Spanish Tortilla

Tortilla (English /tɔrˈt.ə/, Spanish: [torˈtiʎa]) means “little torta” or “little cake” in Spanish)

tortilla de patatas or tortilla española or Omelette-like tortilla

Is a typically Spanish dish consisting of a thick egg omelette made with potatoes and fried in olive oil.

Ingredients:

1. 6-7 medium potatoes, peeled

2. 1 whole yellow onion (2 საშუალო ზომის ჩვეულებრივი ხახვი ავიღე მე)

3. 5-6 large eggs (ჩემს მაცივარში მხოლოდ 4 იყო, ამიტომ დააკლდა ომლეტს)

4. 2-3 cups of olive oil for pan frying (ნუ მე ზეითუნის ზეთი არ მქონდა და ჩვეულებრივ მზესუმზირის ზეთში გავაკეთე)

5. Salt to taste

very easy to prepare:

slice potatoes not very sick but not too thin also,  peel and chop onions;

Put potatoes and onions into a large mixing bowl and mix them together. Salt the mixture to taste.

In a large, heavy, non-stick frying pan, heat the olive oil on medium-high heat. Drop a single piece of potato into the oil to ensure it is hot enough to fry. Carefully place the potato and onion mixture into the frying pan

Leave in pan until the potatoes are cooked. If you can poke a piece of potato with a spatula and it easily breaks in two, your potatoes are done. Remove from the pan. I places it in a colander for a few minutes to drain well.

Meanwhile I crack the eggs into a small mixing bowl and beat by hand with a fork.

Than I pour into the potato onion mixture. Mix together with a large spoon.

pan again will oil, heated enough, pour the potato-onion-eggs mixture into it.

You may need to turn heat to medium-low heat. Allow the egg to cook around the edges. Then, using a spatula, carefully lift up one side of the tortilla to check if the egg has slightly browned. The inside of the mixture should not be completely cooked and the egg will still be runny on top and in middle.

When the mixture has browned on the bottom, you are ready to turn it over to cook the other side.

Note: This is the hardest part of the recipe and the one that makes most cooks nervous. Don’t worry! It’s not as hard as you imagine – and if you turn it over the sink, the worst that can happen is that you spill a bit of the egg mixture.

Carefully carry the frying pan to a sink. Place a large dinner plate (12-inch) upside down over the frying pan to cover top. With one hand on the frying pan handle and the other on top of the plate to hold it steady, quickly turn the frying pan over and the omelet will fall onto the plate. You’re almost done!

Carry plate with potato-egg mixture and empty pan back to stove. Place the frying pan back on the range and put just enough oil to cover the bottom and sides of the pan; Carefully slide the tortilla (which is probably still a bit runny), into the frying pan; Let the omelet cook for 3-4 minutes. Turn the heat off and let the tortilla sit in the pan for 2 minutes. Carefully slide the omelet onto a large plate and serve it! 🙂

served: well done Pelagia!

Bon appetit!

Pelagia, elle cuisine :)

tarte aux pommes et crumble aux pommes

c’est à dire c’est jour de pomme 🙂

“ფრანგული ფრანი” არის ასეთი ახალგაზრდა(ახალგაზრად ორივე გაგებით-ახალია და ახალგაზრდებითაა სავსე) ფრანკოფონიული “თანამეგობრობა”( იმიტომ რომ მეგობრები ვართ გაერთიანბეული იდეაში), ჰოდა ერთ-ერთი ღონისძიება იყო ფრანგული კულინარიის, ანუ იქვე გვასწავლეს და იქვე გამოვაცხვეთ და დავაგემოვნეთ ჩვენივე ნახელავი 🙂

ეხლა მომინდა სახლში დამემზადებინა და ცოტა დიდი მასშტაბებით;

დავიწყე ვაშლის ტარტით:

ინგრედიენტები:

ვაშლი დაახლ. 7-8 ცალი გოლდენი(მე პატარა ქართული ვაშლები ვიხმარე გამოვიყენე),1 ან 1.5 ცალი შაქრიანი ვანილის პაკეტი(ჩვეულებრივი ვანილია შაქარს შეიცავს) ; ცომისთვის:2 1/5 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კოვზი მარილი, 1 ჩ. კოვზი შაქარი, 1 ჭიქა (მე არ დამიდნია დაახლ. 100 გ.) კარაქი; 1/2 ან 1 ჭიქა წყალი;

