ვაშლი


მორიგი პოსტი

მაგრამ არ მინდა რამე სენტიმენტალური დავწერო ან რამე პირადი

ეხლა ჰექსეს ბლოგიდან მოვდივარ და ესეთ განწყობაზე ვარ

ეხლავე მოვიფიქრებ რაზე დავწერო

ეხლა ვაშლს ვჭამ და ბარემ ვაშლზე დავწერ

თანაც წუხელ იმ კინოში(რომელმაც 3ის ნახევრამდე მაყურებინა თავი :O) როდესაც ლორა თავის სასტიკ ქმარს გამოექცა და ავტობუსით აიოვაში პატარა ქალაქში მიდის, მისმა თანამგზავრმა სათნო ქალმა დიდი მწვანე ვაშლი შესთავაზა, აი ისეთი ხმაურის გარეშე რომ ვერ შეჭამ

ჰოდა დავუბრუნდეთ ვაშლს

მაგნოლიოფსიდების საზოგადოების როზაცეს გვარის ღირსეული შვილი_მალუს დომესტიკა

ვაშლის ხე წარმოშობით ცენტრალური აზიიდანა. ჩინეთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ვაშლის პროდუქციით, აშშ–მეორე, მესამე–ირანი, მეოთხე_ თურქეთი, მერე მოდიან რუსეთი, იტალია , ინდოეთი და საფრანგეთი.

ალექსანდრე დიდმა აღმოაჩინა ეს ხილი ცენტრ.აზიაში და წამოიღო მაკედონიაში

1600იანი წლებში კოლონისტებმა ის ჩრ.ამერიკაში ჩაიტანეს

ხშირად ვაშლი ასოცირდებოდა “აკრძალულ ხილთან”, სხვადასხვა რელიგიაში, მითოლოგიაში თუ ფოლკლორში ეს იმიტომ ხდებოდა რომ ტერმნით “ვაშლი” აღნიშნავდნენ ყველა უცხო ხილს

ბერძნულ მითოლოგიაში, ბერძენ გმირ ჰერაკლეს მოსთხოვეს გამგზავრებულიყო ჰესპერიდეს ბაღში და მოეგროვებინა სიცოცხლის ხის ოქროს ვაშლები;

ტროას პარისმა ეს ვაშლი ელენას უბოძა ეს გახდა არაპირდაპირი მიზეზი ომის დაწყებისა (გახსოვთ ხო ეგ ამბავი ქალღმერთმა ერისმა ოქროს ვაშლი ( “განხეთქილების ვაშლი” ) რომ მისცა  ათენას, ჰერას და აფროდიტას, მერე ზევსმა გააგზავნა ეს ქალღმერთები პარისთან , მან ეს ვაშლი აფროდიტას მიანიჭა, სამაგიეროდ აფროდიტამ  მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს–ელენას (ცოლი ვიღაცისა)შეაყვარა პარისი და ნუ მერე დაიწყო მთელი ამბებიი.

ხო  დავუბრუნდეთ ვაშლს

ადამ და ევას ვაშლი…

შემდეგ მოკლედ ვაშლი სიმბოლო გახდა  ცოდნის, უკვდავების, ვნების ,ცოდვის;

ლათინურად სიტყვები ვაშლი და ბოროტება  ძალიან გავს ერთმანეთს _ “malus”_ვაშლი  “malum”_ბოროტება

ხახაზე არსებულ ფარისებრ ხრტილს “ადამის ვაშლს” უწოდებენ, თითქოს ეს ის ვაშლია გაჩხერილი ადამის ყელში, რომელიც მან შეჭამა თავის დროზე.

ეხლა მის ჭამაზე გადავიდეთ 

ბრიტანეთში თურმე არის ტრადიციული შეჭამანდი  “toffee apple”_ეს არის მთლიანი ვაშლი დაფარული კარამელით(ან ირისის მსგავსი რაღაცით), ზოგჯერ თხილსაც აყრიან ზემოდან. 

