ღებინება და დიარეა (გასტროენტერიტი) ბავშვებში – პრაქტიკული ცნობები და რჩევები

უდავოა რომ ცუდად გამოიყურება, ცუდი სუნი აქვს და არასასიამოვნოა, მაგრამ დიარეა და ღებინება იშვიათადაა საშიში.

ღებინება (მასების ევაკუაცია(ამოღება) კუჭიდან) არ უნდა აგვერიოს ნახველში , რომელიც გაუწყლოებას (დეჰიტრატაციას) არასდროს იწვევს.

დიარეის განმარტება უფრო რთულია, რადგანაც თხელი განავალი შეიძლება პერიოდულად სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს და ეს არ იყოს დიარეა.

ხშირი დეფეკაცია, ასევე შეიძლება ნორმა იყოს, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს(ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ შეიძლება დასვარონ საფენი, დღეში დაახლ. 12-ჯერ, ხშირად თხელია და ყვითელი, პატარა მარცვლოვანი ნაკუწებით–მიუხედავად ასეთი შესახედაობისა-ეს არ არის დიარეა).

დიარეა არის ნაწლავთა მოქმედების(არასწორია ტერმინი “კუჭის მოქმედება”) უეცარი გახშირება, ჩვეულებრივზე 3-4ჯერ, განავალი წყლისებრი კონსისტენციისაა; სიხშირეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს განმარტებაში, ვიდრე კონსისტენციას.

ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში, დიარეის შედეგად გაუწყლოება არ ვითარდება, რადგანაც დროულად ხდება დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.

ყველაზე ხშირი მიზეზი ღებინების არის ვირუსული “გასტროენტერიტი” (ეს უცნაური სამედიცინო ტერმინი ნაწლავების ინფექციას ნიშნავს, პროცესს, რომელიც არღვევს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს.

ვირუსული გასტროენტერიტის გამოვლინებები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, ცხელება, მადის დაქვეითება,მუცლის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თუმცა დომინირებს 2 ძირითადი სიმპტომი: ღებინება და დიარეა.

რას უნდა ველოდოთ

ჩვეულებრივ, ბავშვის ღებინება გრძელდება 1-2 დღე, ღებინების 3-დან 6-მდე (ცალკეული, დამოუკიდებელი) შემთხვევა დღეში. დიარეა, როგორც წესი, უფრო დიდ ხანს გრძელდება- 1დან 2 კვირამდე, დღეში დაახლ. 6-15 ეპიზოდი.

დაავადება იწყება კონტაქტიდან (დაინფიცირებიდან) 12 საათის-4 დღის შემდეგ და გრძელდება 3-7 დღე.

ვირუსული გასტროენტერიტის პიკი არის ზამთარში (70-90% შემთხვევების).

როტავირუსის ვაქცინა

“ჩემს შვილს ენტეროვირუსი აქვს”–გავრცელებული ფრაზა, ზუსტად არავინ იცის რომელმა ვირუსმა გამოიწვია თქვენი შვილის სიმპტომატიკა, ამას სპეციფიური,ძვირადღირებული ტესტი ჭირდება (ან მარტივი სწრაფი ტესტი, რომელიც ყველგან და მასობრივად არაა ხელმისაწვდომი და დიდ საჭიროებასაც არ წარმოადგენს, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური და კვლევის თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, ისე კი მკურნალობის კურსს არ ცვლის); ისე კი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის როტავირუსი. მისი საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 1998 წელს შეიქმნა, თუმცა რაღაც ხარვეზების გამო მომდევნო წელს ამოღეს წარმოებიდან.

2006 წელს ახალი ვაქცინები გაოუშვეს RotaTeq (Merck & Co)  და Rotarix(GSK), რომელიც გამოდგა უსაფრთხო და ეფექტური, იმ ქვეყნებში სადაც აქტიურად იყენებენ შემცირდა ჰოსპიტალიზაციის, დეჰიტრატაციის და გართულებეის სიხშირე.

2013 ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ეგიდით რამოდენიმე კონფერენცია და განხილვა მოეწყო საქართველოში და შედეგად საქართველოს დაავდებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვერბ-გვერდზე წერია შემდეგი:

   2013 წელს საქართველოში როტავირუსული  ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის   დანერგვასთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01–13ნ  18.03.2013   ბრძანებით, სშჯც მინისტრის N183/ნ 25.06.2010  ბრძანებაში „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების  დამტკიცების შესახებ“  შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც   პროფილაქტიკურ ეროვნულ კალენდარს დაემატა როტავირუსული ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება  როტარიქს   (Rotarix) ვაქცინით, რომელიც    მაღალეფექტურობით დაა უსაფრთხოებით გამოირჩევა.  
ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან.     პირველი დოზით ვაქცინაცია   კეთდება   8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან   24 კვირის ასაკამდე. ვაქცინაცია ტარდება  პროპილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათალისწინებულ ხუთკომპონენტიანი (დიფთერია–ტეტანუსი– ყივანახველა– ჰეპატიტი ბ– B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა) და პოლიო ვაქცინების პირველ და მეორე დოზებთან  ერთად,  იგივე ვიზიტზე.  ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა. 

http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=515

არავირუსული გასტროენტერიტი

იშვიათ შემთხვევაში მიზეზი ბაქტერიაა, ამ დროს ყველაზე ხშირია სისხლიანი დიარეა.თუმცა სისხლი განავალში ყოველთვის აუცილებლად ბაქტერიულ ეტიოლოგიას არ ნიშნავს-ვირუსული გასტროენტერიტის დროს შეიძლება ანუსის ან ნაწლავის კედელი გაღიზიანდეს და სისხლმდენი გახდეს.

თუ სისხლის რაოდენობა მთლიანი განავლის დაახლ. 10%ზე მეტია და მეორდება დეფეკაციის რამოდენიმე ეპიზოდის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს კონსულტაციისთვის, საჭირო იქნება განავლის ანალიზი.

ბაქტერიული გასტროენტერიტი ძალიან საყურადღებოა, როგორც წესი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს საავადმყოფოს პირობებში და ანტიბიოტიკოთერაპიას.

მესამე და უფრო იშვიათი მიზეზი გასტროენტერიტისა არის პარაზიტები.

ერთ-ერთი ყველაზე ხშრი გამომწვევი პარაზიტია: ჟ(ჯ)იარდია ლამბლია (ლამბლიოზი), რომელიც საკმაოდ ხშირად და ადვილად ვრცელდება საბავშვო ბაღში. კარგად ემორჩლება ანტიბიოტიკოთერაპიას და არაა საშიში.

თუ თქვენს ბავშვს დიარეა 2 კვირაზე დიდ ხანს უგრძელდება განავლის ანალიზი დაგეხმარებათ (დაეხმარება პედიატრს) გამოსავლის პოვნაში. თუ დიარეა 2 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობისაა განავლის ანალიზი დიდ აუცილებლობას არ წარმოაგენს.

დეჰიტრატაციის საშიშროება

მიუხედავად იმისა, რომ ღებინება და დიარეა ძნელი სანახავია და დამღლელია მშობლისთვის, სწორად მართვის შემთხვევაში ის საშიში არაა.

დეჰიდრატაციის შესაძლო განვითარება არის ყველაზე დიდი საშიშროება. დეჰიდრატაციის მარტივად აღსაქმელად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვის სხეული არის ყუთი. თუ ყუთიდან “გადმოღვრილი” სითხე (ჯანმრთელ ბავშვში: შარდვა, განავალი, ოფლი, გასტროენტერიტის დროს ემატება:ღებინება და დიარეა) შეივსება ყუთში სითხის ჩასხმით (კვება, სმა) გაუწყლოება არ მოხდება.

გასტროენტერიტის დროს უფრო მეტი სითხე უნდა მივაწოდოთ ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად (რომ არ გამოვიწვიოთ ღებინება და შევაკავოთ სითხე ორგანიზმში), თუ ეს ვერ ხერხდება შეიძლება სითხის გადასხმა გახდეს საჭირო ინტრავენურად (საავადმყოფოში).

საბედნიეროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ სითხეების ინტრავენურად გადასხმა იშვიათად ხდება საჭირო (ეს არ ეხება საქართველოს სამწუხაროდ! ეს კვლევები აშშ-ში და ევროპაში ჩატარდა, ჩვენთან ხომ “გადასხმა უებარი წამალია” მშობლების და მომვლელების თვალში…) და სითხის ორალურად მიღება (დალევა) ისეთივე ეფექტურია როგორც ინტრავენური გადასხმა, სამაგიეროდ ნაკლებ ტრავმულია ბავშვისთვის (იფიქრეთ ამაზე!).

  • დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარი უმჯობესია იყოს უფერო (განავლის ან ამონაღები მასის შესაძლო ფერის ცვლილებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს)

რჩევები სითხის მიცემის წესთან დაკავშირებით:

  • კუჭის კუნთებს მიეცით საშუალება ძალღონე აღიდგნინონ, ამიტომ ნუ დაალევინებთ ნურაფერს ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში.
  • სარეჰიდრატაციო ხსნარი (ჰუმანას ელეტროლიტი, აისოლი, რეჰიდრონი…) მიეცით 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში
  • შემდეგ შეისვენეთ დაახლ. 20-25 წუთი (არაფერი დაალევინოთ), თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არ აღებინა, შეგიძლიათ გააგრძელოთ სითხის მიცემა (უფრო თავისუფლად).
  • თუ აღებინებს, მაშინ ციკლს დაიწყებთ თავიდან (ანუ ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში  სითხეს არ დაალევინებთ, შემდეგ მისცემთ 1 ჩაის კოვს 3-5 წთ-იანი ინტერვალებით 30 წუთის განმავლობაში, პაუზა 20-25 წუთი და ა.შ.).

