my beige summer


or maybe color wasn’t beige but was  _fuzzy wuzzy (http://en.wikipedia.org/wiki/List_of_colors)

პირველი სათაური იყო “slovakian friend”, მაგრამ გადავვიფიქრე, იმიტომ რომ აქ მარტო მასსზე სულაც არაა საუბარი

პიტერი ჩემი სლოვაკელი მეგობარია

აქამდე მხოლოდ ფაცებოოკ მეგობარი იყო 22ში კი რეალური მეგობრების ლისტში ჩაეწერა🙂

ფაცებოოკამდე როგორ მივედით სიმართლე გითხრათ არ მახსოვს

მაგრამ თავიდანვე იცოდა და დაინტერესებული იყო საქართველოთი (საქართველოს ჩემამდე იცნობდა)

მგონი იმ პერიოდში დავიწყეთ კონტაქტი, როცა რუსეთ-საქართველოს ომი ახლოვდებოდა ანუ 2008 წლის ზაფხული

მახსოვს ომის დღეებში სულ მწერდა და მეკითხებოდა, როგორ ვარ, რა სიტუაციაა და ასე შემდეგ.

ჰოდა წელს დაგეგმა, ბილეთიც დაჯავშნა და ჩამოსვლა გადაწყვეტილია, დეტალებს მეკითხებოდა, დიდად არაფერში დავხმარებივარ, ინტერნეტში იმდენი რესურსია, რუკაც ჩემზე კარგად იცოდა და ყველაფერი, ესე რომ გეგმა ჩამოწერა 2 კვირიანი სეჟუღის, რამოდენიმეჯერ მოხდა გადახედვა, და ცვლილებების შეტანა მერეც შეიძლებოდა

მისი მეგობარი –ჟოფია, მასაც უნდოდა წამოსვლა, ჟოფია პიტერის საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად ხშირად მოგზაურობს ხოლმე, თავიდან ჟოფიას ბოიფრიენდი წინააღმდეგი იყო მის გამოშვებაზე,მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდა და მოკლედ 22ში ჩამოფრინდნენ

თბილისი ჰოსტელი მასპინძლობს მათ თავისი გიჟი მასპინძლებით :))))

დილას მესიჯის მოლოდინში ჩამეძინა და მხოლოდ 11:30ზე გამეღვიძა, მესიჯი მოსული იყო, უცებ წამოვხტი და მოვემზადე, ავლაბრიდან თავისუფლებამდე ჩამოისეირნეს,მერე პარლამენტისკენ,მოკლედ მე სადღაც რუსთაველზე შევხვდი, დავიწყეთ ძებნა ადგილის სადაც შეიძლებოდა ქართული ლანჩი გვქონოდა, მე მაჭახელა გამახსენდა,მაგრამ ის არ გამახსენდა ,რომ იქვე ლესელიძეზე იყო და პლუს იქვე იყო შემოიხედე გენაცვალე, ესე რომ 9 აპრილის სკვერი გადავჭერით და აღმაშენებელზე გავედით; მეგრული ხაჭაპური და კუბდარი დააგემოვნეს, მოეწონათ

მერე იყო მეტეხის ხიდი, აბანოები, ნარიყალა, ქართლის დედა და დაშვება ქვემოთ ბილიკით.”people’s bar” (თინა გამახსენდა–მართლაც კარგი ბარია!)

მერე ერეკლეს ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე და ხანგრძლივი საუბრები, დავიშალეთ

23ში დილიდან მცხეთისკენ, ცოტა წვიმდა ალაგ-ალაგ, დიდუბის ავტოსადგურიდან “მარშუტკით” გავემართეთ; “მარშუტკა” ამათთვის უცხო ხილია და საკმაოდ არაკომფორტული, მე პატარა ვარ და მისი ზომები დიდად დისკომფორტს არ მიქნის, ამათმა კი არ იცოდნენ ფეხები სად წაეღოთ😦

დავბრუნდით თბილისში და წავედით ჩემთან , საყვარელი 100 ნომრით, ბარბექუსთვის🙂, მამაჩემის ბაღში, ჩემს მშობლებს გავაცანი და მშვენიერი საღამო გვქონდა

