გადაცემებსაც ვუყურებ და კინოებსაც და ვეკონტაქტები ნატიურ ფრანგს ოღონდ ინგლისურად :)))))) კაი ხო კაი 0.5 ქულა მხოლოდ!

3. მონ შეღი _ ?! კითხვის ნიშნები წავშალო აააააააა ვერ წავშალე კითხვის ნიშნები :(( 0 ქულა

4. წარმატებები ყარამანასთან, თემა–– play da child development, case rapport _ ისე ვერ ვივაჟკაცე მასთან როგორც საჭირო იყო, თემა არსად არ გამოგვიქვეყნებია, მერე სხვა “ყარამანები” გამოჩნდნენ და მათთან ვმუშაობდი და მნიშვნელოვანი სტატიაც დავწერეთ და პარიზშიც გავაგზავნეთ ესე რომ ჩავითვლი რა 1 ქულა

6.  შეიძლება ვიფიქრო სხვა სამსახურს ძებნაზე, სადაც მეტი ხელფასი იქნება ან პროფესიულად დამაკმაყოფილებს და იყოს ნაკლები ხელფას იმ სამსახურიდან აწ უკვე წამოვედი, უფრო მაღალანაზღაურებადი არაფერი მიშოვნია და არც პროფესიულად გასაზრდელი  0 ქულა

7. შევისწავლო თხილამურებით სრიალი და ფიგურული სრიალი , დავივიწყო შიში!  (ეს 2010 წლსი ბოლსთვის) _ უიჰჰ კაი რა არ გამაცინოო!!! ეგრევე 0 ქულა

8. ……… : P ეს რა არის არ მახსოვს მოდი აჰა ……. 😛 და 1 ქულას დავიწერ :))))))

9. DALF C1 –ის მოსამზადებელზე ჩაწერა და დაახლ. მაისში ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარება! არა ვერა არ ჩავწერილვარ და შესაბამისად არც გავსულვარ, ისევ ბ2-ის მფლობელი ვარ 🙂 0 ქულა

10. რეგულარულად ვაკეთო პრესები და/ან სხვა ვარჯიშებიც ან უკეთეს ვარიანტში ვიარო აუზზე! ოოოო არა ვარ არა კარგი გოგო, 3 თვე ვიარე მხოლოდ აუზზე მერე ვერ გავქაჩე, ფული არ მეყო, პრესებს და წელის ტრიალს და ველოს კი ვაკეთებ, მაგრამ რეგულარულად არაააააა :((((  0.5 ქულა

11. დათბობისკენა პერიოდში ფორუმელ/კარაველ–მოლაშქრე მეგობრებთან ერთად წავიდე ხევსურეთში მუცოში ან სვანეთში და ზაფხულში ბოლო–ბოლო “კარვებით ზღვაზე ” მოვაწყო (ოღონდ ეს პუნქტი იმ შემთხვევაში თუ შეყვარებული მეყოლება) უფფ არა, უკომენტაროდ არა 😦  0 ქულა

შევაჯამო : 11 დან 5 ქულა ანუ ნახევარზე ნაკლები= აშკარად ცუდი გოგო ვარ!!!! 😦

results: 5 point from 11, means less than half , means=bad girl!

“აეროპორტის სინდრომი”

მესმის ,რომ სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა,მაგრამ ნუ შემეკამათებით, თუ ჩავუღრმავდი სიმპტომებსაც ჩამოვწერ, ზოგადად კი “აეროპორტის სინდრომი” უკეთ ჟღერს ვიდრე “აეროპორტის სიმპტომი” 🙂
ჩემს მეგობარს ხშირად უწევს ხოლმე გადაფრენები სამსახურის გამო

ისე დიდად მოყვარული არაა მესიჯობის,მაგრამ ყოველთვის აეროპორტიდან მიგზვანის ხოლმე მესიჯს და მატყობინებს, რომ –აი ეხლა პარიზის აეროპორტში ვზივარ და სადაცაა ოკეანის მიღმა გადავფრნდები… ან აი ეხლა ჩამოვფრინდი…

ეხლა კიდე ჩემმა ძმამ დამირეკა–რეგისტრაცია გავიარე, ბარგი ჩავაბარე და ველოდები სადაცაა დაიწყება ჩასხდომა, მერე ვეღარ დაგირეკავო;

ისე გამიკვირდააა-ვიფიქრე რამე ხომ არ დარჩა ან რატო რეკავს-თქო,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი და მომინდა ამ პოსტის დაწერა; მომინდა გამერკვია მართლა არსებობს თუ არა “აეროპორტის სინდრომი”


