aromatic & romantic აბაზანა :love:


არომატული აბაზანა შესანიშნავი კომბინაციაა სტრესის მოსახსნელად, რელაქსაციისთვის, აყუჩებს ტკივილს, კუნთების დაძაბულობას ხსნის ანნნ შესანიშნავი პრელუდიაა თქვენს პარტნიორთან….კხმ კხმ

ჰოდა

იაპონელებს დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვთ ცხელი აბაზანების. იაპონიაში მკაცრი წესია_ ჯერ ცალკე შხაპს იღებენ და კარგად იმშრალებენ ვიდრე ცხელ აბაზანას მიიღებენ. ანუ აბაზანა არ არის ჭუჭყის ჩამოსარეცხად , იქ უკვე სუფთა უნდა წვებოდე🙂

ეს სასიამოვნო პროცედურაა და არა მარტო ქალებისთვის და თუმცა მამაკაცები ნაკლებად მიმართავენ, მაინც ფაქტია, რომ ორივე სქესისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს.

სხვადასხვა ეთერზეთების დამატებით აბაზანაში ვიღებთ შენიშნავ ნაზავს არომატული აბაზანისთვის.

აი ერთ-ერთი რეცეპტი:

ინგრედიენტები: 1.  დაახლ. 50 გ მცენარეული ზეთი , მაგ: ტკბილი ნუშის; 20 წვეთი ლავანდა; მოათავსეთ მუქ ჭურჭელში კარგად აურიეთ. გაამზადეთ აბაზანა , გაავსეთ წყლით 7-8 მლ. გამზადებული ზეთი ჩაასხით, კარგად აურიეთ, უმჯობესია უშუალოდ ჩაწოლის წინ ჩაასხათ და ინებივრეთ შემდეგ.

ეხლა კი უფრო დავწვრილმანდები ზოგიერთ კონკრეტულ არომატიზატორზე:

1. სანდლის ხის ესენცია (არა ვარ ადწრმუნებული რომ ქართულად ესე ქვია)

ბოტანიკური სახელი:Santalum album

ფერი: ღია მოყვითალო ელფერის.

კონსისტენცია:საშუალო სისქის

არომატი: მდიდარი, ტკბილი, დელიკატური, ხის სუნი, ყვავილის სურნელი

გამოყენება: ბრონქიტი, დამსკდარი კანი, დეპრესია, მშრალი კანი, ლარინგიტი, ლეიკორეა, ცხიმიანი კანი, ჭრილობა, მგრძნობიარე კანი, სტრესი, სტრიები.

შემადგენლობა: სენტალოლი, სენტილის აცეტატი, სანტალენები. (ნუ ეს ქიმიური შემადგენლობა არც მე არ მეუბნება დიდ არაფერს,მაგრამ მაინც მხატვრულ-მეცნიერული ნაშრომის მეცნიერულ ნაწილს ვავსებ😉

2. ვარდის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელი: Rosa damascena

ფერი: მუქი წითელი

კონსისტენცია: საკმაოდ სქელი როცა ჭეშმარიტი დესტილატია, სხვა შემთხვევაში თხელია.

არომატი: ძლიერი, ყვავილის, ტკბილი

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, ეკზემა, ფრიგიდულობა, დანაოჭებული კანი, მენოპაუზა, სტრესი.

შემადგენლობა: ციტრონელოლი, გერანიოლი, ნეროლი, ფარნეზოლი, ეთერზეთები, ვარდის ოქსიდი, ლიმონენი, მირსენი, პინენი (ნუ ე სქიმიური შემადგენლობა არც მე არ მეუბნება დიდ არაფერს,მაგრამ მაინც მხატვრულ-მეცნიერული ნაშრომის მეცნიერულ ნაწილს ვავსებ😉

3. ამის სახელი ქართულად არ ვიცი,მაგრამ ესე ჟღერს “პაჩული”, და ესევე მოვიხსენიებ თქვენის ნებართვით

პაჩულის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელწოდება: Pogostemon cablin

ფერი: მუქი მოოქროსფერო ყავისფერი

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: მდიდარი, მიწის, ხის, და ფარული ყვავილოვანი სურნელით

შესაძლო გამოყენება:  აკნე, ათლეტის ტერფი, დერმატიტი, ეკზემა, დაღლილობა, ფრიგიდულობა, თმის მოვლა, ცხიმიანი კანი, დანაოჭებული კანი, სტრესი.

