იაპონური ქორწილი


ნინი ჩადუნელის “დაკვეთით” @

ანუ რაშია საქმე?!_ ეს პირველი პოსტი იქნება სერიიდან სხვადასხვა ქვეყნების საქორწინო ცერემონიები

დავიწყე იაპონიით–ამომავალი მზის ქვეყნით, რატომ?_იმიტომ რომ პირველი ის ეგებება მზეს!🙂

იაპონური საქორწინო ადათები  ორ ტიპად იყოფა: ტრადიციული შინტო (შინტო -“Way of the Gods”) ცერემონია, , არა-რელგიური- თანამედროვე დასავლური ტიპის.(არის ასევე ქრისტიანული, ბუდისტური ტიპის).ყველა შემთხვევაში წყვილი ჯერ ავსებს განაცხადს ადგილობრივ სამმართველოში (მერია და მისთ.)და ოფიციალური დოკუმენტების გარკვეული ნუსხა არის აუცილებელი ქორწინების ჩასატარებლად.

მეწყვილის არჩევის 2 ტიპიური მეთოდია: 1. miai ანუ გარიგებით 2. ren ai ანუ ლავ მატჩ🙂

იაპონელი პატარძალი შეიძლება მოიხატოს (გაფერადდეს) თავიდან ფეხებამდე თეთრად _თავის სიწმინდის დეკლარირება ღმერთების წინაშე)

არსებობს 2 სახის თავსაბურავი , რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლია აირჩიოს პატარძალმა:1. watabōshi ანუ თეთრი თავსაბურავი 2. tsunokakushi რომელმაც უნდა დაფაროს პატარძლის “ეჭვიანობის რქები” და ასევე სიმბოლოა იმისა, რომ პატარძალი გახდება ნაზი და მორჩილი ცოლი.

ტრადიციული იაპონური ცერემონია ტარდება Shinto shrine-ში(იაპონური ტაძარი უხეშად რომ ვთქვათ)

მთელი რიგი ექსტრავაგანტური ელემენტების კომბინაციაა იაპონური ტრადიციული ქორწილი , თუმცა ახალი თაობა ნაკლებად აწყობს ასეთ ქორწილებს და ისინი ძირითადად მცირე ცერემონიას აწყობენ, მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრებისთვის, ეს უკანასკნელები  იხდიან ცერემონიაზე დასწრების გადასახადს (:) )

ტრადიციული შინტო-ცერემონიის დროს პატარძალს აცვია სპეციალური საქორწინო კიმონო _shiromuku (თეთრი კიმონო-კაბა),მრავალ ფენად შემოხვეული და დამაგრებული ამ სამაგრით

ხოლო კაცებს აცვიათ montsuki (შავი ფორმალური კიმონო), ასევე _haori (კიმონო ჟაკეტი) და hakama(კიმონო-შარვალი).

ფეხზე ჩუსტები (ფლიპ-ფლოპები)აცვიათ რატომღაც, წინდებზე

ცერემონია მოიცავს საკეს დალევას, ბეჭდების გაცვლას და სხვა..;

არ ყავთ მეჯვარეები

ცერემონიის შემდეგ იმართება “ქეიფი” _kekkon hiroen, მისი ჩატარების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა რეგიონში; ჩვეულებრივ დაპატიჟებული არიან-ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, მეზობლები. აცვიათ ფორმალურად_ქალები_კაბებში, კოსტუმებში ან კიმონოებში ; მამაკაცებს აცვიათ შავი ფორმალური კოსტუმები ;

როდესაც თქვენ მიიღებთ ქორწილის მოსაწვევს თქვენ რაც შეიძლება მალე უნდა გაუგზავნოთ საპასუხი ბარათი _დაესწრებით თუ არა ცერემონიას. თუ ესწრებით თქვენ უნდა მიიტანოთ ფული საჩუქრად (ქეში (:) ) ), თანხის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ წყვილთან და რომელ რეგიონში ხართ ან შეიძლება ფიქსირებული თანხა მითითებული იყოს მოსაწვევზე. (ვფიქრობდი ეს პოსტი ამეჭრელებინა სუბიექტური კომენტარ-ემოციებით,მაგრამ თავს შევიკავებ). სააშუალო თანხა (თუ მეგობრის ქორწილია) არის 30 000 იენი (373 დოლარი). მნიშვნელოვანია ასევე, რომ თანხა უნდა ჩაიდოს სპეციალურ კონვერტში რომელსაც ქვია shugi-bukuro და ზედ თქვენი სახელი აწერია

კიდევ იცით რა ეწერა?_უმჯობესია ახალი კუპიურები იყოსო და არა დაკეცილი და                        დაკუჭულიო :))(სულ ცხელ-ცხელი ახალდაბეჭდილი)

მისვლისას, შესასვლელში სპეციალური ადამიანი ზის ,რომელსაც გადასცემთ კონვერტს და ხელს        მოაწერთ სტუმრების წიგნში

საქორწინო მიღების დროს წყვილი შემაღლებულ ადგილზე ზის და თვალს ადევნებს                                სტუმრებს_მათ “სადღეგრძელოებს”  და წარმოდგენებს ისმენენ; ზოგიერთი სტუმარი უმღერის                წყვილს მისალოც სიმღერას. წყვილი ჭრის ტრადიციულად ტორტს და დასერნობს დარბაზში ,                 მიდის     სტუმრებთან, ანთებს სანთლებს და ესალმება სტუმრებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია–ჯგუფური ფოტოს გადაღება!

ასევე ჩვეულებრივ სიძე-პატარძალი რამოდენიმეჯერ იცვლის ტანსაცმელს.(თეთრის შემდეგ პატარძალი ჭრელ კიმონოს იცვამს..)

** ამდაგვარი იაპონური ქორწილის საშუალო ღირებულება რამოდენიმე მილიონი იენია, სტუმრების რიცხვი კი მერყეობს_50დან 200მდე

მოკლედ ფრიად საინტერესო ქორწილია და თუ ოდესმე დაესწრებით არ მოიწყენთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s