Ekaterina


ბებიაჩემს ერქვა ეკატერინე . მე არ მახსოვს ეს ქალი, იმიტომ, რომ ჩემ დაბადებამდე კარგა ხნით ადრე გარდაიცვალა …

ეკატერინე ლამაზი სახელია , თან მამაჩემის დედას ერქვა და ამიტომაც დამარქვეს მე (მეორე სამუშაო ვერსია ჩემი სახელისა ყოფილა გვანცა ,მაგრამ ცოლ-ქმარი მივიდა საერთო აზრამდე-ეკა –და დიდი მადლობა მათ ამისთვის)

ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მომწონდა და მაკმაყოფილებდა ჩემი სახელი

აქვე უნდა ავღნიშნო ერთი იაღლიში (რომელსაც 2იოდე წლის წინ ძალიან განვიცდიდი ეხლა კი მომწონს კიდეც მგონი)

მოკლედ მე ჯერ კიდევ სამშობიაროში ვიყავი, როცა მამაჩემმა მიაკითხა რეესტრს ჩემი დაბადების მოწმობის ასაღებად, ყველაფერი რა თქმა უნდა სწორად უკარნახა ,მაგრამ რეესტრის მუშაკ-ჩლუნგ რუს ქალბატონს, რომელიც დარწმუნებული ვარ წლებია საქართველოში ცხოვრობდა ,მაგრამ რა თქმა უნდა ქართულის ინჩი-ბინჩი არ იცოდა, გაიგო რუსულად ჩემი სახელი და თავისი მოკლე ჭკუითვე ჩაწერა–ეკატერინ! ესე გავხდი ეკატერინა, თუმცა ამას ვერ ვგრძნობდი, დიპლომის აღებამდე, როცა დაჟინებით ითხოვდნენ პირადობაში როგორც გიწერია ისეო, არადა იქამდე სულ ეკა ვიყავი ან თუ ძალიან ოფიციუმი იყო საჭირო ეკატერინე (ასე მარტო ჯიმა-ს პრეზიდენტი მომართავდა ))))

რა თქმა უნდა ვიცი რომ შემიძლია შევცვალო ეს ბოლო ასო,მაგრამ ამისთვის მომიწევს გადავაკეთო და თავიდან ავიღო ყველა საბუთი, ესე რომ არა არ მინდა, დაე ვიყო ყველასთვის_ ეკა, ფრანკოფონებისთვის_ კატო, ფრანგებისთვის_ ეკატეღინა, ეკლესიისთვის-ეკატერინე და ა. შ.

რაღა დაგიმალოთ და ისიც ძალიან მიყვარდა, რომ ბაღის ჯგუფში და სკოლაშიც (ბოლო 2 წლამდე) მე ერთადერთი ეკა ვიყავი🙂, ეს ძალიან მახარებდა,უნივერსიტეტის ჯგუფშიც მე ერთადერთი ეკა ვიყავი.

თუმცა ახლახან ვიღაცამ სახელების სტატისტიკა წამიკითხა და გულიც გამიხეთქა _თუ სწორად მახსოვს_მესამე ადგილზეაო სიხშირით შენი სახელი, არ მესიამოვნა, მერჩივნა მე10ზე ვყოფილიყავი🙂 ან მე20ზე

ბებიაჩემი (მეორე -დედის მხრიდან) ფილოლოგი-პოეტი მყავს, და შესაბამისად მასთან როცა ვრჩებოდი ლექსებს მასწავლიდა, ათასნაირ სახელებს იგონებდა (ეკატერინეს ირგვლივ) და მეძახდა, ერთხელ დედაჩემმა ჩამოწერა სცადა და 23-ს აცდა, მე არ მახსოვს, როცა ჩავალ აუცილებლად უნდა გავახსენებინო და ჩამოვწერო🙂 შევინახო

ეკატერინე (ბერძნულია)ნიშნავს  “წმინდას”, “უმწიკვლოს”.

რამოდენიმე სიტყვით წმ. ეკატერინეზე რადგანაც დღეს 7 დეკემბერია -ეკატერინობა :

წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. დედა და ახლობლები ურჩევდნენ დაქორწინებულიყო, მაგრამ ეკატერინე პასუხობდა: „თუ გსურთ რომ დავქორწინდე, მომიძებნეთ სასიძო ჩემებრ ლამაზი და განათლებულიო“.

უფალმა ისე მოაწყო, რომ ეკატერინემ ერთი განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო.

ერთხელ მას ესიზმრა ღვთისმშობელი, რომელსაც ხელთ ყრმა ეპყრა, რომლის სახესაც ვერ ხედავდა

ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: „ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს“. ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე.

ალექსაბდრიის იმპერატორის ბრძანებით,  რომელიც წარმართულ ღვთაებებს თაყვანს სცემდა , ეკატერინე საპყრობილეში ჩააგდეს და მერე აწამეს.ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისსავე სახელობის მონასტერში.

Katherine is a feminine name, which is popular in historically Christian countries, owing to its having been the name of one of the first Christian saints,Saint Catherine of Alexandria.

The name is originated from Greek.

Katherine is first recorded in England in 1196 having been brought back from the Crusades. The name has been in the 100 most popular names in the US since 1880, the highest position being 25th most common name in 1991, and as of 2008, was at the rank of 45.

The spelling Katharine (with a middle a) was more common in the past and is currently more popular in the United States than in Britain. The form Catherine, corresponding with the French version, is also common in English. Less common variants in English include Katheryn, Kathryn, Katharyn, Katherin, Catharine, and Cathryn. The form Karen, of Danish origin, is now often considered an English name in its own right. Diminutives include Katie, Katy, Kate, Kathy, Kath, Kay, Kat, Katya, Katyusha, Kitty, Kit, Kasia and others.