თუ თქვენი ბავშვი ვერ შეასრულებს 2 ასეთ ციკლს (ანუ პირველი ციკლის განმავლობაში ღებინება, შემდეგ მეორე ციკლის მცდელობის დროსაც–ღებინება) მაშინ დაურეკეთ პედიატრს.

გამოჯანმრთელების გზაზე 

თუ თქვენი ბავშვი, რომელიც აღებინებდა და დიარეა ჰქონდა ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულებრივ საკვებს და სასმელს, მეტი შანსია, რომ სიმპტომები ისევ დაბრუნდეს, რადგანაც კუჭ-ნაწლავს დრო ჭირდება აღდგენისთვის. როგორც ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სირბილის შემდეგ კუნთები გტკივათ და დრო ჭირდება გაქრობას, ასევე ხდება აქაც: კუჭისა  და ნაწლავის კუნთები სუსტდება ღებინების შემდეგ, ასე რომ უჭირთ საკვების პერისტალტიკა ქვედა მიმართულებით (გადაადგილება, გადასროლა სწორი ნაწლავის დაბოლოებისკენ), რახან ამ მიმართულებით ვერ მოძრაობს საკვები- უფრო გრძელი გზაა გასავლელი და კუნთები კი დაღლილია, გადმოისვრის საპირისპირო მიმართულებით-უკუპერისტალტიკა-პირისკენ=ღებინება.

რჩევები კვებასთან დაკავშირებით

ბევრმა იცით დიეტის შესახებ(ცნობილი BRAT დიეტა – bananas, rice, applesauce, and toast ) და ბევრი “აშიმშილებთ” ბავშვს ამ დროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საჭირო არაა ძალიან შეზღუდული დიეტა (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი).

როცა თქვენი შვილი მოინელებს (არ ამოაღებინებს, შეირგებს) დაახლ. 350 მლ სითხეს თქვენ უკვე შეგიძლიათ შესთავაზოთ პურეული,ბურღულეილი, ბრინჯი, მარცვლოვნები. მაკარონი, სუპები(ზედმეტი ცხიმის და სანელებლების გარეშე), რბილი საკვები- ქათამი (არ უნდა იყოს ძალიან შემწვარი და არც ცხიამიანი, არც ზედმეტი სანელებლებით), კარტოფილი(შემწვარი ან პიურე), ბოსტნეული(მოხარშული ან მოთუშული), ვაშლი, ბანანი, მსხალი, ატამი; ორცხობილა,ნაკლებცხიმიანი და მცირე შაქრიანი დესერტი, მინერალური წყალი უგაზო.

ერიდეთ: ჩიფსებს, თხილს, კარტოფილ-ფრის, რძეს, მაღალცხიმიან რძის პროდუქტებს, კარაქს, მარგარინს, ცხიმს, ცხიმიან ყველს, ნაყინს, შოკოლადს, კოკა-კოლა , ხილის წვენები (მაღალი შაქრის შემცველი ნებისმიეი სითხე), ყავა, ჩაი.

ლაქტოზას (რძის) აუტანლობა

გასტროენტერიტის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს აქვს რძის დროებითი აუტანლობა. ლაქტაზა არის ფერმენტი, რომელიც რძის შაქარს – ლაქტოზას მონელებას უწყობს ხელს, ის პროდუცირდება ნაწლავის კედლის უჯრედებში და ვინაიდან გასტროენტერიტის დროს ნაწლავის სწორედ ეს ნაწილი ზიანდება, დროა საჭირო რათა ეს უჯრედები აღდგნენ და აღიდგინონ თავიანთი ფუნქცია.

თუ გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ შეატყობთ, რომ თქვენს ბავშვს მუცელი ებერება, გაზები უგროვდება ან რაიმე სახის დისკომფორტი აქვს რძისა და/ან რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, დროებით შეუზღუდეთ ეს პროდეუქტები.

გამონაყარი საფენის ქვეშ

პატარებს, რომლებიც ჯერაც საფენებს ხმარობენ, დიარეის რამოდენიმე ეპიზოდის შემდეგ შეიძლება გამონაყარი გაუჩნდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდად და არაადეკვატურად უვლით ბავშვს ან არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს, უმეტეს შემთხვევაში ეს უბრალოდ გარდაუვალია.

როგორ ავიცილოთ თავიდან:

  • .ყოველ ჯერზე გამოიყენეთ რბილი ქსოვილი და ნაზი მოძრაობით გაუწმინდეთ (უმჯობესია ჩარეცხოთ გამდინარე წყლით, საპნის გარეშე)
  • მიეცით საშუელება კანს ჰაერზე გაშრეს (ოღონდ დარწმუნდით რომ ბოლომდე მშრალია კრემის წასმის და საფენის გაკეთების წინ)
  • ჰაერზე გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ბარიერული კრემი(თუთიის ოქსიდის და/ან ვიტ. ა და დ-ის, პარაფინის შემცველი)

ზოგჯერ კანი შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს და ნახეთქები გაჩნდეს, დიდ ხანს არ ხორცდებოდეს, ამ შემთხვევაში გამოსარიცხია ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია და აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.

მედიკამენტები

უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული გასტროენტერიტი(“კუჭის ვირუსი”, “კუჭის გაციება”) მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს.

თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მუცლის ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები (მაგ. მაალოქსის სუსპენზია (ზუსტი დოზირება საჭიროა ჰკითხოთ პედიატრს), ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული, რადგან ის არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, არც სწრაფ გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა 2 ციკლის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლოა ვიფიქროთ ამ წამალზე (დომპერიდონი >5 წ ან დოპროკინ -ს სუსპენზია);

პრობიოტიკების მიღება სადავოა ჯერაც, ბევრი კვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით, ბევრიც ტარდება და კიდევ ბევრი ჩატარდება, შედეგები არაერთგვაროვანია-ზოგიერთის მიხედვით :დაავადების მიმდინარეობას არ ცვლის ამიტომ აზრი არა ავქს მიღებას, ზოგიერთმა აჩვენა, რომ დიარეის და ღებინების დღეების რაოდენობას ამცირებს 1-2ით.

უახლეს კოჰრეინ განხილვაში (ერთ-ერთი ყველაზე სანდო, რომელიც განიხილავს კველევბს მტკიცებულების დონის და სანდოობის მიხედვით და აანალიზებს) წერია, რომ In summary, new evidence has confirmed that the probiotics currently supported by ESPGHAN/ESPID –Lactobacillus GG and S. boulardii – are effective in reducing the duration of diarrhoea. Current evidence clearly indicates that these are not the only effective probiotic microorganisms; however, these are the most studied. Probiotic effects are strain-specific, so the efficacy and safety of each should be established. The safety and clinical effects of 1 probiotic microorganism should not be extrapolated to other probiotic microorganisms. The role of probiotics in the treatment of AGE in the era of rotavirus vaccination has yet to be established.2013

ანუ ის პრობიოტიკები, რომლებიც Lactobacillus GG და S. boulardii შეიცავს რეალურად ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას;

დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული!

ანტიბიოტიკი არაა საჭირო ვირუსული გასტროენტერიტის დროს! ასევე საკამათოა გამოვიყენოთ თუ არა ანტიბიოტიკი გასტროენტერიტის იმ იშვიათი ბაქტერიული ფორმების დროსაც კი.

ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები:

როგორ გავიგო ეს ვირუსია თუ სხვა რამე მაგალითად ჯვებითი ინტოქსიკაცია?

საკვებისმიერი ტოქსინის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, დაახლ. 24სთ-მდე, “მოწამვლა” ეს არის ორგანიზმის რეაქცია საკვებში არსებული ბაქტერიის მიერ გაოყოფილ ტოქსინზე. ჩვეუებრივ იწყება ღებინება, მანამ სანამ კუჭი მთლიანად არ მოიშორებს ამ მავნე პროდუქტს, შემდეგ მალევე დგება გამოჯანმრთელება. ჩვეულებრივ დიარეა თან არ ახლავს, ღებინებაც არ გრძელდება დიდ ხანს, ეს 2 ნიშანი განასხვავებს ვირუსული გასტროენტერიტისგან.

უნდა ვინერვიულო თუ არა განავალში ან ამონაღებ მასაში სისხლის ნახვისას?

უფრო ხშირად ამის მიზეზი არის კუჭის ან ნაწლავის შიდა კედლის “ნაკაწრი” , რომელიც ისევე როგორც კანის მცირე ნაკაწრი მალევე ხორცდება თავისით. თუმცა ყველა შემთხვევაში ჯობია პედიატრთან კონსულტაცია

ღებინება და/ან დიარეა ძალიან მტკივნეულია? ჩემი შვილი ყოველ ჯერზე ტირის ტკივილის გამო

ღებინება და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი კუნთების სპაზმი-რაც მტკივნეულია, ტკივილი იკლებს დაავადების სიმპტომების კლებასთან ერთად. მწვავე და ძლიერი ტკივილი, რომლის ინტენსივობაც მატულობს ყურადღბამისაქცევია და საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.

