unlucky day

 წუხელ გადასარევი მორიგეობა გვქონდა მე და ბრიგადას, დილას შტორები რომ ავწიეთ გვენახა გათენდა თუ რა ხდება ჩვენს თავს დავინახე ერთი მოჟამული,სველი ამინდი 😦

რას ვიზამდი?! ვერაფერს, მსწრაფლ გამოვიცვალე და გამოვიქეცი,იაშვილის ეზოდან რომ გამოვდიოდი ჰოი საოცრებავ არც მეტი არც ნაკლები ცისარტყელა დავინახე, სახე გამისიცკროვნდა, ჩავიფიქრე სურვილები,ვუყურე ,მიყურა,მერე მოვიდა მინიბუსი და წამოვედი.

აქამდე უიღბლობის არაფერი ეტყობა ხომ დღეს,მაგრამ ჯერ შეიცადეთ–მარშუტკაში მჯდომმა გადავწყვიტე კარადის გასაღები ჯიბიდან მის ჩვეულ ადგილას _ კლუტჩში ჩამედო ამ მანევრის დროს რაღაც საოცარი ძალებით და საოცარი მოხერხებულობით ეს გასაღები ჩემს ხელთ აღარ იყო,დამივარდა ,მაგრამ კვალი ვერსად ვიპოვე…ვიქექე,გადავქექე,მეტის თავიც არ მქონდა. ერთი გაფიქრება ვიფიქრე ამ არც თუ ისე სიმპატიურ მძღოლს ჩემს ნომერს დავუტოვებ-მეთქი და ვთხოვ თუ იპოვა პატარა შავი გასაღები დამირეკოს,მაგრამ გადავიფიქრე.

არადა თუ ეს პატარა შავი გასაღები არა მაქვს, შესაბამისად კარადას ვერ გავაღებ და იქ არსებულ აუცილებელ ინვენტარს მორიგეობისთვის: ხალათი,ფორმა,ფეხსაცმელი,ფონენდოსკოპი, საბაზო ხსნარის გამოსათვლელი და სხვა ათასი ფორმულა; ძილის დასაფრთხობად ყავას ვერ დავლევ იმიტომ, რომ ჭიქა თავის ყველაფრითურთ ასევე ამ კარადაშია, ჰიგიენი ნივთები, ტანსაცმელი და რა ვიცი…

მოკლედ ერთადერთ ნათელ წერტილად მარიკა მეგულებოდა ჩემი თანამოზიარე კოლეგა კარადაში; მოკლედ დავურეკე, გადავრჩი ის დამიტოვებს გასაღებს 🙂

მივედი, ვაკის გადასახვევთან ჩამოვედი, ველოდე ველოდე ველოდეეე ავტობუს ბაგებში ამსვლელს,გამოიარა როგორც იქნა, ნუ სკოლაში დავაგვიანე დაახლ 15 წუთი, ნუ კაი ჯერ სანამ ქართულ სექტორს არ დაუწყია სწავლა ეს არც ისე შესამჩნევია….

კიდე იმიტომ იყო ცუდი დღე, რომ საშინლად მეძინებოდა, არადა კაბინეტში უნდა ვმჯდარიყავი,მიუხედავად იმისა რომ ნამცეცი საქმე არ მქონდა, ნუ 2 ბავშვი შემოვიდა მსუბუქი, 1 მასწავლებელი და კიდე მეორე მასწავლებელი და კიდევ 2 მზარეული (წნევიანი ხალხი:),კიდე ერთი დამლაგებელი…..უიჰ ბლომად საქმე გამიკეთებია :)))

