(I love) გიორგი ზანგური (part 3)


არ მინდოდა იგივე სატაურით (განსაკუთრებით ეს “აი ლავ” არ მინდოდა,მაგრამ რახან ეს სერია დაწყებული მაქვს გავაგრძელებ , რომ რაღაც წესრიგი იყოს.

ეხლა ხუთშაბათი დილაა

იტალიურ-ფრანგულ მუსიკას ვუსმენ და წავაწყდი წიგნს, რომელიც “ბლოკნოტს” გავს

გადავშალე და წიგნი მომესალმა: _ “გამარჯობა, მე წიგნი ვარ.” და მომიყვა მერე მთელი მისი ამბავი, საინტერესო მანოლოგი იყო..

მერე უშუალოდ ლექსებზე გადავედი, ხმამაღლა ვკითხულობდი ჩემთვის და რაღაც კარგად ჩამესმოდა, მესიამოვნა:

***

ეს ღამე უცნაურ სინაზით

იღვრება დაორთქლის მინეზე

და უალერსო ოთახში

ციცინათელებს ეცნობა.                              (ციცინათელა რა ხანია არ მინახავს, მომენატრა, თბილისში არ/ვერ ცხოვრობენ?!)

მახსოვს, როდესაც ბავშვებით

გადავდიოდით ყირაზე

და არ გვიჭირდა სიცილით

კეთილი ხალხის შეცნობა.

 

მე შენი კაბა მიყვარდა,

ყაყაჩოების ღილება,

წვიმაში ტანზე დამდნარი,

თავხედობამდე ასული.

 

გახსოვს აპრილის შემოსვლით

აყვავილების მხილება

და ზეციური კარიბჭე

ღრუბლებით გადარაზული?

 

ერთხელ რომ დავაგვიანე

პაემანზე და არ დამხვდი,

თურმე მთელი დღე მეძებდი,

მე კი დუქანში მეძინა.

რომ ვამაყობდით ორივე

თავგადასავლის გადახდით;

თუ გახსოვს, ერთხელ საღამოს

უშენობა რომ მეწყინა?!

***

რა ჯობია ამ რამით

ფეხით გავლას, ხეტიალს,

ავტობუსით მგზავრობას

ყვავილების ბაზრამდე;

ძმებთან ერთად ღვინის სმას,

რიტუალურს, რეტიანს,

იდეების მიყვანას

ერთ საერთო აზრამდე.

 

რომ ყვავილის მყვარებელთ

ჩუტყვავილა უჩნდებათ

და სიყვარულს გულიდან

ჯოხით ერეკებიან,

დიდი ხნის უკოცნელი

ქალწულობა ფუჭდება,

გაზაფხული შემოსვლას

აღარ ეგებებიან,

აღარ უყვართ სილაღე

რომანტიკადამარხულთ

და კაცებმაც ქეიფი

მოიკოჭლეს რატომღაც.

 

ძმობა შემოეცალათ

ცაბეჭებაგამართულთ,

ადათ-წესი პოზაა,

გაძლებაა კატორღა.

რა ჯობია გუგულით

გაღვიძებას გოგოზე,

ლოგინში რომ გორაობ,

და სააათი აჩმახებს.

ლექსი მიყვარს ნაწერი

მაგნოლიის ფოთოლზე,

რუსთაველის გამზირზე

პაემანი აჩნდა ხეს.

 

ჩვეულებრივი დრე

ჩვეუებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე,

ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივდა ანათებს,

შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყე

და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ.

 

ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძ|ინებ,

ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა,

რაღაც სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე,

წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა.

 

ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვეულებრივი განცდები,

ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია;

ასე მგონია სიხარულს, გზაზე, ბრმასავით ავცდები,

ჩვეულებრივად იტყვიან- უსიხარულო კაცია!

 

ჩვეულებრივად დავფრინავ ჩვეულებრივი ოცნებით,

დეკემბერია, ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს,

უნდ ამიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები,

ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს.

უნად ვუყურო პაემანს, ჩვეულებრივი წყვილებით,

ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია,

უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები

და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია.

 

ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს,

ეს კი იცნობდეთ_მხატვარი, ჩვეულებრივი მხატვრობით.

დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს

და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით.

 

ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად ეს როგორ?

უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?

თუ შემიყვარდა ისე რა _ ჩვეულებრივად ეს გოგო

და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან,

ჩვეულებრივად რად მინდა?

5 დეკ. 2006 წ. 21-ე საუკუნე

 

ახლა ჯული ლონდონი მღერის: ფლაი მი თუ ზე მუნ

***

თვალებში ხშირ-ხშირად გიყურებ,

ხან შენი საყურით ვერთობი,

გიკეთებ სულელურ ფიგურებს

არშემდგარ ურთიერთობით.

გატეხილ სიგარეტს ვაბოლებ,

წვიმიან პალტოში მოხვედრილს,

მე თითქოს მოგპარე საფულე,

ისე მეშინია მოხედვის.

მე ყველა შემთხვევით მიმიკას

მივიკრავ გულზე და ვიცინებ,

ხანდახან სახე რომ მიგიგავს

ზაფხულში ატეხილ სიცივეს

***

გამოდი კაბიდან,

გამოდი თმებიდან,

დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.

დღეს ჩამოვიხსენი

სიმძიმე მხრებიდან

და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის,

გამოდი სულიდან,

გამოდი წბიმაში,

პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.

ჩაწექი შიშველი

მხურვალე სილაში,

მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.

გამოდი და ისე

თამამად მიყურე,

მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.

სარკიდან გამოჭრილ

ალესილ ფიგურებს

შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.

გამოდი და მზეზე

გული დაასვენე,

სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნაკბენი.

ესპანურ კანტატას

მღერიან მასები

და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.

გამოდი, სისხლივით

ჩქარია კორიდა,

გამოდი და “ოლე” შესძახე ტრიბუნებს.

გამოდი, დაჭრილი

მოვედი ომიდან

და შენს თავს ვიბრუნებ.

…გაგრძელება იქნება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s