რა სარგებლობა მო(უ)აქვს სექს


სექსუალური ჯანმრთელობა

რა თქმა უნდა როცა სექსი გაქვთ და ამაღლებულ განწყობაზე ხართ ნაკლებად ფიქრობთ ,რომ ამ დროს თქვენი იმუნიტეტი ძლიერდება ან ჯანსაღ წონას ინარჩუნებთ. თუმცა ფაქტია, რომ კარგი სექსი ყველაფერს ამას, და არა მარტო ამას (განაგრძეთ კითხვა და იხილავთ რას) უზრუნველყოფს. ეს არ არის უბრალო ბლა-ბლა-ბლა , არც ხუმრობა და არც ხმებზე დაფუძნებული, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.

ჯოი დევიდსონი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, ნიუ-იორკიდან, ფსიქოლოგი და სექს-თერაპევტი ამბობს, რომ მართალია სექსი ყველაგანაა და მრავლად მედიაში,მაგრამ მაინც ხალხის დიდ ნაწილში ის გაღიზიანებას იწვევს ან სირცხვილს. თუმცა ის ცდილობს დაგვანახოს როგორი მნიშვნელოვანი ნაწილია სექსი ჩვენი ცხოვრების, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

1.სექსი ხსნის სტრესს

ამცირებს წნევას და სტრესს_ შოტლანდიელი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც დაიბეჭდა ბიოლოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალში. მათ შეისწავლეს 24 ქალი და 22 კაცი, რომლებიც თავიანთი სექსუალური აქტივობის ერთგვარ დღიურს აწარმოებდნენ. შემდეგ მეცნირებემა დააყენეს ისინი სტრესულ სიტუაციაში_ როგორიცაა მაგ: საჯარო გამოსვლა ან ვერბალური არითმეტიკა_ ამ დროს ზომავდნენ წნევას(ანუ სტრესის საპასუხოდ არტერიული წნევის ცვლილებას). მათ ვისაც სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ ბევრად კარგი პასუხი ქონდათ სტრესზე, ვიდრე იმათ ვინც სხვა გზით იკმაყოფილებს ან საერთოდ თავს იკავებს.

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ ხშირი სექსუალური ურთიერთობა (ინტერკურსი) ასოცირებული იყო დაბალ დიასტოლურ წნევასთან (ხალხში გავრცელებული “გულის წნევა”). სხვა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი ჩახუტებებსა და დაბალ წნევას შორის ქალებში.

**მე მგონი ჩვენში ესე გავცელებული ჰიპერტენზია შუა ასაკის შემდეგ, ამ ასაკში სექსის არარასებობის ბრალია😦

2. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს

კარგი სექსუალური ჯანმრთელობა სხვა სიტყვებით შეიძლება ნიშნავდეს კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას.კვირაში 1-ელ ან 2-ჯერ სექსი ზრდის იმუნოგლობულინ  A ანუ IgA რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში,ეს სწორედ ის ანტისხეულია, რომელიც გვიცავს “გაციებისგან” და სხვა ინფექციებისგან. მეცნიერებმა ვილკის უნივერსიტეტიდან  (Wilkes University in Wilkes-Barre, Pa) შეისწავლეს  კოლეჯის  112 სტუდენტის ნერწყვის ნიმუში (სწორედ ნერწყვში არის ეს იმუნოგლობულინ-ა).

ჯგუფი, რომელსაც “ხშირი” სექსი ქონდა_ 1-2-ჯერ კვირაში_ IgA-ს უფრო მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ ვიდრე დანარჩენსსამ ჯგუფს: 1. თავშეკავებულები. 2. კვირაში 1ზე ნაკლები; 3. ისინი ვისაც ძალიან ხშირი სექსი აქვთ ანუ 3 და მეტი კვირაში

3. სექსი წვავს კალორიებს

30 წუთიანი სექსი წვავს 85 და უფრო მეტ კალორიას. შეიძლება არც ისე შთამბეჭდავი ციფრია,მაგრამ : 42 ნახევარ საათიანი “სესია” დაწვავს 3 570 კალორიას–ეს საკმარისი კი არა საკმარისზე მეტია წონის დასაკლებად. მოუმატებთ “სიჩქარეს” დაიკლებთ მეტს🙂

“სექსი შესანიშნავი ვარჯიშია”_ამბობს პატი ბრიტონი, PhD,სექსოლოგი ლოს ანჯელესიდან, the American Association of Sexuality Educators and Therapists-ის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ ეს “სავარჯიშო” კარგად შეასრულოთ საჭიროა დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალისხმევა.