ნუ მორჩა წამოვედი. აქ ახლოვდება გრანდიოზული ცუდი ამბავი, ამბავი, რომელმაც საერთოდ გადახაზა მთელი დღე და არა მარტო დღე აი სრულ აპათიაში ჩამაგდო!!!!აღარაფერი რომ არ მინდა და ყველაფერი ფეხზე მკიდია(ეს უძილობის ბრალია თუ ქვემორე მოყვანილი ფაქტის არ ვიცი ჯერ ზუსტად), მივედი რექტორატში გუშინ ჩაბარებული საბუთის გამოსატანად, ნუ ამას საქმე მხოლოდ ნახევრად გაუკეთებია, ნუ კაი ახლა უნდა ავიტანო და მოვაწერინო ხელი ბოხუას, ავედი—ბოხუა შვებულებაშია, ორშაბათს ალბათ გამოვა ::o:o:o დედლაინი კი კვირამდეა :((( მოადგილე, მოვალეობის შემსრულებელი ვინმე რამე…არა–გაყინული სახით-არავინ და არაფერი (ამ ქალს კიდე ჩემი დღიური უნდა მთელი 3 წლის ნაშრომ-ნაღვაწი ნეტა რატო ვუსახსოვრო ამას ?!, მარტო იმიტომ რომ წელიწადში ჰაჰა 2-ჯერ ვხედავ , როცა ყველაზე ძალიან მჭირდება და მაშინაც ამ გამყინავ სახეს ვხედავ?! აი რა უნდა მექნა?! სრულიად უძლური ვარ -ამ კაცის შვებულების გამო DFMSA დოსიეს ვერ ვაგზავნი საფრანგეთში, შემდეგ დოსიეობამდე მინიმუმ 1 წელი უნდა ვიცადო, ტირილი მინდოდა, მაგრამ ლიფტში 4 სართულიანი მგზავრობისას შავიხშე.

ფაქტი ცუდი # =კვერცხები

აქედან გამოსულს ფული აღარ მქონდა, ბანკომატი იქვე იყო, იმან მხოლოდ დიდი კუპიურები მომცა, მეც შევედი იქვე სუპერმარკეტში, დავუარე წრე რა უნდა მეყიდა არ ვიცოდი, ბოლოს კვერცხებს გავუსწორე თვალი, ვვიფიქრე აი რა მჭირდება (ყოველ დილას საყინულეში გოგლი-მოგლი მხვდება და მაგიდაზე ყიყლიყო ანუ ბევრი კვერცხი იხარჯება, ჰოდა ვიფიქრე შევავსებ ოჯახს-თქვა. გამოვედი 20 ცალი კვერცხით. 149ს ველოდებოდი და ის ის იყო გამოჩნდა ნანატრი, რომ წინ დებილი ჯიპი არ ჩამიდგა, აუ მეთქი ეს თუ გავუშვი კიდე ნახევარი საათი უნდა ველოდო, მაგრამ მძღოლმა იყოჩაღა, ჩემი ეს “აუუუ ე დებილი სად ჩამიდგა, ეს თუ აგვუშვი ახლა”-გამომეტყველება შენიშნა და ავედიი. ვზივარ ცალ ხელში ჩანთა მიჭირავს მძიმე, მეორეში 20 ცალი კვერცხი და მესამეში ხურდა, აი დარწმუნებული ვიყავი, რომ რამე, უფრო კვერცხები გამივარდებოდა და გამიტყდებოდა, ეს უიღბლობაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო

 

მაგრამ 20-ივე კვერცხი ახლა მაცივარში კომფორტულად ისვენებს, ხვალ დილამდეეე! 😉

 

არ უნდოდათ ხო ფრანგებს ჩემი დოსიე ეე იყვნენ ახლა, არ გავუგზავნი! (ასე ვიმშვიდებ თავს, ისედაც დიიდი წვალებაა დოსიეს თითოეული დოკუმენტის შექმნა და მით უმეტეს ასეთი დიდი და გადაულახავი ობსტაკლი რომ შეხვდა,… ბოხუა სად ატარებს შვებულებას მაგას დევნას და ძებნას ვერ დავუწყებ, თანაც დრო არა მაქვს..მოკლედ ერთი მაგათი დედაც!)

არადა წესით წელი იღბლიანი უნდა მქონდეს, ესე რომ ვნახოთ დი-ეფ-ემ-ეს-ა თუ არა ე.ი. რაღაც სხვა გამოჩნდება.

ამ ფონზე ჩემს თავს მინდა აი ეს ვუსურვო: