მე-პელაგია-კულინარი is back! :)


Broccoli VS Cauliflower

მოკლედ მოკლე “გამოძიების” შემდეგ დავადგინე შემდეგი:

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ადინ ჩორტია! (ბოდიში გამოთქმისთვის)

რა მაძლევს ამის საფუძველზე?!

ეხლავე მოგახსენებთ: ბროკოლი იტალიური სიტყვაა და ნიშნავს კომბოსტოს ზედა ყვავილოვან ნაწილს

არის ბრასიკაცეს ოჯახიდან, სახეობა_ ბრასიკა ოლერაცეა

(აქვე გამომრიცხავი რამ ვიპოვე ჩემი მტკიცების,მაგრამ მაინც დავწერ)_ ბროკოლი ძალიან გავს ყვავილოვან კომბოსტოს, რომელიც არის იგივე სახეობის სხვანაირად კულტივირებული და მიღებული ჯიში

მოკლედ მაინც ერთიდაიგივეა,ამას ასე დაჟინებით იმიტომ ვამტკიცებ, რომ დღეს ჩემ კულინარიულ ნაწარმს ქვია_ პაშტიდა (ბროკოლით და სოკოთი) და რაგდანაც მე ბროკოლი ვერ ვიშოვე, მის მაგივრად ყვავილოვანი კომბოსტო გამოვიყენე.

VS

მოკლედ ფაქტი ერთია, რომ ორივე სასარგებლო პროდუქტია

გემოზე რა მოგახსენოთ

ბროკოლში დიდი რაოდენობითაა: ც ვიტამინი, დიეტური ბოჭკოები, დიინდოლმეთანი (სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება), სელენი, ანტივირუსულ ,ანტიბაქტერიულ ნაერთებსაც შეიცავს.

ბროკოლი კარგია გულის დაავადებებისა და პროსტატის კიბოს პრევენციისთვის.

ყვავილოვანი კომბოსტო_დიდი რაოდენობით დიეტური ბოჭკოები, წყალი, ვიტ. ც, ფოლის მჟავა, ჰოდა სიმსივნეებთან დაკავშირებით იგივე რაც ბროკოლს…

მაშ ასე რეცეპტი:

პაშტიდა (ბროკოლით და სოკოთი)

შემადგენლობა:

1. 5 კვერცხი
2. 450 გრამი ხაჭო
3. 100 გრამი არაჟანი
4. 200 გრამი ფქვილი(უმჯობესია სოდიანი, მაგრამ თუ არ გაქვთ 1ს კოვზი სოდა)
5. ერთი თავი ხახვი
6. 400 – 500 გრამი ბროკოლი
7. 200 გრამი ცოცხალი სოკო, ან ერთი ყუთი კონსრვირებული
8. მარილი გემოვნებით

 

ავიღე ღრმა ჭურჭელი და ავთქვიფე კვერცხი, არაჟანი, ხაჭო, მარილი და ფქვილი

აქვე შეცდომა მომივიდა, ჯერ კვერცხი უნდა ამეთქვიფა და მერე ჩამეყარა დანარჩენები,მაგრამ არაუშავს

პარალელურად დავჭერი ბოსტნეული წვრილად : სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი


ტაფაზე ცოტა ზეთი, დავაყარე ეს ბოსტნეული და მოვშუშე კარგად.


შემდეგ ჩავყარე ეს მასა წინასწარ ათქვეფილ/გამზადებულ მასაში და კარგად მოვურიე

მერე ავიღე ფორმა, ძალიან ჩვეულებრივი “ჟარონა”, ზეთი წავუსვი, დავასხი ეს მასა, კარგად გადავანაწილე და შევდგი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში


დაალხ. 35-40 წუთში კარგად შეიბრაწა და მზადაა

Bon Appétit!

2 thoughts on “მე-პელაგია-კულინარი is back! :)

  1. რა საინტერესო რეცეპტია და სასარგებლოც. მზადების მიმდინარეობა რომ ფოტოებით გააფორმე, ძალიან მომეწონა🙂

  2. ჰეჰე
    ხო
    ნატალია მართლაც ადვილი მოსამზადებელია ძალიან, და ჯანსაღი პროდუქტია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s