Did You Hear About the Morgans? (2009)


მერილი და პოლ მორგანები, წყვილი, წარმატებული თავის საქმეში და სრულად რეალიზებული, ნიუ იორკში ,მანჰეტენზე, ნიუ იორკულად ცხოვრობს!

ცოლ-ქმრობაში ყველაფერი მთლად კარგად ვერა აქვთ ბოლო დროს, ცალ-ცალკე ცხოვრობენ… ამ სიმპატიურმა ცისფერთვალა პოლმა უღალატა…

თუმცა სულ აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ცოლის ნდობა, სიყვარული….

საკმაოდ რთული პერიოდი ქონდათ, მერილი ჩაიწიკლა რომ შვილი უნდა, არა , პოლსაც უნდა რა თქმა უნდა,მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად არაფერი გამოსდის, ქალი ჰორმონებზეა ამან ხასიათი შეუცვალა,მოკლედ მძიმე ასატანი გახდა, ჰოდა კაცები ხო სუსტი არსებები არიან, ვერ გაუძლო ყველაფერ ამას და წავიდა ლოს ანჟელესში ვითომც მივლინებაში ჰოდა იქ ვიღაც შემთხვევით ქალთან “შემთხვევითი სექსი” ქონდა. ნუ ამან მერილს გული ძალიან ატკინა , თან ესეთ რთულ მომენტში , თან ისე ძალიან უყვარდა….

ჰოდა ერთ-ერთ საღამოს წააწყდებიან მკვლელობას, ანუ მკველობის მომსწრენი გახდებიან და რაც ყველაზე უარესია მკვლელი ძალიან კარგად დაინახავს ამათ და პირიქით..მოკლედ შარში არიან…

სხვა საშველი რომ აღარ იყო, აშშ-ს პოლიციამ მოწმეთა უსაფრთხოების პროგრამაში ჩასვა და გააგზავნა შორეულ…მხოლოდ თვითმფრინავში გაიგეს სადაც-შტატი ვაიომინგი, ქალაქი-რეი…-ანუ სრული საყრუეთი…

ჰოდა აქ იწყება ნამდვილი თავგადასავლები, სასაცილო მომენტები, ჩხუბი, გარჩევა,გახსენებები, შერიგება, ლავ ფულოსოფია, რე-სიყვარული….

ადგილობრივი “ბუბუშკა” ცოლ-ქმარი დახვდება, ვისთანაც უნდა იცხოვრონ… ჰოდა გზად ერთ დიდ მოლში შეივლიან ,სადაც პერანგი წყვილი 9 დოლარი ღირს, გადაირევიან ნიუ იორკელები, და კიდევ პოლი დათვის შესასხურებელ სპრეის იყიდის და დათვებთან გამკლავების რჩევებს…აქ დათვები ჩვეულებრივი მოვლენაა…რა კარგია მე სულ “გლუში” მეგონა აქ კი ამხელა მოლია, სადაც ყველაფრის ყიდვა შეიძლებაო—არა ჩვენ ჯერ არა ვართ რეიში, იქამდე კიდე შორიაო, დააწყნარეს ნიუ იორკელები…😦

აგრძელებენ გზას –აი რეის ცენტრი–სანამ წინადადება დაამთვარეს უკვე გაიარეს–ვერ მოვასწარი თვალი მომეკრა შეიძლება one more time? :)))

და ეს თუ რეის ცენტრია ჩვენ სადღა მივდივართ, ოჰჰ ჩვენ თავი ავარიდეთ “ქალაქის სუმატოხას” და მისგან რამოდენიმე კილომეტრზე ვცხოვრობთო მშვიდად… :)))))

ხო ექიმთან ვიზიტი იყო კიდე ფრიად საინტერესო, ექიმი (შემდგომში დოკი)      ახალგაზრად მხიარული ბიჭია, აქ მარტო მე ვარო ექიმი ესე რომ პედიატრიიდან          გერიატრიამდე ყველაფერს მე ვკურნავო, ოო, მთავარია არ აგერიოთ ერთმანეთში    მეთოდებიო, არა, ყველაფერი მარტივიაო_მაინც ყველა ორგანიზმი  ფიზიოლოგიურად ერთიაო ! :))))))))

 

ხო ის არ მითქვამს ექიმთან რატო მოხვდა, ეზოში დათვს გადაეყარა, და მოკლედ დათვის საწინააღმდეგო სპრეი მას თვალებში შეესხურა

ხო კიდევ ერთი სასაცილო მომენტია ისევ დოკი მონაწილეობს

პოლი და მერილი ერთ საღამოს კაფიდან გამოვლენ (ერთ-ერთი კაფიდან-თქო დავწერე,მაგრამ მერე წავშალე, რაღა ერთ-ერთი სულ ერთი იყო მხოლოდ!), ჰოდა კაფეში შემავალი დოკი შეხვდებათ, რა ხდებაო?–ესენი თავიანთ მასპინძლებს უნდა დალოდებოდნენ ,რომ მანქანით სახლში წაეყვანათ, ჩემი ფურგონით წადითო აა ეგერ დგას პავაროტშიო(არა ესე არ უთქვამს :))))), ნიუ იორკელები პირდაღებული უსმენენ :O, ხო ხო წაიღეთო, ხვალამდე მაინც არ მჭირდებაო, გასაღები ზედვეაო, ისევ  პირდაღებული ,გაოგნებული ნიუ იორკელები… ხო ჩვენ სულ ესე ვტოვებთო მანქანას , გასაღებსაც შიგნით, რა იცი ვის დაჭირდესო… ისევ პირდაღებული და გაოგნებული ნიუ იორკელები… რა თქვენთან ესე არ იქცევიან?_ ა, არა, კიი, მიყავთ ხოლმე მანქანები,მაგრამ აი მერე დაბრუნებაზე ცოტა პრობლემაა… :)))))))))

ხო, კიდევ ერთი პერსონაჟია–ექთანი, ძალიან საინტერესო🙂

კიდევ ერთიც და მე მოვრჩი_ მასპინძელი კაცი ძროხას წველის, მერილი შევა და დაგეხმარებითო , სინამდვილეში კი უნდა თავისი გულისნადები ამოსთქოს… მოკლედ “ვედროს” აიღებს და რომელი მოვწველოო, უცხიმო რძე რომელშიაო ? (კაი სავსე ჯიქნიანი რამოდენიმე ძროხა დგას) :))))))))

მოკლედ ჩვენი წყვილი აქ კარგად ერთობა….

მოკლედ აი ჰაილი რექომენდ  უ🙂 იფ უ ვონა ჰევ ფან ენდ ენჯოი სამ ფრი თაიმ

ანუ

i highly recommend u🙂 if u wanna have fun and enjoy some free time🙂

http://allmovies.ge/ge/#movie/KTPRT

http://www.imdb.com/title/tt1314228/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s