i like days like that…


i like days like that

when i wake up earlier, i have to go to clinic, where people are waiting  for me , where i have my duties,my fonction, my job to do

i’m going there, everyone is pleasant, meeting with lovely smile on face

i’m changing clothes, living all street dirty in changing room, and coming up to newborns and mums in clean uniform🙂

მაინც რამდენი სამუშაო აქვს ექიმს

ნუ ჯერ სუფთა ექიმური საქმე, ამდენი პაციენტის მიღება, ყველას მოსმენა, გასინჯვა და მთელი ამბები და მერე ეს ფორმალური მხარე–საწერები

ღმერთო ჩემო რამდენი საწერი აქვს ექიმს!!!!!

სამედიცინო ისტორია

რამდენი რამეა იქ შესავსები!, ყველაფერი–გაფორმება პირველი გვერდიდან დაწყებული და ყოველდღიურად ათასი ფორმალური,მაგრამ ზოგჯერ ძალიან საჭირო და გამოსადეგი ინფოს ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერ ჩაწერა; ჰუჰ ძალიან ბევრი გროვდება და ძალიან დიდი დრო მიაქვს

ასე რომ წამყვან ექიმებს გირჩევთ აიყვანოთ ასისტენტად ახალგაზრდა, პროგრესული “ბეზ პიტი მინუტ” ექიმები, მაგალითად–მე !

ჰოდა ეხლა ერთ-ერთ საუკეთესო მოდულს გავდივარ გაგუას კლინიკაში ( თვით გაგუაც იქვე მუშაობს, აბსოლუტურად ჩვეული მოკვდავია, ჩვენთან ერთად დააბიჯებს დერეფნებში და გვესაუბრება ხოლმე ) :))

ჰოდა იქ ჩვენთვის უამრავი საქმეა

დილა იწყება ასე–შევდივარ გასახდელში (დიდი მინუსი გაგუას–“შეარედ” გასახდელია რატომღაც ქალებისთვის და კაცებისთვის ესე რომ ხშირად გაიგებთ,  ოდნავ შეფაკლული ღაწვებით წარმოთქმულ ამ ფრაზას ან შემთხვევას–“ვაიმე ის ანესთეზიოლოგი კაცი შემომივარდა ამ დილას გასახდელში” ) ჩვეულებრივი მოქალაქე გამოვდივარ აღჭურვილი გარეგნულად და გრძნობით ექიმი🙂

გავდივარ გრძელ დერეფანს , ისევ ვუღიმი ეკას, შევდივარ მეორე დერეფანში,იქიდან მეგებება მუდამ ფაციფუცში და საქმეში ჩაფლული ნეონატოლოგიის ერთადერთი და ამიტომ დაჩაგრული ექთანი კოცნით და უი რა კარგი გოგო ხარ რო მოხვედი ეკა ასე ადრე, მიდი იქ მშობიარობაა და მიიღე და მერე ეს ბავშვი დედას ძუძუზე მიუყვანე, ჰოოდა მეც ვერთვები აქტიურად საქმეში,ხელებს ვიბან, ხელთათმანები და ახალი ბავშვი🙂

მერე დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ_აქ ბავშვები უკვე დედებთან არიან, აქაც ყველას გასინჯვა მიდის და აქ ბევრი საწერია, დავიიღლიავებ 20იოდე ისტორიას შემოვლის შემდეგ და ვავსებ. მერე ისევ ბლოკისკენ და ასე .. არ წყდება ნაკადი–სულ ახალი იბადება, სულ შემოვლაა გასაკეთებელი პალატების მიხედვით

ხო შემოვლაზე ერთი კურიოზი გამახსენდა: დილიდან დავივლი ხოლმე პალატებს სიას ჩამოვწერ სად რომელი წევს რომ მერე პერიოდულად ყველასთან შევიარო ჩავატარო და ვინმე არ გამომრჩეს, ჰოდა ზოგიერთ პალატაში დედას ბავშვი არ უწევს ხოლმე ანუ ექთანს ყავს გაყვანილი რამე პროცედურაზე ან ისე წვანან და გვერდით უწევთ რო ვერ ვხედავ მაშინათვე, ჰოდა კიდევ ერთი დეტალი მუცელი  ორივეს მეტნაკლებად აქვს ანუ უკვე ნამშობიარებ ქალს და იმას რომელიც ჯერ ელოდება…ჰოდა მორიგ პალატაში შევდივარ ორი გოგო წევს, ბავშვს ვეძებ და ვერ ვპოულობ და შეკითხვა–თქვენი ბავშვები სად არიან? პასუხი_მუცელში :)) და სამივემ კარგად გადავიხარხარეთ მე გამოვედი ვითომ პალატა შემეშალა-თქო, სინამდვილეში კი არ ვიცი ერთ დერეფანში, ერთ განყოფილებაში რატო წვანან მელოგინეებიც და ისინიც რომლებიც აწი ელოდებიან, ნუ მოკლედ, სასაცილო იყო :))))

ძალიან სასიამოვნო მომენტია, როცა დერეფნის ბოლოში შუშის კარებს მიღმა მოწოლილი ხალხიდან რომელიღაცა ეს-ესაა მამა გახდა და გინეკოლოგს ურეკავს და თხოვს ბავშბვის ნახვას, ეს პატივი მე მერგება ხოლმე, გამოწყობილ-გასუფთავებული ბავშვი გავიყვანო ჩემს მკერდს უზრუნველად მიყრდნობილი და მთელი სხეულით ჩემზე მონდობილი გავიყვანო და ვაჩვენო მამას, მამა-შვილის პირველი შეხვედრის და გასაუბრების  მოწმე გავხდე, ეს საოცარი რამეა!!! მერე მრავალრიცხოვანი ნათესავები ყველას უნდა ნახვა, ფოტოებს უღებენ და პირველი პაემნის დრო ამოწურულია :(…

კარგი რამეა ნეონატოლოგია!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s