red nail polish&red lipstick


ყველა დროს ყველა ეპოქაში მოდაშია და იქნება

ნებისმიერ სტილთან

ნებისმიერი ტონალობის წითელი, საკმარისია წაისვა და მორჩა უკვე რაღაც დეტალი შენში ბრწყინავს

და მაინც რას ნიშნავს წითელი ფრჩხილსაცხი?!

ნიშნავს რომ შენ ხარ ფრეშ, შენს თავში დარწმუნებული, დრამატიზმი შენთვის უცხო არაა.

წითელი ფერი_სიმბოლო ვნების, ცეცხლოვნების და ავტორიტეტულობის :პ

შინაგანი სიძლიერე–ჩამალულია და ჩასაფრებულია, თავის დროს ელის, სექსუალობა…

ისე საერთოდ საინტერესოა როდიდან იწყებს სათავეს ფრჩხილთსაცხი

თურმე ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წელს ჩინეთში ისვამდნენ ქალები (რას საინტერესოა)

ნარევი ფუქტრის ცვილი,ჟელატინი, კვერცხის ცილა და კიდევ რაღაცეებიი..ასევე უმატებდნენ მცენარეებს-ვარდის ან ორქიდეის ფურცლებს.

პირველი თანამედროვე ფრჩხილსაცხი კი შეიქმნა 1932 წელს რევლონის მიერ.

ეგვიპტის დედოფალს ნეფერტიტს ძალიან უყვარდა წითელი ფრჩხილსაცხი ხელისა და ფეხის თითებზე.

აჰა კიდევ იცით რააა?_დაბალი სოციალური ფენის ქალბატონებს ეკრძალებოდათ წითლის წასმა ,მათ მხოლოდ ღია ფერის ლაქი შეეძლოთ წაესვათ.

40იანი წლებიდან ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა აქტრისებისა და მომღერლების წყალობით

ერთი სიტყვით წითელი ფრჩხილთსაცხი ყველა ქალს აგრძნობინებს თავს სექსუალურ, ზღაპრულ,მომაჯადოვებელ ქალად!🙂

ხო ეხლა კი წითელ ტუჩსაცხზე_ აქ საქმე უფრო რთულადაა, ანუ მისი მორგება დიდი ხელოვნებაა

ისე კი წითელი ფერის ტუჩსაცხი 1970 წლით თარიღდება , Guerlain-მა შექმნა და დაარქვა_ “Ne m’oubliez pas”_ანუ “არ დამივიწყო”

კაცებს ჯერაც ხიბლავთ ამ ფერის ტუჩები,მაგრამ ბევრი ქალი ვერ ბედავს მის წასმას

აქვე რამოდენიმე რჩევა (სანდო წყაროებიდან, ჩემგან არა რა თქმა უნდა):

* სახის გასაფერკმთალებლად ღია ფერის ფერუმარილი წაისვით. თვალზეც ღია ფერის წაისვით და ღია ფერისვე ლოყები. (წინააღმდეგ შემთხვევაში კლოუნს დაემსგავსებით)

* თვალის ლაინერს თავი დაანებეთ და მხოლოდ მასკარათი დაკმაყოფილდით (შავი_ ბრუნეტებისთვის და ყავისფერი _ქერებისა და წითურებისთვის)

* ტუჩებზე ჯერ ლაინერი წაისვით

* ჰოდა კიდევ ერთი როცა წითელ ტუჩსაცხს ისვამთ, წითელივე ფრჩხილსაცხს ერიდეთო (ჰმმ..მეგონა კარგი კომბინაცია იქნებოდა :() აქვე თუ ძალიან გინდათ წითელი ფრჩხილსაცხიო მაშინ ეცადეთ ზუსტად ისეთივე ფერის შეარჩიოთ როგორც ტუჩზეო🙂

* ჰოდა ბოლოს _წითელი ტუჩსაცხის ყიდვის შემდეგ თუ აღმოაჩინეთ, რომ ძალიან კაშკაშა, ძალიან მუქი ან რაღაცნაირია ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, რადგანაც თავისუფლად შეგიძლიათ ის შეუხამოთ სხვა ტუჩსაცხებს, თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები🙂

* საერთო ძირითადი წესი: მო-ორანჟისფერო წითელი უხდება ყველას, მოვარდისფრო წითელი_უფრო მუქი ტონის მქონეთ

* ჰოდა ბოლო შტრიხი: კბილები წითლად, რომ არ შეგეღებოთ, ტუჩსაცხის წასმის შემდეგ მოათავსეთ თითი თქვენს პირში, ტუჩები მოაქციეთ მის ირგვლივ და ნელა მოაშორეთ თითი, ასე ზედმეტი ტუჩსაცხი უადგილო ადგილებიდან მოშორდება.

და ბოლოდ სელებრითები წითელი ტუჩებით🙂

ჰოდა თქვენი არ ვიცი და ეხლა სწორედ წითელი ფრჩხილსაცხი მისვია და წითელი ტუჩსაცხი განსაკუთრებულ საღამოებზე მიყვარს🙂

2 thoughts on “red nail polish&red lipstick

  1. წითელი ტუჩსაცხი [ისე, ეს სიტყვა უფრო უხდება, ვიდრე ‘პომადა’] მიყვარს ძალიან, მაჟრჟოლებს და მაკანკალებს ისე! მაგრამ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხმარობ.
    ჰო, მაკიაჟზე მე ასეთი რამ მაქვს გაგებული – სახის მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა გამოკვეთო, თვითონ ირჩევ, რომელი. მაგალითად, თუ წითელ ტუჩსაცხს ისვამ, ესე იგი, ტუჩებია გამოკვეთილი და თვალებზეც ასეთი აქტიური ფერის ჩრდილი არ უნდა წაისვა.

    პ.ს ამ სელებრითებიდან პენელოპეს ყველაზე მეტად უხდება წითელი

  2. ხო პენელოპეს მართლა ყველაზე მეტად უხდება, ნატალი პორტმანის და კამერონის შემთხვევაში_ძალიან “ნეუდაჩნია”
    ზემოთ ქერებსაც უხდებათ,მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მუქ, შავთმიან ლამაზმანს უფრო უხდება🙂

    ჰოდა მართალი ხარ გამოკვეთასთან დაკავშირებით, მეც ესე წამიკითხავს “ლიტერატურაში” რომ ან თვალები უნდა იყოს გამოკვეტილი ან ტუჩი (თუ ზემორე პოსტიკში საპირისპირო მიწერია რამე მომიტევეთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s