მე და ხატვა. … ?!


სათაური შეიძლება წაიკითხოთ როგორც თხრობითი დასრულებული წინადადება, ან როგორც სამწერტილიანი წინადადება ან როგორც კითხვის-ძახილის ნიშნიანი წინადადება

ამ პოსტის დაწერა ნაწილობრივ შთამაგონა გუშინ ზღარბის ერთ-ერთი ფოტოალბომის ნახვამ ფაცებოოკ-ზე

ჩემი ოჯახი 4 ინდივიდისაგან შედგება; აქედან 2 ხატვაში და მხატვრულ რაღაცეებში  ყოველთვის ნიჭიერი იყო; ამ ორში მე არ შევდიოდი სამწუხაროდ, დანარჩენი ორნი–მხატვრულ ამბავში უნიჭონი, უფრო ტექნიკურები ვიყავით🙂

ჰოდა ერთხელაც ძალიან დიდი მორალური სტრესი მქონდა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი უბედურება დამატყდა იმ დღეს თავზე; ამ ამბავს ვერ ავღწერ ჯერ საკმარისად გაბედული და თამამი არა ვარ ეს ამბავი საჯარო ვაქციო (ეს სიყვარულობანას და მისთ. ბანალობებს არ ეხებოდა!)

ჰოდა მგონი 2 დღე ტირილში გავატარე, თვალები მტკიოდა და დასიებული მქონდა, ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა, ჩემთვის აღარაფერი ანათებდა!

ჩემები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ ჩემმა ძმამ იმავე თუ მეორე დღეს სადღაც წამიყვანა, ნუ მოკლედ…

ერთხელაც გავიღვიძე და მოვიძიე ქაღალდი, ფუნჯი და საღებავები, ჩემს ოთახში, იატაკზე განვალაგე მთელი ეს ინსტრუმენტები და იქიდან კარგა ხანს არ გამოვსულვარ

ვხატავდი

მთელი დღეები ვხატავდი

მხოლოდ და მხოლოდ პორტრეტებს

ჯერ საშინლად მახინჯი ვიღაცეები იყვნენ, მერე უფრო და უფრო იხვეწებოდნენ, ჰოდა რაც მთავარია უკვე აღარ ვდარდობი და არც სამყაროს დასასრული მეჩვენებოდა ახლოს, ჩვეულ რეჟიმში ჩავდექი , თუმცა ხატვას ვაგრძელებდი, ისეთი ინტენსივობით არა ,მაგრამ დღეგამოშვებით თითო პორტრეტს მაინც ვქმნიდი

ყველანი ჩემ ოთახში კედლებზე მქონდა გაკიდებული, ყველას თავისი ისტორია და თავგადასავალი ქონდა🙂 და ისინი ყველანი ჩემები იყვნენ🙂

ერთხელაც მომბეზრდა ამდენი ხალხი რომ მიყურებდა დღე და ღამე ათასნაირი თვალებით და ყველა ჩამოვხსენი და კარადის ბნელ კუთხეში ჩავალაგე აკურატულად; ეს უკვე ის პერიოდია როცა ჩემში ” მხატვარი” ძალიან გაიშვიათდა და ისიც სადღაც სიბნელეში მიყუჩდა.

ნახატებს იშვიათად ვაჩვენებდი ვინმეს

ჰოდა გამოხდა ხანი

ჩემში კულინარმა გაიღვიძა,პიცა  გამოოვაცხვე, გოგოებმა კარგად ვიპიცავეთ,

მომინდა რომ ჩემი ხელით შექმნილი პიცა გიიიომს გაესინჯა, ჰოდა მოვიპატიჟე,მართალია ცივი ნაჭერი შეხვდა,მაგრამ მაინც

მერე რაღაც ვაწყენინე, და გაბუტული იჯდა,  გულის მოსაგებად წავედი და ჩემი ნახატების ყუთი გამოვუტანე და დავათვალიერებინე

არ ვიცი ის მიხვდა თუ არა რამდენს ნიშნავდა ეს ჩემთვის, და რომ ყოველ დღე არ გამომქონდა ეს ყუთი და არც ყველასთან, ნუ ალბათ ვერ მიხვდა..

მაგრამ არაუშავს ….

ჰოდა ეხლა რასაც ვაკეთებ არა მგონია მაინცდამაინც კარგი იდეა იყოს, ალბათ აჯობებს ისევ დამალულად დავდტოვო ეს ჩემი “შედევრები” და მხოლოდ “გიიომებს” გამოვუტანო ხოლმე, მაგრამ….

ჯანი გავარდეს

რამოდენიმე მათგანი გაიცანით

Mr.

ერთ-ერთი პირველთაგანი

ბუბუს

ესეც ისე სხვთაშორის, პორტრეტებში ძალიან იშვიატად გამოერევა ხოლმე ეს “ანტღუ” (“უცხო სხეული” )

One thought on “მე და ხატვა. … ?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s