ეხლა კი ამ სახელის_ეკატერინეს ვარიენტები სხვადასხვა ქვეყანაში:

Caitlín (Irish)

Cătălina (Romanian) Catalina (Spanish)

Catarina (Galician), (Italian), (Portuguese), (Spanish)

Caterina (Catalan), (Italian), (Portuguese)

Cathanne (English, French)

Catharina (Dutch), (Swedish)

Catharine (English) Catherin (e)(English)  (French), (Irish)

Akaterina (Turkish)

Catherina (Spanish)

Cato (Dutch)

Ecaterina (Romanian)

Екатерина Ekaterina (Bulgarian), (Macedonian)

ეკატერინე Ekaterine (Georgian transliterated)

Katarina (Croatian), (German), (Hungarian), (Lithuanian), (Serbian), (Slovene), (Swedish)

Katerinka (Czech)      Kató (Hungarian) Kasia (Polish)

ეკატერინე (catherine) უცხოურ ლიტერატურაში:

Catherine, a serial novel by William Makepeace Thackeray

Katherine, a historical novel by Anya Seton

An Abundance of Katherines, a young adult novel by John Green

Catherine, from The Great Gatsby

Catherine Barkley from A Farewell to Arms

Catherine or Kitty, from Jane Austen’s Pride & Prejudice

Catherine Earnshaw from Emily Bronte’s Wuthering Heights

Catherine from Roger O. Hirson’s Pippin

Catherine Mckenna from Bernard MacLaverty’s Grace Notes

მუსიკაში :

*  ეკატერინე II დიდი (რუს. Екатерина II Великая; ქალიშვილობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი), (დ. 21 აპრილი/2 მაისი, 1729, შტეტინი — გ. 6 ნოემბერი/17 ნოემბერი, 1796, ცარსკოე-სელო) — რუსეთის იმპერატორი სამ ათწლეულზე მეტი ხნით, 1762 წლის 16 ივლისიდან სიკვდილამდე.

** ეკატერინე ჭავჭავაძე (დ. 19 მარტი, 1816 ― გ. 13 აგვისტო, 1882), სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

*** ეკატერინე I (რუს. Екатерина I (მარტა სკავრონსკაია, ეკატერინე ალექსის ასული მიხაილოვა, 1684—1727 წწ.) — რუსეთის იმპერატრიცა 1721 წლიდან როგორც მოქმედი იმპერატორის მეუღლე, 1725 წლიდან მმართველი მთავრინა. პეტრე I-ის მეორე ცოლი, იმპერატრიცა ელისაბედ I-ის დედა.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეკატერინეს ნამდვილი სახელი — მარტა სამუილის ასული სკავრონსკაიაა, მოგვიანებით კი პეტრე პირველს მოუნათლავს ეკატერინე მიხაოლოვად. იგი ბალტიისპირელი (ლატვიელი) გლეხის ოჯახში დაბადებულა, ტყვედ ჩავარდნია რუსის ჯარს და პეტრე I-ის საყვარელი გამხდარა. შემდეგ კი მისი მეუღლე და რუსეთის იმპერატრიცა. მის საპატივსაცემოდ პეტრე დიდმა წმინდა ეკატერინეს ორდენიც კი დააწესა და ურალში ქალაქს ეკატერინბურგი დაარქვა.

**** ეკატერინე გაბაშვილი – Ekaterine Gabashvili (1851 – 1938)

***** ეკატერინა კუცია _ Ekaterina Kutsia MD      :P :)) ცნობილი და გამოჩენილი       პედიატრი არა მარტო ქართულ სამამულო პედიატრიაში არამედ მთელს ევროპაში,     საუკეთესო სპეციალისტი. ბავშვები გიჟდებიან მასსზე, მშობლები და ახლობლები     კი ძლიერ ემადლიერებიან.2008-2011 წლებში დაამთავრა რეზიდენტურა “ზოგადი   პედიატრიის”განხრით თბილისში, ასევე გაიარა დამატებით სპეციალიზაცია        _პედ.პულმონოლგიაში.2011-2012 წელს გაიარა სპეციალიზაციის კურსი  საფრანგეთის წამყვან პედ. კლინიკაში, იქვე დაიწყო მუშაობა სადოქტორო თემაზე _თამაშის გავლენა ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე, რომელიც წარმატებით დაიცვა 2013 წელს თბილისში და გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კლინიკური პრატქიკის პარალელურად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ-რეზიდენტებს ასწავლის ( არის პროფესორ_ასისტენტი); მის სახელზეა ათობით სტატია ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ-გაზეთებში; ჩართულია მთელ რიგ კლინიკურ კვლევებში. ეს მისი არასრული ბიოგრაფიაა, მხოლოდ 2013 წლამდე, წინ კიდევ ბევრ წარმატებულ ნახტომს ველით მისგან_ეკატერინასგან🙂.

One thought on “Ekaterina

  1. “Katarina (Croatian), (German), (Hungarian), (Lithuanian), (Serbian), (Slovene), (Swedish)
    Catarina (Galician), (Italian), (Portuguese), (Spanish)
    Caterina (Catalan), (Italian), (Portuguese)
    Cathanne (English, French)
    Catharina (Dutch), (Swedish)
    Catharine (English) Catherin (e)(English) (French), (Irish)”
    ესენი ჩემებიც არის. :))

    გუშინ მინდოდა მოლოცვა და დამავიწყდა :((
    ხოდა გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
    სახელს რაც შეეხება, არასოდეს მქონია მსგავსი პრობლემა. ისე კი, ადრე სულ რაღაც არასწორი ეწერა პირადობებში.
    მე შეცდომით მიწერია ქალაქი
    დედაჩემს – დაბადების თვე.
    მამაჩემსაც რაღაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s