რა მოხდა 1935 წლის 8 იანვარს?


დიდი, არა, დიადი ელვისი დაიბადა

აი აქ

ელვის აარონ პრესლი

როკ-ნ-როლის მეფე

უბრალოდ_მეფე!

უბრალოდ_ ელვის!

დაიბადა ტუპელოში, მისისიპი და 13 წლის იყო, როცა  გადავიდნენ მემფისში,ტენესის შტატი

ნუ მოკლედ ეხლა მთელს მის ბიოგრაფიას რა თქმა უნდა არ მოვყვები , ყველამ კარგად ვიცით ძირითადი შტრიხები, ვინც არ იცის და ნუ, ან ვინც არ იცის დაე წაიკითხოს …

ამ პოსტში იხილავთ: ვიდეოებს , სურათებს და ჩემს სუბიექტურ “სენტიმენტებს”

პირველი ვიდეუ ამ ფილმიდან, ძალიან მაგარი:

ცოტა ცუდი ვიდეოა,მაგრამ საოცრად საყვარელია ელვისი, თავის საოცარი შეიქინგებით და საერთოდ მთელი მოძრაობებით.

ნუ ეს _სიმღერა_საოცრება!!!!!

ელვისი ცოტა მოგვიანებითი ხანის,მაგრამ სთილ ქულ!

ესეც მისი ბავშვობის ფოტო

ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წელიწადში ელვისმა სკოლის მერხიდან მეზობელ სკოლის მერხზე მჯდომ კლასელს_მაგდალენ მორგანს ცოლობა სთხოვა და იმანაც კიო. 1948 წლის სექტემბერში ქორწინებას მოეწერა ხელი, 2 წელიწადში კი განქორწინებას. მაგდალენამ შეიტანა განქორწინებაზე, იცით რა იყო მიზეზი?_ მაგდალენამ გაიგო, რომ მიზეზი იმისა რომ ელვისი ასე ხშირად ითხოვდა ენახათ “Miracle on 34th Street” იყო ის, რომ ელვისმა თვალი დაადგა იქაურ მსახიობს ნატალი ვუდს.(რომელსაც მოგვიანებით ხვდებოდა)

მერე წავიდა ჯარში 2 წლით

ფრიდბერგში სადაც მსახურობდა შეხვდა პრისცილას და იქორწინეს ცოტა ხანში

ჯარში წასვლიდან მალევე დედამის ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, ელვისი ჯარიდან გაუშვეს 2 დღით და აგვისტოს 12ში მოინახულა დედამისი საავადმყოფოში; 2 დღის შემდეგ დედა გარდაიცვალა გულის უკმარისობით, 46 წლის ასაკში… ყველამ კარგად იცის როგორი დამოკიდებულება ქონდა ელვისს დედასთან, როგორი უყვარდა, როგორ მოფერებითი ზედმეტი სახელებით და ბავშვურ ენაზე, მოფერებით  ესაუბრებოდნენ ერთმანეთს…

ჩამოვიდა სერჟანტის წოდებით და ორმაგად პოპულარული და წარმატებული გახდა

საყვარელი❤

ცნობილი ფოტო, 1968 წელს გადაღებული , 1969 წელს ჟურნალ “როლინგ სთოუნის” ყდა იყო

1968 წლის 1 თებერვალს ელვის და პრისცილას შეეძინათ ერთადერთი შვილი _ Lisa Marie

პრისცილა და ელვისი სულ უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს ელვისმა ის მიატოვა 1972 წელს, პრისცილა ვიღაც კარატის ინსტრუქტორს ხვდებოდა. 5 თვის შემდეგ ელვისი თავის შეყვარებულთან_ლინდა ტომსონთან ცხოვრობდა

1973 წლის შემდეგ ელვისის ჯანმრთელობა უარესდებოდა და უარესდებოდა..ერთხელ კომატოზური მდგომარეობით საავადმყოფოშიც მოხვდა, ბარბიტურატების გამო. გასუქდა….

1977 წლის 16 აგვისტოს ის გარდაიცვალა, მისმა ფიანსემ_ჯინჯერ ალდენმა იპოვა  აბაზანაში.

ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ოფიციალურ მიზეზად–გულის დაავადება დაიწერა.

პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა სიტყვა წარმოთქვა:

“His music and his personality, fusing the styles of white country and black rhythm and blues, permanently changed the face of American popular culture. His following was immense, and he was a symbol to people the world over of the vitality, rebelliousness, and good humor of his country.”

President Jimmy Carter

August 17, 1977
დაკრძალვაზე 80 000 ადამიანმა მოიყარა თავი, გრეისლანდის ჭიშკართან ამ ბრბოში და არეულობაში შემთხვევით მანქანა დაეჯახა და იმსხვერპლა 2 ქალი და დააზიანა მესამე….
ფორესტ ჰილის სასაფლაოზე დაკრძალეს დედამისის გევრდით, იყო მცდელობა ნეშტის მოპარვისა, ამიტომ მოგვიანებით ორივე გადაასვენეს გრეისლენდში
არ მინდა ამ სევდიან ნოტაზე დავასრულო, ასე რომ ისევ ადრეული ხანის ენერგიული ელვისი გავიხსენოთ ამ ვიდეოებით🙂
Baby let me be, Your lovin teddy bear
Put a chain around my neck, And lead me anywhere
I don’t wanna be a tiger Cause tigers play too rough
I don’t wanna be a lion Cause lions aint the kind You love enough.
Baby let me be, around you every night Run your fingers through my hair, And cuddle me real tight
და ბოლოს–ხვალინდელი _2011 წლსი 8 იანვრის -დღის სიმღერა

5 thoughts on “რა მოხდა 1935 წლის 8 იანვარს?

  1. დაკრძალვა ჩემს დაბადების დღეზე ჰქონია
    ის ეპიზოდი გამახსენდა ფორესტ გამფიდან რაღაც რკინები რომ უკეთია ფეხებზე პატარა ფორესტს და ისე რომ ცეკვავს უცნობი ელვისის მუსიკაზე. შემდეგ კი ტელევიზორში ნახავს როგორ მოჰპარა უკვე ცნობილმა ელვისმა ცეკვა😀

  2. prodigycow
    ხოო ეგ ძალიან მაგარი მომენტია, მეც ზალიან ვიხალისე და ვხალისობ ყოველთვის, აი დიდმა ელვისმა ვისგან ისწავლა ის ცქვიტი მოძრაობები,:)))

    უიჰ შენს დაბ. დღეს ემთხვევა გარცადვალება?! არაუშავს ეს იამს ნიშნავს, რომ არის შენში რაღაც ელვისებური კი არადა ელვისისებური😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s