el dia del llibre


23 აპრილი სიმბოლური დღეა მსოფლიო ლიტერატურაში. 1995 წელს UNESCO-ს მიერ გამოცხადდა წიგნის საერთაშორისო დღედ. საფუძველს მაინც კატალონიური ტრადიციული “ვარდის ფესტივალიდან” იღებს, წმინდა გიორგის ლეგენდას უკავშირდება (ესპანეთის მფარველი წმინდანია); მოკლული დრაკონის სიხლიდან ვარდი აღმოცენდა, რომელიც წმინდა გიორგიმ მშვენიერ პრინცესას მიართვა. ასე რომ შუა საუკუნეებიდან ბარსელონაში აღინიშნება ვარდების ფესტივალი რაინდობისა და სიყვარულის სახელით.

მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ქალები კი საპასუხოდ წიგნს.

1923 წელს ეს სიყვარულის “ფიესტა” უფრო მასშტაბური გახდა და “el dia del llibre”=წიგნის დღედ გამოცხადდა,რადგანაც ამ დღეს ემთხვევა მიგელ სერვანტესისა და ვილიამ შექსპირის გარდაცვალება (23 აპრილი, 1616)(თუმცა შექსპირი და სერვანტესი მთლად ერთიდაიგივე დღეს არ გარდაცვლილან, ჯერ სერვანტესი გარდაიცვალა და 10 დღის შემდეგ შექსპირი,აქ კალენდრების ამბავია: სერვანესტი 23 აპრილს გარდაიცვალა გრიგორიანული კალენდრით, შექსპირი კი 23 აპრილს გარდაიცავლა იულიუსის კალენდრით , ამ ორ კალენდარს შორის კი 10 დღეა სხვაობა, თუმცა იუნესკო ამ დეტალებს არ ჩაეძია და ეს დამთხვევა თარიღებში კარგად გამოიყენა  :)

ამ დღეს ბარსელონაში ცნობილი ქუჩა_ლა რამბლა (La Rambla) ივსება წიგნების თაროებით და სტენდებით.გარსია ლორკამ თქვა ერთხელ_”ეს ერთადერთი ქუჩაა მსოფლიოში, რომელიც მინდა არასდროს დამთავრდეს”-ო:)

კატალონიაში ამ დღეს 400 000 წიგნი და დაახლ. 4 მილიონი ვარდი იყიდება

მოკლედ დღეს დილას ჩემს ბლოგს მივაკითხე და შემთხვევით ვნახე ეს http://mollyblooms.wordpress.com/2011/04/22/tbilisi-book-and-rose-day/#comment-3808

ჰოდა ბევრი არ მიფიქრია, 1-2 პოტენციურ თანა-წამომსვლელს დავუმესიჯე და პასუხს არ დაველოდე ისე წავედი, მივედი:

დედა ენის ბაღი ყოველ მომდევნო მისვლაზე უფრო და უფრო მიყვარდება🙂

სასიამოვნო გარემო იყო: ყველაფერი ამწვანებული, სცენა ინსტრუმენტებით, სპეციალურად გაშლილი კარვები წიგნებით(უფრო მრავალფეროვნება და ბეეეევრი წიგნი შეიძლებოდა), ძალიან ბეევრი საბავშვო წიგნი, ძალიან მოვიხიბლე, აუცილებლად ვუყიდი ჩემს შვილებს სხვა დროს, ერთხელაც, როგორმე…

ხალხი–ყველა ასაკის–მოხუცები, ბავშვები, ახალგაზრდები

მდინარის სანაპიროს წიგნის სპეც. სტელაჟები–იქითაც გავეშურე–სადაც ძველი წიგნები იყიდება, ბევრ საინტერესოს წავაწყდი, ორს ისეთს რომელიც მართლა ძალიან მომინდა , რომ ჩემი იყოს:

ბენდიც კარგად უკრავდა, მართალია სულ რამოდენიმე სიმღერას მოვუსმინე (მათ ფონზე ვათვალიერებდი წიგნებს) და მერე საკმაოდ დიდი პაუზა გააკეთეს.

დანარჩენი იხილეთ ფოტოებში, მე კმაყოფილი ვარ და მინდა მსგავსი მასობრივი ღონისძიებები უფრო მასობრივად და ხშირად ეწყობოდეს

\

მე ვიყავი იქ :)= i was there🙂

ჰოდა კარგი იყო, რომ ვიყავი🙂

5 thoughts on “el dia del llibre

  1. გარსია ლორკას ფრაზა მომეწონა ძალიან, მთლიანად რეპორტაჟიც, სურათებიც და საერთოდ,მიხარია,რომ წახვედი და ისიამოვნე🙂

    ძველი წიგნები მანდ არა და ფილარმონიის მიწისქვეშაში კი ვიყიდე დღეს.

  2. ისე ქართულ ელ-წიგნების სივრცეში, ძალიან ვბრაზობ რამდენი წიგნი მაქვს სახლში კანფეტივით ჩასაყლაპი, ან კიდევ უფრო სხვებს რამდენი აქვს.. და ამ წიგნების 90% ცენტი არ დევს ქართულ ელ-ბიბლიოთეკებზე, სამწუხარდო ერთი სურვილი მაქვს ერთი საყვარელი 3-ი ერთში რომა ქსეროქსი პრინტერი სკანერი ეგ მომცა დავასკანერებდი ჩემს წიგნებს და ავყრიდი ქაღტულ ინტერენტ სივრცეში,სხვასაც რომ ქაონდეს რაკაი იქნებოდა რომ იგივე გააკეთოს..მერე ერთ iPad2-ი როგორ ვერ უნდა ვიყიდო..ხოდა სადაც არ უნდა ვიყვე გემრიელად წავიკითხავდი იმდენ წიგნს რამდნენიც მომინდებოდა..რათქმაუდა წიგნის ფურცვლის შეგრზნებას ვერაფარი შემიცვლის მაგრამ ბევრი წიგნის წაკითხვა რომ გინდა და სადმ წასვლა iPad2-ს ნაირი საკითხავი სასუალება ე.წ “READER” ზედ მისწრებაა🙂..მივესალმები ლიტერატურის ამ შესანისნავ დღეს..🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s