ფილიპინური ქორწილი


დაახლ. იმავე განედზე ვრჩები და ვისაუბრებ ფილიპინურ ქორწილზე

რამოდენიმე ნიშანი, ტრადდიცია თუ ცრურწმენა:

* პატარძლებმა არ უნდა მოისინჯონ საქორწინო კაბა ცერემონიამდე, ცუდის ნიშანია

* დანების და სხვა ბასრი საგნების ჩუქება ქორწილზე არ არსი კარგი

* თუ წვიმს ქორწილის დროს ეს ნიშნავს, რომ წყვილს წინ ბედნიერი ცხოვრება ექნება

პირველი საფეხური–დანიშვნაა, როცა წყვილი გადაწყვეტს და ორივე თანახმაა დაქორწინებაზე, ეს pamanhikan-ია, სადაც სიძე თავისი მშობლებით ხვდება საცოლის ოჯახს და სთხოვს ხელს. ქორწილის გეგმაც ჩვეულებრივ იქვე დგება, რაც მოიცავს ბიჯეტს და სტუმრების სიასაც. აქვე არ უნდა გაგიკვირდეთ თუ სასიძოს დაევალება რაღაცეების გაკეთება საპატარძლოს სახლში. ამ ტრადიციას ქვია paninilbihan, როცა მთხოვნელი (მოტრფიალე) უწევს დახმარებას (ემსახურება) თავისი მომავალი ცოლის ოჯახს და ამით მათ კეთილგანწყობას და ნდობას იმსახურებს და რაც მთავარია თანხმობას იღებს თავის თხოვნაზე–მომათხოვეთ თქვენი გოგოო.

ახლა უშუალოდ ქორწილზე

თეთრი კაბა პოპულარული გახდა ბოლო ასწლეულია, ანუ ფილიპინებზე ამერიკის გავლენის შედეგად.მანამდე გოგოებს ეცვათ საუკეთსო კაბა საკუთარი გარდერობიდან, რაღაც საზეიმო-საფესტივალო ან შეიძლება სტილნი შავი კაბაც. ნარინჯისფერი თაიგულები და სამკაულები აუცილებელი ატრიბუტი იყო გასულ საუკუნეში.

მამაკაცებს ფილიპინური ფორმალური სამოსი_ barong tagalog აცვიათ, ეს ნახევრად გამჭვირვალე პერანგია, და შავი შარვალი.

ცერემონია

ძველად თურმე ნუ იტყვით და 3 დღე გრძელდებოდა ქეიფი. პირველ დღეს სიძე-პატარძალი მიყავდათ მღდვლის სახლში, სადაც სამივენი ამზადებდნენ ბრინჯის კერძს და მღვდელი ლოცავდა წყვილს.მესამე დღეს მღვდელი ოდნავ დასერავდა  სიძე -პატარძალის გულმკერდს წვეტიანი საგნით და ცოტა სისხლს გამოადენდა.ხელებს  ჩასჭიდებდნენ და ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებოდნენ 3-ჯერ.შემდეგ მღვდელი აჭმევდა ბრინჯის შეჭამაანდს და დააყოლებინებდა მათივე სისხლის წყალხსნარს. (რაღაც კანიბალურად ჟღერს :)).ხელებს და ყელს თოკით გადაუბამდა და გამოაცხადებდა ცოლ-ქმრად.

ფილიპინური ქორწილების უმეტესობა ახლა კათოლიკური წესით ტარდება თუმცა ზოგიერთი მაინც იყენებს ტრადიციულ ელემენტებს. უმეტესობას ყავს “სპონსორები” ,რომლებიც გამოდიან მოწმეების სტატუსით. ეს “სპონსორები” (შწემდგომში _თავდები)უმეტესად არიან_ნათლიები, დეიდა ან ბიძია, შეიძლება მშობელიც კი. არიან “მეორადი სპონსორები”, რომლებიც ცერემონიის სხვადასხვა ელემენტს ასრულებენ . ზოგი ანთებს 2 სანთელს, რომელსაც სიძე-პატარძალი იყენებს ერთი საერთო სანთლის ასანთებად_სიმბოლოდ მათი ოჯახების გაერთიანებისა და ქრისტეს მადლის გადმოსვლისა.არის “ვუალ-თავდები”, რომელსაც ევალება შემოსოს სიძე-პატარძალი ერთი ვუალით ნიშნად მათი გაერთიანებისა.მესამე ტიპის თავდებს ევალება სპეციალური თოკი რვიანისებურად შეკრას მათ ბეჭებზე, ნიშნად ცოლ-ქმრის მუდმივი ერთგულებისა.

შემდეგ ქმარი აძლევს ცოლს 13 მონეტას (იგივე არები(არა) ანუ სპეციალური საქორწინო მონეტები , თითოეული სხვადსხვა სიმბოლოთი), რომელიც აკურთხა  მღვდელმა, ნიშნად იმისა, რომ ის ძალისმევას არ დაიშურებს მისი ცოლის და მომავალი შვილების კეთილდღეობისთვის.21 საუკუნის ეს მონეტები 13 სხვადასხვა გრძნობას მოიცავს და ამის ჩუქებით ისინი უმტკიცებენ და პირდებიან ერთმანეთს ამ გრძნობებს

~:~ Love ~:~ Harmony ~:~ Cooperation ~:~ Commitment ~:~
~:~ Peace ~:~ Happiness ~:~ Trust ~:~ Respect ~:~ Caring ~:~
~:~ Wisdom ~:~ Joy ~:~ Wholeness ~:~ Nurturing ~:~

 

 

კერძები:

ძალიან დახვეწილი სუფრა აქვთ. გასულ საუკუნეში საქორწინო სუფრაზე პირველი კერძი იყო ვერმიშელის წვნიანი,ცივი.წვნიანს მოყვებოდა ხორცის მრავალფეროვნება: ჩაშუშული თხა, ქათამი ნივრით, ლორი, შემწვარი ღორის ხორცი და თევზის რამდენიმე სახეობა. არ იყო სალათები, თუმცა იყო სხვადასხვა საკაზმები _წითელი წიწაკა, ზეთისხილი, მწვანე მანგო მარილწყალში და დაშაქრული ხილი. დესერტად _ბეზე, გამომცხვარი  კრემი, ქოქოსის დესერტი, ნიპას (რაღაც პალმის სახეობაა ადგილობრივი ალბათ) დამტკბარი თესლი.

მორჩა!

პ.ს. აქვე ფილიპინებზე დავრჩები და ერთ ღირსშესანიშნავ ფაქტს ავღნიშნავ თქვენის ნებართვის მათ იქ აქვთ “შოკოლადის ბორცვები”, დიახაც ესე ქვია.ცოტათი მართლაც გავს დამეთანხმეთ🙂

თურმე ნუ იტყვით და მშრალი სეზონის დროს      ეს მწვანე ბალახი სულ ყავისფერი ხდება და მართლაც შოკოლადის ბორცვაკებს გავს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s