Tango-ტანგო


XIX საუკუნეში ბუენოს აირესში თავი მოიყარა თავგადასავლების მაძიებლებმა,ავანტიურისტებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან.პორტის პაბებში უკრავდნენ ბანდონეონზე (საკრავი გარმონისმაგვარი, ტიპიური არგენტინის და ურუგვაისთვის);

სხვები ჩხუბობდნენ, ქალები უბრალოდ უყურებდნენ, და აი ერთხელაც როცა  ქუჩაში მორიგი ჩხუბი-საქმის გარჩევა ატყდა,პოლიციაც გამოჩნდა, მუსიკოსებს არ  მიუტოვებით დაკვრა_ როგორმე ეს აყალმაყალი  საცეკვაო წვეულებად გაესაღებინათ , აი ასე (ზოგიერთი ლეგენდის თანახმად) დაიბადა ტანგო, როგორც ცეკვა ორი მამაკაცის . (თუნდაც მარტო ამიტომ უნდა გაიგოს ტანგოს მოცეკვავემ ,რომ ტანგოს ცეკვის დროს ყურებამდე დაკრეჭილი არ იყოს!, სახის გამომეტყველებას მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ჯერ სახის გამომეტყველებაში უნდა იგრძნობოდეს ტანგო და მერე მოძრაობებში! დღემდე ჩამრჩა_ ერთხელ ვნახე ტანგოს ცეკვავდა წყვილი, ჯერ ის არ იკმარეს, რომ საშინლად ცეკვავდნენ და სახე ქონდათ უაზროდ ბედნიერი და მხიარული თითქოს სამბას ფესტივალზე იყვნენ და სამბას ცეკვავდნენ!) ;თანდათანობით პოპულარული გახდა, ქუჩიდან კაფეებში გადაინაცვლა, ქალებმაც ისწავლეს. ბანდონეონის ხმას დაემატა ფლეიტა(პრინციპში სადაოა, ზოგი ამბობს რომ თავიდან ფლეიტა იყო და მერე დაემატა ეს მისტიკური საკრავი ბადნონეონი)გიტარა, ვიოლინო.. XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ევროპაში,დებიუტი პარიზში ნამდვილი სენსაცია იყო, ვიღაცა მაშინვე ტანგოს თაყვანისმცემელი გახდა, ვიღაცა _მოწინააღმდეგე. გერმანელმა კაიზერმა ვილჰელმა აკრძალა ტანგო თავის სასახლეში,მაგრამ მთელი დანარჩენი ევროპა ტანგომ აღაფრთოვანა. როგორც კი ასეთი პოპულარობა მოიპოვა  ევროპულ სალონებში არგენტინის მაღალმა საზოგადოებამაც მიიღო და აღიარა ეს ცეკვა.

ტანგოს მუსიკა განიცდიდა არაპირდაპირ გავლენას აფრიკული საკრავების, კუბური მუსიკის, ანდალუზიური ტანგოსი…

მოკლედ ტანგოს დაბადების დღის დადგენა შეუძლებელია, თურმე ნუ იტყვით და კუბელებიც ედავებოდნენ ტანგოს თავიდან ჩვენთან უკრავდნენ და ცეკვავდნენო

ფატქი კი მაინც ისაა, რომ 1880 წლიდან იღებს სათავეს. ამ წლებში ბუენოს აირესში მრავლად იყო ბორდელები, სადაც ფრანგი, ესპანელი, იტალიელი, გერმანელი და პოლონელი ქალები მუშაობდნენ, მათი კლიენტებიც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის იმიგრანტები იყვნენ, იქ ოჯახმიტოვებულები და აქ საშოვარზე ჩამოსულები.

მოგვიანებით ბორდელებმა ტრიოები დაიქირავეს სპეციალურად ტანგოს დასაკრავად, და ამან ხალხი კიდევ უფრო მოიზიდა და მთელი სანახაოებები ეწყობოდა,გაამართლა რა. ბორდელებიდან ნელ-ნელა უფრო მაღალ დონეზე ავიდა ტანგო.

