Pelagia, elle cuisine :)


tarte aux pommes et crumble aux pommes

c’est à dire c’est jour de pomme🙂

“ფრანგული ფრანი” არის ასეთი ახალგაზრდა(ახალგაზრად ორივე გაგებით-ახალია და ახალგაზრდებითაა სავსე) ფრანკოფონიული “თანამეგობრობა”( იმიტომ რომ მეგობრები ვართ გაერთიანბეული იდეაში), ჰოდა ერთ-ერთი ღონისძიება იყო ფრანგული კულინარიის, ანუ იქვე გვასწავლეს და იქვე გამოვაცხვეთ და დავაგემოვნეთ ჩვენივე ნახელავი🙂

ეხლა მომინდა სახლში დამემზადებინა და ცოტა დიდი მასშტაბებით;

დავიწყე ვაშლის ტარტით:

ინგრედიენტები:

ვაშლი დაახლ. 7-8 ცალი გოლდენი(მე პატარა ქართული ვაშლები ვიხმარე გამოვიყენე),1 ან 1.5 ცალი შაქრიანი ვანილის პაკეტი(ჩვეულებრივი ვანილია შაქარს შეიცავს) ; ცომისთვის:2 1/5 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კოვზი მარილი, 1 ჩ. კოვზი შაქარი, 1 ჭიქა (მე არ დამიდნია დაახლ. 100 გ.) კარაქი; 1/2 ან 1 ჭიქა წყალი;

ჯერ დავიწყე ცომის მზადებით, ავიღე ჭურჭელი, ჩავყარე ფქვილი, მარილი, შაქარი, კარაქი–წვრილად დაჭრილი და არა დამდნარი,

ასეთი ხელით ფქვილში კარგად იზილება, კარგად ავურიე დავურიე ,დავამატე ცოტ-ცოტა წყალი, ზედმეტი არ მოგივიდეთ, ცომი უნდა იყოს ისეთი რომ ხელს და ჭურჭელს არ ეკრობოდეს, დიდი ჯაფა არ ჭირდება , რამოდენიმე წუთი,მაგრამ მაინც საშრომოა, იმიტომ ,რომ ცომი საკმაოდ მაგარია🙂 კარგი მასა რომ მივიღე, შევდგი მაცივარში;

დავიწყე ვაშლის გათლა (4 ცალი) და დაჭრა წვრილად და თხლად, ჩავყარე ჭურჭელში, დავამატე 1 ჭიქა (არასავსე) წყალი და დავგდი დაბალ ცეცხლზე (კომფოტისმაგვარს ვაკეთებ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ წყალი ბევრი არ მოგივედთ ეს ისეთი მასა უნდა დადგეს, რომ ცომს ზემოდან კოვზით დაასხათ და გადაანაწილოთ და ძალიან არ უნდა წურწურებდეს), მოვაყარე ვანილი, მზადაა როცა ყველა ვაშლი (ნუ თითქმის ყველა) დარბილდება;  ანუ რამოდენიმე  წუთში.

დადგით გასაცივებლად, ამასობაში დანარჩენი ვაშლები დაჭერით თხელ, ლამაზ ნაჭრებად, ამათ ზემოდან მოაწყობთ.

მოამზადეთ გამოსაცხობი, გააცხელეთ, მე ზეთი წავუსვი, შეგიძლიათ კარაქი ან ჯუსტ ფქვილი, გვერდებზეც!

გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაზე, გვერდზებზეც რომ გადმოვიდეს და ამოწიოთ კარგია

მოათავსეთ ვაშლის კომფოტი და ზემოდან ფრეშ ვაშლის ნაჭრებით გააფორმეთ. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ, ტემპ.-რა დაახლ. 200 გრადუსი, ხანგრძლივობა დაახლ. 40-45 წუთი, ნუ თვითონ ნახავთ.

საბოლოოდ ასეთი გამოვიდა ჩემი ბრაწულა:

crumble ნიშნავს ფხვნილს, დაფშვნილს ანუ ვაშლის ფშხვნაულა :))))))

ინგრედიენტები:

ვაშლი 8-9-10 ცალი; 200 გ ფქვილი, 125 გ. შაქარი, 125 გ კარაქი,

მომზადება : ფქვილი, შაქარი და წვრილად და თხლად დაჭრილი კარაქი ჩაყარეთ ერთად და ხელით კარგად აურ-დაურიეთ, აი თითებით უნდა იმუშავოთ რომ კარაქი კარგად შეერიოს და მთლიან  ერთგვაროვან (ჰომოგენურ) მასად – ფხვნილად იქცეს  (აქედან სახელწოდებაც);

ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. გააცხელეთ ფორმა, დააყარეთ ვაშლი (მე გავურიე ცოტა შაქარი და ცოტა ვანილიც და ცოტა ლიმნის წვენიც), და დააყარეთ მიღებული ფხვნილი (ამას ცოტა კაკაოს ფხვნილიც გავურიე, ვნახოთ), შედგით ღუმელში და დაელოდეთ დაახლ. 30 წუთი🙂

ეხლა ჩაის მოვადუღებ, მაგიდას გავშლი , დავაგემოვნებთ და გაგიზიარებთ შტაბეჭდილებებს🙂

bon appétit!!!!

 

p.s. crumble aux pommes c’est pas le plat français, mais c’est –  anglais!

 

One thought on “Pelagia, elle cuisine :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s