“აეროპორტის სინდრომი”


მესმის ,რომ სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა,მაგრამ ნუ შემეკამათებით, თუ ჩავუღრმავდი სიმპტომებსაც ჩამოვწერ, ზოგადად კი “აეროპორტის სინდრომი” უკეთ ჟღერს ვიდრე “აეროპორტის სიმპტომი”🙂
ჩემს მეგობარს ხშირად უწევს ხოლმე გადაფრენები სამსახურის გამო

ისე დიდად მოყვარული არაა მესიჯობის,მაგრამ ყოველთვის აეროპორტიდან მიგზვანის ხოლმე მესიჯს და მატყობინებს, რომ –აი ეხლა პარიზის აეროპორტში ვზივარ და სადაცაა ოკეანის მიღმა გადავფრნდები… ან აი ეხლა ჩამოვფრინდი…

ეხლა კიდე ჩემმა ძმამ დამირეკა–რეგისტრაცია გავიარე, ბარგი ჩავაბარე და ველოდები სადაცაა დაიწყება ჩასხდომა, მერე ვეღარ დაგირეკავო;

ისე გამიკვირდააა-ვიფიქრე რამე ხომ არ დარჩა ან რატო რეკავს-თქო,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი და მომინდა ამ პოსტის დაწერა; მომინდა გამერკვია მართლა არსებობს თუ არა “აეროპორტის სინდრომი”


ჩემს მწირე გამოცდილებას თუ გადავხედავ–ორჯერ  ვიყავი აეროპორტში (გაფრენის მიზნით ვგგულისხმობ), ჰოდა ერთხელ_იქითა გზაზე_მთელი ჩემი ოჯახი მანდ იყო(ანუ შესაბამისად არავისთან დასარეკი არ მქონდა)და ჩაფრენისას ისევ ხალხი დამხვდა და ისევ არსად დასარეკი არ მქონდა; მეორეჯერ–ვიზეც ვფიქრობდი (ვიზეც შეიძლება იფიქრო აეროპორტში ჯდომისას და ლოდინისას) ჩემს გვერდით იყო, ესე რომ აქაც არავისთან მიმესიჯია, თუმცა კი მოვასწარი მაინც, ის ჩემზე ცოტა ხნით ადრე გაფრინდა და აფრენამდე მომწერა :))) (რუტინა არ დაურღვევია )…

ნუ მოკლედ ჩემი გამოცდილებით ვერ დავადასტურებ ამ სინდრომის არსებობას ,მაგრამ ვერც ვუარყოფ; ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთ ჩვენგანს აქვს, ზოგს –არა

მაინც რა არის “აეროპორტის სინდრომი”?!

როცა გიწევს მარტო ყოფნა აეროპორტში, ყველა საჭირო პროცედურა გაიარე და დრო გრჩება, უნდა დაჯდე და დაელოდო; ჰოდა ბოლო ალიაქოთური და გიჟური დღეების (ყველა დღე ასეთია მგონი ჩვენს საუკუნეში) შემდეგ უცებ ჩუმად ზიხარ , მშვიდად და არავითარი საქმე არა გაქვს. უბრალოდ ზიხარ და ფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე; ათვალიერებ ხალხს, შეიძლება გაზეთიც გადაფურცლო, ყავა ან ლუდი დალიო თუ ზედმეტი ფული გაქვს, ცოტა ჩასთვლიმო ან ისევ და ისევ–იფიქრო არაფერზე და ყველაფერზე; და უცებ ამოგიტივტივდება საყვარელი ადამინები, ისინი ვისაც ცოტა ხნის წინ დაემშვიდობე, ან დიდი ხნის წინ დაემშვიდობე და უბრალოდ მოგენატრა, მიუხედავად იმისა რამდენი ხნის წინ დაემშვიდობე, ჰოდა მისწერ მესიჯს ან დაურეკავ :)–აი ესააა “აეროპორტის სინდრომი” (მომავალში შეიძლება კუციას სინდრომი ეწოდოს, აღმომჩენი მეცნიერის გვარის მიხედვით)

3 thoughts on ““აეროპორტის სინდრომი”

  1. ბენე, მოლტო ბენე🙂
    აეროპორტი/თვითმფრინავი ჩემთვის ისეთივე mission impossible-ა, როგორც, ძუნიჩირო კოიძუმობა. იმედი მაქვს, ერთ-ერთს მაინც დაადგება საშველი🙂

  2. zurriuss
    ძუნიჩირო კოიძუმობას ვერს გირჩევ, აზრზეც არა ვარ რა არის,მაგრამ გისურვებ “აეროპორტის სინდრომის” შენს თავზე განცდას და თანაც არაერთხელ :))))

  3. როგორც ასეთი სინდრომი არ მიწოდებია, მარა ყველა რო მობილით დარბის, ან ზის ისევ და ისევ მობილით და სმს-ს თუ არ კრეფს, კითხულობს მაინც, ან რეკავს და ურეკავენ. მოკლედ, ხალხს გონია რო მათი გაფრენა/მოფრენით რაღაც განსაკუთრებული ხდება, ან ხედბა კიდეც ვინმესთვის. მე მხოლოდ ერთხელ მოვწერე ერთს, რო ჩამოვედი და დედასაც დავურეკე, კარტა აღმომაჩნდა თან და სანამ ბარგს ავიღებდი, გარეთ რო მელოდებოდნენ, ავდექი და დავურეკე. რატომღაც კი არა და ვიცი რატოც ემთხევვა რომ ძირითადად ღამე ხდება ხოლმე და არავის გაღვიძება არ გინდა (ღამე უფრო იაფია საჰაერო სივცრე). ან გინდა, მარა არც სმს-ს სწერ და არც ურეკავ. მარა 1 მაინც ისაა, რომ მასე მაინც “აფორიაქებული მასტები” იქცევიან. ქამ დაუნ მედროვეებო, არაფერი ისეთი არ ხდება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s