ტანგოს პირველ კომპოზიტორად მიჩნეულია ვინმე ხუან პერეზი ავტორი კომპოზიციისა “Dame la lata”

ასევე ერთ-ერთი პირველი ტანგოი იყო “El Tero” და “Andáte a la Recoleta ”

მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ტანგოს (მუსიკის) ისტორიაში არის კარლოს გარდელი.

Casimiro Ain გამოჩნდა პირველად ოპერის თეატრის სცენაზე თავის ცოლთან ერთად როგორც ტანგოს მოცეკვავე და მერე იყვნენ _ რიკარდო გუირალდესი , ფლორენციო პარავინჩინი და ჯორჯ ნიუბერი (მე ბოდიში თუ არასწორად წარმოვთქვი, ესპანურად კითხვა არ ვიცი)

ტანგო არ არის ინდივიდუალური ცეკვა, მას აუცილებლად წყვილი ცეკვავს. ქალი, რომელიც ხიბლავს და აჯადოებს კაცს, კაცს კი მიყავს ცეკვა;

აქვე დავწერ ცნობილ თქმებს ამ ცეკვაზე (არ ვთარგმნი, თარგმანში იკარგება რაღაცეები):

ეს ძალიან საინტერესო რამ დაწერა ერთმა მოცეკვავე ქალმა, ტანგოს ცეკვის დროს არც ერთი წამი არა გაქვს დიალოგისთვის, თუმცა ტანგოს დროს ბევრ რამეს იგებ მამაკაცზე (წაიკითხავთ რას) ჰოდა ტანგოს ბოლოს კი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამ კაცზე, რომელთანაც ესე ახლოს იყავით და ეს ზე-გრძნობიერი ცეკვა იცეკვეთ, მარტო ის იცით თუ რომელი ქვეყნიდანაა და რა ქვია :))

“In tango, the relationship between lead and follower, man and woman, is so intense and all consuming, that there is simply no time for small talk. The last man I danced with, I know more intricately in many ways than his lover: I know that he perspires in a tiny spot above his brow; that when the dance slows and our connection is tight, his breathing almost stops; that when my leg sweeps his, he arches his neck imperceptibly upwards; that when another couple got too close he subconsciously enclosed me in a protective embrace; and that his hand rested so delicately on the flesh of my back. Yet all I know about him are his name and his country of origin. Small talk is a luxury not afforded to us tango addicts.” – Anastasia Demaggio

to be a great lead, do not love the woman you dance with; rather, listen to the music and love it! Beautiful tango is a process of transference – your love for the music will be transferred to the follower, and she will be enchanted._John Vaina

beginners want to dance like intermediates; intermediates want to dance like advanced dancers; advanced dancers want to dance like the greats; but the greats always go back to basics.

Tango is the Everest of social dance. Impossible. Demanding. Intricate. And therefore irresistible.

Life is like Tango… sad, sensual, sexy, violent and quiet.

და ბოლოს…

warning: tango contains highly addictive ingredients, such as pain, pleasure, passion, excitement, connection, freedom, torment, and bliss. In seven out of ten cases it takes over a person’s life.(Naomi Hotta)

The “Tango Day” is celebrated in Buenos Aires on December 11th

შემდეგი პოსტები ისვე ტანგოს მიეძღვნება, იქნება მეტი ვიდეო ტანგოსთან დაკავშირებული, ტანგო ფილმებში და სხვა.

2 thoughts on “Tango-ტანგო

  1. ფაქტიურად გადამიჯოკრე ჩემი პოსტი!!!🙂😉 სიამოვნებით გავეცნობი შენს შემდგომ პოსტებსაც…

  2. ჰეჰე მიხარია, თითქოს მეტოქისგან ვისმენ, მეტოქისგან აღიარება “გადამიჯოკრეო” სოაცრად კარგი მოსასმენია :))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s