ჰააგის ტრიბუნალი


Den Haag, Delft, Rotterdam, Amsterdam

–ჰააგაში მივდივარ🙂

— ვის უჩივი? :O

–არავის, სამედიცინო კონფერენციაში ვმონაწილეობ

ჰოლანდიაზე არასდროს მიოცნებია და არც არასდროს დამიგეგმავს იქ წასვლა

მაგრამ წელს ღრმად ჩავეფლე “სამეცნიერო-კვლევით” სამუშაოებში, პუბლიკაციებში, აბსტრაქტების-პოსტერების შექმნაში, გაგზავნა-გამოგზავნებში, ჰოდა რაგდგანაც წელს ჰააგაში გასამართ კონფერენციაზე _ ESPID2011 ანუ 29th annual meeting of the European Society For Paediatric Infectious Diseases- რეგისტრაცია რეზიდენტისთვის ძალიან იაფი იყო, თან ჩემი აბსტრაქტი მიიღეს და პოსტერის სახით წარსადგენად მიმიწვიეს, თანაც საკმაოდ მასშტაბური და ღირებული ორგანიზაცია და კონფერენციაა (3000 მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ,ძირითადად ევროპიდან)

შევუდექი სამსადისს და ძალიან მალე უკვე იქ ვიყავი

რა თქმა უნდა ძალიან ციოდა

თუმცა, შევეჩვიე

რაც ძალიან კარგი იყო: გვიან ღამდებოდა ძალიან – 10ის შემდეგ, ესე რომ ძალიან გრძელი დღე მქონდა და კონფერენციას და კონფერენციის შემდგომ აქტივობებს ძალიან კარგად ვასწრებდი

ჩემი ესპანელი მეგობრის წყალობით(და ფრანგის და ადგილობრივის) თავი მარტოდ არ მიგვრძვნია, კონფერენციაზე კი თავი მარტო არ მიგვრძნია ქართველი კოლეგის წყალობით.

საინტერესო და სასწვალო კონგრესი იყო, მომავალში ალბათ სხვანაირად შევხედავ, სხვანაირად მოვიქცევი და სხვანაირად გამოვიყენებ,მაგრამ დასაწყისთვის ჩემი თავით კმაყოფილი ვარ– ჩემს პოსტერთან თავი ძალიან კარგად წარმოვაჩინე (გამოხმაურებებები ჰოლანდიელი, კანადელი, ფრანგი, აღმ. ევროპის მონაწილეეებისგან, გარჩევა ჩემი თემის ინგლისურ-ფრანგულად!)

ხო მოკლედ კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა

ქვეყნის გაცნობამაც კარგად🙂

ჰააგა ალაგ-ალაგ მომეწონა–სიცივე, ქარი რომ არ ყოფილიყო უფრო მოვიხიბლებოდი, სანაპირო უფრო მომეწონებოდა–ეს ვრცელი წვრილ-ოქროსფერ-ქვიშიანი სანაპიროო!!!!!🙂

დელფტი ძველი, ძველი, ქალაქია, ესპანელი კი გადრეული იყო და წამიყვანა იმ წვიმიან საღამოს, ნუ კი ძალიან მომეწონა,მაგრამ როცა წვიმს და მცივა ჩემი ემოციებიც ცივი და წვიმიანია :))

ჰოლანდიის მატარებლებმა გადაგვრიეს

თუმცა ბოლოში დავამუღამე, თავიდან კი ისეთი რთული იყო, რომ ამსტერდამიდან დენ ჰააგ ცენტრალის ბილეთით როტერდამის ცენტრ. სადგურზე ჩამოვედით :))))))), ოჰჰ ეს დიდი კურიოზი იყო, რომელმაც თავიდან ძალიან დაგვძაბა,მაგრამ სათნო კონტროლიორის  შეხვედრის შემდეგ მოვდუნდით და ვიცინეთ ჩვენს თავზე კარგად, მაგრამ როტერდამის გაგონება კარგა ხანი არ გვინოდა, თუმცა როცა ჩავედი ძალიან მოვიხიბლე

ჰააგისგან და დელფტისგან განსხვავებით უფრო ახალი, თანამედროვე და მაღალი შენობებია

3 thoughts on “ჰააგის ტრიბუნალი

  1. … და ეგრევე კითხვა: რას მოდიოდი?
    რატომ არ დარჩი?
    რა გინდოდა ამ დებილებით დასახლებულ ქვეყანაში?😐
    ნუ უპასუხებ, რიტორიკულ-ნერვიული კითხვებია🙂

  2. Zurriuss
    ჰეჰე არა მსგავსი გაგრძელებები არ მოყოლია :)))))))
    რაც იყო რიტორიკას არაუშვდა, მეც ღიმილით გავატარე🙂

  3. დებილებში კითხვის დამსმელიც იგულისხმება?🙂
    მეც დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი ჰააგას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s