reservation road (2007)


ამ ფილმის მოყოლის დროსაც კი ვერ ვიკავებ იმ მარილიან წყალს ,რომელიც თვალებიდან ცვივა ხოლმე ადამიანებს…

წუხელ 2 საათამდე ვუყურებდი და მერე 3 საათამდე ვტიროდი

დაწყებული იყო ფილმი, როცა დავწექი და ტელე ჩავრთე; ჰოდა ის მომენტი იყო როცა ცოლ-ქმარს პატარა ბიჭი დაეღუპება, მანქანიდან გადმოვა და სხვა მანქანა დაეტაკება და გაიტანს, და ის ვინც დაეტაკა გაიქცევა

მოკლედ ამ ოჯახისთვის ეს დიდი ტრამვაა, კიდევ ერთი გოგო ყავთ,მაგრამ მამა მას თითქმის ყურადღებას არ აქცევს, ეს ბავშვი ისეთი საყავრელია, სკოლის კონცერტზე გამოვა და დაუკრავს რაღაც კომპოზიციას პიანონოზე მხოლოდ მას შემდეგ რაც დედას კითხავს–ჩემი ძმა გაიგებსო იქ?–კი-ო, ჰოდა დაკვრის წინ–ამ კომპოზიციას ჩემს ძმას ვუძღვნიო…

მამა ძალაინ განიცდის, სულ ინტერნეტშია, მსგავს ამბებს ეძებს, ხალხს, რომელსაც ანალოგიური რამ შეემთხვა და გვიანობამდე ელაპარაკება, ცოლი ცდილობს როგორმე მოაბრუნოს თავისკენ, რომ მათ მეორე შვილიც ყავთ, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელონ და აცალონ პოლიციას გამოიძიონ ეს საქმე, ქმარი რამოდენიმეჯერ დათანხმდება,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა, ხედავს რომ პოლიცია არაფერს აკეთებს და ნერვები   ეშლება ,რომ მისი უდანაშაულო შვილის მკვლელი გარეთ დაბოდიალობს

ამასობაში ცალკე ჩანს კაცი–მარკ რუფალო, რომელიც დარბის ყოველ ღამე და საშინელი ტანჯულა სახე აქვს, შორიდან აკვირდება ამ ოჯახს და მათ ტანჯვას და საშინლად განიცდის…

მამა გადაწყვეტს დამოუკიდებლად ადვოკატის დაქირავებას, ადვოკატთა ბიუროში მივა და ყველაფერს მოუყვება, ის კაცი ეუბნება კი ბატონო ჩვენ მივხედავთ ამ საქმეს. ეხლავე ჩვენი საუკეთესო ადვოკატი მოვა და ის მიხედავს ამ საქმეს, შემოდის მარკ რუფალო–აი ზუსტად შენ გელოდებოდითო, წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაა?! რუფალო კოშმარშია_მამა ქირაობს ადვოკატად კაცს, რომელმაც (შემთხვევით) გაიტანა მისი შვილი, ამ საქმის გამოსაძიებლად.

მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ბევრი განცდაა, მალვა, ღელვა,ეჭვი…

ბოლოს მამა ყველაფერს მიხვდება და ცდილობს მარკის მოკვლას,მაგრამ , ჯერ ეს სცენაც ძალიან საცოდავია–მარკი უკვე გადაწყვეტს რო ჩაბარდეს, მას ვაჟი ყავს დაახლ. იმ ბიჭის ტოლი,მაგრამ ცოლს გაშორებულია და ბავშვიც მასთან არ ცხოვრობს, მისთვის ვიდეოს ჩაწერს სადაც ეუბნება ,რომ მალე ის გაქრება,მაგრამ ის ძალიან უყვარს და ბლა-ბლა-ბლა… ბოლო დღეებს მასთან ატარებს, და როცა ის კაცი მოადგება სახლში მარკ რუფალოს შვილიც იქაა, ხმაურზე გაეღვიძება და გამოვა ,მაგრამ ის კაციც ძალიან კარგია და სულაც არაა ველური, დაიმალება ვითომც არაფერი…ნუუ მოკლედ…

ბოლოს გარეთ გავლენ

მარკ რუფალო გულწრფელად განიცდის და ეუბნება ამ კაცს, ბოლოს იარაღიც მის ხელში აღმოჩნდება და საფეთქელზე მიიდებს, მითხარი რომ თავი მოვიკლა და მოვიკლაო, მე მაინც უკვე მკვდარი ვარო!….

http://www.youtube.com/watch?v=XVJJ7Dxcncs

http://www.imdb.com/title/tt0831884/

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8537

 

 

2 thoughts on “reservation road (2007)

  1. მეც ვუყურე ამ ფილმს, რუსთავი2-ზე იყო ღამის ეთერში.
    კარგი ფილმია, იმდენად რამდენადაც რეალურად ასახავს შვილის დაკარგვის ტკივილს და თანაგრძნობას ბადებს მაყურებელში როგორც შვილმკვდარი ოჯახისადმი ასევე “მკვლელისადმი” რომელსაც უბრალოდ გამბედაობა არ ეყო გაეჩერებინა იმ მომენტში მანქანა. მაგრამ ბოლოს, ფილმის დამთავრების შემდეგ რაღაც უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა. თითქოს რაღაცას კიდე ველოდი და დამთავრდა. შუქი რომ ჩაგიქვრება რაღაც ისეთი გრძნობა დატოვა.

  2. ხო მართლაც ისეთი იყო, საკმაოდ რეალურად იყო გადმოცემული ტკივილები და განცდები, ორივე მხარის, ადრე არ დავფიქრებულვარ იმ ადამიანებზე ვინც აი ასე ავტოსაგზაო შემთხვევიდან გაიპარა და არ გაჩერდა,მაგრამ ახლა მესმის მაგათი განცდებიც (ნუ ალბათ ყველა ესე არ განიცდის, არიან მარტლა გულცივი არადამიანებიც), მაგრამ უმეტესობა ალბათ მარკ რუფალოს დღეშია–ანუ დამნაშავედ გრძნობს თავს, თან საშინლად ეშინია,მოკლედ ძალიან მძიმეა, არც ერთი არაა კარგ დღეში არც დაზარალებული და არც ზიანის მიმყენებელი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s