I love გიორგი ზანგური (part 2)


****

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს –
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..

****

მკვლელი

მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.

ეს ერთ-ერთ ჟურნალისტს ვციტირებ: “გრძელი, ტალღოვანი და მზისფერი თმა, ამავე ფერის წვერი, ჭრელი თვალები, მჟღერი, ბოხი ხმა და ბრგე აღნაგობა… ერთი თვალის შევლებითაც მიხვდებით, რომ განსხვავებულია, თითქოს არაამქვეყნიური, ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების რაინდს, პირადად ჩემში ჭიაბერის ასოციაციას იწვევს, იმ ჭიაბერისას, კონსტანტინე გამსახურდიამ რომ აღწერა  „დიდოსტატის მარჯვენაში“, ოღონდ ეს ასოციაცია მხოლოდ მათი ვიზუალური მსგავსების გამო გამიჩნდა. გიორგი ზანგურზე მოგახსენებთ, მითების პოეტზე, რომელიც სინამდვილეში მსახიობია და ხელოვნების ორივე დარგში ერთნაირად უშუალო, ბუნებრივი და დამაფიქრებელია.”

ეს კი თვით ზანგური: “- რა გითხრათ, თანამედრვოე საქართველოდან ვარ. 1982 წლის 14 ოქტომბერს თბილისში დავიბადე, დავამთავრე 144-ე საშუალო სკოლა და შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი 2004 წელს. მას შემდეგ ვთმაშობ სხვადასხვა სპექტაკლებში, თუმანიშვილისა და მესხიშვილის თეატრების სცენებზე, ვთამაშობდი აგრეთვე „სამეფო უბნის თეატრშიც“, ვმონაწილეობდი სამ ტელესერიალსა და ორ ფილმში. გამოცემული მაქვს ასევე ლექსების ორი კრებული.”

_”ლექსით მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. კარგია, როცა ვიღაც ჩემს ლექსში საკუთარ თავს აღმოაჩენს. ადამიანები, საერთოდ, სადღაც ერთმანეთს ვგავართ და მინდა, რომ ყველამ შეიგნოს ეს. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს და თუ ამას გავითავისებთ, იდეალურად ვიცხოვრებთ.”

– სიყვარული და საყვარელ ადამიანთან ყოფნა განაცდევინებს ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას.

ესეც მისი ვაჟი

და ესეც ციტატა ჩემი 2008 წლის ფორუმული ჩანაწერიდან :

Question
აიი შენ გაიხარე როგორც ეხლა მე გამახარეეეე
აი ეხლა შემოვედი სახლში
სრულიად შემთხვევით სამედიცინოში შევიარე და დამხვდა მეგობარი კითხვით-ხო შემოხვალ გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოა
—–
ეს სახელი და გვარი ადრეც გამიგია და რამოდენიმე ლექსი მომისმენია, თუმცა დიდად წარმოდგენა არ მქონდა ვინაა და როგორ, მაგრამ ფაქტია ,რომ ინტერესი დიდი იყოოოო!!!!
ჰოდა რა თქმა უნდა შევედი ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში და დაველოდეეე——-
მანამდე კარებში შევეჩეხე სიმპატიურ ყმაწვილს სათნო სახით და კულულებით, ქერასsmile.gif ჰოდა სწორედ ეს ყოვილა ზანგური tongue.gif

მოკლედ მე ძალიიიაან ვისიამოვნეე
ყველა ლექსი მომეწონა მგონი ეხლა ყველა ერთმანეთში მერევა თითქოს და ერთიანად მახსოვს ცალ-ცალკე არა

ჰოდა მოვედი სახლში ფორუმში შემოვედი იმის იმედით რო აქ ვნახავდი იმ ლექსებს და ვუალააააა!!!!!

მოკლედ გაიხარეთ
* * *
ამ დღეებში აუცილებლად ვიყიდი მის წიგნს smile.gif

ჰო კიდე 2 ახალი წაიკითხა იუმორისტული უსულო საგნნებზე
ერთი რაღაც დანაშაულებრივი ქრონიკა –ძალიან სასაცილო
და მეორე ძალიან საყვარელი -ქოთნის ყვავილის speech და ფიქრები sad.gif smile.gif

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s