ჯერ დავიწყე ცომის მზადებით, ავიღე ჭურჭელი, ჩავყარე ფქვილი, მარილი, შაქარი, კარაქი–წვრილად დაჭრილი და არა დამდნარი,

ასეთი ხელით ფქვილში კარგად იზილება, კარგად ავურიე დავურიე ,დავამატე ცოტ-ცოტა წყალი, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ცომი უნდა იყოს ისეთი რომ ხელს და ჭურჭელს არ ეკრობოდეს, დიდი ჯაფა არ ჭირდება , რამოდენიმე წუთი,მაგრამ მაინც საშრომოა, იმიტომ ,რომ ცომი საკმაოდ მაგარია 🙂 კარგი მასა რომ მივიღე, შევდგი მაცივარში;

დავიწყე ვაშლის გათლა (4 ცალი) და დაჭრა წვრილად და თხლად, ჩავყარე ჭურჭელში, დავამატე 1 ჭიქა (არასავსე) წყალი და დავგდი დაბალ ცეცხლზე (კომფოტისმაგვარს ვაკეთებ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ წყალი ბევრი არ მოგივედთ ეს ისეთი მასა უნდა დადგეს, რომ ცომს ზემოდან კოვზით დაასხათ და გადაანაწილოთ და ძალიან არ უნდა წურწურებდეს), მოვაყარე ვანილი, მზადაა როცა ყველა ვაშლი (ნუ თითქმის ყველა) დარბილდება;  ანუ რამოდენიმე  წუთში.

დადგით გასაცივებლად, ამასობაში დანარჩენი ვაშლები დაჭერით თხელ, ლამაზ ნაჭრებად, ამათ ზემოდან მოაწყობთ.

მოამზადეთ გამოსაცხობი, გააცხელეთ, მე ზეთი წავუსვი, შეგიძლიათ კარაქი ან ჯუსტ ფქვილი, გვერდებზეც!

გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაზე, გვერდზებზეც რომ გადმოვიდეს და ამოწიოთ კარგია

მოათავსეთ ვაშლის კომფოტი და ზემოდან ფრეშ ვაშლის ნაჭრებით გააფორმეთ. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ, ტემპ.-რა დაახლ. 200 გრადუსი, ხანგრძლივობა დაახლ. 40-45 წუთი, ნუ თვითონ ნახავთ.

საბოლოოდ ასეთი გამოვიდა ჩემი ბრაწულა:

crumble ნიშნავს ფხვნილს, დაფშვნილს ანუ ვაშლის ფშხვნაულა :))))))

ინგრედიენტები:

ვაშლი 8-9-10 ცალი; 200 გ ფქვილი, 125 გ. შაქარი, 125 გ კარაქი,

მომზადება : ფქვილი, შაქარი და წვრილად და თხლად დაჭრილი კარაქი ჩაყარეთ ერთად და ხელით კარგად აურ-დაურიეთ, აი თითებით უნდა იმუშავოთ რომ კარაქი კარგად შეერიოს და მთლიან  ერთგვაროვან (ჰომოგენურ) მასად – ფხვნილად იქცეს  (აქედან სახელწოდებაც);

ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. გააცხელეთ ფორმა, დააყარეთ ვაშლი (მე გავურიე ცოტა შაქარი და ცოტა ვანილიც და ცოტა ლიმნის წვენიც), და დააყარეთ მიღებული ფხვნილი (ამას ცოტა კაკაოს ფხვნილიც გავურიე, ვნახოთ), შედგით ღუმელში და დაელოდეთ დაახლ. 30 წუთი 🙂

ეხლა ჩაის მოვადუღებ, მაგიდას გავშლი , დავაგემოვნებთ და გაგიზიარებთ შტაბეჭდილებებს 🙂

bon appétit!!!!

 

p.s. crumble aux pommes c’est pas le plat français, mais c’est –  anglais!

