“Everyday one letter to my FB friend”#4


და კენჭისყრით (1-0-ის წინააღმდეგ) მომდევნო მსხვერპლია

http://www.facebook.com/profile.php?id=1178763934

ხოო ტრადიციულად ვიწყებ იმით თუ როგორ გავიცანი

ანუ ძალიან შორს უნდა წავიდე : ეს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2002 წელი

შედგა ჯგუფი “პედ-III”, არავის არ ვიცნობდი და იქნებ ვინმემ ეხლა ჩამქოლოს, მაგრამ რაც იყო ის უნდა ვთქვა დიდად არავინ მომწონებია😦

ბევრი უცნაური გვარის მქონენი იყვნენ, ანუ ბევრი გვარი მაშინ პირველად გავიგე (კოჭლამაზაშვილი, ინდუაშვილი, კაცელაშვილი)

ჯერაც იმათთან ვკონტაქტობდი ვინც მისაღები გამოცდების დროს გავიცანი, თურმე მარტო მე არ ვწუწუნებდი ჯგუფზე–ისინიც თავის ჯგუფზე “ტიროდნენ”

მოკლედ ჯგუფში გავიცანი ეს გოგო ვიზეც ვწერ ეხლა, როგორი იყო მაშინ?!_ სხვებისგან გამორჩეული იყო, ამიტომ მგონი ამ გოგოზე შევაჩერე ყურადღება თავიდანვე-ქერა, ზოგჯერ კიკინებიანი, საინტერესოდ იცვამდა (მაგ: ერთი ასეთი შარვალი ჰქონდა თუ კაბა იყო აღარ მახსოვს, რომელიც თითქოს უკუღმა იყო შეკერილი ანუ ზედა ნაწილი ქვემოთ ჰქონდა ქვედა კი ზემოთ, თუ რაღაც ამდაგვარი…)

ჰოდა გავიცანით ჯგუფში. დიდად ვდაქალობდით-მეთქი არა ,მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა.

მერე მე-4 კურსზე ვიყავით როცა თურქეთში, ანკარაში ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე წავედით. ერთი დიდი ჯგუფი სამედიცინოდან (+აკადემიიდან), 1 დიდი ავტობუსი გაივსო და ჰერი-ჰერი გრძელი გზა ანკარისკენ.  საცხოვრებელში რუმ-მეითები ვიყავით და კლინიკაშიც ერთიდაიგივე განყოფილებებში ვიყავით, ჯერ პედიატრიულ რეანიმაციაში, მერე კი “ჩესთ დეპარტმენტში”. კარგი იყო.

სტამბულში ერთ პატარა სასტუმროში გავჩერდით ისვე ერთ ნომერში, ჰოდა აქ ცოტა გავიყავით სასტავებით, ჰოდა მოკლედ მე ადრე ავედი დასაძინებლად და ჩამძინებია, კარები არ ჩამიკეტავს,მაგრამ ეტყობა ჩაიკეტა, მოკლედ ლიკა მოსულა ხმა ვერ გამაგონა და სადღაც სხვაგან მოუწია ღამის დარჩენილი ნაწილის გატარება😦 მაპატიე :))

ერთ ზაფხულს ბორჯომი

არ ვიცი რომელი წელი იყო 2008? ზაფხული, მირეკავს – რას იტყვი ბორჯომში 1 კვირის გატარებაზე? მე ცოტა გამიკვირდა მისგან არ მოველოდი, რატომ იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა ბორჯომში რა უნდა გვეკეთებინა ჩვენ ასეთ აქტიურ და გართობაზე ორიენტირებულ გოგოებს და გართობა თუ შეიძლებოდა იქ საერთოდ, ის ხომ “პენსიონერიული გართობის ცენტრად ითვლება”, ესე რომ თავიდან უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მერე წავედი. ბორჯომში მისი ნათესავი ცხოვრობს , პარკთან ახლოს, ზამოთ, ჰოდა იმ სახლში ვიქნებოდით. ჩემმა ძმამ ჩამიყვანა.აღმართები ავიარეთ და მივედი, დავბინავდი.

დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პესნიონერული კურორტი ჩვენ დავიპყარით, გამოვაცოცხლეთ და ძალიან აქტიურად გავერთეთ. სამსახურეობრივი მოვალეობის მსგავსად ვიღვიძებდით დილას დათქმულ დროს, ვემზადებოდით, მივდიოდით ტყის გავლით აუზზე, ვბანაობდით, მერე ვბრუნდებოდით, ვისვენებდით , ვჭამდით, მერე დათქმულ დროს ისევ ტყეში…

ერთხელ ცეცხლიც გავაჩაღეთ, ბარბეკუ მოვაწყვეთ სოსისებით🙂, ყველაფერი ჩვენით, ისე კარგი იყო :)))

პირველ დღეს გზა აუზამდე ტყის გავლით ძალიან გრძელი იყო მის შესამოკლებლად დავიწყეთ ისტორიების მოყოლა, აქ იდებს სათავეს ჩემი თხრობის კინოსეული მანერა :))) სლოვაკეთზე და სლოვაკელზე ზეპირი კინო შევქმენი :)))

საოცრად სასაცილო და თავგადასავლებით აღსავსე დღე და ღამე გვქონდა ერთხელ, როცა ბორჯომის გარეთ მოვხვდით მეგობრებთან, იქიდან დაბრუნება და სახლში მისვლა მთელი ისტორიაა, თავს შევიკავებ დეტალებისგან , მაგრამ ბევრი რამე გადაგვხვდა და რაც მთავარია დავბრუნდით ცოტა დაგვიანებით და გვერიდებოდა ძალიან სახლის მასპინძელი კაცის, რომლის ოთახი ჩვენი ოთახის გვერდით იყო და მთელი ღამე მის გასაგონად (რატომღაც გვეგონა რომ იმ კაცს ძილის მაგივრად ჩვენს კედელზე ექნებოდა მოდებული ყური და ჩვენ მოგვისმენდა მთელი ღამე, იმის მაგივრად რომ დაეძინა, რატომღაც) ვყვებოდით თავგამოდებით შეთხზულ ისტორიას –ამ ჩვენი დაგვიანების გასამართლებლად, შიგადაშიგ კი ჩუმად ვჩურჩულებდით და ცრემლებამდე ვიცინოდით რეალურ ისტორიაზე, არადა იმ კაცს თურმე ღრმად ეძინა და/ან სულ ფეხზე ეკიდა :)))

მოკლედ კარგად ვიბორჯომეთ

უიჰ ჰელენა და კატღინი რომ ვიყავით საფრანგეთიდან მოხალისეებად ჩამოსული ეს საერთოდ ცალკე თემა და ჩვენი ფრანგულით როგორ ვაოცებდით ქართველ თუ არაქართველ დეტსკი სადებს :)).. ან არასასურველ ხალხისგან დამალვის მეთოდი : გიახლოვდება ობიექტი დღისით მზისით თუ ღამე, წამიერად ჩერდები ადგილზე შეშდები, ცალ ფეხს ოდნავ აწეულს და  მოღუნულს მეორე ფეხს უკან მალავ და თვალებს ხუჭავ–მორჩა უჩინარი ხდები, ისე ჩაგივლის ვერც შეგამჩნევს!

 

გასეირნება

ვასეირნებთ ხოლმე ერთმანეთს, მარტივ ან ეკლესიურ ტურს მოვაწყობთ (ანუ ძველი თბილისი იქ სადაც ეკლესიებია თავმოყრილი), მარტოც შეგვიძლია წავიყვანოთ საკუთარი თავი და გავასერნოთ, საკუთარ თავებს ეს ზალაინ მოსწონთ, ან ზოგჯერ ერთად ვასეირნებთ ეკას და ლიკას.

ქორწილი

მმ ლამაზი ქორწილი ჰქონდა, განსხვავებული და ორიგინალური და რაც მთავარია ჩემს საყვარელ კაფე ფლაუერსში🙂, საოცარი ტანგო შეასრულეს, ესე ტანგოს სხვა ვერავინ იცეკვებს🙂

გოტან პროჯექტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s