I love გიორგი ზანგური


ეს ის პერიოდი იყო როცა სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული ესე რომ არც ერთი ღონისძიება არ გამომეპარებოდა

ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება დაიგეგმა: გიორგი ზანგურის პოეზიის საღამო

სიმართლე გითხრათ ზუსტად არ მახსოვს მანამდე ვიცნობდი თუ არა, მაგრამ ვგონებ მისი “ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს” აუდიო ვერსია მოსმენილი მქონდა ჩემი მეგობარი-სერჯიოს წყალობით.

ჰოდა მივედი,მარტო, მშობლიური “შემაერთებელი კორპუსი”, ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში იმართებოდა

ფოიე გადავიარე და ბიბლიოთ-ეკ-ის კარებში უნდა შევსულიყავი იქიდან გამომავალ ბიჭს შევეჩეხე–სახეს ნათელს, თეთრს, ცისფერი თვალების გამონათებას და ოქროსფერ კულულბს, მოვინუსხე და მოვიხიბლე ; აი ისეთი სახე ქონდა როგორიც მღვდელს უნდა ქონდეს–ძალიან ღვთიური,სანდო და ნათელი; ნუ უხერხულობა წამებში მოვხსენით და გავიარეთ ჩვენ-ჩვენ გზებზე.

შევედი ,დავჯექი

დროა!

უნდა დაიწყოს, შემოდის ჩემი შემოფეთებული ღვთიურკულულებიანი ყმაწვილი🙂, ჰმმ უცნაურია არსად არ ჩერდება და დასაჯდომ ადგილს არ ეძებს პირდაპირ “სცენისკენ”,

ის ისაა

გიორგი ზანგური🙂

არადა სიმართლე გითხრათ ზანგურის გაგონებაზე რატომღაც წარმომედგინა ნუ მთლად ზანგი თუ არა შავგრემანი, შავ თვალწარბ-თვალებიანი ყმაწვილი,მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი🙂

აი ასეთი იყო ჩემი პირველი შეჯახება ზანგურთან🙂

მისი ჩემი ფავორიტი ლექსები :

ჰაერობანა

-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?

****

ყოფნა ყველაფერში

გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები ილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თAმბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები, რაც იყო გუშინ?
ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი…

****

სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

მიყვარს…

ეს რო წაიკითხა გამაჟრიალა :

****

ჩემზე წევხარ და გძინავს
გაგმკვრივებია მკერდი
მთვარეს უცვალა წვიმამ
ღრუბლის ლოგინში გვერდი

შენი სუნი მაქვს ტანზე,
ენით ნალოკი ყელი
და ნაკბენებიც კანზე
გაგიხდა მოსავლელი

აბაზანაში სველი
ქალის საცვლები ყრია
შენს ნაბანავებ კისერს
ტუჩები დაივლიან

ბიძგები მაღლა, დაბლა
ზემოდან ქვემოთ, იქ-აქ,
შენი ალერსით დაღლა
შუაღამეში მიმაქ

კოცნით დაგისვრი მუცელს,
ზურგზე ავივლი ენით
ამ მკერდს გული რომ უცემს
გულისცემმაა შენი

****

ყვავილების გვირგვინი

მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ,
რწევა აკვანში
რწევა აკვანში
რწევა აკვანში.
დედის გარეშე
პირველ ნაბიჯებს
სწავლობ მანეჟში,
სიტყვის უაზრო
ისმის თამაში:
მინდა “ატაში”.
სკოლიდან სახლში
მარტო მიდიხარ,
უკვე დიდი ხარ,
თანაც ხიდი ხარ,
როცა მამიკოს
ლანძღავს დედიკო,
ყვავილებს ჩუქნი
კლასელ მედიკოს
არ იცი რატომ.
თანდათან პალტო
მოკლდება ტანზე,
წარმოდგენებმა
საკუთად თავზე
უცებ იმატა,
და გაგინათა აზრებმაც
გონი, მეგობრობაში
ჩახვედი კონი-
გამსკდარი ტუჩი
და შეუერთდი
ქუჩის დარაჯებს,
ბირჟას ამაგრებ.
თუთუნს არ აკლებ
რგოლებს და ნაფაზს,
ყვავილებს უკვე
უგზავნი მაკას.
წვერგაპარსული
ამთავრებ სკოლას,
და შენთან ბრძოლა
ბეზრდება ყველას,
თან შენს მაგივრად
გამოცდება ღელავს
მთელი ოჯახი.
თურმე ყოჩაღი
ბიჭი ყოფილხარ,
სტუდენტი გახდი
და შენთვის ნაღდი
საჩუქარია
ქეიფი, ღვინო,
ყვავილებს შენგან
ღებულობს ნინო-
შენი კურსელი.
ტუჩებს უსველებ
ლამაზ გოგოებს
და კარუსელი
ნაზად ტრფიალებს.
თამადა დაცლის
სავსე ფიალებს,
შენა ხარ ქმარი,
ყვავილის ბუკეტს
ზურგს უკნ ისვრის
თეთრონი მარი.
მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ,
რწევა აკვანში, რწევა აკვანში,
რწევა აკვანში.
გეყოლათ ბავშვი,
ცოლი კი შალში
გახვეული,
დაღლილი გიცდის,
სხვა ქალი გიწვდის
გაშლილ მკლავებს
და შენ ღალატობ.
მერე მთელი ღამე
ცოლთან კამათობ
ქალის არომატს
სუნამოს თმაში.
სული უბერე
ლოგინზე ჩამქრალ
ჭიაკოკონას
და პაწაწინა გაჩნდა
გოგონა,
სახელად ქეთი,
ყველაზე დიდი
სიხარული,
ყველაზე მეტი.
შენი ცხოვრება
ტრიალებდა
ბორბალი დროგის.
დრო კი…ოთახში
შვილიშვილი დარბოდა
ცელქი.
შენ თითქოს ქერქი
გაგიმაგრდა,
ითვლი ჭაღარებს,
კვირტი გახარებს
მოხუც ბაბუას,
ჭადარის კვირტი.
ქარს დაუკვირდი
-მოგონებას,
ფოთლებს გაგაცვენს,
საფლავს ჩაგაწვენს
და ყვავილების დაგადგამს
გვირგვინს.
სიჩუმე ირგვლივ…
მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ.
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში, რწევა აკვანში

to be continiued… (in next post)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s