მსახიობი ან we are all artists


მაისის ჩვეულებრივი საღამო იყო ცოტა ჩახუთული, საწვიმრად ემზადებაო თითქოს ცა.(one ordinary May evening)

“გურიელის” ჩაის (“Gurieli” tea) ვსვამდი; კურიერი გადიოდა, ძალიან საინტერესო სიუჟეტი- ლონდონში შექსპირის ფესტივალია (London, Shakespear Festival ), გლობუსის თეატრში, რომელიც ზუსტად ისეთი აღადგინეს როგორიც შექსპირის დროს იყო

იქ მარჯანიშვილის თეატრი (Marjanishvili Thatre) მიიწვიეს, ქართულად ითამაშეს “როგორც გენებოთ” (As you like it) ისეთი ოვაციები მიიღეს, საოცარი, ესეა არტისტიზმს ენა არ სჭირდება, ის გასაგებია ყველა ენაზე. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ჩემი ტელეფონში დაწერილი თარგმანის გარეშეც მშვენივრად იგებდა კევინი ყველა იმ სპეკტაკლის შინაარს.:)

ალბათ შესანიშნავია აქ თამაშიც და მაყურებლად ყოფნაც, თუ ოდესმე ლონდონში მოვხვდები აქ აუცილებლად წავალ ერთ საღამოს სპეკტაკლზე!(one day I will definitely go to that theatre as a spectator)

ჰო კიდე შემოდგომიდან აქტიურად ვივლი მარჯანიშვილის თეატრში (დიდი თეატრალი ვერა ვარ, მაგრამ მიყვარს, თანაც მარჯანიშვილი განსაკუტრებით)

ჰოდა სიუჟეტში  შექსპირის სიტყვები ახსენეს : “მთელი სამყარო სცენაა და უკლებლივ ყველა ქალიც და კაციც ამ სცენაზე მსახიობია” (All the world’s a stage, And all the men and women merely players)

ჰოდა მერე არ მესმოდა სიუჟეტი, იმიტომ რომ ჩემს ფიქრებში ჩავეფლე : მე მსახიობი ვარ, უბრალოდ სხვა მსახიობებისგან განსხვავებით მე ჩემს ცხოვრებას ვთამაშობ – აი ასეთი გენიალური ფრაზა მომივიდა თავში.(I am an artist, just the difference from other artists is that I play my own life 🙂

ზოგი კარგი მსახიობია და კარგ ცხოვრებას თამაშობს, წარმატებულია, ბედნიერი, მშვიდი, გაწონასწორებული, წარმატებული კარიერაში…

სცენარს ჩვენ თვითონ ვწერთ, რეჟისორებიც თვითონ ვართ, ქასთინგსაც თვითონ ვაწყობთ, კოსტუმების ავტორებიც ჩვენ ვართ.

უბრალოდ ოპერატორები, განათების და სხვა ტექნიკოსები გარემოა.

მოკლედ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი კინოა დამეთანხმეთ, არა ამხელა კინო სად გაგონილა, არა, უფრო სერიალია; ალბათ სანტა ბარბარა? ის იყო უსასრულოდ გრძელი როგორც მახსოვს და ძალიან ცხოვრებისეული :)))

ჩვენი ცხოვრება სულ სხვა სერიალია, ის არც ბრაზილიურ და არც ვენესულელურს არ ჰგავს; თუმცა ზოგჯერ კი არის ზედმეტად ყოველდღიური, უღიმღამო, რუტინული 😦

აქ აზრი გამიწყდა, კარგი აღარ გავაგრძელებ.

უბრალოდ ყველას გისურვებთ თქვენი ცხოვრების ოსკარი აგეღოთ ისე მაგრად გეთამაშოთ თქვენი ცხოვრება!

3 thoughts on “მსახიობი ან we are all artists

  1. რა კარგი პოსტი იყო. უცებ ფილმი “Shakespeare In Love” გამახსენდა. იქ არის ყველაფერი ისე, როგორც უილიამის დროს იყო. გვინეტ პელტროუმ კი ოსკარი აიღო ამ ფილმისთვის.
    მეც მიყვარს მარჯანიშვილის თეატრი. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და მომენატრა.

  2. ხო მეც მომენატრა, ჩემდა სამარცხვინობ ბოლოს მგონი წინა ზაფხულს ვიყავი მარჯანიშვილში 😦

  3. მგონი მეც.
    ამ რამდენიმე დღის წინ “რუსთაველში” ვიყავი და მანდ არა.

დატოვე კომენტარი