მე-3 დღე _სიღნაღი, ბოდბე

28ში საღამოს ისვე შევიკრიბეთ,ამჯერად ჩვენ სამს დაგვემატა პოლონელი მარეკი, შარდენზე ერთ-ერთ ხმაურიან კაფეში ვიყავით, პიტერა დაწვრილებით და საინტერესოდ მიყვებოდა ყაზბეგის და ჰოსტელის ამბებს :))), მერე მე და მარეკი ვცდილობდით ნარდის არსი აგვეხსნა მისთვის…

მერე გავისეირნეთ ღამის თბილისში, მერე მოშივდათ და დავადეგით ელვისს :)) პიტერას ჩვილი ბავშვივით ყოველ 2 საათში ერთხელ შია. მე მილქშეიქი მოვამზადებინე ჩემთვის, ელვისი უკრავდა და მღეროდა, მე მილქშეიქით ვიჯექი და უცებ ის რესტორნის ეპიზოდი გამახსენდა pulp fiction-დან 5$იან მილქშეიქზე  

ხო მერე საინტერესო ის იყო რომ ცეკვებზე ვლაპარაკობდით, მარეკი თურმე ცეკვებსაც ასწავლის, მერე ყველამ ჟოფიას გარდა ჩემი მილქშეიქი გასინჯეს და ბოლომდე ხმაურით დალიეს :))))

გამოსულებმა ფილარმონიის შადრევნებში წავი-შეიქეთ

მოკლედ მერე ყველანი მეტროში დავიშალეთ და  ბათუმში შეხვედრამდე დავემშვიდობე

12ს აკლდა წუთები როცა მეტროში ვიყავი, წინ კიდე გრძელი გზა მქონდა–რუსთაველიდან ვაჟა-ფშაველამდე😦, მეორე ხაზზე გადავედი, იქ კარგა ხანი ველოდე მატარებელს, დაახლ. 15 წუთი… როგორც იქნა მოვიდა, დელისთან ისევ გადაჯდომა, აქ ყვავა შევამჩნიე, უფრო სწორად მივამსგავსე, მეზობელ ვაგონში ვინმე თეთრ პერანგიანი, წინ ფართოდ შეხსნილი, და იქიდან ძალიან შავი ჩანდა, გამიხარდასავით ნაცნობი სახის დანახვა,მაგრამ…მერე არ შემიხედავს, შემეშინდასავით :)))))))))))

მოკლედ ამოვყვინთე ვაჟა-ფშაველაზე დაახლ. 1ის ნახევარი იქნებოდა ან მეტი და ჩუმად გავკურცხლე შინისკენ :)) არა, ღამით სიარული კი არ მეშინია, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ვინმე ნაცნობმა რო მნახოს გამიტყდება–რას დაბოდიალობს მარტო ეს პატარა გოგო ამ შუა ღამითო….

მოკლედ მეძინა ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ადრე ავდექი საზღვაოდ გავემზადე და გავეშურე ზღვასთან შესახვედრად, მე და ლიკა

პირველი ზაფხული ზღვაზე ფოტო-აპარატის გარეშე, ეს ერთადერთი მინუსი იყო!😦🙂 მაგრამ საკმაოდ ადვილად ვიტანდი, სულ არ მახსოვდა ფოტო-აპარატი, რო ჩამოვედი და დასათვალიერებელი არაფერი მქონდა მაშინ დამწყდა გული😦

ოოოო ბათუმში შესანიშნავი დღეები გავატარე

ზღვა იყო ისეთი მშვიდი, მზე ისეთი თბილი და ყურადღებიანი….ჩავედი თუ არა რამოდენიმე საათში მხურვალედ ჩავეხუტე ზღვას და კარგა ხანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული,მერე კი მზემ გამოსტაცა მას ჩემი თავი

ძველი და ახალი ბულვარი შემოვირბინეთ

1 სექტემბერი საოცარი დღე იყო, დილიდან წავედით სარფში, იქ ვიიბანავეთ, იქაური ზღვა და ქვები სულ სხვაა, ამ ზაფხულს შემიყვარდა ნაპირზე გორაობა, ესე დავარქვი_rolling with stones , პიტერას მოვპარე–rolling stones ვუყურებდიო და უცებ მომივიდა აზრად იმას რასაც მე ნაპირზე წამოწოლილი ვაკეთებდი სწორედ ესე ერქვა _ rolling with stones :))), ჰოდა სამივენი ამას ვაკეთებდით..მანამდე გავცურეთ შორს და იქ ვბაასობდით, ამასობაში დინებამ ჩვენი ადგილიდან საკმაოდ შორს წაგვიყვანა შეუმჩნევლად, ნაპირზე ლიკას ვეღარ ვპოულობდით, ჰოდა დიდი ცურვა-ვაგლახის შემდეგ (დინების საწინააღმდეგოდ) გამოვცურეთ ჩვენს ნაპირთან :))