 

ისევ მე-პელაგია კულინარი

ნუ აქ ცოტა პლაგიატს ექნება ადგილი, ვინაიდან რეცეპტი მოძიებულ იქნა და დიდი მონაწილეობა მის დამზადებაში მიუძღვის მაი ბრო-ს,მაგრამ იმედია ამას არ წაიკითხავს :)))))

შოკოლადის ნამცხვარი

ინგრდიენტები:

2 ც. კვერცხი,

1 ჭიქა შაქრის პუდრა (ნუ მე ჩვეულებრივი შაქარი)

2 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი

1 ჭიქა მცენარეული ზეთი (ნუ ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი გამოვიყენე)

1/2 ჭიქა (არატკბილი) კაკაოს ფხვნილი (ჩვეულებრივი)

1/2 ჭიქა კარაქ-რძე, არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ მე დამდნარი კარაქი და რძე გამოვიყენე 🙂

აქვე ეწერა ამის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთო 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან მანგარინი და 1/2 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ძმარი)

1 ჩაის კოვზი ვანილი

2  1/4 ფქვილი

1  1/2 ჩაის კოვზი დროჟი

1  1/2 სოდა (1 1/2=1,5-ს 🙂

1/4 ჩაის კოვზი მარილი

1 ჭიქა ადუღებული (გაცივებული) წყალი

————————

1 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადის ჩიფსები(ნუ მე ჩვეულებრივი”პლიტკა” შოკოლადი ავიღე,მაგალითად ნესტლეს შავი შოკოლადი და დავჭერი წვრილ-თხლად)

1/2 კარაქი, დამდნარი

1 ჭიქა შაქარი

2/3 კაკაო

1 ჩაის კოვზი ვანილი

2 სუფრის კოვზი რძე

1 სუფრის კოვზი მაგარი შავი ყავა (ნუ არ ვიცი აქ რომელი იგულისხმება, მგოი შეიძლება თირქული ყავაც მოადუღოთ და /ან ხსნადიც, მე ხნადით გავაკეთე და ამით არაფერი გაფუჭებია)

ეხლა როგორ ვამზადებთ:

1. ერთ დიდ ჭურჭელში მოათვასეთ თანმიმდევრობით და კარგად ათქვიფეთ თითოეული : კვერცხი (კარგად ათქვიფეთ მიქსერით), შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი, ზეთი, 1/2 ჭიქა კაკაო, კარაქ-რძე(იხ. ზემოთ) და ვანილი.

2. დაამატეთ ამ მასას ფქვილი,დროჟი, სოდა (ნუ უპრიანია ძმრით და კარაქ-რძესთან ძმარი აღარ უნდა),  მარილი.  კარგად აურიეთ. დაამატეთ ანადუღარი წყალი.

3. წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე (“ჟარონა”) კარაქი წაუსვით კარგად. დაასხით ეს მასა (საკმაოდ სქელი მასაა), ზემოდან მოაყარეთ შოკოლადის წინასწარ გამზადებული “ჩიფსები” (მე ექსპერიმენტი ჩავატარე და გაამართლა :მოხალული ნიგოზი წვრილად დაჭრილი შოკოლადთან ერთად მოვაყარე და არამარტო ზემოთ არამედ ორფენად დავახსი ეს მასა , შუაში–შოკო და ნიგოზი და სულ ზამოდანაც).

გამოაცხვეთ დაახლ. 350 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში +/-

(აქვე: ასანთის ღერით დიდად ვერ გაიგებთ გამოცხობას იმიტომ, რომ ამას ბისკვიტი ხო ფაქტიურად არა აქვს, შოკოლადის მასაა, მაგრამ მიხვდებით ასანთითაც და ისედაც როდის არის გამომცხვარი თუ ვერ და დამიძახეთ და მოვალ :)))))))))

როცა მზადაა, გადმოიღეთ და გააცივეთ

4. ზემოდან მოსასხმელის დამზადება: ერთად ათქვიფეთ 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი ან მარგარინი, 1 ჭიქა შაქარი და 2/3 ჭიქა კაკაო (ანუ ხვდებით ხო ინგრედიენტებში “——”  ნიშნის ქვეშ რაც წერია განკუთვნილია “აისინგისთვის” (ანუ ზემოთ მოსასხმელი მასისთვის); დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ვანილი, რძე და ყავა. კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვან გლუვ მასას არ მიიღებთ. თუ ვერ მიაღწიეთ იმ კონსისტენციას რაც გინდათ დაამატეთ კიდევ შაქრის პუდრა. ჰოდა წაუსვით თქვენს ნამცხვარს 🙂

და ბონ აპეტი ჩემო ძვირფასებო :*

თქვენი პელაგია 🙂

pelagia’ს კულინარიული კრახი

მაგრამ არ ვიმჩნევთ 🙂

ჯუსტ რეცეპტი იყო ცუდი 🙂

ბეზეს ორცხობილა

ინგრიდიენტები

  • 4 კვერცხის ცილა
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა დაფქული ნიგოზი (თხილი, ნუში)(მე არახისი გამოვიყენე)
  • ვანილი

