“Everyday one letter to my FB friend”#3


to http://www.facebook.com/profile.php?id=747172177

მუდამ მომღიმარი და მუდამ მომღიმარი ვინ არისოოოო? :))

ჩვენი სმაილიკაა, ჩვენი ანნაანნოოო :)))

ჩვენი გულუბრყვილო, უეშმაკო, ალალი, მომღიმარიი🙂

ჰოდა როგორ დაიწყო ყველაფერი? ზუსტად არ ვიცი, ნუ კურსელები კი ვიყავით,მაგრამ ჩვენს ჯგუფებს შორის დიდი კავშირი არ ყოფილა და დიდად არც შეხება მქონია და არც მახსოვს.შესაბამისად პოსლე თსსუ გავიცანი უფრო.

მომენტი რომელიდანაც თიკა მახსოვს ან უფრო–კარგად მახსოვს: ) არის ექსკურსია-პიკნიკ-დისკოთეკა მცხეთა-შიომღვიმეში

ჩვენ ერთად დავდიოდით ტრენინგზე ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც პროგრამა “სტაჟიორის” ფარგლებში ტარდებოდა და ფაქტიურად ამ თითქმის 1 წლიანი პროგრამის დამაგვირგვინებელი თეორიული ფაზა იყო.

ჰოდა იქ ერთ “ჯგუფში” ვიყავით, ექსკურსიიკენ მიმავალ გზაზე ერთად ვისხედით და საკმაოდ უშუალო და მხიარული მომეჩვენა.რაღაც საშინლად ძლიერი სასმელიც გავსინჯეთ. მერე საერთო დაქალებისგან გავიგე, რომ თიკას ძალიან მოეწონეო, მეც მომეწონა,მოკლედ გავუგეთ ერთმანეთს და მგონი იქიდან აეწყო ჩვენი მეგობრობა :)))

გვიყვარს ხოლმე ერთად “წაპრუტუნება”, ჭორაობა-განხილვა-გაანალიზება კაცების, ყველა ჯურის და ეროვნების კაცის :)))დასკვნების გამოტანა.

ერთ დღეს წავედით და “მაღალმთიანი”ვაკე-ვერა შემოგველაშქრა :))))

რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამ წერილების წერა ვიღაცამ დამავალა ესე, რომ შეიძლება ზედმეტად მშრალი მოგეჩვენოთ (არადა არავის დაუვალებია, სუფთა ჩემი იდეა იყო)

მახსოვს ჩემს “გაწელილ ბრეიქზე” მხარში ამომიდგა ცოცხალი რჩევებით🙂, ცოტა ხანი გაამართლა ,მაგრამ ის ჩემი ისეთი უჯიშოა, მალევე განიცადა ადაპტაცია და ევოლუცია…

ჩვენ მაინც მხიარული ხალხი ვართ და მამაკაცები სულაც არ გვჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ

ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, დაკავებულები ვართ ესე, რომ ეს მთავარია ჩვენ საქმეებში წარმატება და თავის რეალიზაცია და თუ საჭიროა ისიც მოვა :))))))))))

პ.ს. მომწონს შენი ფიჩ კაბა, ძალიან საყვარელი ხარ მასში🙂

პ.პ.ს სა-ბრაუნოდ ჯერაც არ წვასულვართ შენ საყვარელ კაფეში და წავიდეთ რა ერთხელ როგორმე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s