შემიძლია მედიკამენტებით ვუმკურნალო სიმპტომებს ექიმის გარეშე?

ჩვეულებრივ მედიკამენტი საჭირო არ არის, რადგან ვირუსული დაავადება თანდათან თავისით განიკურნება. თუმცა თქვენზეა დამოკიდებული, გონივრული, დროული და საჭიროებისამებრ გამოყენებულმა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებამ შეიძლება აგაცილოთ ინტრავენური გადასხმის  და/ან ემერჯენსში “სტუმრობის” საჭიროება. თუმცა უხშირეს შემთხვევაში სწორი, თანმიმდევრული და ადეკვატური რეჰიდრატაციული თერაპია ერთადერთია რაც საჭიროა.

რა გავაკეთო თუ ჩემს ბავშვს ძალიან სწყურია და ითხოვს წყალს ღებინებიდან ძალიან მალე?

მაქსიმალურად ეცადეთ აარიდოთ სითხის დალევა პირველი 30 წუთი ღებინებიდან, შეიძლება მოსატყუებლად და პირის ოდნავ დასასველებლად ყინულის ნატეხი გამოიყენოთ (არ გადააყლაპოთ, ოდნავ დაუნამეთ პირი).

Oscar et la Dame Rose

Je suis tellement immpressioné  et agité ,je sais pas en quelle langue écrire, je bien voudrais faire ça en français mais en anglais ça sera plus compréhensible pour tout le monde.

Alors c’était le film – Oscar et la dame Rose

Oscar et la dame rose est un roman d’Éric-Emmanuel Schmitt

Éric-Emmanuel Schmitt, né le 28 mars 1960 à Sainte-Foy-lès-Lyon en France, est un dramaturge, nouvelliste, romancier et réalisateur franco-belge.

 

 

 

 

 

 

 

 

It’s my first time that I liked movie after reading book first. Usually, U know how it happens: when u read book, you are like metteur en scène=director, and during reading in your mind you are making movie from it, you see very clearly every scene, every episode, every personage, and it’s wonderful, you enjoy your creation, you like your movie very much!

But than happens what?!: you see somewhere the movie made on this book, made by some director, but it is already illusion and creation of mind of that someone, someone else=director!, it’s not your “fruit d’imagination “, it is “fruit d’imagination” of director of the movie, usually it’s far not similar to your “movie”, that’s why you don’t like it.

But today happened different thing: I read few days ago this book of Éric-Emmanuel Schmitt- Oscar and the Lady in Pink, I liked book, really, very much, it was fun , but same time very very sad, and i even cry in the end ( i read it in the clinic, time was about 4-5AM).

When i got back home that morning, i read in internet about Schmitt, i was wondering if he is a doctor or was a patient..but couldn’t find anything like this.Then I discovered that there is a movie made by this roman, i found it, and downloaded, so today , after next night shift, i had time and watched it, almost all the movie my eyes were full of liquid and therefore my nose too. I loved it! great movie on great story.

One idea came to my head but don’t know how to realize or should I or not?: I suddenly remembered one doctor who is head of onco-haematology department in my clinic, she is nice woman, good doctor.yeah, i just remembered her, and i wonder if she has seen or read this story.

 

Oscar, a 10-year-old boy, is staying in the children’s hospital. Neither the doctors nor his parents dare speak the truth about his illness. Only Rose, the

grumpy woman who delivers his pizzas, talks straight to him. To take his mind off things, Rose suggests playing a game with Oscar: They make believe

that each day from now on counts for 10 years. Through this, she offers him a whole life in the space of a few days. To encourage him to open up, she

also suggests that he should write to God. In his letters, Oscar admits to his pain, his worries, and talks of his joys, his first love, the passing of time. A

unique friendship grows between Oscar and Rose. Neither of them have any idea just how much this complicity will change their destiny.

INTERVIEW WITH ERIC-EMMANUEL SCHMITT

What memories to do you have of creating OSCAR AND THE LADY IN PINK?

OSCAR was an unexpected and runaway success. Unexpected because it deals with a taboo subject; that of a child’s illness, and inexorably, his death. In writing it – for an internal necessity – I said to myself: “If there’s a book of mine that the public could turn down, it’s this one. ” Yet it was the complete opposite. OSCAR AND THE LADY IN PINK totally changed my career. I became a popular author. This tale went to people’s hearts. The first to read it were doctors who bought it by the dozen to give to their personnel in clinics or to certain patients. Unusually, this non-medical book received an award from the Academy of Medicine, the Hamburger prize, which considered that OSCAR AND THE LADY IN PINK contributed to the humanization of the hospital and helped understand the position of the sick person. The second path of its success was with the young. Children of Oscar’s age, 10 years old, started to read it and recommend it to each other, then gave it to their parents and grand-parents. As a result, the book became trans-generational. It stayed for 160 weeks on the best-seller list. And it has been translated into some 40 languages and is being continually reprinted.

p.s I am searching this book to read online in french language, if anyone can help.. :)thanks

p.p.s. I think I don’t have to write any wise things here, just read it and see the movie and you will have your impressions and wise ideas about 🙂

p.p.p.s. take care of yourself

We all need someone to love, someone to share with, someone to write letters to


		

ჰააგის ტრიბუნალი

Den Haag, Delft, Rotterdam, Amsterdam

–ჰააგაში მივდივარ 🙂

— ვის უჩივი? :O

–არავის, სამედიცინო კონფერენციაში ვმონაწილეობ

ჰოლანდიაზე არასდროს მიოცნებია და არც არასდროს დამიგეგმავს იქ წასვლა

მაგრამ წელს ღრმად ჩავეფლე “სამეცნიერო-კვლევით” სამუშაოებში, პუბლიკაციებში, აბსტრაქტების-პოსტერების შექმნაში, გაგზავნა-გამოგზავნებში, ჰოდა რაგდგანაც წელს ჰააგაში გასამართ კონფერენციაზე _ ESPID2011 ანუ 29th annual meeting of the European Society For Paediatric Infectious Diseases- რეგისტრაცია რეზიდენტისთვის ძალიან იაფი იყო, თან ჩემი აბსტრაქტი მიიღეს და პოსტერის სახით წარსადგენად მიმიწვიეს, თანაც საკმაოდ მასშტაბური და ღირებული ორგანიზაცია და კონფერენციაა (3000 მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ,ძირითადად ევროპიდან)

შევუდექი სამსადისს და ძალიან მალე უკვე იქ ვიყავი

რა თქმა უნდა ძალიან ციოდა

თუმცა, შევეჩვიე

რაც ძალიან კარგი იყო: გვიან ღამდებოდა ძალიან – 10ის შემდეგ, ესე რომ ძალიან გრძელი დღე მქონდა და კონფერენციას და კონფერენციის შემდგომ აქტივობებს ძალიან კარგად ვასწრებდი

ჩემი ესპანელი მეგობრის წყალობით(და ფრანგის და ადგილობრივის) თავი მარტოდ არ მიგვრძვნია, კონფერენციაზე კი თავი მარტო არ მიგვრძნია ქართველი კოლეგის წყალობით.

საინტერესო და სასწვალო კონგრესი იყო, მომავალში ალბათ სხვანაირად შევხედავ, სხვანაირად მოვიქცევი და სხვანაირად გამოვიყენებ,მაგრამ დასაწყისთვის ჩემი თავით კმაყოფილი ვარ– ჩემს პოსტერთან თავი ძალიან კარგად წარმოვაჩინე (გამოხმაურებებები ჰოლანდიელი, კანადელი, ფრანგი, აღმ. ევროპის მონაწილეეებისგან, გარჩევა ჩემი თემის ინგლისურ-ფრანგულად!)

ხო მოკლედ კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა

ქვეყნის გაცნობამაც კარგად 🙂

ჰააგა ალაგ-ალაგ მომეწონა–სიცივე, ქარი რომ არ ყოფილიყო უფრო მოვიხიბლებოდი, სანაპირო უფრო მომეწონებოდა–ეს ვრცელი წვრილ-ოქროსფერ-ქვიშიანი სანაპიროო!!!!! 🙂

დელფტი ძველი, ძველი, ქალაქია, ესპანელი კი გადრეული იყო და წამიყვანა იმ წვიმიან საღამოს, ნუ კი ძალიან მომეწონა,მაგრამ როცა წვიმს და მცივა ჩემი ემოციებიც ცივი და წვიმიანია :))

ჰოლანდიის მატარებლებმა გადაგვრიეს

თუმცა ბოლოში დავამუღამე, თავიდან კი ისეთი რთული იყო, რომ ამსტერდამიდან დენ ჰააგ ცენტრალის ბილეთით როტერდამის ცენტრ. სადგურზე ჩამოვედით :))))))), ოჰჰ ეს დიდი კურიოზი იყო, რომელმაც თავიდან ძალიან დაგვძაბა,მაგრამ სათნო კონტროლიორის  შეხვედრის შემდეგ მოვდუნდით და ვიცინეთ ჩვენს თავზე კარგად, მაგრამ როტერდამის გაგონება კარგა ხანი არ გვინოდა, თუმცა როცა ჩავედი ძალიან მოვიხიბლე

