Toulouse map (ანუ ჩემი გზა)


ან კიდე ერთი ანუ “my way” :)))😛

ყოველ დილას ვიღვიძებდი ტრიპოდ B-ს  ოთახში დაახლ. 8 საათზე, გამოვდიოდი შოკოლადის შხაპ-გელით შეიარაღებული და შევდიოდი საშხაპეში, რომელიც დერეფნის ბოლოში იყო, დერეფანში როგორც წესი სიჩუმე იყო, კაცისშვილის(ერთად იწერება ხო ეს სიტყვა?) ჭაჭანება არ იყო, გამოვფხიზლდებოდი და სრულიად “ფრეში” ვბრუნდბეოდი ოთახ #    ში, წყალს ავადუღებდი და ჩაის დავლევდი კრუასანთან (თუ მქონდა ამის ფუფუნება) ან რაიმე ხილს გეახლებოდით, ან იოგურტს… მერე კარადის კარებს გამოვაღებდი და_რა ჩავიიცვა?, მერე მეორე კარს_ფეხზე რა ჩავიცვა?, ბოლოს ჩავიცვამდი, მსუბუქი მაკიაჟი, თმა , ჩანთის ჩალაგება_ფონენდოსკოპი, ბლოკნოტი, კალამი, ფული, კაღტ პასტელ ტისეო (ტისეოს ბარათი)(რისი საშუალებითაც ესე კომფორტულად ვმგავრობდი ტულუზის ავტობუსებსა და მეტროში). ფანჯარას ოდნავ ღიას ვტოვებ და ჟალუზებს ბოლომდე ვხურავ (შუადღეზე აქ მზე ადგება და სულ გამიხურებს ოთახს) გავდივარ, იმედია არაფერი მრჩება, კარებს ვკეტავ, გასაღებს ვიდებ, კარებს ვამოწმებ ხო კარგად ჩავკეტე.

ჩემგან პირდაპირ აქ ჩამოვიდოდი :

თუმცა მე ძირითადად აი აქედან გამოვდიოდი დილას :

 

 

 

 

 

 

მერე კი ამ მარშუტს გავდიოდი მეტრო სადგურ_ faculté de pharmacie_მდე, დაახლ. 4 წუთი ჭირდებოდა,

საკმაოდ ღრმა სადგურია, გავატარებდი ჩემს ტისეოს, ბოლოსკენ უფრო გავზარმაცდი და ლიფტით ჩავდიოდი ხოლმე :))

ამ სადგურზე სულ სიჩუმე იყო დილას, და თითო-ოროლა სტუდენტი ან სტუდენტკა იდგა, “მეძინება”-თვალებით, მალევე მოკუსკუსდებოდა ჩემი კოხტა-კომპწია მატьარებელი და იწყებოდა გრძელი გზა.

 

 

 

გავდიოდი  სადგურებს: Ligne B:

Rangueil, Saouzelong (თავიდან ყველაზე ძნელად წარმოსათქმელი :)), La station Saint-Agne – SNCF, Empalot (რომელსაც დამპალოს ვეძახდით, უბანი მართლაც ასეთი იყო, თავიდან აქდან დავდიოდით აუზზე, საკმაო მანძილი უნდა გაგვევლო ამ უბანში, რომელიც ძირითადად არაბებით იყო დასახლებული და საკმაოოოდ საშიში იყო!), Saint-Michel – Marcel-Langer (ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დასახელება და შესაბამისად ბოლომდე არ ვიმახსოვრებდი და არც არაფერია მასთან დაკავშირებული), Palais-de-Justice (ნელ-ნელა გავდივართ სანტღ-ვილ-ში)

აქ არ ამოვდივართ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გზას, წინ კიდე დიდი გზაა🙂

 

 

 

 

 

 

Carmes, (უკვე ფაქტიურად ცენტრში ვართ), François-Verdier (მე მიყვარს ეს სადგური, ჩემი სუბიექტური პატარა მიზეზი მაქვს)(აქედან შეგიძლიათ გაეშუროთ და ნახოთ monuments de combattants მემორიალია გრანდიოზული და იქიდან დაუყვეთ ლამაზ “ალეას” ,აქეთ-იქითაც გაიხედეთ ლამაზი აპარტამენტის ტიპის სახლებია , რამოდენიმე წუთში ჩახვალთ “გღანდ ღონდ”-თან, სკვერია ძალიან ლამაზი და აქვეა ეს კიოსკი, სადაც პერიოდულად ცეკვები იმართება ხოლმე

აქედანვე გადახვალთ მეორე ბაღში _ ჟაღდან დე პლანტ (ბოტანიკური ბაღი) და მესამე_ ჟარდან ღუაიალ🙂 (მიყვარს ეს სამივე ადგილი ძალიან!!!!)

