Den Haag The hague


სიდიდით მესამე ქალაქია ჰოლანდიაში ამსტერდამის და როტერდამის შემდეგ; პოპულაცია სულ რაღაც 485 818; ფართობი 100 კვ.კმ

აქ არის პარლამენტიც, მთავრობაც და სამეფო კარიც, თუმცა ჰააგა ჰოლანდიის დედაქალაქი არაა. დედოფალი ჰოლანდიისა – ბეატრისიც აქ ცხოვრობს და “მუშაობს”. ყველა ქვეყნის საელჩო  და ქვეყნის ყველა სამინისტრო აქ არის. ნუ არფაერს ვამბობ უმაღლეს სასამართლოზე და მთელი რიგი გრანდიოზული ორგანიზაციების სათაო ოფისებზე.

ისტორია

ჰააგა 1230 წლიდან იღებს სათავეს, როცა ფლორის მეოთხემ , ჰოლანდიის გრაფმა, შეისყიდა ეს ადგილი სანადირო რეზიდენციის გასაშენებლად. 1248 წელს კი გრაფმა ვილიამ მეორემ გააფართოვა და სანადირო რეზიდენცია სასახლედ აქცია.

მოგვიანებით ჰოლანდიის გრაფები ამ ადგილს ადმინისტრაციულ ცენტრად იყენებდნენ. ‘Des Graven Hage’ რაც ნიშნავს “გრაფების ტყე”;  შემდეგ ბურგუნდიის ჰერცოგების მიერ იყო დაპყრობილი, მერე ესპანელების მიერ.მოგვიანებით კი პრინცმა William of Orange-მა ჰააგა დაიბრუნა და მთავრობაც გადაიყვანა იქ.

ნაპოლეონის ბრძოლების შემდეგ ბელგია და ჰოლანდია გაერთიანდა საფრანგეთის საწინააღმდეგოდ. კომპრომისის სახით ამ გაერთიანბეული სამეფოს დედაქალაქი ხან ბრიუსელი იყო ხან ჰააგა (2 წელიწადში ერთხელ იცვლებოდა). 1830 წელს ბელგია ჩამოშორდა და დედაქალი გადავიდა ამსტერდამში თუმცა მტავრობა და სხვა მმართველობითი სტრუქტურები დარჩა ჰააგაში.

ქალაქის სიმბოლო არის წერო

ჰააგა უდიდესი ქალაქია ჰოლანდიის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას გასცქერის; მთავარი სანაპირო-უბანი არის Scheveningen (აზრზე არა ვარ როგორ წვაიკითხო?!_შევენინგენ? უიიჰ აი ასე ყოფილაა_ სხივანინგა)

ლამაზი ქვიშიანი “პლაჟი” ყოფილა და შუქურა წითელ ფერებში. ზღვა ალბათ საკმაოდ ცივი იქნება საბანაოდ,მაგრამ ისეთი აქტივობებისთვის გამოიყენება როგორიცაა სეირნობა,სერფინგი(ვინდსერფინგი, კაიტსერფვინგი), ნუდისტური პლიაჟი-არაფერი საინტერესო.

ინდონეზია ადრე თურმე ჰოლანდიის კოლონია ყოფილა ჰოდა ეს ჰააგას ეტყობა: საკმაოდ დიდი “ინდო” საზოგადოებაა, სხვადასხვა ფესტივალი, სამზარეულო….

ჰააგის ქუჩების უმეტესობა ფართო და გრძელია, სახლები ჩვეულებრივ დაბალი, მაქსიმუმ 3სართულიანი. ქალაქის უმეტესი ნაწილი ცნობილი ჰოლანდიელი არქიტექტორის ბერლაჯის მიერაა დაპროექტებული 1910იან წლებში.  მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის უდიდესი ნაწილი გერმანელებმა დაანგრიეს. შემდეგ კი აღადგინა მოდერნისტმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა დუდოკმა. დაამატა საცხოვრებლები საშუალო ფენისთვის და ბევრი პარკი. ჰააგა ერთ-ერთი ყველაზე “მწვანე ” ქალაქია მთელს ჰოლანდიაში. ქალაქში რამოდენმე ხელოვნური არხიც გადის.

