ისევ მე-პელაგია კულინარი


ნუ აქ ცოტა პლაგიატს ექნება ადგილი, ვინაიდან რეცეპტი მოძიებულ იქნა და დიდი მონაწილეობა მის დამზადებაში მიუძღვის მაი ბრო-ს,მაგრამ იმედია ამას არ წაიკითხავს :)))))

შოკოლადის ნამცხვარი

ინგრდიენტები:

2 ც. კვერცხი,

1 ჭიქა შაქრის პუდრა (ნუ მე ჩვეულებრივი შაქარი)

2 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი

1 ჭიქა მცენარეული ზეთი (ნუ ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი გამოვიყენე)

1/2 ჭიქა (არატკბილი) კაკაოს ფხვნილი (ჩვეულებრივი)

1/2 ჭიქა კარაქ-რძე, არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ მე დამდნარი კარაქი და რძე გამოვიყენე🙂

აქვე ეწერა ამის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთო 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან მანგარინი და 1/2 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ძმარი)

1 ჩაის კოვზი ვანილი

2  1/4 ფქვილი

1  1/2 ჩაის კოვზი დროჟი

1  1/2 სოდა (1 1/2=1,5-ს🙂

1/4 ჩაის კოვზი მარილი

1 ჭიქა ადუღებული (გაცივებული) წყალი

————————

1 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადის ჩიფსები(ნუ მე ჩვეულებრივი”პლიტკა” შოკოლადი ავიღე,მაგალითად ნესტლეს შავი შოკოლადი და დავჭერი წვრილ-თხლად)

1/2 კარაქი, დამდნარი

1 ჭიქა შაქარი

2/3 კაკაო

1 ჩაის კოვზი ვანილი

2 სუფრის კოვზი რძე

1 სუფრის კოვზი მაგარი შავი ყავა (ნუ არ ვიცი აქ რომელი იგულისხმება, მგოი შეიძლება თირქული ყავაც მოადუღოთ და /ან ხსნადიც, მე ხნადით გავაკეთე და ამით არაფერი გაფუჭებია)

ეხლა როგორ ვამზადებთ:

1. ერთ დიდ ჭურჭელში მოათვასეთ თანმიმდევრობით და კარგად ათქვიფეთ თითოეული : კვერცხი (კარგად ათქვიფეთ მიქსერით), შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი, ზეთი, 1/2 ჭიქა კაკაო, კარაქ-რძე(იხ. ზემოთ) და ვანილი.

2. დაამატეთ ამ მასას ფქვილი,დროჟი, სოდა (ნუ უპრიანია ძმრით და კარაქ-რძესთან ძმარი აღარ უნდა),  მარილი.  კარგად აურიეთ. დაამატეთ ანადუღარი წყალი.

3. წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე (“ჟარონა”) კარაქი წაუსვით კარგად. დაასხით ეს მასა (საკმაოდ სქელი მასაა), ზემოდან მოაყარეთ შოკოლადის წინასწარ გამზადებული “ჩიფსები” (მე ექსპერიმენტი ჩავატარე და გაამართლა :მოხალული ნიგოზი წვრილად დაჭრილი შოკოლადთან ერთად მოვაყარე და არამარტო ზემოთ არამედ ორფენად დავახსი ეს მასა , შუაში–შოკო და ნიგოზი და სულ ზამოდანაც).

გამოაცხვეთ დაახლ. 350 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში +/-

(აქვე: ასანთის ღერით დიდად ვერ გაიგებთ გამოცხობას იმიტომ, რომ ამას ბისკვიტი ხო ფაქტიურად არა აქვს, შოკოლადის მასაა, მაგრამ მიხვდებით ასანთითაც და ისედაც როდის არის გამომცხვარი თუ ვერ და დამიძახეთ და მოვალ :)))))))))

როცა მზადაა, გადმოიღეთ და გააცივეთ

4. ზემოდან მოსასხმელის დამზადება: ერთად ათქვიფეთ 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი ან მარგარინი, 1 ჭიქა შაქარი და 2/3 ჭიქა კაკაო (ანუ ხვდებით ხო ინგრედიენტებში “——”  ნიშნის ქვეშ რაც წერია განკუთვნილია “აისინგისთვის” (ანუ ზემოთ მოსასხმელი მასისთვის); დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ვანილი, რძე და ყავა. კარგად ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვან გლუვ მასას არ მიიღებთ. თუ ვერ მიაღწიეთ იმ კონსისტენციას რაც გინდათ დაამატეთ კიდევ შაქრის პუდრა. ჰოდა წაუსვით თქვენს ნამცხვარს🙂

და ბონ აპეტი ჩემო ძვირფასებო :*

თქვენი პელაგია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s