“Everyday one letter to my FB friend”#2


to http://www.facebook.com/nadibaidze

დღეს შენ არ გაგიმართლა, ჩემი ბრალი არაა,მართლა რენდომ პრინციპით ხდება შერჩევა…

ხო პოსტს ვიწყებ იმით თუ როგორ გავიცანი ესა თუ ეს ფრენდი

ეხლა ცოტა დავიძაბე, უნდა გავიხსენო სად და როდის გაგიცანი, ისე, თანაც რომ არ შევცდე,

ჩემს პირველ ფორუმულ ლაშქრობაზე ეს ნამდვილად არ ყოფილა

ნუ მოკლედ ოკ სირცხვილი მე ,მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს და მეშინია ტყუილი ფაქტი არ დავწერო, ესე რომ გაცნობის ამბავს უბრალოდ გამოვტოვებ, ჩემი ნება არაა?!

რაღაც ამას წინათ ფოტოებს ვათვალიერებდი და მგონი სკარლეტ იოჰანსონს მიგამსგავსე

რა ვიცი შეიძლება ვცდები,მაგრამ უცებ ანაზდად მიგამსგავსე და ჰა მომკალი თუ გინდა

ხო შენი თმის ფერი მომწონდა ყოველთვის

ხო კიდე ის მახსოვს ჩემს სურპრაიზ-მეიქინგში რო გაგრიე და ოპერასთან შეგხვდი, უხ რო იცოდე რამდენ ხანს ვფიქრობდი და ვორჭოფობდი უნდა გამერიე თუ არა შენ ამ საქმეში

საერთოდ ინდივიდუალურ საჩუქარს როცა ვაკეთებ ძალიან მეშინია და მრცხვენია მესამე პირების და მაქს.გასაიდუმლოებას ვცდილობ ხოლმე და ის მოკლედ ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემგან…

ხო ამ ბოლო დროს კიდე იმით ხარ კარგი გოგო რომ კორსას ატარებ, მიზანი დაისახე, ისწვალე ტარება, მართვის მოწმობაც აიღე, მანქანაც შენია და უკვე ქალაქ თბილისის ქუჩებზე შენი მანქანის საბურავების ნაკვალევს ტოვებ, ზე-გაბედულობაა

მე ჩემი ტემპებით არ ვიცი… მოწმობა კი კარგა ხანია საფულით დამაქვს,მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მე კი დიდი არაფერი შემიმატებია ჩემი იდეალური მძღოლობისკენ მიმავალ გზაზე :(…

ეხლა ვეძებ ფოტოს , სადაც შედარებით უფრო გავხარ სკარლეტას, უკეთესი იქნებოდა გუშინვე შემენახა

ჰო იმ დღეს კორპორატიულ საღამოზე იმდენი ნაცნობი სახე ვნახე და ერთ-ერთი იყო ა…ო🙂, გამიხარდა კიდევ ერთი ნაცნობი სახის ნახვა

ჰო ანუ ესეც პლუსი შენი, რომ ასეთი კარგი მეგობარი გყავს

უი ხო ის დამავიწყდა იმაში დამეწერა შენთვის პლუსი, რომ ესეთი კარგი ბიძაშვილი გყავს (თუ მამიდასვილი თუ არ ვიცი ზუსტად..ნუ მიმიხვდი ხო?!)

ჰოდა ესე ძილის დროა ეხლა და წარმატებები შენ!

პ.ს. შეიძლება რაღაცეები გამომრჩა,მაგრამ ედიტ-ფუნქცია აბა რისთვისაა🙂

One thought on ““Everyday one letter to my FB friend”#2

  1. სენქიუ სენქიუ
    გამიხარდა და აღვფრთოვანდი
    დაფრთიანებული ვარ ახლა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s