პირადი წერილები ფართო საზოგადოებას


არ ვიცი ალბათ ძალიან ცუდი იდეაა, მაგრამ ეხლა ზუსტად ინბოქსი დავათვალიერე და უცებ ეს აზრი დამებადა, ამით მგონი არავის არაფერი უშავდება, მხოლოდ სახალისოა

ყოველთვის სახალისოა წარსულის გახსენება, ისეთი რაღაცეების რაც უკვე საერთოდ აღარ გახსოვს, არადა თურმე დოკუმენტი ინახება🙂

რახან ფორუმის ინბოქში ვიყავი, იქიდან დავაკოპირებ წერილებს, ბევრი არაა

და რა თქმა უნდა  ანონიმურობა დაცული იქნება

1. სულ სულ პირველი წერილი მომწერა სათაურით  :Buongiorno Signorina  6 Apr 2007, 16:21

Io sono nuovo membro di questo forumo, allora vorrei testare i messaggi. Ho visto l’indicazione della lingua italiana nel suo nome e quindi le dico BUONGIORNO smile.gif

———-

გამარჯობა ცხელო შოკოლადო!!!, 8 Apr 2007, 00:30

კი, ქართულად ვსაუბრობ, ვლაპარაკობ, ვმასლაათობ, ვბაასობ და… მოკლედ ხომ მიხვდიsmile.gif

ცხელმა შოკოლადმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ეს იყო და ეს, თანაც იტალიურ ყაიდაზე დაწერილმა. ბოლო დროს ძნელია ყურადღების მიქცევა, შენ კი ეს მოახერხე, ასე რომ ჩავთვალოთ რომ ჩვენი დაკონტაქტება შედგა ფორუმზე, დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს, ან არ გვაჩვენებს და დაგვიმალავს, მოკლედ ვნახოთsmile.gif
———————

Le chocolat chaud, 8 Apr 2007, 19:24

ვიცი ეგ ამბავი უკვე, დღეს ბევრმა მითხრა ამის შესახებ. იმ დღეს ამ საკითხით ისე დავინტერესდი რომ აღდგომის გამოსათვლელ ფორმულას ვარჩევდი, საკმაოდ ჩახლართული რამ აღმოჩნდა, თუმცა არც ისეთი რთული როგორც ამას მავანნი და მავანნი თვლიან…

მოკლედ ასე, იტალიური მეც მომწონს, მაგრამ ყოველივე ფრანგული ჩემთვის მაინც ფავორიტად დარჩება, ყოველივე იტალიურთან შედარებით, ასე რომ შენ Le chocolat chaud რომ გრქმეოდა ერთი ორად გაიზრდებოდა ჩემი ინტერესი შენდამი, თუმცა რაც არის ისიც საკმარისია, იმისათვის რომ საუბარი განვაგრძოთsmile.gif… Stay in touch, I like you!!!

—————-

Stay in touch, I like you, 9 Apr 2007, 13:11

გამარჯობა ცხელო შოკოლადო!

რა გითხრა აბა?! ჩემი სახელიდან გამომდინარე ენები მიყვარს, ყველანაირი. ამავე დროს ვარ პროგრამისტი, ვმუშაობ ერთ-ერთ ჯი-ეს-ემ ოპერატორში, რომელთა რაოდენობამ ჩვენს უსახურ ქალაქში უკვე სამს მიაღწია. ბოლო ოთხი დღე მორიგე ვიყავი და ამიკლეს სააბონენტოს ქალებმა ამას ჯი-პი-არ-ესი ჩაურთე, იმას ემ-ემ-ესი ჩაურთე და ასე შემდეგ ზარებით… დასვენება მინდოდა და, მიუხედავად მათი ზარებისა, მგონი გამომივიდა. თან შენ გაგიცანი, თუ ამას გაცნობა ჰქვია, ყოველ შემთხვევაში იმაში დარწმუნებული ვარ რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ჩემს ნაწერ-ნაკრეფს წაიკითხავს, ეს უკვე საკმარისია იმისათვის რომ… მერე მოვიფიქრებ თუ რისთვისsmile.gif

სიახლეები მიყვარს, არ მიყვარს ჩამყაყებული და გაჩერებული ჭაობი, ამიტომაც ვცდილობ ახალ-ახალი სანელებლებით გავაჯერო ხოლმე ჩემი რუხი ყოველდღიურობა, ასე რომ… მოკლედ წავედი ეხლა მე, გარეთ კარგი ამინდია, თვალს წყალს დავალევინებ… შენ კი – Stay in touch, I like you:)

—————-

საინტერესოა ცხოვრება, 9 Apr 2007, 15:15

ჰო, აბა რა გითხრა, აღარ მახსოვს ცურვა როდის ვისწავლე, ბავშვი ვიყავი. თუ გლობალურად გაინტერესებს ჩემი აზრი, გეტყვი რომ მე საერთოდ ზოგადად “სწავლას” ვუყურებ ცოტა შორიდან, ანუ იმის თქმა მსურს რომე თუ შენით არ მოინდომე ვერც კაციშვილი და ვერც ქალიშვილი ვერაფერს ვერ გასწავლის. მასწავლებელს კი მხოლოდ შეუძლია შენ წინ აიშხვართოს და გაცურდეს და გამოცურდეს…

არ შეხვალ წყალში, არ მოინდომებ და იქნები ეგრე ნაპირზე შხვართი მასწავლებლების ცურვით მოხიბლული.

აი, ეხლა მანქანის ყიდვას ვაპირებ და ტარება არ ვიცი, ჰოდა მეც მომიწევს ვინმე შხვართი ან არაშხვართი ინსტრუქტორის გამოჭერა და იმის ხილვა თუ როგორ ატარებენ მავანნი და მავანნი ჩემს მანქანას, მანამდე სანამ მე თვითონ არ შევცურავ და გმირთა მოედანზე ვინმეს არ დავუაბგონებ… საინტერესოა ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გინდა და შეგიძლიაsmile.gif

————-

ეს ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო, შეიძლება ბევრმა ამოიცანით ბევრმა ვერა,მაგრამ ეს არაა მთავარაი, მთავარი ისაა რომ წლების შემდეგ მისი ბლოგი აღმოვაჩინე და ვკითხულობ და ბევრ რამეს ვსწავლობ ხოლმე, ზე-ჭკვიანი და განათლებული და ნაკითხი ადამიანია, ესეთები უზომოდ მაინტერესებს,მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაშინებენ და მაკოპლექსებნე–ვაი თუ მათთან შედარებით მე უცოდინარი გომბიო ვიყო და მალევე მობეზრდეთ ჩემთან საუბარი და საერთოდ მე მალევე უინტერესო გავხდე ასეთებისთვის :(…..

p.s. მართლა დიდი ბოდიში თუ რამე უზნეოს ჩავდივარ😦

p.s. s. გაგრძელება იქნება! (თუ მანამდე არ მივხვდი ან არ მიმახვედრეს რომ ეს ცუდი იდეაა)

3 thoughts on “პირადი წერილები ფართო საზოგადოებას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s