ჰააგისგან და დელფტისგან განსხვავებით უფრო ახალი, თანამედროვე და მაღალი შენობებია

scrub’s style

დავიწყოთ თავიდან:

გადავიდეთ ტოპებზე, მე როგორც პედიატრი უპირატესობას აი ასეთ ბავშვურ-ნახატებიანს ვანიჭებს, ეს ბავშვებს უფრო მოსწონთ, ახალისებთ, ნაკლებად აშინებთ და ასე შ .:) რაც მთავარია ჯუსტ კარგ ხასიათზე აყენებს ყველას, ისევე როგორც ზემოთ გამოხატული ქუდები ესენიც ჩვენში ძნელად საშოვნია 😦

ეს ფერი_ მუქი ნაცრისფერი რაღაც ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს, ეს Landau-ს ტოპია, ნახეთ როგორი მოხერხებულია, სტეტოსკოპის სამაგრი მომეწონა განსაკუთრებით, ძალიან მოსახერხებელი და საჭირო რამეა, ჰოდა ჯიიბეებიც საკმაოდ ფუნქციური

 

 

 

 

 

 

 

შარვლები, ჩემთვის ესე პრობლემური, ჯერ ნორმალური და რაც მთავარია ჩემი ზოომის შარვალი ვერ ვიყიდე

ხალათები, მე ესეთი კომბინაცია მომწონს შიგნით ფორმა-შარვალ-ტოპ და გარედან თეთრი ხალათი ან უბრალოდ შიდა ტანსაცმელზე ხალატი გარედან

ფეხზე, მოგეხსენებათ საათობით გვიწევს ფეფზე დგომა, სიარული ამიტომ ფეხსაცმელი მაქსიმალურად კომფორტული, რბილი და ხარისხიანი უნდა იყოს

მაგ. ჩემი რჩევა თქვენ ამითი არასდროს წახვიდეთ მორიგეობაზე, რაც არ უნდა ბრედ პიტი გვხდებოდეთ იქ, რომელიც უნდა მოხიბლოთ

ეს როგორი სტილნია 🙂

მაგრამ მე აი ეს მირჩევნია

კარგით მგონი საკმარისია, ეხლა დროა აქსესუარებზე გადავიდეთ

ეს დამიჯერეთ საკმაოდ საჭირო რამეა, ჯიბეებში ბევრი რამე გვიდევს(ნუ მე მიდევს) და შეიძლება გადმოგვივარდეს ხშირად ამიტომ ჯიბეში ეს ჩასადები-სამაგრი ძალიან პრაქტიკულია

საათიანი სტეტოსკოპი

ჰოდა აქვე საოცარი უახლესი ელექტრონული სტეტოსკოპი ლიტმანისგან_მაქსიმალურად მინიმუმამდე ამცირებს გარე ხმიანობას და მაქსიმალურად კარგად გასმენინებთ იმ ხმებს რაც უნად მოისმინოთ; თნა იწერს და შეჰიძლიათ გადაახვიოთ და თვაიდან მოისმინოთ რაც მოისმინოთ, თან შეგიძლიათ wi-fi-თაც გადასცეთ კოლეგას, ან ერთგვარად ტელემედიცინის გადნვითარებასაც უწყობს ხელს! საოცარი რამეა დამეტახმეთ! სულ რაღაც 300.98 დოლარად 🙂

აქვე ზე-საყვარელი შესაფუთი, ეშინია ბავსვს სტეტოსკოპის, აჰა ბატონო!

ჩაქუჩი, აიცილებელი ყოველი პედიატრიული (ალბათ მოზრდილთა) პირველადი გასინჯვისას, ნევროლოგიური ჩაქუჩი მარტო ნევროლგებისთვის არა, ჩვენ ზოგადი პედიატრები ბავშვების ნევროლოგიურ სტატუსსაც ვაფასებთ

თავის გარშემოწერილობის საზომი ან უბრალოდ სანტიმეტრი

სათვალე, თუ სისხლთან და სხვა ქსოვილურ სითხესთან გაქვთ საქმე აუცილებლად გჭირდებათ

აქ არ ამოიწურება ჩვენი აქსესუარები, გავაგრძელებ მერე 🙂

რა სარგებლობა მო(უ)აქვს სექს

სექსუალური ჯანმრთელობა

რა თქმა უნდა როცა სექსი გაქვთ და ამაღლებულ განწყობაზე ხართ ნაკლებად ფიქრობთ ,რომ ამ დროს თქვენი იმუნიტეტი ძლიერდება ან ჯანსაღ წონას ინარჩუნებთ. თუმცა ფაქტია, რომ კარგი სექსი ყველაფერს ამას, და არა მარტო ამას (განაგრძეთ კითხვა და იხილავთ რას) უზრუნველყოფს. ეს არ არის უბრალო ბლა-ბლა-ბლა , არც ხუმრობა და არც ხმებზე დაფუძნებული, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია.

ჯოი დევიდსონი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, ნიუ-იორკიდან, ფსიქოლოგი და სექს-თერაპევტი ამბობს, რომ მართალია სექსი ყველაგანაა და მრავლად მედიაში,მაგრამ მაინც ხალხის დიდ ნაწილში ის გაღიზიანებას იწვევს ან სირცხვილს. თუმცა ის ცდილობს დაგვანახოს როგორი მნიშვნელოვანი ნაწილია სექსი ჩვენი ცხოვრების, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.

1.სექსი ხსნის სტრესს

ამცირებს წნევას და სტრესს_ შოტლანდიელი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც დაიბეჭდა ბიოლოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალში. მათ შეისწავლეს 24 ქალი და 22 კაცი, რომლებიც თავიანთი სექსუალური აქტივობის ერთგვარ დღიურს აწარმოებდნენ. შემდეგ მეცნირებემა დააყენეს ისინი სტრესულ სიტუაციაში_ როგორიცაა მაგ: საჯარო გამოსვლა ან ვერბალური არითმეტიკა_ ამ დროს ზომავდნენ წნევას(ანუ სტრესის საპასუხოდ არტერიული წნევის ცვლილებას). მათ ვისაც სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ ბევრად კარგი პასუხი ქონდათ სტრესზე, ვიდრე იმათ ვინც სხვა გზით იკმაყოფილებს ან საერთოდ თავს იკავებს.

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ ხშირი სექსუალური ურთიერთობა (ინტერკურსი) ასოცირებული იყო დაბალ დიასტოლურ წნევასთან (ხალხში გავრცელებული “გულის წნევა”). სხვა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი ჩახუტებებსა და დაბალ წნევას შორის ქალებში.

**მე მგონი ჩვენში ესე გავცელებული ჰიპერტენზია შუა ასაკის შემდეგ, ამ ასაკში სექსის არარასებობის ბრალია 😦

2. სექსი აძლიერებს იმუნიტეტს

კარგი სექსუალური ჯანმრთელობა სხვა სიტყვებით შეიძლება ნიშნავდეს კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას.კვირაში 1-ელ ან 2-ჯერ სექსი ზრდის იმუნოგლობულინ  A ანუ IgA რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში,ეს სწორედ ის ანტისხეულია, რომელიც გვიცავს “გაციებისგან” და სხვა ინფექციებისგან. მეცნიერებმა ვილკის უნივერსიტეტიდან  (Wilkes University in Wilkes-Barre, Pa) შეისწავლეს  კოლეჯის  112 სტუდენტის ნერწყვის ნიმუში (სწორედ ნერწყვში არის ეს იმუნოგლობულინ-ა).

ჯგუფი, რომელსაც “ხშირი” სექსი ქონდა_ 1-2-ჯერ კვირაში_ IgA-ს უფრო მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ ვიდრე დანარჩენსსამ ჯგუფს: 1. თავშეკავებულები. 2. კვირაში 1ზე ნაკლები; 3. ისინი ვისაც ძალიან ხშირი სექსი აქვთ ანუ 3 და მეტი კვირაში

3. სექსი წვავს კალორიებს

30 წუთიანი სექსი წვავს 85 და უფრო მეტ კალორიას. შეიძლება არც ისე შთამბეჭდავი ციფრია,მაგრამ : 42 ნახევარ საათიანი “სესია” დაწვავს 3 570 კალორიას–ეს საკმარისი კი არა საკმარისზე მეტია წონის დასაკლებად. მოუმატებთ “სიჩქარეს” დაიკლებთ მეტს 🙂

“სექსი შესანიშნავი ვარჯიშია”_ამბობს პატი ბრიტონი, PhD,სექსოლოგი ლოს ანჯელესიდან, the American Association of Sexuality Educators and Therapists-ის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ ეს “სავარჯიშო” კარგად შეასრულოთ საჭიროა დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალისხმევა.

4. სექსი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

თუმცა ძველი “ფოლკი” გვეუბნება ,რომ სექსმა შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს (აღწერილია ასეთი შემთხვევები), თუმცა ინგლისელი მეცნიერები უარყოფენ. Journal of Epidemiology and Community Health-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით სექსის სიხშირე არ არის კავშირში გულის შეტევასთან, გამოიკვლიეს სულ 914 მამაკაცი (20 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მათ).

გარდა ამისა სექსი კვირაში 2-ჯერ ან მეტჯერ ამცირებს ფატალური ინფარქტების რისკს, იმათთან შედარებით ვისაც თვეში 1 ან ნაკლებჯერ ჰქონდათ სექსი.