ავთქვიფე ცილა ღრუბლის კონსისტენციამდე

და ნელ-ნელა შევათქვიფე შაქარი, მოხალულ-დაფხვნილი არახისი და ვანილი

შემდეგ გახურებულ ფორმაზე გაცხიმული ქაღალდი დავაფინე და კოვზით პატარა პორციებად დავალაგე ეს მასა (ძალიან თხელი იყო და სასურველ ფორმებს ვერ ვუნარჩუნებდი 😦

შევდგი ღუმელში და ვაცხვე 180 გრადუსზე დაახლ. 20-30 წუთი.

ხშირად ვაკონტროლედბდი, რომ არ დამწვარიყო

ბოლოს მზადაა, აღების პროცესი ფრიად გაძნელდა როგორც ცხელის ასევე ცივის და ძირზე სულ ქაღალდ-მიკრული ორცხობილები თეფშზე გადავიტანე, მინდა გითხრათ, რომ ქაღალდის ჭამა არაა მავნე ჩვენი ჯანმრთელობისთვის :პ:)))

ესეც შედეგი, შელამაზებული ,ფოტოაპაატის თვალით დანახული

მხოლოდ ფოტო რომ გენახათ და არ წაგეკითხათ რას იფიქრებდით რა არისო?_მჭადი? თუ გემრიელი პეჩენია? 🙂

არა გემოთი კი მართლა კარგი იყო, ტკბილი და არახისიანი

მაგრამ ძალიან თხელი იყო და ნუ მოკლედ….

ჰოდა მაინც

Bon Appétit

თქვენ 🙂

 

მე-პელაგია-კულინარი is back! :)

Broccoli VS Cauliflower

მოკლედ მოკლე “გამოძიების” შემდეგ დავადგინე შემდეგი:

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ადინ ჩორტია! (ბოდიში გამოთქმისთვის)

რა მაძლევს ამის საფუძველზე?!

ეხლავე მოგახსენებთ: ბროკოლი იტალიური სიტყვაა და ნიშნავს კომბოსტოს ზედა ყვავილოვან ნაწილს

არის ბრასიკაცეს ოჯახიდან, სახეობა_ ბრასიკა ოლერაცეა

(აქვე გამომრიცხავი რამ ვიპოვე ჩემი მტკიცების,მაგრამ მაინც დავწერ)_ ბროკოლი ძალიან გავს ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც არის იგივე სახეობის სხვანაირად კულტივირებული და მიღებული ჯიში

მოკლედ მაინც ერთიდაიგივეა,ამას ასე დაჟინებით იმიტომ ვამტკიცებ, რომ დღეს ჩემ კულინარიულ ნაწარმს ქვია_ პაშტიდა (ბროკოლით და სოკოთი) და რაგდანაც მე ბროკოლი ვერ ვიშოვე, მის მაგივრად ყვავილოვანი კომბოსტო გამოვიყენე.

VS

მოკლედ ფაქტი ერთია, რომ ორივე სასარგებლო პროდუქტია

გემოზე რა მოგახსენოთ

ბროკოლში დიდი რაოდენობითაა: ც ვიტამინი, დიეტური ბოჭკოები, დიინდოლმეთანი (სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება), სელენი, ანტივირუსულ ,ანტიბაქტერიულ ნაერთებსაც შეიცავს.

ბროკოლი კარგია გულის დაავადებებისა და პროსტატის კიბოს პრევენციისთვის.

ყვავილოვანი კომბოსტო_დიდი რაოდენობით დიეტური ბოჭკოები, წყალი, ვიტ. ც, ფოლის მჟავა, ჰოდა სიმსივნეებთან დაკავშირებით იგივე რაც ბროკოლს…

მაშ ასე რეცეპტი:

პაშტიდა (ბროკოლით და სოკოთი)

შემადგენლობა:

1. 5 კვერცხი
2. 450 გრამი ხაჭო
3. 100 გრამი არაჟანი
4. 200 გრამი ფქვილი(უმჯობესია სოდიანი, მაგრამ თუ არ გაქვთ 1ს კოვზი სოდა)
5. ერთი თავი ხახვი
6. 400 – 500 გრამი ბროკოლი
7. 200 გრამი ცოცხალი სოკო, ან ერთი ყუთი კონსრვირებული
8. მარილი გემოვნებით