ყველაზე მაღალი შენობა ჰააგაში არის 142 მეტრიანი ჰოფტორენი (განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო)

53 % ჰოლანდიელი ცხოვრობს, დასავლეთის ქვეყნებიდან 14.5,  თურქი 6.8%, მაროკოელი 5.8%, ჰოლანიის არუბა და ანტილია 2.2 %, სხვა არადასავლეთის ქვეყნებიდან _ 8.6%

სანახავი ადგილები:

1. მადუროდამ_ მინიატურული ქალაქი, ჯორჯ მადუროს სახელის პატივსაცემად. ეს ყმაწვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ვაჟკაცურად იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ და საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა 1945 წელს.  სიკვდილის შემდეგ ის დააჯილდოვეს ჰოლანდიის სამეფოს უმაღლესი და უძველესი სამხედრო ჯილდოთი . მისმა მშობლებამ კი შესწირეს დიდი თანხა მადუროდამის პროექტის განსახორციელებლად.

თინეიჯერი პრინცესა ბეატრისი იყო პირველი მერი ამ “ქალაქის” . ამჟამად კი მადუროდამის ერის არჩევა ხდება ახალგაზრდული მუნიციპალური კომიტეტის მიერ,  რომელიც სკოლის 25  მოსწავლსიგან შედგება. is not it lovely?🙂

2. Mauritshuis – მორისის სახლი-  ჰააგის ხ ელოვნების მუზეუმი, მანამდე ნასაუს გრაფ ჯონ მორის რეზიდენცია.  აქ გამოფენილია ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერი – იოჰან ვერმერი (ცნობილი “გოგონა მარგალიტის საყურით”, ან იქნებ იმ კინოთი უფრო გეცბნობათ სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ფერტი დილმიდან  Girl with a Pearl Earring(2003)), რემბრანტი(მისი ესე კარგად ნაცნობი (ნუ ჩემთვის–ანატომიის კათედრიდან) ნახატი- “ექიმ ნიკოლას ტულიპის ანატომიის გაკვეთილი”-26 წლის რემბრანტმა ზედმიწვენითი ანატომიური სიზუსტით  დახატა ეს კაცი (გვამი), იან სტინი, პაულუს პოტერი…

3. ეშერის მუზეუმი–ცნობილი ჰოლანდიელი გრაფიკოსის ეშერის გამოფენა

4. Gevangenpoort – ყოფილი ციხე

ბევრი სხვა მუზეუმი….

*5. “De Passage” (ფრანგულად წარმოითქმის)– დახურული ბაზრობა, ჩვენი პასაჟის მსგავსად🙂

*6. იაპონური ბაღი

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

დანარჩენს მას შემდეგ მოგიყვებით რაც ჰააგის მიწაზე ჩემს ფეხებს დავდგამ და მის სულს უკეთ ჩავწდვები🙂😉

პელაგიას შემდეგ შეხვდრამდე თქვენთან და ჰააგასთან !

2 thoughts on “Den Haag The hague

  1. წერო მაგნიტია? რა მაგრობააა…

    ვერმეერი და რემბრანდტის ანატომიის გაკვეთილი მაქვს მაგნიტური შესრულებით. ჰააგური წერო არა.

    მშვენიერი პოსტია🙂

  2. წერო მაგნიტი, მგონი არა, ერთ-ერთ შენობაზეა მიკრული უფრო დიიდ მასშტაბისაა (ნუ თუ შეკითხავ სწორად გავიგე, მე რომ მგონია ის მაგნიტი არაა ნამდვილად)
    ერთი სული მაქვს ყველაფერი ეს მი-მო-ვიხილო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s