5.სექსი ამაღლებს თვით-შეფასებას

თვითშეფასების ამაღლება ერთ-ერთი მიზეზია 237დან რატომაც ხალხს აქვს სექსი(ეს გამოკითხვა ტეხასის უნივერსიტეტის მკველვარებმა ჩაატარეს და გამოაქვეყნეს_ Archives of Sexual Behavior)

“One of the reasons people say they have sex is to feel good about themselves,”  Gina Ogden, PhD, a sex therapist and marriage and family therapist in Cambridge, Mass. tells to  WebMD. “Great sex begins with self-esteem, and it raises it. If the sex is loving, connected, and what you want, it raises it.”

6. სექსი აუმჯობესებს ინტიმურობას(აახლოვებს)

სექსი და ორგაზმი ზრდის ჰორმონ–ოქსიტოცინის დონეს, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება ნდობის და კავშირების დამყარება-გამყარებაში. პიცბურგის და ჩრ. კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 59 პრემონოპაუზაში მყოფი ქალბატონი ქმართან სასიყვარულო ალერსამდე და  შემდეგ. დაადგინეს_ მეტია კონტაქტი, მაღალია ოქსიტოცინის დონე. ოქსიტოცინი კი გვიმძაფრებს სურვილს უფრო დაახლოების. ეს ჰორმონი აგრეთვე იწვევს სიუხვეს და ხელგაშლილობას, ესე რომ თუ თქვენ უცებ ძალიან გულუხვი გახდით თქვენი პარტნიორის მიმართ ეს სიყვარულის ჰორმონის ბრალია 🙂

7. სექსი ამცირებს ტკივილს

ჰორმონ ოქსიტოცინის მოზღვავება ზრდის ენდორფინების დონეს (შინაგანი ტკივილგამაყუჩებელი) და ტკივილი მცირდება. ესე რომ თუ სექსის შემდეგ გაგიქრებათ თავის ტკივილი, სახსრების ან სხვა ნებისმიერი ეს სექსის წყალობით გამოყოფილ ოქსიტოცინს და ენდორფინებს დააბრალეთ.

9. სექსი ამაგრებს მენჯის(ქვედა სართული) კუნთებს

ქალებში, კეგელის სავარჯიშო (http://www.youtube.com/watch?v=DdZPR5nE0J0) ქვია–მენჯის “ქვედა სართულის” კუნთების ვარჯიშს. ამ მოძრაობის შედეგად სიამოვნება მეტია, გარდა ამისა როგორც ვთქვი ამაგრებთ კუნთებს და მოგვიანებით ასაკში შარდის შეუკავებლობის რისკს ამცირებს. დაახლ. ასეთი სავარჯიშოა_თითქოს ცდილობ შეიკავო შარდვა, დაითვალე 3მდე, მერე მოდუნდი.

10. სექსი უკეთ ძილში გვეხმარება

ოქსიტოცინი, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა ძილისმომგვრელია(კვლევებზე დაყრდნობით), კარგი გამოძინება კი ყველაფერი კარგის საწყისია!

Summary

Take note that sex is good for you in ways you may never have imagined and that the health benefits extend well beyond the bedroom.

aromatic & romantic აბაზანა :love:

არომატული აბაზანა შესანიშნავი კომბინაციაა სტრესის მოსახსნელად, რელაქსაციისთვის, აყუჩებს ტკივილს, კუნთების დაძაბულობას ხსნის ანნნ შესანიშნავი პრელუდიაა თქვენს პარტნიორთან….კხმ კხმ

ჰოდა

იაპონელებს დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვთ ცხელი აბაზანების. იაპონიაში მკაცრი წესია_ ჯერ ცალკე შხაპს იღებენ და კარგად იმშრალებენ ვიდრე ცხელ აბაზანას მიიღებენ. ანუ აბაზანა არ არის ჭუჭყის ჩამოსარეცხად , იქ უკვე სუფთა უნდა წვებოდე 🙂

ეს სასიამოვნო პროცედურაა და არა მარტო ქალებისთვის და თუმცა მამაკაცები ნაკლებად მიმართავენ, მაინც ფაქტია, რომ ორივე სქესისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.

სხვადასხვა ეთერზეთების დამატებით აბაზანაში ვიღებთ შენიშნავ ნაზავს არომატული აბაზანისთვის.

აი ერთ-ერთი რეცეპტი:

ინგრედიენტები: 1.  დაახლ. 50 გ მცენარეული ზეთი , მაგ: ტკბილი ნუშის; 20 წვეთი ლავანდა; მოათავსეთ მუქ ჭურჭელში კარგად აურიეთ. გაამზადეთ აბაზანა , გაავსეთ წყლით 7-8 მლ. გამზადებული ზეთი ჩაასხით, კარგად აურიეთ, უმჯობესია უშუალოდ ჩაწოლის წინ ჩაასხათ და ინებივრეთ შემდეგ.

ეხლა კი უფრო დავწვრილმანდები ზოგიერთ კონკრეტულ არომატიზატორზე:

1. სანდლის ხის ესენცია (არა ვარ ადწრმუნებული რომ ქართულად ესე ქვია)

ბოტანიკური სახელი:Santalum album

ფერი: ღია მოყვითალო ელფერის.

კონსისტენცია:საშუალო სისქის

არომატი: მდიდარი, ტკბილი, დელიკატური, ხის სუნი, ყვავილის სურნელი

გამოყენება: ბრონქიტი, დამსკდარი კანი, დეპრესია, მშრალი კანი, ლარინგიტი, ლეიკორეა, ცხიმიანი კანი, ჭრილობა, მგრძნობიარე კანი, სტრესი, სტრიები.

შემადგენლობა: სენტალოლი, სენტილის აცეტატი, სანტალენები. (ნუ ეს ქიმიური შემადგენლობა არც მე არ მეუბნება დიდ არაფერს,მაგრამ მაინც მხატვრულ-მეცნიერული ნაშრომის მეცნიერულ ნაწილს ვავსებ 😉

2. ვარდის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელი: Rosa damascena

ფერი: მუქი წითელი

კონსისტენცია: საკმაოდ სქელი როცა ჭეშმარიტი დესტილატია, სხვა შემთხვევაში თხელია.

არომატი: ძლიერი, ყვავილის, ტკბილი

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, ეკზემა, ფრიგიდულობა, დანაოჭებული კანი, მენოპაუზა, სტრესი.

შემადგენლობა: ციტრონელოლი, გერანიოლი, ნეროლი, ფარნეზოლი, ეთერზეთები, ვარდის ოქსიდი, ლიმონენი, მირსენი, პინენი (ნუ ე სქიმიური შემადგენლობა არც მე არ მეუბნება დიდ არაფერს,მაგრამ მაინც მხატვრულ-მეცნიერული ნაშრომის მეცნიერულ ნაწილს ვავსებ 😉

3. ამის სახელი ქართულად არ ვიცი,მაგრამ ესე ჟღერს “პაჩული”, და ესევე მოვიხსენიებ თქვენის ნებართვით

პაჩულის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელწოდება: Pogostemon cablin

ფერი: მუქი მოოქროსფერო ყავისფერი

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: მდიდარი, მიწის, ხის, და ფარული ყვავილოვანი სურნელით

შესაძლო გამოყენება:  აკნე, ათლეტის ტერფი, დერმატიტი, ეკზემა, დაღლილობა, ფრიგიდულობა, თმის მოვლა, ცხიმიანი კანი, დანაოჭებული კანი, სტრესი.

შემადგენლობა: პაჩულოლი, ეთერზეთები, ბეტა-კარიოპილენი

4. რაღაცნაირი ფორთოხლის ეთერზეთი (bitter orange, neroli)

ბოტანიკური სახელწოდება: Citrus aurantium

ფერი: ყავის ფერი

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: ინტენსიური მცენარეული არომატი, ციტრუსის, ტკბილი და ეგზოტიკური

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, ფრიგიდულობა, უძილობა, დანაოჭებული კანი, ნაიარევი (გულის იარებს ვერ ასწორებს კანის იარებს კი უფრო:))), შოკი, სტრესი, სტრიები.

შემადგენლობა: ლინალილ აცეტატი, ლიმონენი, ლინალოლი, ნეროლიდოლი, გერანიოლი, ალფა-ტერპინეოლი, ნერილ აცეტატი

5. ჟასმინი

ბოტანიკური სახელწოდება: Jasminum grandiflorum

ფერი: მუქი ყავისფერი, ოქროსფერი ელფერით

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: თბილი, ყვავილოვანი, ეგზოტიკური

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, მშრალი კანი, გადაღლილობა, შრომა-ჯაფით გამოწვეული ტკივილები, მგრძნობიარე კანი.

შემადგენლობა: ბენზილ აცეტატი, ლინალული, ბენზილ ალკოლი, ინდოლი, ბენზოლ ბენზოატი, ცის-ჟასმონი, გერანიოლი, და კიდევ ბევრი სხვა…

6. რომაული გვირილა

ბოტანიკური სახელწოდება: Anthemis nobilis

ფერი: ნაცრისფერი, მკრთალი  ცისფერი

კონსისტენცია: თხელი

არომატი: რბილი, ჰაეროვანი, ტკბილი, ხილის

შესაძლო გამოყენება: ჩირქგროვა, ალერგია, ართრიტი, კოლიკა, ჭრილობა, ცისტიტი, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკვილი, თმის მოვლა, ანთებადი კანი, მწერის ნაკბენი, უძილობა, თავბრუსხვევა, ნევრალგია, რევმატიზმი, სტრესი.

შემადგენლობა: მეზარება ჩამოწერა.

7. გერმანული გვირილის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელწოდება: Matricaria chamomilla

ფერი: მუქი ლურჯი

კონსისტენცია: თხელი

არომატი: ტკბილი, ხილის არომატი, მცენარეული

შესაძლო გამოყენება: აბსცესი, ალერგიები, ართრიტები, კოლიკა, ცისტიტი, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი,  თმის მოვლა, ანთებადი კანი, მწერის ნაკბენი, უძილობა, თავბრუსხვევა, ნევრალგია, რევმატიზმი, სტრესი.

8. ლავანდა

ბოტანიკური სახელწოდება: Lavendula officinalis

ფერი: ღია ფერის მოყვითალო ელფერით

კონსისტენცია: თხელი

არომატი: ფრეშ, ტკბილი, ხილის, ბალახის და ყავილის არომატებით

შესაძლო გამოყენება: აკნე, ალერგიები, ართრიტები, ასთმა, ნერვული აშლილობა-სიბრაზე, ათლეტის ტერფი, “სინიაკი”, დამწვრობა, ჩუტყვავილა, კოლიკა,ცისტიტი, დეპრესია, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, მწერის ნაკბენი, ქავილი, მიგრენი, ცხიმიანი კანი, რევმატიზმი, მუნი, ნაირევი, სტრესი, სტრიები, ვერტიგო, ყივანახველა.

ჰოდა მთავარი : უსაფრთხოების წესები ყველსათვის: უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს ეთერზეთები პრაქტიკოს არომათერაპიის სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. განუზავებელი ზეთები არ წაისვათ კანზე! თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეპილეფსია, ღვიძლის დაზიანება , კიბო ან სხვა პრობლემა მიმართეთ არომათერაპიის სპეციალისტს ვიდრე ჩაიტარებთ ამა თუ იმ არომა-აბაზანას.

როცა იყენებთ ბავშვისთვის ამ აბაზანას უმჯობესია ძალიან ძალიან  განაზავოთ და შესაბამისად მინიმალური დოზები გამოიყენოთ ეთერზეთების და ისიც ყველა არა!

კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის საოცარი თავგადასავალი, ამბავი I

I, II, III კვირა

პირველი კვირა

ანუ უკანასკნელი მენსტრუალური პერიოდის პირველი დღიდან 1 კვირის თავზე:

თოთოეული გოგო იბადება 1-2 მილიონი კვერცხუჯრედით  საკვერცხეებში. ზოგიერთი მათგანი მალევე იღუპება ,მაგრამ უმეტესობა მრავლდება გოგონას ზრდასთან ერთად. მენარქედან (პირველი მენსტრუაცია) მენოპაუზამდე ანუ ფერტილურ (“ნაყოფიერ”) პერიოდში გოგონა დაახლ. 400 კვერცხუჯრედს წარმოქნის.

ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს ორგანიზმში 1-3 კვერცხუჯრედის მომწიფება იწყება ერთ-ერთ საკვერცხეში და ოვულაციის დროს (ასე ქვია პროცესს, რომლის დროსაც მომწიფების გზაზე მყოფი ამ უჯრედებიდან ყველაზე ვაჟკაცი ბოლომდე მიაღწევს და მოხდება მისი=მომწიფებული კვერცხუჯრედის გადმოსროლა=ოვულაცია) და მისი მყისიერი დაჭერა ხდება ფალოპის მილების ფოჩების მიერ. ოვულაციის დღე საშუალოდ არის მენსტრუალური პედრიოდის პირველი დღიდან  14,6 დღეს.

საერთოდ ნორმაში საშვილოსნოს ყელში სქელი ლორწოა, რომელში გაღწევაც სპერმას არ შეუძლია. მაგრამ ოვულაციის წინ ესტროგენის წყალობით ეს ლორწო ბევრად თხელი ხდება და სპერმატოზოიდიც ადვილად გაცურავს მასში_საშვილოსნოს გავლით ფალოპის მილებისკენ, სადაც შესაძლოა განაყოფიერება მოხდეს.

პარალელურად საკვერცხის იმ ადგილას სადაც კვერცხუჯრედი მწიფდებოდა და რომელიც ეხლა ცარიელია გარდაიქმნება ყვითელ სხეულად  და იწყებს ჰორმონ_ პროგესტერონის სინთეზს.(სწორედ მისი წყალობით იცვლის ლორწოვანი კონსისტენციას და ადვილად გავლადი ხდება სპერმატოზოიდისთვის),ასევე მისი წყალობით საშვილოსნოს შიდა ზედაპირი სქელდება და ღრუბლისებური ხდება (ანუ ემზადება განაყოფიერებული კვერცხის მისაღებად). მისივე წყალობით შეიძლება იგრძნოთ ძუძუების დაჭიმვა. და უკვე აღარ ხდება საკვერცხეში მორიგი კვერცხუჯრედის მომწიფება–შესვენებაზე გადიან. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს=ზიგოტას საშვილოსნოს კედელში ჩამყნობამდე დაახლ. 5 დღე ჭირდება და ამ დროისთვის ის უკვე 150 უჯრედისგან შედგება.

ასე გამოიყურება და მას ბლასტოციტი ქვია


go, go, run run, work hard “boys” to win jackpot :)))

ეს ძალიან მედიცინურად და მშრალად ისე კი კოიტუსის დროს (აქვე განმარტება ძალიან სახალისო ,მაგრამ მართალი_ Sexual union between a male and a female involving insertion of the penis into the vagina.) მამაკაცის ორგაზმი უზრუნვეყლოფს იმას, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი და მრავარიცხოვანი ჯარი მამაკაცური გამეტებისა გამოისროლოს საშოში ისეტი იმპულსით, რომ მათ 16 კმ/სთ-ში სიჩქარით განვლონ გზა კვერცხუჯრედამდე; ქალს შეიძლება ორგზამი ამ დროს სულაც არ ქონდეს (თუმცა სასურველია ქალის სიამოვნებისთვის და თან განაყოფიერების ალბათობას ზრდის), მაგრამ საშოს და საშვილოსნოს ყელის შეკუმშვები უადვილებდ სპერტმატოზოიდებს გზას.

მართალია სულ რაღაც 18 სმ. უნდა გაიარონ,მაგრამ როგორი რთული გზაა და თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ 2,5 სმ-ის გავლას 15 წუთში. ყველაზე სწრაფ მოცურავეებს (სპერმატოზოიდებს ვგულისხმობ) 45 წუთში შეუძლიათ ამ გზის გავლა, სხვებს კი 12 საათი მაინც ჭირდებათ. თუ ფალოპის მილში კვერცხუჯრედი ვერ იპოვა სპერმატოზოიდს შეუძლია ქალის ორგანიზმში 7 დღე გაძლოს.

მახსოვს ჰისტოლოგიის ლექციაზე ძალიან კარგი ვიდეო გვანახეს მთელი ამ პროცესის, საწყალი სპერმატოზოიდები თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რამდენ სიძნელეს აწყდებიან მთელი ამ გზის გავლისას, რამდენი იღუპება გმირულად, რამდენი დიდი ვაი-ვაგლახით გადალახავს გზის ამ სირთულეებს–ოღროჩოღრო,ალაგ-ალაგ სველი, სხვადასხვა ტენიანობა, სხვადასხვა ჰავა, ეფლობი რბილობში, გადადიხარ მშრალზე, მერე რაღაც ნაპრალები, ამობერილობები…ოჰჰ ნნამდვილად ძალიან გრძელი და ძნელი გზაა, თან ისე ბნელა და ბოლოს სინათლე მოჩანს –ბინგო! ისაა, მიზანთან ძალიან ახლოს ხარ,მიიჭერი ლამაზ ოვოციტთან, აქედან მიუდექი, იქიდან, არც ისე ადვილია მისი გულისკარის გასაღების პოვნა, ბოლოს ვიღაც იღბლიანმა იპოვა და სიხარულისგან ღონემიხდილი მაინც ბოლო ხმაზე ყვირის ბედნიერებისგან_არის არის არის!!!!!, და უკვე შიგაა (ბოდიში გამოთქმისთვის,მაგრამ ესეა) ..მისთვის ეს დიდი ბედნიერების დასაწყისია,მაგრამ სხვა ასეულობით სპერმატოზოიდისთვის–უდიდესი მარცხი და ტკივილი ამ მარცხით განცდილი მათ მალევე ბოლოს უღებს….რას იზამ c’est la vie! 🙂 გული არ გაიტეხოთ ბიჭებო (ასე სპერმატოზოიდებს მივმართავ ამჯერად) თქვენ არ გაგიმართლათ თქვენს ძმებს გაუმართლებთ და გზა უვალი, თქვენგან თელილი მაინც დარჩება რომ თქვენს შემდგომად მოძმესა თქვენსა სიძნელე გზისა გაუდავილდეს 🙂

bonne chance à tous ! 🙂

50 წელს რომ გადავაბიჯებ

რითი მინდა ვიყო დაკავებული 50 წელს რომ გადავაბიჯებ

ალბათ ეს ნუსხა არაერთხელ შეიცვლება,მაგრამ მინდა დარჩეს ისტორიას დღეს დაწერილი ჩემი აზრი ამის შესახებ

