ჭიამაია


lady-bird  (ასე იცნობენ მას UK, Ireland, Australia, Pakistan, South Africa, New Zealand, India, Malta, parts of Canada-ში); ladybugs (North America); მეცნიერები ხშირად “ლედი ბიტლზ”-ს ეძახიან.bird(ჩიტი) და bug(ხოჭო) იმიტომ რომ არც ჩიტია და არც ხოჭო;

ლათინურად_ Coccinellidae; ფრანგულად_ Coccinelle (კოკსინელ); გერმანულად Marienkäfer _  ითარგმნება როგორს “მერის ხოჭო”;

საფრანგეთში ის ცნობილია როგორც bête à bon Dieu  ანუ  ღვთის ცხოველი;

თურქეთში   uğur böceği  ანუ  იღბლიანი ხოჭო; როდესაც ბავშვს დააჯდება ისინი უმღერიან Uç uç böceğim, annen sana terlik pabuç alacak (გაფრინდი გაფრინდი ჭიამაია დედა გიყიდის ფლოსტებს და ფეხსაცმელს)

ბულგარულად ქვია “bozha kravichka” _ ღვთის პატარა ძროხა  ან  “kalinka”

პოლონუღად  biedronka  ან  boża krówka

არგენტინაში _  “Vaquita de San Antonio” _ წმინდა ანტონიოს პატარა ძროხა;

პორტუგალიაში და ბრაზილიაში _  “Joaninha”  (პატარა ჯოანა) და პორტუგალიელი ბავშვები ესე უმღერიან _ “Joaninha, voa, voa que o teu pai está em Lisboa…” (გაფრინდი ჭიამაია იმიტომ რომ მამა შენი ლისაბონშია)

სახელი შუა საუკუნეებიდან მოდის “ჩვენი ქალბატონის ხოჭო”, ეს სახელი ღვთისმშობელს უკავშირდება, რომელიც ადრეულ ხატებზე ხშირად იყო წითელი მოსასხამით; 7 ლაქა სიმბოლოა 7 სიხარულისა და 7 მწუხარების.

ხოჭოების ოჯახის წარმომადგენელი, ლამაზი,ამუბურცულ-მომრგვალებული სხეული მქონე ჭიამაია, რომელსაც წითელ ფონზე 7 შავი ლაქა აქვს, ადამიანის მეგობარი მწერია. ეს ლამაზი ხოჭო, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანადგურებს ცრუფარიანებს და სხვა პატარა ზომის მავნე მწერებს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავსტრალიიდან აფხაზეთში სპეციალურად შემოყვანილმა ჭიამაიას სახეობებმა _ როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლის_ ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება.

ჭიამაიასებრთა ოჯახის 2000-მდე სახეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მართალია, უმთავრესი სახეობები სასარგებლოა, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მცენარეული საკვებით იკვებება და სოფლის მეორნეობისთვის ზარალი მოაქვს.

ჩვენში გავრცელებული წითელი შავკოპლებიანი ჭიამაია ბუგრებისა და სხვა მცირე ზომის მავნებლების მტერია, ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება.

ჭიამაია ბავშვების საყვარელი მწერია;

ბევრი საბავშვო ლექსი და სიმღერაა მასზე სხვადასხვა ენაზე:

Ladybird, ladybird, fly away home

Your house is on fire and your children are gone

All except one, and that’s Little Anne

For she has crept under the warming pan.

*  ჩრდილოეთ ევროპაში ნათქვამია, ვისაც ჭიამაია დააჯდება მისი სურვილი ახდება;

* იტალიაში თუ ჭიამაია შემოფრინდება საძინებელში იღბლის მომტანია;

* ცენტრ. ევროპაში თუ ჭიამაია დახოხავს გოგოს ხელზე ნიშნავს რომ 1 წლის განმავლობაში გოგო გათხოვდება;

* რუსეთში, დანიაში ბავშვები თხოვენ ჭიამაიას გაფრინდეს ცისკენ და კარგი ამინდი მოუტანონ.

ძალიან მიყვარს ხოლმე ჭიამაიას გამოჩენა , მით უმეტეს თუ ხელზე დამაჯდება და მერე აფრინდება, ძალიან ლამაზი და საყვარელია

ჩვენც გვაქვს რაღაც ლექსი მასზე  “ჭია ჭია მაია ხვალ როგორი დარია”

თითქმის ყველა ენაზე მისი  სახელი რამე ღვთიურს უკავშირდება, ღვთის ძროხა ან ღვთისმშობლის ხოჭო ჩვენთან კი უბრალოდ ჭია-მაია🙂

4 thoughts on “ჭიამაია

  1. ეს რა დისერტაცია დამიცვია უკვე ჭიამაიაზე და სადაა ჩემი დოქტორის ხარისხი?!

  2. ჩვენი სკოლის პირველი კლასის ოთახში ჭიამაიების ,,შემოსევაა” მოყავისფრო-ჩალისფერი და წითელი ჭიამაიების, ახლა კიდევ გამოჩნდა შავი ჭიამაია 2 დიდი კოპლით. თუ სიცივეა მიიყუჟებიან ერთ კუთხეში, თუკი მზემ გამოაჭყიტა და დათბა, ხომ მთელფანჯარას მოეფინებიან.(ფოთი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s