ჩემს მწირე გამოცდილებას თუ გადავხედავ–ორჯერ  ვიყავი აეროპორტში (გაფრენის მიზნით ვგგულისხმობ), ჰოდა ერთხელ_იქითა გზაზე_მთელი ჩემი ოჯახი მანდ იყო(ანუ შესაბამისად არავისთან დასარეკი არ მქონდა)და ჩაფრენისას ისევ ხალხი დამხვდა და ისევ არსად დასარეკი არ მქონდა; მეორეჯერ–ვიზეც ვფიქრობდი (ვიზეც შეიძლება იფიქრო აეროპორტში ჯდომისას და ლოდინისას) ჩემს გვერდით იყო, ესე რომ აქაც არავისთან მიმესიჯია, თუმცა კი მოვასწარი მაინც, ის ჩემზე ცოტა ხნით ადრე გაფრინდა და აფრენამდე მომწერა :))) (რუტინა არ დაურღვევია )…

ნუ მოკლედ ჩემი გამოცდილებით ვერ დავადასტურებ ამ სინდრომის არსებობას ,მაგრამ ვერც ვუარყოფ; ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთ ჩვენგანს აქვს, ზოგს –არა

მაინც რა არის “აეროპორტის სინდრომი”?!

როცა გიწევს მარტო ყოფნა აეროპორტში, ყველა საჭირო პროცედურა გაიარე და დრო გრჩება, უნდა დაჯდე და დაელოდო; ჰოდა ბოლო ალიაქოთური და გიჟური დღეების (ყველა დღე ასეთია მგონი ჩვენს საუკუნეში) შემდეგ უცებ ჩუმად ზიხარ , მშვიდად და არავითარი საქმე არა გაქვს. უბრალოდ ზიხარ და ფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე; ათვალიერებ ხალხს, შეიძლება გაზეთიც გადაფურცლო, ყავა ან ლუდი დალიო თუ ზედმეტი ფული გაქვს, ცოტა ჩასთვლიმო ან ისევ და ისევ–იფიქრო არაფერზე და ყველაფერზე; და უცებ ამოგიტივტივდება საყვარელი ადამინები, ისინი ვისაც ცოტა ხნის წინ დაემშვიდობე, ან დიდი ხნის წინ დაემშვიდობე და უბრალოდ მოგენატრა, მიუხედავად იმისა რამდენი ხნის წინ დაემშვიდობე, ჰოდა მისწერ მესიჯს ან დაურეკავ :)–აი ესააა “აეროპორტის სინდრომი” (მომავალში შეიძლება კუციას სინდრომი ეწოდოს, აღმომჩენი მეცნიერის გვარის მიხედვით)

my old loves

and i still love them too much!

1. eric roberts_ my first love, i was little girl when i saw movie with long long title _

Love, Honor & Obey: The Last Mafia Marriage; he was playing _ Bill Bonanno

2. JUventus

2. a.  Italy

2. b. Gianluigi buffon_#1

2. c. Italian football players song_Azzurro

i remember time when i was watching this video 5-6-7 time a

per day 🙂

Cerco l’estate tutto l’anno e all’improvviso eccola qua
Lei è partita per le spiagge e sono solo quassù in città
Sento fischiare sopra i tetti un aeroplano che se ne va

All year I’m looking for the summer and all of a sudden, here it is.
She left for the beach and I’m alone, up here, in the city
I hear wistling above the roofs an airplane that is leaving.

2. d. Juventus song

3. Pulp Fiction

i still have old original VHS cassette 🙂

4. cher and sonny–i got u babe

Sonny Bono, a songwriter and record producer , wrote the song for himself and his wife, Cher, late at night in their basement on 1965.

The song has been frequently covered and featured in film and television, including Sonny and Cher’s own The Sonny and Cher Comedy Hour. “I Got You Babe” made a bit of a comeback when it was heavily featured as Phil Connor’s alarm clock wake up music in the 1993 movie Groundhog Day.

The song placed at #444 on Rolling Stones list of the 500 Greatest Songs of all time.

Well I don’t know if all that’s true  ‘Cause you got me, and baby I got you

———————

HIM: I got flowers in the spring I got you to wear my ring
HER: And when I’m sad, you’re a clown And if I get scared, you’re always around

—————-

HIM: Then put your little hand in mine There ain’t no hill or mountain we can’t climb

———————-

HIM: I got you to hold my hand
HER: I got you to understand
HIM: I got you to walk with me
HER: I got you to talk with me
I got you to kiss goodnight
I got you to hold me tight
I got you, I won’t let go
I got you to love me so

❤  ❤  ❤

გაგრძელება იქნება ან არც….

 

To Be Continued….