რაც შეიძლება მრავალრიცხოვან სიას დავწერ, რომ საქმე ამოსარჩევად მქონდეს

საქმიანობა აუცილებლად ის უნდა იყოს რაც მე მიყვარს, მსიამოვნებს, მაინტერესებს და მინდა გავაკეთო

ყველა პუნქტს შორის იგულისხმება “ან”

1. წვეულებების ორგანიზება


 

ანუ მექნება ჩემი პატარა ოფისი, შეიძლება ეს სახლშივე იყოს, სულაც არაა საჭირო ცალკე ოფისი, მექნება ალბომები :ერთი რომელშიც გასული ივენთები იქნება აღბეჭდილი, მეორეში_სხვადასხვა ფერის და სტრუქტურის ქსოვილები, მესამეში_ყვავილები და თაიგულები, და ლენტები მათ მოსართავად, მეოთხეში_ჭურჭლეული, ანუ სხვადასხვა სასმელისთვის ჭიქები , სხვადასხვა დანიშნულების თეფშები, ვაზები; ნუ შეიძლება ყველაფერი ამისთვის ალბომი არ დამჭირდეს,მაგრამ მაინც… მეყოლება “კლიენტები” ვინც შემიკვეთავენ ყველაზე გრანდიოზულ შემთხვევაში –ქორწილს ან მინიმუმ ბავშვის დაბადების დღეს 🙂

 

2. ბაღის დეკორაცია

ყველა ფართობის (უპატარავესი , ფანჯრის წინ არსებული ბაღიდან დაწყებული დიდი ეზოთი დამთავრებული) ბაღის დაგეგმარება-დეკორირება; მცენარეებით, ბუჩქებით, ბალახებით, ყვავილებით და რაც მთავარია ეზოს ავეჯით_სხვადასხვა სკამები, შეზლონგები, მაგიდა, შადრევანი, ქანდაკებები, პატარა ბეზდელუშკები აქა-იქ, საქარეები , საფოსტო ყუთი, მისამართის და სახელის და გვარის აბრები…ათასი წვრილმანით…

 

 

3. ამ დროისთვის წესით და რიგით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

დამსახურებული და საქვეყნოდ ცნობილი პედიატრი უნდა ვიყო, ასე რომ ჩემს პროფესიაში აქტიურად ვიქნები ჩართული, უფრო მეცნიერული განხრით, მეყოლება სტუდენტები და რეზიდენტები და სხვადასხვა მეცნ. კვლევებზე ვიმუშავებდი, კონფერენციების ორგანიზებაში ვიქნებოდი, და პაციენტებსაც მივიღებდი რა თქმა უნდა ანუ ფრიად აქტიური ბებია ვიქნებოდი 🙂 ამის გავრცობა შემიძლია, მაგრამ არ მინდა აქ ყველა დეტალი დავწერო, გამოვა რომ ჩემი გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვამზეურო და არ მინდა რა…

4. ნუ ამ მეოთხე პუნქტს წავშლი ალბათ, მაგრამ მაინც დავუშვათ, დავუშვათ რომ არ გამოვედი ასეთი სასიქადულო პედიატრი, ქართული პედიატრიის დედა და ჯუსტ რიგითი პედიატრი ვიქენი და დიდად აქტიურად არ ვმუშაობ პედიატრიაში და არც სტუდენტებს ვასწავლი და ძირითადად სახლში მიწევს ჯდომა :(, ოკ არაუშავს-ბავშვებს მოვუვლი და შვილიშვილებს……… არაა, რაღაც ძალიან დამახაზაიკა ვარ, ამ პუნქტს ვშლი, ასეთი უღიმღამო ცხოვრება არ მინდა მე ჩემთვის!!!!!!

 

5. ხატვა

ვხატავ ნახატებს ჩემთვის, გამოფენილი მაქვს ჩემი სახლის ან პატარა აგარაკის სხვენზე ან სარდაფშიი, მაგ ასაკისთვის იმედია დავიხვეწები და რამეს ვისწავლი მხატვრობაში, და ხელი გამიუმჯობესდება ან თუ არადა “ჩემეულ სახეებს” ხო მაინც შევქმნი რა.

აქ ძირითადად ისეთ საქმეებს ვწერ რითაც შემოსავალი მექნებოდა, ჰოდა მოდი ბარემ მხატვრობასაც ფულში გადავიყვან, გამოფენები და გაყიდვები ან ამ ჩემს ნაჯღაპპნებს სხვა რამეში გამოვიყენებდი, მაგალითდა მისალოც ბარათებს (რისი კეთება მიყვარს ხოლმე ეხლაც და ბავშვობაშიც ვაკეთებდი, დედის დღეზე დედაჩემის მსგავსი ქალი დავხატე და მეორე მხარეს მივუწერე მილოცვა და მამაჩემისთვისაც მსგავსი რამ მაქვს ძველი; და ბოლო 3 წელია ახალ წელს, თებერვლის 24 ში და დეკემბრის 25ში ისევ ვჯდები და ვხატავ და ვაფორმებ გასაგზავნ ბარათს) და მოსაწვევ ბარათებს გავაკეთებდი, ნუ ხელით შევქმნიდი და შესაბამისად ინდივიდუალური და უნიკალური იქნებოდა, ამდენად გაყიდვადიც 🙂

6. თუ ამის საშუალება მექნებოდა გავხსნიდი პატარა წიგნების მაღაზიას, სადაც იქნებოდა საბავშვო წიგნები ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ ენებზე, აქვე შეიძლება ჭიქა ლიმონათით და ფუნთუშით პირის ჩატკბარუნება;

საბავშვო მუსიკა, პატარა სკამები,კედელზე სახალისო ნახატები, ბევრი მათთგანი თვით ამ ბავშვების დახატული

კვირაში ერთ საღამოს მე წავუკითახვდი ბავშვებს “პატარა პრინცს” ფრანგულად, სხვა საღამოს ქართულ ზღაპარს….და ასე შემდეგ… ბავშვები გიჟდებიან ამ ადგილზე; მშობლები სახლში ესე ეუბნებიან ბავშვებს–თუ კარგად მოიქცევი, აი ამას თუ შეჭამ, აი დღეს თუ ბაღში წახვალ, აი ამ კაბას თუ ჩაიცვამ ხუთშაბათს საღამოს ეკას წიგნის მაღაზიაში წაგიყვან (სახელი ვერ მოვიფიქრე ჯერ)

გავაგრძელებ იდეებს, ეხლა უბრალოდ მეძინება

ისე ეს ყველაფერი ისაა რასაც გავაკეთებდი ამ ასაკში, მაგრამ როგორი იქნება პელაგია ამ ასაკში?!

ისევ  პატარა და გამხდარი, თმა მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მსგასვად შეღებილი (ანუ ყავისფერი ცოტა ღია ფერის), ალბათ მხრებამდე მექნება შეჭრილი, ჩემეული არეულ-დალაგებული wavy hair, იმედია სლიმ ვიქნები ისევ, ჰოდა კლინიკაში დოქტორ ქადივით ვივლი(dr. Cuddy) , ტანზე გამოწკეპილი ქალური კოსტუმჩიკებით 🙂

ჰო კაი გარეგნობას შევეშვათ

ვირბენდი დილაობით ან საღამოობით და/ან აუზზე ვივლიდი–ეს აუცილებლად!

სამსახური, სამსახური, გვიანობამდე სამსახური, მერე სახლი–honey i’m home! ვახშამი საყვარელ ქმართან, შეიძლება საღამოს კინო დივანზე წამოოგორებულებმა ვნახოთ ან გარეთ გავისეირნოთ მე და ჩემმა ჰანიმ და ძაღლმა და მერე შხაპი და მერე ტკბილი ძილი

შაბათ-კვირას პიკნიკები ან შვილებთან სტუუმრობა , ისინი ჩვენთან ან ჩვენ მათთან…

შაბათ-კვირას აუცილებლად აქტიურ დასვენებაში გავატარებდი–ანუ სადმე წავბოდიალდებოდით მე და ჩემი ჰანი გარეთ სუფთა ჰაერზე, ამინდის მიუხედავად, ან კულტურულ დასვენებას მოვიწყობდით-კინო, თეატრი, ოპერა, ბალეტი, ან მეგობრების შეკრება 🙂 “სენიორების” ცეკვის ჯგუფში ვივლიდით მე და ჰანი

ისე აუცილებლად ამ ასაკში ჰანისთან ერთად უნდა ვიყო, მარტო მოვიწყენ ალბათ :(….