აშშ–ში ესე გავრცელებული ვაშლის ნამცხვარი

ებრაულ ახალ წელს ვაშლს ჭამენ თაფლთან ერთად (სიმბოლოდ ტკბილი ახალი წელისა)

ყველაზე კარგი ყოფილა ძირს დავარდნილი ვაშლის ჭამა (ვიდრე ხეზე მოკრეფილის),მიუხედავად იმისა რო ჭიანი შეიძლება იყოს და ასევე დაბინძურებული, რა თქმა უნდა კარგად უნდა გასუფთავდეს.

და ეხლა ყველაზე საინტერესო საკითხზე გადავედით: რა სარგებლობა მოაქვს ვაშლს?!

ყველას გახსოვთ ალბათ ეს გამოთქმა “An apple a day keeps the doctor away” და კიდე ყარამანის სიტყვები––”კანფეტი რა კაცის საჭმელია?! კაცის საჭმელია–ხორცი, ხაჭაპური და ვაშლი

  • არსებობს ევიდენსი , რომ ვაშლი ამცირებს მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობას (მტკიცებითი მედიცინა)
  • სხავ ხილთან და ბოსტნეულთან შედარებით ც–ვიტამინს შეიძლება უფრო ნაკლებად შეიცავს,მაგრამ სამაგიეროდ სხვა ანტიქოსიდანტური ნივთიერებები მასში უხვადაა
  • ბოჭკოებს შეიცავს დიდი რაოდენობით ამიტომ ნაწალვთა მოქმედებას აუმჯობესებს(და ამითი აგვაცილებს თავდან შეკრულობას,ნაწლავების კიბოს)
  • ვაშლი არ შეიცავს ქოლესტერინს, შეიცავს ბოჭკოებს  რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის რეაბსორბიას,მოკლედ კარგია მათთვის ვისაც აწუხებს გულის დაავადება, სიმსუქნე
  • ასევე არსებობს ევიდენსი ,რომ ვაშლი ორგანიზმში გამოყოფს ფენოლურ კომპონენტს ,რომელსაც კიბოსგან დამცავი და აქტიური ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს
  • კონცენტრირებული ვაშლის წვენი ზრდის ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის პროდუქციას (თაგვებში) (ეს წამყვან როლს ასრულებს დიეტურ და გენეტიკურ  დეფიციტთან და დაბერებასთან დაკავშირებული გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების პრევენციაში.)
  • შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C, მიკროელემენტებს_ Ca,Fe,Mg,P,K, Zn(კანიანად უნდა მიირთვათ, იმიტომ რომ კანიდან რბილობისკენ ვიტამინების და მინერალების კონცენტრაცია თანდათანობით კლებულობს)
  • არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტერინს და ნატრიუმს
  • საშუალო ზომის ვაშლი იძლევა 80 კალორია ენერგიას
  • ერთი ვაშლის “შესაქმნელად” ვაშლის ხე 50 ფოთლიდან იღებს ენერგიას🙂
  • კარგია შეკრულობის საწინააღმდეგოდ, სისხლისწარმოქნისთვის, თირკმლის კენჭების პრევენციისთვის, მაღალი წნევის მქონე პირებში (კალიუმს და ფოსფორს შეიცავს და ნატრიუმს თითქმის არ)
  • ვაშლის კანის სითხე კარგია თვალების გასაწმენდად, პირის ღრუს სისუფთავისთვის (ვაშლი მთლიანად)

American Produce for Better Health Foundation  და   the National Cancer Institute of America  გვირჩევს დღეში მინიმუმ 5-ჯერ მივირთვათ ვაშლი  

ეს მინიმუმია და შეგვიძლია მეტი

მოკლედ კარგი რამეა და მიირთვით

🙂

2 thoughts on “ვაშლი

  1. ბროწკი, ბანანი ვაშლი და ანტონოვკა : )

    ვაშლის ხეს ისეთი ლამაზი ყვავილები აქვს…. მმმმმ

  2. ni es ra saintereso rame dagiceriaaa,yochag,1 patara vashlze aseti shinaarsiani ramis dacera tu sheidzleboda namdvilad ver vipiqrebdi😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s