მცხუნვარე მზე აჭერდა ესე რომ ღია ცის ქვეშ დიდ ხანს არ დავრჩენილვართ,  გამხმარი, ყავისფერი ბალახებით გადახურულ კაფეს შევაფარეთ თავი, სადაც ვჭამეთ; მერე ისევ ვიბანავეთ, ვიბოდიალეთ და გავეშურეთ გონიოსკენ

აქვე p.s. წელს ძალიან მინდოდა სარფის იმ ცნობილი ქვიდან გადმოვხტარიყავი და ეს ფოტოაპარატსაც დაეფიქსირებინა, მაგრამ იმ ადგილიდან ცოტა შორს ვიყავი და როცა ეს აღტაცებული სურვილი გამოვქთვი პიტერისგან ატაცება ვერ დავინმახე და მარტო ვერ გადმოვხტებოდი, ესე რომ ხელი ჩავიქნიე, რასაც ეხლა ვნანობ…

გონიო–გონიოს ციხე რომაელების მიერ აგებული, აქვე იმართებოდა ლიანა ისაკაძის ორგანიზებული ფესტივალი “ღამის სერენადები” ჰოდა შესანიშნავი სცენა-დარბაზი იყო მოწყობილი თეთრი სკამებით და თეთრი ლამაზი ,დიდი, ნაჭრის, მოფარფატე “ჭაღებით”, “ხალხი” რეპეტიციას გადიოდა, იქ ის კაცი მღეროდა-დაბიდაბადუ დუდუ და და დუდუუუ” აქ ეს კაცი ფორტეპიანოზე უკრავდა, იქ ის ზანგი ქალი მღეროდა, მე ესოდენ ბევრი ცურვისგან თუ მზისგან გადაღლილი ამ თეთრ სკამებზე მშვენივრად მოვეწყვე და ცოტა ჩავსთვლიმე, პიტერამაც,მაგრამ დრამის რეპეტიციაზე წამოხტა, მე კი ესეთი ხმაური ძილს ვერ დამიფრთხობს, ერთადერთი ხმაური რაც ძილს დამიფრთხობს ეს ადამიანის პირიდან წამოსულია-ხმამაღალი სუნთქვა ან კიდე უარესი–ხვრინვა!..

გონიოს “პლაჟზეც” ვიცურავეთ, მზე ჩადიოდა

დაახლ. 500 მეტრის მოშორებით რაღაც ნაკლებად ველური პლიაჟი ჩანდა, მე კვარიათი მეგონა,მაგრამ ისევ გონიო ყოფილა, იქით გავეშურეთ, სველი საცურაო კოსტუმების საოცარი ხრიკებით ადგილზე გამოცვლის შემდეგ, იქ მოჩანდა “გამხმარი, ყავისფერი ბალახებით გადახურულ კაფე” სადაც კურიოზი შემოგხვდა ანაზდად_ენთუზიაზმით სავსე 12იოდე წლის გოგონა მოვიდა საოცრად ჩაცმული (თხელი ზედა-ქვედა შორტი და მაისური,სოაცრად გამჭვირვალე, საიდანაც ბავშვური ტრუსი ილანდებოდა, მოგვიტანა 3 მენუ, ნუ ჩვენ ვარჩევთ, ვთარგმნით, ნერწყვები მოგვდის, ცოტა ხანში ეს ენთუზიაზმით სავსე მოწოდებით-ოფიციანტი-ვარ-სახიანი წითურა საყვარელი ბავშვი მოდის და გვეუბნება –ბოდიში,მაგრამ მენიუში რაც წერია არაფერი არ გვაქვს, მარტო ოჯახური :))))))))

ყველაზე გემრიელ საჭმელად მოგვეჩვენა სამივეს (ბოლო დღეების კერძებთან შედარებით) ეს დიდებული ოჯახური