“აეროპორტის სინდრომი”

მესმის ,რომ სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა,მაგრამ ნუ შემეკამათებით, თუ ჩავუღრმავდი სიმპტომებსაც ჩამოვწერ, ზოგადად კი “აეროპორტის სინდრომი” უკეთ ჟღერს ვიდრე “აეროპორტის სიმპტომი” 🙂
ჩემს მეგობარს ხშირად უწევს ხოლმე გადაფრენები სამსახურის გამო

ისე დიდად მოყვარული არაა მესიჯობის,მაგრამ ყოველთვის აეროპორტიდან მიგზვანის ხოლმე მესიჯს და მატყობინებს, რომ –აი ეხლა პარიზის აეროპორტში ვზივარ და სადაცაა ოკეანის მიღმა გადავფრნდები… ან აი ეხლა ჩამოვფრინდი…

ეხლა კიდე ჩემმა ძმამ დამირეკა–რეგისტრაცია გავიარე, ბარგი ჩავაბარე და ველოდები სადაცაა დაიწყება ჩასხდომა, მერე ვეღარ დაგირეკავო;

ისე გამიკვირდააა-ვიფიქრე რამე ხომ არ დარჩა ან რატო რეკავს-თქო,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი და მომინდა ამ პოსტის დაწერა; მომინდა გამერკვია მართლა არსებობს თუ არა “აეროპორტის სინდრომი”


ჩემს მწირე გამოცდილებას თუ გადავხედავ–ორჯერ  ვიყავი აეროპორტში (გაფრენის მიზნით ვგგულისხმობ), ჰოდა ერთხელ_იქითა გზაზე_მთელი ჩემი ოჯახი მანდ იყო(ანუ შესაბამისად არავისთან დასარეკი არ მქონდა)და ჩაფრენისას ისევ ხალხი დამხვდა და ისევ არსად დასარეკი არ მქონდა; მეორეჯერ–ვიზეც ვფიქრობდი (ვიზეც შეიძლება იფიქრო აეროპორტში ჯდომისას და ლოდინისას) ჩემს გვერდით იყო, ესე რომ აქაც არავისთან მიმესიჯია, თუმცა კი მოვასწარი მაინც, ის ჩემზე ცოტა ხნით ადრე გაფრინდა და აფრენამდე მომწერა :))) (რუტინა არ დაურღვევია )…

ნუ მოკლედ ჩემი გამოცდილებით ვერ დავადასტურებ ამ სინდრომის არსებობას ,მაგრამ ვერც ვუარყოფ; ძალიან ინდივიდუალურია, ზოგიერთ ჩვენგანს აქვს, ზოგს –არა

მაინც რა არის “აეროპორტის სინდრომი”?!

როცა გიწევს მარტო ყოფნა აეროპორტში, ყველა საჭირო პროცედურა გაიარე და დრო გრჩება, უნდა დაჯდე და დაელოდო; ჰოდა ბოლო ალიაქოთური და გიჟური დღეების (ყველა დღე ასეთია მგონი ჩვენს საუკუნეში) შემდეგ უცებ ჩუმად ზიხარ , მშვიდად და არავითარი საქმე არა გაქვს. უბრალოდ ზიხარ და ფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე; ათვალიერებ ხალხს, შეიძლება გაზეთიც გადაფურცლო, ყავა ან ლუდი დალიო თუ ზედმეტი ფული გაქვს, ცოტა ჩასთვლიმო ან ისევ და ისევ–იფიქრო არაფერზე და ყველაფერზე; და უცებ ამოგიტივტივდება საყვარელი ადამინები, ისინი ვისაც ცოტა ხნის წინ დაემშვიდობე, ან დიდი ხნის წინ დაემშვიდობე და უბრალოდ მოგენატრა, მიუხედავად იმისა რამდენი ხნის წინ დაემშვიდობე, ჰოდა მისწერ მესიჯს ან დაურეკავ :)–აი ესააა “აეროპორტის სინდრომი” (მომავალში შეიძლება კუციას სინდრომი ეწოდოს, აღმომჩენი მეცნიერის გვარის მიხედვით)

i like days like that…

i like days like that

when i wake up earlier, i have to go to clinic, where people are waiting  for me , where i have my duties,my fonction, my job to do

i’m going there, everyone is pleasant, meeting with lovely smile on face

i’m changing clothes, living all street dirty in changing room, and coming up to newborns and mums in clean uniform 🙂

მაინც რამდენი სამუშაო აქვს ექიმს

ნუ ჯერ სუფთა ექიმური საქმე, ამდენი პაციენტის მიღება, ყველას მოსმენა, გასინჯვა და მთელი ამბები და მერე ეს ფორმალური მხარე–საწერები

ღმერთო ჩემო რამდენი საწერი აქვს ექიმს!!!!!

სამედიცინო ისტორია

რამდენი რამეა იქ შესავსები!, ყველაფერი–გაფორმება პირველი გვერდიდან დაწყებული და ყოველდღიურად ათასი ფორმალური,მაგრამ ზოგჯერ ძალიან საჭირო და გამოსადეგი ინფოს ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერ ჩაწერა; ჰუჰ ძალიან ბევრი გროვდება და ძალიან დიდი დრო მიაქვს

ასე რომ წამყვან ექიმებს გირჩევთ აიყვანოთ ასისტენტად ახალგაზრდა, პროგრესული “ბეზ პიტი მინუტ” ექიმები, მაგალითად–მე !

ჰოდა ეხლა ერთ-ერთ საუკეთესო მოდულს გავდივარ გაგუას კლინიკაში ( თვით გაგუაც იქვე მუშაობს, აბსოლუტურად ჩვეული მოკვდავია, ჩვენთან ერთად დააბიჯებს დერეფნებში და გვესაუბრება ხოლმე ) :))

ჰოდა იქ ჩვენთვის უამრავი საქმეა

დილა იწყება ასე–შევდივარ გასახდელში (დიდი მინუსი გაგუას–“შეარედ” გასახდელია რატომღაც ქალებისთვის და კაცებისთვის ესე რომ ხშირად გაიგებთ,  ოდნავ შეფაკლული ღაწვებით წარმოთქმულ ამ ფრაზას ან შემთხვევას–“ვაიმე ის ანესთეზიოლოგი კაცი შემომივარდა ამ დილას გასახდელში” ) ჩვეულებრივი მოქალაქე გამოვდივარ აღჭურვილი გარეგნულად და გრძნობით ექიმი 🙂

გავდივარ გრძელ დერეფანს , ისევ ვუღიმი ეკას, შევდივარ მეორე დერეფანში,იქიდან მეგებება მუდამ ფაციფუცში და საქმეში ჩაფლული ნეონატოლოგიის ერთადერთი და ამიტომ დაჩაგრული ექთანი კოცნით და უი რა კარგი გოგო ხარ რო მოხვედი ეკა ასე ადრე, მიდი იქ მშობიარობაა და მიიღე და მერე ეს ბავშვი დედას ძუძუზე მიუყვანე, ჰოოდა მეც ვერთვები აქტიურად საქმეში,ხელებს ვიბან, ხელთათმანები და ახალი ბავშვი 🙂

მერე დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ_აქ ბავშვები უკვე დედებთან არიან, აქაც ყველას გასინჯვა მიდის და აქ ბევრი საწერია, დავიიღლიავებ 20იოდე ისტორიას შემოვლის შემდეგ და ვავსებ. მერე ისევ ბლოკისკენ და ასე .. არ წყდება ნაკადი–სულ ახალი იბადება, სულ შემოვლაა გასაკეთებელი პალატების მიხედვით

ხო შემოვლაზე ერთი კურიოზი გამახსენდა: დილიდან დავივლი ხოლმე პალატებს სიას ჩამოვწერ სად რომელი წევს რომ მერე პერიოდულად ყველასთან შევიარო ჩავატარო და ვინმე არ გამომრჩეს, ჰოდა ზოგიერთ პალატაში დედას ბავშვი არ უწევს ხოლმე ანუ ექთანს ყავს გაყვანილი რამე პროცედურაზე ან ისე წვანან და გვერდით უწევთ რო ვერ ვხედავ მაშინათვე, ჰოდა კიდევ ერთი დეტალი მუცელი  ორივეს მეტნაკლებად აქვს ანუ უკვე ნამშობიარებ ქალს და იმას რომელიც ჯერ ელოდება…ჰოდა მორიგ პალატაში შევდივარ ორი გოგო წევს, ბავშვს ვეძებ და ვერ ვპოულობ და შეკითხვა–თქვენი ბავშვები სად არიან? პასუხი_მუცელში :)) და სამივემ კარგად გადავიხარხარეთ მე გამოვედი ვითომ პალატა შემეშალა-თქო, სინამდვილეში კი არ ვიცი ერთ დერეფანში, ერთ განყოფილებაში რატო წვანან მელოგინეებიც და ისინიც რომლებიც აწი ელოდებიან, ნუ მოკლედ, სასაცილო იყო :))))

ძალიან სასიამოვნო მომენტია, როცა დერეფნის ბოლოში შუშის კარებს მიღმა მოწოლილი ხალხიდან რომელიღაცა ეს-ესაა მამა გახდა და გინეკოლოგს ურეკავს და თხოვს ბავშბვის ნახვას, ეს პატივი მე მერგება ხოლმე, გამოწყობილ-გასუფთავებული ბავშვი გავიყვანო ჩემს მკერდს უზრუნველად მიყრდნობილი და მთელი სხეულით ჩემზე მონდობილი გავიყვანო და ვაჩვენო მამას, მამა-შვილის პირველი შეხვედრის და გასაუბრების  მოწმე გავხდე, ეს საოცარი რამეა!!! მერე მრავალრიცხოვანი ნათესავები ყველას უნდა ნახვა, ფოტოებს უღებენ და პირველი პაემნის დრო ამოწურულია :(…

კარგი რამეა ნეონატოლოგია! 🙂