შემადგენლობა: პაჩულოლი, ეთერზეთები, ბეტა-კარიოპილენი

4. რაღაცნაირი ფორთოხლის ეთერზეთი (bitter orange, neroli)

ბოტანიკური სახელწოდება: Citrus aurantium

ფერი: ყავის ფერი

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: ინტენსიური მცენარეული არომატი, ციტრუსის, ტკბილი და ეგზოტიკური

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, ფრიგიდულობა, უძილობა, დანაოჭებული კანი, ნაიარევი (გულის იარებს ვერ ასწორებს კანის იარებს კი უფრო:))), შოკი, სტრესი, სტრიები.

შემადგენლობა: ლინალილ აცეტატი, ლიმონენი, ლინალოლი, ნეროლიდოლი, გერანიოლი, ალფა-ტერპინეოლი, ნერილ აცეტატი

5. ჟასმინი

ბოტანიკური სახელწოდება: Jasminum grandiflorum

ფერი: მუქი ყავისფერი, ოქროსფერი ელფერით

კონსისტენცია: საშუალო სისქის

არომატი: თბილი, ყვავილოვანი, ეგზოტიკური

შესაძლო გამოყენება: დეპრესია, მშრალი კანი, გადაღლილობა, შრომა-ჯაფით გამოწვეული ტკივილები, მგრძნობიარე კანი.

შემადგენლობა: ბენზილ აცეტატი, ლინალული, ბენზილ ალკოლი, ინდოლი, ბენზოლ ბენზოატი, ცის-ჟასმონი, გერანიოლი, და კიდევ ბევრი სხვა…

6. რომაული გვირილა

ბოტანიკური სახელწოდება: Anthemis nobilis

ფერი: ნაცრისფერი, მკრთალი  ცისფერი

კონსისტენცია: თხელი

არომატი: რბილი, ჰაეროვანი, ტკბილი, ხილის

შესაძლო გამოყენება: ჩირქგროვა, ალერგია, ართრიტი, კოლიკა, ჭრილობა, ცისტიტი, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკვილი, თმის მოვლა, ანთებადი კანი, მწერის ნაკბენი, უძილობა, თავბრუსხვევა, ნევრალგია, რევმატიზმი, სტრესი.

შემადგენლობა: მეზარება ჩამოწერა.

7. გერმანული გვირილის ეთერზეთი

ბოტანიკური სახელწოდება: Matricaria chamomilla

ფერი: მუქი ლურჯი

კონსისტენცია: თხელი

არომატი: ტკბილი, ხილის არომატი, მცენარეული

შესაძლო გამოყენება: აბსცესი, ალერგიები, ართრიტები, კოლიკა, ცისტიტი, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი,  თმის მოვლა, ანთებადი კანი, მწერის ნაკბენი, უძილობა, თავბრუსხვევა, ნევრალგია, რევმატიზმი, სტრესი.

8. ლავანდა

ბოტანიკური სახელწოდება: Lavendula officinalis

ფერი: ღია ფერის მოყვითალო ელფერით

კონსისტენცია: თხელი

არომატი: ფრეშ, ტკბილი, ხილის, ბალახის და ყავილის არომატებით

შესაძლო გამოყენება: აკნე, ალერგიები, ართრიტები, ასთმა, ნერვული აშლილობა-სიბრაზე, ათლეტის ტერფი, “სინიაკი”, დამწვრობა, ჩუტყვავილა, კოლიკა,ცისტიტი, დეპრესია, დერმატიტი, დისმენორეა, ყურის ტკივილი, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, მწერის ნაკბენი, ქავილი, მიგრენი, ცხიმიანი კანი, რევმატიზმი, მუნი, ნაირევი, სტრესი, სტრიები, ვერტიგო, ყივანახველა.

ჰოდა მთავარი : უსაფრთხოების წესები ყველსათვის: უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს ეთერზეთები პრაქტიკოს არომათერაპიის სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. განუზავებელი ზეთები არ წაისვათ კანზე! თუ ხართ ორსულად, გაქვთ ეპილეფსია, ღვიძლის დაზიანება , კიბო ან სხვა პრობლემა მიმართეთ არომათერაპიის სპეციალისტს ვიდრე ჩაიტარებთ ამა თუ იმ არომა-აბაზანას.

როცა იყენებთ ბავშვისთვის ამ აბაზანას უმჯობესია ძალიან ძალიან  განაზავოთ და შესაბამისად მინიმალური დოზები გამოიყენოთ ეთერზეთების და ისიც ყველა არა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s