აქვე კიდევ ერთი p.s. სასტიკად გირჩევთ და მოგიწოდებთ ბათუმში არ ესტუმროთ “ბერეგს” მე, მე კი არა _მე, ლიკამ, პიტერამ და ჟოფიამ რაც იქ სიმწარე ვიგემეთ ერთ მშვენიერ საღამოს რომელიც “ბერეგის” მესვეურების წყალობით ugliest 2 საათი იყო… ბათუმელების ესოდენ ნაქებ და მართლა ლამაზ ადგილას მყოფ კაფეში მინდოდა ამათთან ერთად აჭარული გვეჭამა (ამათ პირველად), ჰოდა საშინლად მშიერები მივედით, ნუ ჯერ ხო ძლივს დავჯექით…..გახსენებაც არ მინდა, მერე შეკვეთილ 4 აჭარულს თითქმის 1 საათი ველოდეთ, ეს საშინელი , მწარე 1 საათი იყო, თან ისე გვშიოდა ლაპარაკის თავიც არ გვქონდა და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდით, მოკლედ საოცრად ცუდი მომსახურებაა, და ეს ყველაფერი არაა-აჭარული საშინელება იყო, ლამის გული ამერია!!!!!! მოკლედ სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე იმ ადგილას არასდროს გავეკარები!!! ჯერ მე თვითონ გავბრაზდი ძალიან ვერძულად და თან ამათი მრცხვენოდა ძალიან…..

სამაგიეროდ საღამო ამის შემდეგ მშვენივრად გაგრძელდა🙂

ჰოდა გონიოში ვართ , ვჭამეთ, ამასობაში მზეც ჩავიდა ჩვენს თვალწინ, ჩვენ გავეშურეთ გონიოს ციხისკენ სადაც 9ზე ჯაზ კონცერტი იწყებოდა, მელბა ჯოისი ვოკალი, საქსაფონი-გვარი არ მახსოვს, ვიოლინო-ქართველი სხვაგან მოღვაწე, ჯაზ-ტრიო თბილისი…

ჰოდა აქ ციხის შესასვლელთან მორიგი კურიოზი_ფეშენებელური მანქანები ჩერდება და ჩამოდიან გლამურულ კაბებში და შუზებში გამოწყობილი ქალბატონები, გაპრანჭულები, კაცებიც აარანაკლებ, ჩვენ კი სამი ასე გამოვიყურებით_დილიდან სახლიდან გამოსულები, ძალიან დიდი მანძილი ფეხით გავლილი, ძალიან ბევრი გაცურული, საკმარისად დიდ ხანს მზეზე ნამყოფი–ამიტომ საკმაოდ აწითლებულები, თმა მილიონჯერ დასველებულ-გამშრალი–“პრიჩო”(ნუ მე საერთოდ მაქსიმალურად შევიკარი, ისე რომ დიდად არ ჩანდა თმის სტრუქტურა), მე–შორტებში, გამჭვირვალე მაისური (ლიკა რაღაც სასაცილოს ეძახდა ამ მაისურს,მაგრამ სამწუხაროდ არ მახსოვს) და ნაჭრის ტევადი ჩანთა მხარზე გადაკიდებული, ქვემოთ საზღვაო ფლოსტები, ლიკასაც ფლოსეტბი და სარაფანი, პიტერა–მოზგაურის” ბასანოშკკები”, ბრიჯები, ზურგზე ზურგჩანთა და თავზე გაცვეთილი კეპი :))) ანუ–ბომჟები ამ გლამურულ საღამოზე გლამურული ხალხის გევრდით, მაგრამ ეს ისე მეკიდაააა, ნახევარი საათი შესვლა არ იყო, ესე რომ ამ სნობების გვერდით დგომა მაინც არ მინდოდა და წინ გადავედით ქუჩაზე და მოაჯირზე შემოვჯექით ბომჯებივით და ნახევრად სიბნელიდან მბჟუტავ სინათლეზე მყოფ ამ “ბომონდს” ჩუმად ვუთვალთვალებდით და ალაგ-ალაგ გულიანად ვხარხარებდით :)))

p.s. ფაცებოოკამდე როგორ მივედით ბოლო საღამოს გავარკვიე, ვკითხე და მომიყვა–ეს იყო ზოოსკ.ცომ-ზე, ეს ფაცებოოკ-ის დამატებითი აპლიკაციაა, ფაქტიურად გაცნობების საიტი, ის იმიტომ შემეხმიანა, რომ საქართველოთი ძალიან დაინტერესბეული იყო და გაუხარდა ჩემი ნახვა, მე კი თავაზიანად ვპასუხობდი იმიტომ რომ მომწონდა, რომ მან საქართველოზე ბევრი რამე იცოდა, რაც მთავარია ობიექტურად.

2 thoughts on “my beige summer

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s