 

ავიღე ღრმა ჭურჭელი და ავთქვიფე კვერცხი, არაჟანი, ხაჭო, მარილი და ფქვილი

აქვე შეცდომა მომივიდა, ჯერ კვერცხი უნდა ამეთქვიფა და მერე ჩამეყარა დანარჩენები,მაგრამ არაუშავს

პარალელურად დავჭერი ბოსტნეული წვრილად : სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი


ტაფაზე ცოტა ზეთი, დავაყარე ეს ბოსტნეული და მოვშუშე კარგად.


შემდეგ ჩავყარე ეს მასა წინასწარ ათქვეფილ/გამზადებულ მასაში და კარგად მოვურიე

მერე ავიღე ფორმა, ძალიან ჩვეულებრივი “ჟარონა”, ზეთი წავუსვი, დავასხი ეს მასა, კარგად გადავანაწილე და შევდგი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში


დაალხ. 35-40 წუთში კარგად შეიბრაწა და მზადაა

Bon Appétit!

10 ფიქ-აფ ხერხი

ანუ როგორ გავიცნოთ ვიღაცა coffee shop-ში

მსგავს სათაურებს ხშირად ნახავთ ხოლმე, სხვადასხვა დეითინგ რჩევებსაც

ახლა სხვა საქმე არა მაქვს და მოდი ბარემ ამას დავწერ-თქო ვიფიქრე:

სტატია ესე იწყებოდა, რომ თქვენ ყველა ნორმალური ადამიანივით ალბათ ძალიან დიდ დროს ატარებთო coffee houses 🙂 ჰოდა რატომაც არ გავესაუბროთ ამ სიმპატიურ ადამიანს თქვენს წინ მჯდომს ,რომელმაც ეს-ესაა კაპუჩინო შეუკვეთაო (ხო ისე ყავაზე გამახსენდა, პავლოვზე (საკმაოდ მოუხერხებელ, ჩაკვეხებულ და არც ისე იღბლიან ადგილზე კაფე გაიხსნა (ნუ მაშინ ახალი იყო,თვეების დაძველების ამბავს გიყვებით, მგონი ყავახანა უნდა ერქვას, თუმცა შიგნით საკმაოდ კარგი გარემოა და კარგი ყავ-ები და კარგი გაღსონიც )ჯი-პი-სის და პოპულის მიმდებარედ)

1. დაუსვით სწორი შეკითხვა და არა ისეთი გაცვეთილი კლიშე-კითხვები როგორიცაა “ყავა, ჩაი თუ მე?” კლიშეები არ მუშაობს! ჰოდა თუ რამე ორიგინალურის და თქვენეულის მოფიქრება არ შეგიძლიათ მაშინ მარტივად კითხეთ “რას სვამთ(რას მიირთმევთ)? “ან რომელი გირჩევნიათ….?” ესენი ნაკლებად გამაღიაზიანებელია და პასუხს აუცილებლად მიიღებთ და ააწყობთ მერე საუბარს.

2. იპოვეთ რაღაც საერთო .ადამაინები ყოველთვის ხვდებიან ერთმანეთს ,როცა სასმელის ერთნაირად უცნაური კომბინაცია მოსწონთ ან როცა ერთი მოჯადოებულია მეორის შეკვეთით; ვერაფერს მიაღწ3ევთ ფრაზით”wow ცხელი შოკოლადი თქვენც გიყვართ?”, მაგრამ აი თუ გაქვთ რაღაც სხვანაირი არა-ქომონ,უცნაური გემოვნება,აი მაშინ შეიძლება გააკვირვოთ ვინმე. ან თუ მაგალითად შავი ნალექიანი ყავა გიყვართ (რომელიც ესე იშვიათი არისო დღესო წერს ავტორი,მაგრამ გულისხმობს ამერიკაში),ამითაც შეიძლება ვიღაც გააკვირვოთ და ინტერესი გაუჩინოთ.

3. იკითხეთ ექსპერტის აზრი. ანუ ხშირად მართლა არ იცით ყავის ან სხვა სასმელების ასორტიდან რა აირჩიოთ, ჰოდა კითხეთ ვინმე მომხიბვლელ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს რის აღებას გირჩევდათ.

