ცხოვრება გვაძლევს მხოლოდ 1 შანს?!


თუ 2-ს, 3-ს და მეტს?!

არ ვიცი ბრძენი ხალხი ამა ქვეყნისანი რას ამბობენ,მაგრამ საკუთარი გამოცდილება მიჩვენებს ,რომ მხოლოდ ერთხელ გვაძლევს და ის შანსიც ხშირად ისეთი მოულოდნელი და დაუჯერებელი , რომ უცებ არც ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ გამოვიყენოთ, თუმცა შინაგანად ვგრძნობთ ,რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ….

ასეთ სიტუაციაში ტიპიური რაჭველი ვხდები, ვერაფერს ვაკეთებ და სულელი ბავშვივით, ვარ, ვიცი რომ შანს ხელიდან ვუშვებ ჩემი უმოქმედობით და მაინც ვუშვებ😦 საშინელებაა არა? ამაზე მეტი უგუნურობა რა გინდა

ადრეული ხანის ისტორიიდან მოვყვებოდი პირად მაგალითებს ,მაგრამ არ მახსოვს, სამაგიეროდ ბოლო 2 კვირაში 2 მაგალითი უკვე დამიგროვდა🙂

ერთი მულატი სიმპატიური ბიჭია, ტიპიური ისეთი შემთხვევაა, როცა ვიღაცას დაინახავ და უბრალოდ მოგეწონება, არავითარ განსაკუთრებულ იმედებს ან გეგმებს არ ამყარებ, უბრალოდ სასიამოვნო სხივებს ანათებს ეს ადამიანი და დიდი სიამოვნებით გექნებოდა მასთან ურთიერთობა; ჰოდა წინა საღამოს ამ ბიჭზე აქტიურად ვისმენდი და მეორე დღეს ჩემი დილის ჩვეული ტრანსპორტი რამდენადმე შეიცვალა და “პავლოვზე” აღმოვჩნდი , ასე რომ 44 ნომრით გავეშურე ჩემს კლინიკაში; ჰოდა რა მოხდა მერე?!_ რამოდენიმე 10ეულ მეტრში ვინ გააჩერა ჩემი 44 ნომერი და ვინ ამოვიდა და დაჯდა ცარიელ მარშუტკაში ჩემს წინ (სავსე მაინც ყოფილიყო და მარტო ჩემს გვერდით თავისუფალი )))))))))_ ის, ბობ მარლისეული ქუდით!🙂

*ჰა ხო ვუხდებით ერთმანეთს?!

ესე დაახლ. 10-15 წუთი ესე ახლოს იჯდა ჩემთან,მაგრამ არაფერი

ნუ კაი ეხლა ეს არის ის “ერთი შანსი”?!-თუ კი მაშინ აი მე გეკითხებით თქვენ_ როგორ უნდა გამომეყენებინა ძალიან მაინტერესებს?!

ოკ , მოკლედ დავწერ მე როგორ გამოვიყენე _ იმდენად რამდენადაც ეს ყმაწვილი მძღოლის უკან იჯდა ფანჯარასთან და გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, მე აქტიურად გადავჯექი ვითომდა იმ მოტივით რომ მძღოლისთვის მეკითხა_იაშვილის კლინიკას გაივლით?, მძღოლმა ვერ გაიგო ჩემი სულწასული ხმა,მაგრამ ამ ყმაწვილმა გაიგო და აქტიურად მიპასუხა–კი გაივლის

–ოო, ძალიან კარგი, მეტყვით სად უნდა ჩამოვიდე?🙂

— იცით მე იაშვილამდე ჩავდივარ,მაგრამ გეტყვით🙂

–დიდი მადლობა🙂

———

ის_იცით საიდანღაც მეცნობით

მე_ეს საუბრის გაბმის გაცვეთილი ფრაზაა?!

ის_არა ,არა,მართლა, თქვენ არ გეცნობით?

მე_ნუ თქვენ ხომ ცნობადი სახე ხართ :პ

ის_ მართალია ფრანგებივით შეგვიძლია თქვენობით ვილაპარაკოთ კარგა ხანს, მაგრამ მოდით იქნებ ოდნავ უზრდელები გავხდეთ და შენობით-ზე გადავიდეთ

მე_ ჰეჰეჰე, ძალიან კარგი, მეც საკმაოდ მეუხერხულება თქვენობით დიდ ხანს საუბარი ჩემს თანატოლთან (+/_), ე.ი. საიდანღაც გეცნობი, საინტერესოა საიდან, მე იმ ადგილებს ნაკლებად ვსტუმრობ სადაც შენ დიდ დროს ატარებ

ის_ ბათუმი, წლევანდელი თუ იმის წინა ზაფხული, ჩვენ ერთმენთის წინ ვიწექით პლიაჟზე და მზეს ვეფიცხებოდით, ხო ესე იყო? არ გახსოვს? მე ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს დეტალებში, შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი რაღაცეები დამავიწყდეს მაგრამ ასეთი ფოტოგრაფიული დეტალები მახსოვს!

მე__ოო,მგონი მართალი ხარ!, რომელი ზაფხული იყო მეც არ მახსოვს,მაგრამ ესე იყო, მე და ჩემი დაქალი ვიყავით, მხოლოდ ორნი, შენ კი მეგობრების მრავალრიცხოვან და მხიარულ ბანდასთან ერთად იყავი, ყურადღებას ადვილად იქცევდით :))))

ღიმილები, სიცილები, სასიამოვნო მეგობრული სჯა-ბაასი

ის_მე ეხლა უკვე ჩავდივარ,კინო-სტუდიაში მივდივარ, შენ კლინიკაში ალბათ რაღაც საქმე გაქვს მაგრამ საუბარი აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ, მე ტელეფონით ან სხვა წყაროებით დაგეგმილი შეხვედრების არ მწამს ესე რომ ესე შევთანხმდეთ (ძალიან ჩქარა ლაპარაკობს უკვე, იმიტომ რომ სადაცაა ჩადის), დღეს აი აქ ზუსტად 3 საათში, ოკ? ეხლა 12 საათია ანუ, ანუ 3 საათზე, 3-დან 4მდე აქ დაგელოდები, ოკ? გააჩერეთ, ადიოს ამიგა და წავიდა

ეს ბოლო ისე სწრაფად მოხდა, მე ვერაფერი ვერ მოვასწარი….

ეს რა თქმა უნდა გამოგონილი ამბავია , სინამდვილეში , მე მთელი გზა მის უკან ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი🙂, მერე ის კინო-სტუდიასთან ჩავიდა, მე კი იაშვილთან და ჩვეული დღე ჩვეულად გავაგრძელე🙂

სწორად მოვიქეცი? თუ ისე უნდა მოვქცეულიყავი როგორც ზემოთ აღწერილ გამოგონილ სცენარში, ალბათ ნაკლებად ადვენჩერერი ვარ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s