I’m not complaining just a little bit


😛

ძალიან შევეჩვიე ამ ინგლისურ-ქართულ პოსტებს, ოხ ეს ორენოვანი პუბლიკა!

ვიწყებ წუწუნს :

ვაიმე საშინელი დღეები მაქვს წლის მიწურულს; იმდენ რამეზე ვფიქრობ თავი ლამის გამისკდეს; იმედია ყველაფერს მოვასწრებ, ყველაფერს მოვაგვარებ და ამით  ბედნიერი შევდგამ ფეხს ახალ 2011 წელში.

თუ არა მაშინ საშინელი სინდისის ტანჯვები არ ამცდება მთელი წელი. ეხლა რაშია საქმე: დაახლ. 3 თუ 4 წლის წინ ფრანგულის სწავლა მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ საზაფხულო სამედ. პრაქტიკა (“პროგრამა მინიმუმ”) ან რეზიდენტურის გარკვეული კურსი (“პროგრამა მაქსიმუმი”) გამევლო იქ.  პირველი პირნათლად  შევასრულე🙂 ყოჩაღ მე! ვამაყობ ჩემი თავით :)))

აი მეორის შანსი (ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი,მაგრამ შანსი შანსია) კი ეხლა მეძლევა, მაქვს დრო 15 იანვრამდე, რომ უუზარმაზარი  (უსაზიზღრესი ) დოსიეს 15-მდე (თუ მეტი არა) საბუთი შევაგროვო, გავამზადო, დავწერო, ვთარგმნო, ვიშოვო, ნოტარიულად დავამტკიცო და ყველაფერი სრულყოფილად გავაგზავნო. ამისთვის მჭირდება თავისუფალი დრო! , იქ აკადემიაში მაქვს მისასვლელი ,იქ დიუმაში, იქ უნი-ში, იქ იქ აქ აქ…ათასი რამ, თან ჩვენი თსსუ-ს ამბავი ყველას მოგეხსენებათ,” რაოდენ მაღალი დონის სერვისი და მომსახურე პერსონალია” , ერთ მარტივ რაღაცის გაკეთებას ისე გაგირთულებენ , რომ გაკეთება არც კი მოგინდება, ყველაფერზე ხელს ჩაგაქნევინებენ ან ხელს აგაღებინებენ … მაგრამ რას ვიზამ?!..

ყველაფერს ამას კიდევ ერთი უბედურება თუ უბრალოდ დამამძიმებელი ფაქტი ემატება: ამდენ ხანს არ მიმუშავია და მაინცდამაინც წინა ხუთშაბათს დამირეკეს იმ დღესვე გამესაუბრნენ და მეორე დღეს დამსვეს უკვე სამუშაოდ😦 არა, მუშაობა კი მინდოდა, მინდოდა კი არა უფრო მჭირდებოდა, ფული, თორე ძალით კი არავის დავუსვივარ და ვარ ასე მას შემდეგ მიბმული ტელეფონთან მთელი დღე , ყოველ დღე , პლუს შაბათს 2_მდე .

საწყალი ჩემი ახალი, “ზიზია” პირადობის მოწმობა  13-ში რეესტრიდან უნდა წამომეყვანა, მაგრამ აბა როგორ? ისინი 6მდე მუშაობენ მე 7ის ნახევრამდე , 30 წუთიან ან 1 საათიან შესვენებაზე მე იქ გასვლა-გამოსვლას მოვასწრებ?!_ვერა!, ისინი შაბათს არ მუშაობენ..

ნუ მოკლედ, რომ არ გამეზიარებინა ჩემი გულის ნადები არ შემეძლო.

მე თუ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მოვახერხე და ეს დოსიე მაინც გავაგზავნე ჩემზე ყოჩაღი გოგო არ იქნება მთელს დედამიწაზე… :))))

გისურვებ დიდ დიდ წარმატებებს და მოთმინებას და სიყოჩაღეს და აბა შენ იცი ეკ!!!!!🙂

4 thoughts on “I’m not complaining just a little bit

  1. ვაიმე პერწკლ დიდი მადლობა :*
    შენ ისეთი კრიტიკული ხარ შენგან მსგავსი სიტყვები ჩემთვის დიდი პატივი და გაწითლების საბაბბია :)))))

  2. წარმატებებს გისურვებ! ეგ საბუთები ყველაზე მეტად მაშინებს მე, და თუ მაგას გადალახავ, ყველაფერი სხვა მოგვარდება, ასე მგონია :))

  3. არის არის! ყოჩაღი გოგო ვარ! ყველაფერი მოვაგვარე და დოსიეც გავაგზავნეეეეეეეეეეეეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s