4. ხშირად კაფე გადაჭედილია ხოლმე, და ადგილი არაა, ასე რომ თხოვე ვინმეს დაგი-შეიროს მაგიდა და მისკუბდი :)))

5. რა არის კოფი-ჰაუზი მუსიკის გარეშე. ჰოდა იმოძრავეთ რიტმში და ვიღაც აუცილებლად გკითხავთ რა სიმღერაა, ვინ მღერის და წავა მელომანიური საუბარი

6. გაეცანით. ხშირად არის ხოლმე სიტუაცია ,რომ რეგულარულად ხვდებით ადამიანს, კაფეში (ნუ აქ კაფეზეა ლაპარაკი თორე იგივე ხდება ტრანსპორტში ან ნებისმიერ სვხა დგილას აი ყოველ დღე ხედავთ ამ ადამიანს უკვე ისეთი შეგრძნება გაქვთ რომ იცნობთ,ჰოდა რატო არ წარუდგენთ თავს?! _აქ ხშირად გხედავთ, მე ესა და ეს ვარ….კარგია არა? ეს ყველაფერი იმისთვის არაა რა თქმა უნდა ,რომ ამ ადამიანთან აუცილებლად პაემნების სერია დაეწყოს და თქვენი სოულ-მეითი გახდეს, თუნდაც უბრალო ნაცნობი ან მეგობარი გახდეს ცუდია?! გადასარევია

7. ეცადეთ გააცინოთ, ჰმმ ეს არც ისენ ადვილია, ზოგი ისე უკმეხად ხუმრობს, რომ არ ვაწყენინოთ ძალით უნდა გაიცინოთ..ყოველ შემთხვევაში კარგი იმით არის მაინც ,რომ თავიდანვე გაიგებთ რა იუმორის პატრონია და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მომავალში იუმორით შეეწყობით თუ არა

8. ნუ ახლა რასაც დავწერ ძალიან ბანალურია,მაგრამ მაინც—თუ ის კითხულობს წიგნს ,რომელიც თქვენ უკვე წაკითხული გაქვთ ან ძალიან გინდათ წაიკითხოთ–ბოდიშის მოხდით შეაწვეტინეთ კითხვა (აქ თუ არ გაგინათ) მერე–ძალიან მიყვარს ეს წიგნი და რაღაც ბლა-ბლა ბლა..(ისე პირადი გამოცდილებიდან ხშირად მიყვარს ხოლმე ფრანგული პოკეტ-ბუქით სიარული, უფრო სწორად ჩანთაში ყოველთვის მდიევს და სადმე სკუჩნ სიტუაციაში ვკითხულობ ჰოდა ეს სულაც არ ნიშნავს რომ წიგნი იმიტომ მიჭირავს რომ მინდა მოვიდეს ვინმე და “შემაბას” შეიძლება ძალიანაც გავღიზიანდე თუ სადმე ზე-საინტერესო ადგილას ვიღაც იდიოტი გამაწყვეტინებს ნუ თუ იდიოტი არ აღმოჩნდება კიდე ავიტან როგორმე :)))))))))))

9. ახალი საინტერესო ადგილის ძიებაში ხარ. და კითხავ–ეს ადგილი კი ძალიან მომწონს , მაგრამ სადაა კიდევ მსგავსი ალაგი სადაც შეიძლება ჭიქა კარგი ყავის ან ჩაის დალევა. ის გიპასუხებს და შესაძლოა საუბრის გაგრძელება ასეთიც კი იყოს გინდა ერთად წავიდეთ?

10. მეათეს არ დავწერ დიდად ვერ გავიგე და არაპრაქტიკულია თან ძალიან :)))

ჰოდა დანარჩენი თქვენ იცით

ჩაო ჩაო ჩაო

ვაშლი

მორიგი პოსტი

მაგრამ არ მინდა რამე სენტიმენტალური დავწერო ან რამე პირადი

ეხლა ჰექსეს ბლოგიდან მოვდივარ და ესეთ განწყობაზე ვარ

ეხლავე მოვიფიქრებ რაზე დავწერო

ეხლა ვაშლს ვჭამ და ბარემ ვაშლზე დავწერ

თანაც წუხელ იმ კინოში(რომელმაც 3ის ნახევრამდე მაყურებინა თავი :O) როდესაც ლორა თავის სასტიკ ქმარს გამოექცა და ავტობუსით აიოვაში პატარა ქალაქში მიდის, მისმა თანამგზავრმა სათნო ქალმა დიდი მწვანე ვაშლი შესთავაზა, აი ისეთი ხმაურის გარეშე რომ ვერ შეჭამ

