50 წელს რომ გადავაბიჯებ


რითი მინდა ვიყო დაკავებული 50 წელს რომ გადავაბიჯებ

ალბათ ეს ნუსხა არაერთხელ შეიცვლება,მაგრამ მინდა დარჩეს ისტორიას დღეს დაწერილი ჩემი აზრი ამის შესახებ

რაც შეიძლება მრავალრიცხოვან სიას დავწერ, რომ საქმე ამოსარჩევად მქონდეს

საქმიანობა აუცილებლად ის უნდა იყოს რაც მე მიყვარს, მსიამოვნებს, მაინტერესებს და მინდა გავაკეთო

ყველა პუნქტს შორის იგულისხმება “ან”

1. წვეულებების ორგანიზება


 

ანუ მექნება ჩემი პატარა ოფისი, შეიძლება ეს სახლშივე იყოს, სულაც არაა საჭირო ცალკე ოფისი, მექნება ალბომები :ერთი რომელშიც გასული ივენთები იქნება აღბეჭდილი, მეორეში_სხვადასხვა ფერის და სტრუქტურის ქსოვილები, მესამეში_ყვავილები და თაიგულები, და ლენტები მათ მოსართავად, მეოთხეში_ჭურჭლეული, ანუ სხვადასხვა სასმელისთვის ჭიქები , სხვადასხვა დანიშნულების თეფშები, ვაზები; ნუ შეიძლება ყველაფერი ამისთვის ალბომი არ დამჭირდეს,მაგრამ მაინც… მეყოლება “კლიენტები” ვინც შემიკვეთავენ ყველაზე გრანდიოზულ შემთხვევაში –ქორწილს ან მინიმუმ ბავშვის დაბადების დღეს🙂

 

2. ბაღის დეკორაცია

ყველა ფართობის (უპატარავესი , ფანჯრის წინ არსებული ბაღიდან დაწყებული დიდი ეზოთი დამთავრებული) ბაღის დაგეგმარება-დეკორირება; მცენარეებით, ბუჩქებით, ბალახებით, ყვავილებით და რაც მთავარია ეზოს ავეჯით_სხვადასხვა სკამები, შეზლონგები, მაგიდა, შადრევანი, ქანდაკებები, პატარა ბეზდელუშკები აქა-იქ, საქარეები , საფოსტო ყუთი, მისამართის და სახელის და გვარის აბრები…ათასი წვრილმანით…

 

 

3. ამ დროისთვის წესით და რიგით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

დამსახურებული და საქვეყნოდ ცნობილი პედიატრი უნდა ვიყო, ასე რომ ჩემს პროფესიაში აქტიურად ვიქნები ჩართული, უფრო მეცნიერული განხრით, მეყოლება სტუდენტები და რეზიდენტები და სხვადასხვა მეცნ. კვლევებზე ვიმუშავებდი, კონფერენციების ორგანიზებაში ვიქნებოდი, და პაციენტებსაც მივიღებდი რა თქმა უნდა ანუ ფრიად აქტიური ბებია ვიქნებოდი🙂 ამის გავრცობა შემიძლია, მაგრამ არ მინდა აქ ყველა დეტალი დავწერო, გამოვა რომ ჩემი გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვამზეურო და არ მინდა რა…

4. ნუ ამ მეოთხე პუნქტს წავშლი ალბათ, მაგრამ მაინც დავუშვათ, დავუშვათ რომ არ გამოვედი ასეთი სასიქადულო პედიატრი, ქართული პედიატრიის დედა და ჯუსტ რიგითი პედიატრი ვიქენი და დიდად აქტიურად არ ვმუშაობ პედიატრიაში და არც სტუდენტებს ვასწავლი და ძირითადად სახლში მიწევს ჯდომა😦, ოკ არაუშავს-ბავშვებს მოვუვლი და შვილიშვილებს……… არაა, რაღაც ძალიან დამახაზაიკა ვარ, ამ პუნქტს ვშლი, ასეთი უღიმღამო ცხოვრება არ მინდა მე ჩემთვის!!!!!!

 

5. ხატვა

ვხატავ ნახატებს ჩემთვის, გამოფენილი მაქვს ჩემი სახლის ან პატარა აგარაკის სხვენზე ან სარდაფშიი, მაგ ასაკისთვის იმედია დავიხვეწები და რამეს ვისწავლი მხატვრობაში, და ხელი გამიუმჯობესდება ან თუ არადა “ჩემეულ სახეებს” ხო მაინც შევქმნი რა.