4. სექსი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

თუმცა ძველი “ფოლკი” გვეუბნება ,რომ სექსმა შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს (აღწერილია ასეთი შემთხვევები), თუმცა ინგლისელი მეცნიერები უარყოფენ. Journal of Epidemiology and Community Health-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სექსის სიხშირე არ არის კავშირში გულის შეტევასთან, გამოიკვლიეს სულ 914 მამაკაცი (20 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მათ).

გარდა ამისა სექსი კვირაში 2-ჯერ ან მეტჯერ ამცირებს ფატალური ინფარქტების რისკს, იმათთან შედარებით ვისაც თვეში 1 ან ნაკლებჯერ ჰქონდათ სექსი.

5.სექსი ამაღლებს თვით-შეფასებას

თვითშეფასების ამაღლება ერთ-ერთი მიზეზია 237დან რატომაც ხალხს აქვს სექსი(ეს გამოკითხვა ტეხასის უნივერსიტეტის მკველვარებმა ჩაატარეს და გამოაქვეყნეს_ Archives of Sexual Behavior)

“One of the reasons people say they have sex is to feel good about themselves,”  Gina Ogden, PhD, a sex therapist and marriage and family therapist in Cambridge, Mass. tells to  WebMD. “Great sex begins with self-esteem, and it raises it. If the sex is loving, connected, and what you want, it raises it.”

6. სექსი აუმჯობესებს ინტიმურობას(აახლოვებს)

სექსი და ორგაზმი ზრდის ჰორმონ–ოქსიტოცინის დონეს, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება ნდობის და კავშირების დამყარება-გამყარებაში. პიცბურგის და ჩრ. კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 59 პრემონოპაუზაში მყოფი ქალბატონი ქმართან სასიყვარულო ალერსამდე და  შემდეგ. დაადგინეს_ მეტია კონტაქტი, მაღალია ოქსიტოცინის დონე. ოქსიტოცინი კი გვიმძაფრებს სურვილს უფრო დაახლოების. ეს ჰორმონი აგრეთვე იწვევს სიუხვეს და ხელგაშლილობას, ესე რომ თუ თქვენ უცებ ძალიან გულუხვი გახდით თქვენი პარტნიორის მიმართ ეს სიყვარულის ჰორმონის ბრალია🙂

7. სექსი ამცირებს ტკივილს

ჰორმონ ოქსიტოცინის მოზღვავება ზრდის ენდორფინების დონეს (შინაგანი ტკივილგამაყუჩებელი) და ტკივილი მცირდება. ესე რომ თუ სექსის შემდეგ გაგიქრებათ თავის ტკივილი, სახსრების ან სხვა ნებისმიერი ეს სექსის წყალობით გამოყოფილ ოქსიტოცინს და ენდორფინებს დააბრალეთ.

9. სექსი ამაგრებს მენჯის(ქვედა სართული) კუნთებს

ქალებში, კეგელის სავარჯიშო (http://www.youtube.com/watch?v=DdZPR5nE0J0) ქვია–მენჯის “ქვედა სართულის” კუნთების ვარჯიშს. ამ მოძრაობის შედეგად სიამოვნება მეტია, გარდა ამისა როგორც ვთქვი ამაგრებთ კუნთებს და მოგვიანებით ასაკში შარდის შეუკავებლობის რისკს ამცირებს. დაახლ. ასეთი სავარჯიშოა_თითქოს ცდილობ შეიკავო შარდვა, დაითვალე 3მდე, მერე მოდუნდი.

10. სექსი უკეთ ძილში გვეხმარება

ოქსიტოცინი, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა ძილისმომგვრელია(კვლევებზე დაყრდნობით), კარგი გამოძინება კი ყველაფერი კარგის საწყისია!

Summary

Take note that sex is good for you in ways you may never have imagined and that the health benefits extend well beyond the bedroom.

2 thoughts on “რა სარგებლობა მო(უ)აქვს სექს

  1. sexis uqonlobis bralia chemi azrit amdeni fsiqiurad arajansagi adamianebi saqartveloshi…😉

    kargi da sachiro postia, imedia bevri waikitxavs da gaigebs…

  2. ჰეჰე, ხო ეგ პრობლემა არის ჩვენში, რა ვიცი გვეშველება იმედია🙂, ჯანსაღი სექსით მხოლოდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s