მარტი გაიმარტა მარტულად


ან

მარტი მარტით მარტობს🙂

დილას გავიღვიძე, ფარდა დახურული მაქვს ესე რომ სანამ არ ავდგები და სხვა ოთახში არ გავალ ამინდს ვერ ვხედავ. ცალი თვალი დახუჭული მაქვს , ძილისპირულზე ხალათმოცმული, ფუმფულა ჩუსტიკებით გამოვფლატუნდი, ვხედავ გარეთ თეთრი, ფუმფულა ფანტელები თეთრად თოვს. _ოჰჰ ისევ თოვლი…_

გავიღვიძე ბოლომდე

ბერეტი ჩამოვიფხატე და გავედი საყვარელი 100 ნომრის შესახვედრად, მალოდინა😦, ფუმფულა თეთრმა ფანტელებმა თეთრად დამათოვა და გამათეთრა

100მა ნომერმა თავის გამოჩენით გამახარა და გული ამიფანცქალა🙂

გრძელი გზის გავლის შემდეგ მივედი კლინიკაში, როცა 100 ნომერს დავემშვიდობე და ფეხი ასფალტზე დავდგი–სრულიად მშრალი იყო და არც ციდან ცვიოდა ფანტელი

გავიცანი ჩემი კურატორი გასტროში, კარგი ვინმე აღმოჩნდა, მე მალევე მოვშინაურდი და საქმეში ჩავერთე(ჩამრთო) აქტიურად, ესე რომ გასტროზე პირველი დღე ფრიად ნაყოფიერი იყო.

გასტრო-პაციენტებით დაკავებულმა უეცრად ვიგრძენი, რომ ფანჯარასთან მჯდომს ზურგი გამიხურდა,მოვიხედე და ვხედავ გარეთ კაშკაშა მზეა


მალე დავემშვიდობე გასტროს კაშკაშა მზის მიუხედავად მაინც ჩემი შავი ბერეტი ჩამოვიფხატე და მწვანე შარფში გავეხვიე.

დიღომში უფრო ღრმად შევიწიე და საშინელი ქარი გამოექანა ჩემს შესახვედრად, მესმის ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა და ისე მეტაკა ცხვირ-პირში და მთელს სხეულზე ხელ-ფეხი მომხვია ,მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ძალით ლამის წამაქცია, ძლივს გავუძელი და ძლივს შევაფარე თავი შენობას.

იქ გამთანგველი მუშაობა ფურცლებთან შებინდებამდე და მერე ისევ შავი ბერეტი ჩამოვიფხატე და მწვანე შარფში გავეხვიე და შენობის დატოვების შემდეგ გავიქეცით მანქანისკენ , რადგან ისეთი სიცივე იყო ძვალ-რბილში აღწევდა.

2 thoughts on “მარტი გაიმარტა მარტულად

  1. ცვალებად ამინდებთან ერთად იცვლებოდა ჩემი გუნება-განწყობილება… შენი არ ვიცი და ჩემზე ამინდი და საერთოდ ბუნება ძალიან მოქმედებს…

  2. საერთოდ ჩემზეც მომქედებს კი არადა მე “მარტიანელი” ვარ ესე რომ მე ისედაც მეცვლება ხასიათი ამინდის გარეშეც :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s