აქ ძირითადად ისეთ საქმეებს ვწერ რითაც შემოსავალი მექნებოდა, ჰოდა მოდი ბარემ მხატვრობასაც ფულში გადავიყვან, გამოფენები და გაყიდვები ან ამ ჩემს ნაჯღაპპნებს სხვა რამეში გამოვიყენებდი, მაგალითდა მისალოც ბარათებს (რისი კეთება მიყვარს ხოლმე ეხლაც და ბავშვობაშიც ვაკეთებდი, დედის დღეზე დედაჩემის მსგავსი ქალი დავხატე და მეორე მხარეს მივუწერე მილოცვა და მამაჩემისთვისაც მსგავსი რამ მაქვს ძველი; და ბოლო 3 წელია ახალ წელს, თებერვლის 24 ში და დეკემბრის 25ში ისევ ვჯდები და ვხატავ და ვაფორმებ გასაგზავნ ბარათს) და მოსაწვევ ბარათებს გავაკეთებდი, ნუ ხელით შევქმნიდი და შესაბამისად ინდივიდუალური და უნიკალური იქნებოდა, ამდენად გაყიდვადიც🙂

6. თუ ამის საშუალება მექნებოდა გავხსნიდი პატარა წიგნების მაღაზიას, სადაც იქნებოდა საბავშვო წიგნები ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ ენებზე, აქვე შეიძლება ჭიქა ლიმონათით და ფუნთუშით პირის ჩატკბარუნება;

საბავშვო მუსიკა, პატარა სკამები,კედელზე სახალისო ნახატები, ბევრი მათთგანი თვით ამ ბავშვების დახატული

კვირაში ერთ საღამოს მე წავუკითახვდი ბავშვებს “პატარა პრინცს” ფრანგულად, სხვა საღამოს ქართულ ზღაპარს….და ასე შემდეგ… ბავშვები გიჟდებიან ამ ადგილზე; მშობლები სახლში ესე ეუბნებიან ბავშვებს–თუ კარგად მოიქცევი, აი ამას თუ შეჭამ, აი დღეს თუ ბაღში წახვალ, აი ამ კაბას თუ ჩაიცვამ ხუთშაბათს საღამოს ეკას წიგნის მაღაზიაში წაგიყვან (სახელი ვერ მოვიფიქრე ჯერ)

გავაგრძელებ იდეებს, ეხლა უბრალოდ მეძინება

ისე ეს ყველაფერი ისაა რასაც გავაკეთებდი ამ ასაკში, მაგრამ როგორი იქნება პელაგია ამ ასაკში?!

ისევ  პატარა და გამხდარი, თმა მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მსგასვად შეღებილი (ანუ ყავისფერი ცოტა ღია ფერის), ალბათ მხრებამდე მექნება შეჭრილი, ჩემეული არეულ-დალაგებული wavy hair, იმედია სლიმ ვიქნები ისევ, ჰოდა კლინიკაში დოქტორ ქადივით ვივლი(dr. Cuddy) , ტანზე გამოწკეპილი ქალური კოსტუმჩიკებით🙂

ჰო კაი გარეგნობას შევეშვათ

ვირბენდი დილაობით ან საღამოობით და/ან აუზზე ვივლიდი–ეს აუცილებლად!

სამსახური, სამსახური, გვიანობამდე სამსახური, მერე სახლი–honey i’m home! ვახშამი საყვარელ ქმართან, შეიძლება საღამოს კინო დივანზე წამოოგორებულებმა ვნახოთ ან გარეთ გავისეირნოთ მე და ჩემმა ჰანიმ და ძაღლმა და მერე შხაპი და მერე ტკბილი ძილი

შაბათ-კვირას პიკნიკები ან შვილებთან სტუუმრობა , ისინი ჩვენთან ან ჩვენ მათთან…

შაბათ-კვირას აუცილებლად აქტიურ დასვენებაში გავატარებდი–ანუ სადმე წავბოდიალდებოდით მე და ჩემი ჰანი გარეთ სუფთა ჰაერზე, ამინდის მიუხედავად, ან კულტურულ დასვენებას მოვიწყობდით-კინო, თეატრი, ოპერა, ბალეტი, ან მეგობრების შეკრება🙂 “სენიორების” ცეკვის ჯგუფში ვივლიდით მე და ჰანი

ისე აუცილებლად ამ ასაკში ჰანისთან ერთად უნდა ვიყო, მარტო მოვიწყენ ალბათ :(….

4 thoughts on “50 წელს რომ გადავაბიჯებ

  1. 50 წლის კადივით რომ გამოვიყურებოდე როგორ მინდა, როგორ! 50 კი არა, ეხლა არ ვარ მაგის ნახევარი:/

    პ.ს რა მაგარი ჰედერი გაქვს, აი, ძალიან ძალიან! ერთი ყავა აკლია :))

  2. ნატალია–ყავა აკლია და სიგარეტია ზედმეტი , ან ჩაი აკლია და სიგარეტია ზედმეტი!!!!!
    მე ამ ჰედერით სიგარეტის რეკლამას არ ვაკეთებ, ჰედერი ძალიან მომწონს მაგრამ თან ძალიან მიშლის სიგარეტი რო ჩანს😦

  3. Zogjer dasaxuli miznis migceva sheudzlebeli gvgonia, amis ILUZIAS “cxovreba babus” ,am jerad mcare sityvebi gviqmnis…tumca sakmarisia eg iluzia chvenive momavlis “jer kidev fantaziit” chavanacvlot da yvelaperi tavis adgilze dgeba—-nebismieri survili ASRULEBADIA, all u must to do: just BELIVE in your wishes .

  4. hey elle gadasarevi sityvebi iyo
    shishit, მაგრამ მაინც ჩავიკითხე ბოლოში და აღოჩნდა, რომ ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი რამ ეწერა
    გაიხარე შენა! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s