ჰოდა დავუბრუნდეთ ვაშლს

მაგნოლიოფსიდების საზოგადოების როზაცეს გვარის ღირსეული შვილი_მალუს დომესტიკა

ვაშლის ხე წარმოშობით ცენტრალური აზიიდანა. ჩინეთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ვაშლის პროდუქციით, აშშ–მეორე, მესამე–ირანი, მეოთხე_ თურქეთი, მერე მოდიან რუსეთი, იტალია , ინდოეთი და საფრანგეთი.

ალექსანდრე დიდმა აღმოაჩინა ეს ხილი ცენტრ.აზიაში და წამოიღო მაკედონიაში

1600იანი წლებში კოლონისტებმა ის ჩრ.ამერიკაში ჩაიტანეს

ხშირად ვაშლი ასოცირდებოდა “აკრძალულ ხილთან”, სხვადასხვა რელიგიაში, მითოლოგიაში თუ ფოლკლორში ეს იმიტომ ხდებოდა რომ ტერმნით “ვაშლი” აღნიშნავდნენ ყველა უცხო ხილს

ბერძნულ მითოლოგიაში, ბერძენ გმირ ჰერაკლეს მოსთხოვეს გამგზავრებულიყო ჰესპერიდეს ბაღში და მოეგროვებინა სიცოცხლის ხის ოქროს ვაშლები;

ტროას პარისმა ეს ვაშლი ელენას უბოძა ეს გახდა არაპირდაპირი მიზეზი ომის დაწყებისა (გახსოვთ ხო ეგ ამბავი ქალღმერთმა ერისმა ოქროს ვაშლი ( “განხეთქილების ვაშლი” ) რომ მისცა  ათენას, ჰერას და აფროდიტას, მერე ზევსმა გააგზავნა ეს ქალღმერთები პარისთან , მან ეს ვაშლი აფროდიტას მიანიჭა, სამაგიეროდ აფროდიტამ  მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს–ელენას (ცოლი ვიღაცისა)შეაყვარა პარისი და ნუ მერე დაიწყო მთელი ამბებიი.

ხო  დავუბრუნდეთ ვაშლს

ადამ და ევას ვაშლი…

შემდეგ მოკლედ ვაშლი სიმბოლო გახდა  ცოდნის, უკვდავების, ვნების ,ცოდვის;

ლათინურად სიტყვები ვაშლი და ბოროტება  ძალიან გავს ერთმანეთს _ “malus”_ვაშლი  “malum”_ბოროტება

ხახაზე არსებულ ფარისებრ ხრტილს “ადამის ვაშლს” უწოდებენ, თითქოს ეს ის ვაშლია გაჩხერილი ადამის ყელში, რომელიც მან შეჭამა თავის დროზე.

ეხლა მის ჭამაზე გადავიდეთ 

ბრიტანეთში თურმე არის ტრადიციული შეჭამანდი  “toffee apple”_ეს არის მთლიანი ვაშლი დაფარული კარამელით(ან ირისის მსგავსი რაღაცით), ზოგჯერ თხილსაც აყრიან ზემოდან. 

აშშ–ში ესე გავრცელებული ვაშლის ნამცხვარი

ებრაულ ახალ წელს ვაშლს ჭამენ თაფლთან ერთად (სიმბოლოდ ტკბილი ახალი წელისა)

ყველაზე კარგი ყოფილა ძირს დავარდნილი ვაშლის ჭამა (ვიდრე ხეზე მოკრეფილის),მიუხედავად იმისა რო ჭიანი შეიძლება იყოს და ასევე დაბინძურებული, რა თქმა უნდა კარგად უნდა გასუფთავდეს.

და ეხლა ყველაზე საინტერესო საკითხზე გადავედით: რა სარგებლობა მოაქვს ვაშლს?!

