ფეხსაცმელი და ხელჩანთა ერთი ფერის უნდა იყოს?!


აქამდე ვფიქრობდი, რომ კი

მაგრამ სულ უფრო მეტ და მეტ საპირისპიროს დამამტკიცებელ დოკუმენტებს ვპოულობ

მოკლედ უნდა იყოს სრულiად შეხამებული ანუ ერთი ფერის თუ სრულიად განსხვავებული ფეხსაცმელი და ხელჩანთა?!

აქ აზრი ორად იყოფა

ძნელია საერთო კონსენსუსის მიღწევა, ბევრ ფრანგულ სტილისტურ საიტს და სტატას გადავავლე თვალი, ინგლისურენნოვანსაც და ამ დასკვნამდე მივედი: ორივე მოსულა, ანუ ფეხსაცმელი და ხელჩანთა ერთი ფერის ან ფეხსაცმელი და ხელჩანთა სხვადასხვა ფერის ,მაგრამ სტილისტურად შესაფერისი.

და აქვე ბონუსად რამოდენიმე რჩევა:

* კარგად შეათამაშეთ გასხვავებული ასპექტები, ანუ სულაც არაა სავალდებულო ერთნაირი ფერი ან ერთნაირი ქსოვილი იყოს, მთავარია ერთიანობაში ეს საათი, შარფი, ჩანთა, ფეხსაცმელი, კაბა თუ სხვა რამ ერთად ქმნიდეს ჰარმონიას.

* არ გადაამლაშოთ. მაგ.:თუ წითელი ალისფერი ჩანთა გიპყრიათ არაა საჭირო ასეთივე ალისფერი ფეხსაცმელი გეცვათ. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად კონვენციური, ზედმეტად პირობითი და ზედმეტად საზღვრებში მოქცეული;

* იყავით გონიერი “შოპერი” (მყიდველი:): არ იყიდოთ ფეხსაცმელი მხოლოდ ამ იდეით “ეს მოუხდება ამა და ამ კონკრეტულ ჩანთას”.უფრო გლობალურად მიუდექით.ანუ შეძენისას იფიქრეთ პრინციპით:სამსახურისთვის, საღამოებისთვის, ყოველდრიური, “შიკ”…

Q: Is it true that your bag must match your shoes?

A: With so many new choices of bags in delicious colors and prints, who has the money, much less the time, to have matching shoes to go with them? Shoes and bags are accent pieces that complete your look. A safe bet is to make sure the shoes work first with what you’re wearing. Then choose the bag that goes best with the entire outfit. For that patent-leather bag in baby blue, you can opt for a white or camel slingback. Trust your eye; otherwise, your closet will be sporting that great bag more than you will.

marie claire

უფრო მეტს ფოტოები იტყვის

+pour (ანუ აქ ნახავთ ფეხსაცმელი-ხელჩანთა კომბინაციას ერთ ფერში)

-contre (ანუ განსხვავებული ფერები,მაგრამ სტილნო!)

ჰა რას იტყვით? მე პირადად ორივე ვარიანტი ძალიან მომწონს, გააჩნია სად მიდიხართ, რა გაცვიათ, დრეს-კოდი როგორია, რა ასორტიმენტია თქვენს გარდერობში, რაღაც საინტერესოს მოფიქრება ყოველთვის შეიძლება😉

4 thoughts on “ფეხსაცმელი და ხელჩანთა ერთი ფერის უნდა იყოს?!

  1. ვფიქრობ შეიძლება ზუსტად ერთ ფერებში არ იყოს ხელჩანთა და ფეხსაცმელი, მარა ერთ ტონში რომ იყოს ჯობია. მაგრამ ეხლა ისეთი ჩრელი ფერებია და არეული მოდაში რას გაიგებ)))))))))))))))

  2. მაგრამ პირველი სურათზე ძალიან მომეწონა ეს წითელი ფეხსაცმელი და ხელჩანთა, თვითონ არ ვარ წითლის მოყვარული, მაგრამ სხვაზე ძალიან მომწონს))))))))) ვისაც უხდება რა თქმა უნდა. ზოგი ისეთი ჩაცმული დადის რომ გაგიკვირდება ან საიდან შოულობს ასეთ ტანსაცმელს)))) არ არის აუცილებელი ძვირადღირებული და ძვირფასი გეცვას, მთავარია შეხამებულად.

  3. მართალი ხარ ლიზიკუნა
    მთავარია გემოვნება და მარჯვე ხელები :)))) და სტილი შენს ხელთაა🙂
    ერთი რამ კი ფაქტია: ორივეშია სილამაზე ანუ სრულიად ერთი ფერი და ან ცოტათი განსხვავებული ან სრულიად განსხვავებული სამაგიეროდ კაბაში იქნება ელემენტები რომელიც გაერთიანებს ამ სრულიად განსხვავებულ ფეხსაცმელსა და ხელჩანთას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s