Calligraphy


calligraphy ბერძნული სიტყვაა და ლამაზად წერას ნიშნავს, ანუ მე კალიგრაფია არა მაქვს🙂

დიალოგი, რომელიც დღეს გადამხდა თავს:

დავუდე ჩემი ნაწერი სადაც ხელი უნდა მოეწერა რამოდენიმე გვერდზე (ძალიან ბევრი მქონდა ნაწერი და ძირითადად მუხლზე მედო და ისე ვწერდი) (ნუ ხო თავს ვიმართლებ ცოტა, ანუ ამაზე ცოტა უკეთესად შემიძლია წერა გარწმუნებთ🙂

ის (=საოცრად პირდაპირი,მართალი ქალი, ამიტომ ხშირად ძალიან უხეში, თუმცა ძალიან კარგი ქალი) : ვაიმე რა ცუდი ხელი გააქვს!

მე: უიჰ თქვენც შეამჩნიეთ ? მიხარია, ყველა ამას მეუბნება, მადლობა🙂

ის : ჩემს შვილსაც ესეთი ხელი აქვს, სულ ვეუბნები ივარჯიშე წერაში

მე: გვიანაა უკვე

ის: ისიც ასე ამბობს, თანაც სულ ბეჭდავს, წერა არც მჭირდებაო

მე: მეც ზუსტად ესე, უკვე ხელით წერასაც კი გადავეჩვიე ლამის

ის :პაციენტმა როგორ უნდა წიაკითხოს

მე : მათთვის ნელა ვწერ და უფრო მონდომებულად, ესე რომ არჩევენ, ისე კი ყველაფერი მალე ბეჭდვითზე გადავა და აღარც იქნება საჭირო ჩემი ხელნაწერის წაკითხვა🙂

——————————

და მართლაც იმ დროისთვსის, როცა მე დამოუკიდებლად ჩემი კაბინეტი მექნება აუცილებლად დანიშნულებას დავბეჭდავ და ამოვუბეჭდავ და ისტორიის ელ.ვერსიასაც შევქმნი (ნუ თუ კლინიკაში არ იქნა ასეთი სისტემა, მე დავნერგავ, თუ ვერ დავნერგავ ჩემს კაბინეტში მაინც აუცილებლად დავნერგავ ჩემთვის და ჩემი პაციენტებისთვის🙂

3 thoughts on “Calligraphy

  1. მალე ადამიანს ხელი მარტო მასტურბაციისათვის დარჩება🙂

  2. pelagia, my dear! ნუთუ შენ გაღელვებს რომ ვიღაცას შენი კალიგრაფია აღელვებს🙂
    ვიმედოვნებ რომ ეს მე არ ვიყავი🙂

  3. სულაც არ მაღელვებს ამიტომაც ვუპასუხე ასე მხიარულად
    მე თვითონაც მომეწონა ჩემი პასუხი ამიტომაც დავწერე ამის შესახებ აქ
    არა ეს თქვენ არ იყავით პელაგიას-დედავ🙂😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s