ყველას გახსოვთ ალბათ ეს გამოთქმა “An apple a day keeps the doctor away” და კიდე ყარამანის სიტყვები––”კანფეტი რა კაცის საჭმელია?! კაცის საჭმელია–ხორცი, ხაჭაპური და ვაშლი

  • არსებობს ევიდენსი , რომ ვაშლი ამცირებს მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობას (მტკიცებითი მედიცინა)
  • სხავ ხილთან და ბოსტნეულთან შედარებით ც–ვიტამინს შეიძლება უფრო ნაკლებად შეიცავს,მაგრამ სამაგიეროდ სხვა ანტიქოსიდანტური ნივთიერებები მასში უხვადაა
  • ბოჭკოებს შეიცავს დიდი რაოდენობით ამიტომ ნაწალვთა მოქმედებას აუმჯობესებს(და ამითი აგვაცილებს თავდან შეკრულობას,ნაწლავების კიბოს)
  • ვაშლი არ შეიცავს ქოლესტერინს, შეიცავს ბოჭკოებს  რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის რეაბსორბიას,მოკლედ კარგია მათთვის ვისაც აწუხებს გულის დაავადება, სიმსუქნე
  • ასევე არსებობს ევიდენსი ,რომ ვაშლი ორგანიზმში გამოყოფს ფენოლურ კომპონენტს ,რომელსაც კიბოსგან დამცავი და აქტიური ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს
  • კონცენტრირებული ვაშლის წვენი ზრდის ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის პროდუქციას (თაგვებში) (ეს წამყვან როლს ასრულებს დიეტურ და გენეტიკურ  დეფიციტთან და დაბერებასთან დაკავშირებული გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების პრევენციაში.)
  • შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C, მიკროელემენტებს_ Ca,Fe,Mg,P,K, Zn(კანიანად უნდა მიირთვათ, იმიტომ რომ კანიდან რბილობისკენ ვიტამინების და მინერალების კონცენტრაცია თანდათანობით კლებულობს)
  • არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტერინს და ნატრიუმს
  • საშუალო ზომის ვაშლი იძლევა 80 კალორია ენერგიას
  • ერთი ვაშლის “შესაქმნელად” ვაშლის ხე 50 ფოთლიდან იღებს ენერგიას 🙂
  • კარგია შეკრულობის საწინააღმდეგოდ, სისხლისწარმოქნისთვის, თირკმლის კენჭების პრევენციისთვის, მაღალი წნევის მქონე პირებში (კალიუმს და ფოსფორს შეიცავს და ნატრიუმს თითქმის არ)
  • ვაშლის კანის სითხე კარგია თვალების გასაწმენდად, პირის ღრუს სისუფთავისთვის (ვაშლი მთლიანად)

American Produce for Better Health Foundation  და   the National Cancer Institute of America  გვირჩევს დღეში მინიმუმ 5-ჯერ მივირთვათ ვაშლი  

ეს მინიმუმია და შეგვიძლია მეტი

მოკლედ კარგი რამეა და მიირთვით

🙂

pelagiaa’s მორიგი კულინარული “ნაშრომი”

ხო ვიცი ვიცი წავიღე რა ტვინი ამ “პელაგიას კულინარიით”, მაგრამ ბლოგი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ :)))

მაშ ასე ეს იყო შაბათი დღე –30 იანვარი 🙂

შევიკრიბეთ 4ნი , ერთ–ერთის სამზარეულოში და ერთობლივად (მარტო ვერ დავიბრალებ სირცხვილია ისინიც წაიკითხავენ ) გავაკეთეთ ხინკლები

შეიძლება “მოხვევის” დიდი სპეციალისტი არა ვარ (სულ 2–ჯერ ვცადე და შევეშვი იმიტომ, რომ მახინჯნი გამომივიდნენ) მაგრამ მოკლედ ისეთი გემრიელი გამოვიდა და ისე მალეე

ჰმმმ, ეხლაც მინდა,მნამ–მნამ 🙂

Julie & Julia

ეს ფილმია ახალი, კულინარიაზე

ცნობილ კულინარ ქალზე რომელიც საფრანგეთში გადაცხოვრდა და სხვა ეპოქაში მცხოვრებ სხვა ჯულიაზე,რომელიც იმ დიიდ კულინარი ჯულის წიგნით ხელმძაღვანელობს, ყოველ დღე ახალ კულინარულ შედევრებს ამზადებს და თან ყველაფერ ამას ხატოვნად თავის ბლოგზე აქვეყნებს

საინტერესო პროცესია, ეს ქალი ძალიან ჩაითრია, საქმე გამოუჩნდა ,რომელიც უყვარს 🙂

გემრიელი კინოა, თუ გემრიელი რეცეპტები :))))