აქაც არ ვჩერდები და არ ჩამოვდივარ რა თქმა უნდა, ხო არ მითქვამს სად მივდივარ?_ Hôpital de Purpan(ოპიტალ დე პურპან).

შემდეგი სადგურია_  Jean-Jaurès, აქ ვტობებ მატარებელს, ამოვდივარ , ხაზი უნდა შევიცვალო _B ხაზიდან  A ხაზზე, აქაც ტისეოს კარტას ვატარებ და

 

Capitole  , Esquirol (ბოლო ორი ცენტრია, ისევე როგორ ჟან-ჟოღე , აქ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ან უფრო ამოხვიდეთ და ისეირნოთ), Saint-Cyprien – République(ამასა და ესკიღოლს შორის მდინარე გარონია), შემდეგი სადგური _Patte-d’Oie

(ცოტა რომ გავერკვიე მერე აქ ჩამოვდიოდი ხოლმე) მანამდე კი შემდეგ  სადგურ _ Arènes და აქ ავტობუსს ველოდბოდი, რომელიც ზუსტად წინასწარ განსაზღვრულ დროს მოდიოდა (განრიგი იქვე გაჩერებაზე იყო გამოკრული).

პატ-დუა-დან 14 ნომერი ავტობუსით დავდიოდი, აღენიდან კი  66-ით მგონი აღარ მახსოვს, მოკლედ გატენილი იყო ხოლმე ავიდოდი ,მძღოლი ფორმაში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი ან ქალი მოგესალმებოდა ღიმილით_შენც ბონჟუღ და ტისეოს გაატრებდი, ჩემს გაჩერებას რო ვუახლოვდებოდი სპეციალური ღილაკით ვაცნობებდი მძღოლს, რომ შემდეგზე ჩავდივარ :)) (აღეტ ან დემანდ-ანუ გაჩერება მოთხოვნით იყო).

გუგლ მაფით ზუსტად გავიარე დღეს ეს მარშუტი, აი პატ-დ’უა-ზე სად ვიდექი ხოლმე :

აი აქ რომ გაჩერება დგას, მანდ ვიდექი🙂

ჩემს უკან კი კაფე იყო, სადაც ერთი-ორი კაცი საუზმობდა

ესეც ფანტანი თუ რაღაც მონუმენტი იქვე, პატ-დ’უას მოედანზე🙂

და ესეც 14 ნომერი ავტობუსი :

5 thoughts on “Toulouse map (ანუ ჩემი გზა)

  1. ჰეჰე🙂 ხო მე ვნახე მგონი ერთხელ კაცი იჯდა და ყავას წრუპავდა და კრუასანებს ჭამდა, ეტყობა ძალიან მომინდა მეც იმ კაცის ალაგაას ვმჯდარიყავი ამ დილა ადრიან და გემრიელად ყავას ვსამდე კრუასანით :))))

  2. Zurriuss -> ძალიან კარგი ფრანგული გამოთქმა გაქვს! ყოჩაღ :))))
    ხო ერთადერთი მინუსი ეს გრძელი გზა იყო, თუმცა 1 კვირას შემეცნებითი ხასიათი ქონდა,ვათვალიერებდი ხალხს, მეტროს წარწერებს ვკითხულობდი, ცოტა დამღლელი შეიძლება იყო,მაგრამ შემეცნებითი!
    შემდეგ ეს გრძელი გზა სულაც არ იყო გრძელი, ისე მალე გადიოდა ვერც ვამჩნევდი თანაც უკანა გზაზე როგორც წესი ამხელა გზას არ გავდიოდი და François-Verdier-ჩამოვდიოდი ხოლმე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s