ქვეყნის პირველი ქალბატონების სტილი


daily woman-მა გამოაქვეყნა 10-ეული პირველი ქალბატონების:

ჯეკი კენედი_პირველი პირველი ლედი ,რომელიც გახდა მისტიური; ცნობილი იყო თავისი გლამურული გემოვნებით და ჩაცმის სტილით; თავის ეპოქაში სკამაოდ გამორჩეული იყო და დღესაც მსოფლიოს პირველი ქალბატონები განიცდიან მისი სტილის გავლენას

ევა პერონი, ხუან პერონის მეორე ცოლი და არგენტინის პირველი ლედი

კარლა ბრუნი-სარკოზი –პირველი ლედის ახალი მოდელი შემოგვთავაზა; მანეკენი და მომღერალი და ეხლა კიდე ვუდი ალენის ერთ-ერთ ფილმში–მსახიობი; მოკლედ პირველი ლედის თანამედროვე სახეა🙂

ბეტინა ვულფი, გერმანიის პირველი ლედი; მკაცრად კლასიკური სტილის ,მაგრამ ამავე დროს ძალიან  ქალური ქალბატონი

სამანტა კამერონი, ინგლისის პირველი ლედი,კონსერვატორი და საკმაოდ მარტივი და თავმდაბალი.

მიშელ ობამა, აშშ-ს პირველი ქალბატონი, უდავოდ ყველაზე მოდური ქალბატონი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ძალიან პრესტიჟულ კუტურიებს მიმართავს ხოლმე და რომელმაც გლამური შეიტანა თეთრ სახლში (წერს daily woman)

ასმა ალ ასადი, სირიის პირველი ქალბატონი, “შიკ” სტილი ასე შეაფასეს ფრანგებმა, ქალბატონი რომელმაც შეძლო და სრულიად განაახლა და გადაახალისა სირიის სახე.

სონსოლეს ესპინოზა, ხოსე ლუის ზაპატეროს მეუღლე–პროფესიონალი მომღერალი

სილვია ვალენტინ ბონგო–ჰმმ გაბონის პირველი ლედი და პირველი ფეშენ ქალბატონი:)

შანტალ ბიია, კამერუნის პირველი ქალბატონი, კლასიკური სტილით სულ არ გამოირჩევა, პირიქით, მას ზედმეტ სახელად “კამერუნის ლომს ” ეძახიან (ქვემოთ ფოტოთი მიიხვდებით როგორ უხდება ეს სახელი); ცნობილია თავისი ჰუმანიტარული საქმიანობით და თავისი ფერადოვნებით

მე ამ სიას მივამატებდი ჩვენს ქალბატონს აუცილებლად

გარეგნობიდან დაწყებული მისი ჰუმანური საქმიანობებით დამთავრებული ჭეშმარიტად საინტერესო და ღირსეული სახეა პირველი ლედის

საერთოდაც ამ ქალს სიაში პირველ ადგილს მივცემდი ან მეორეს კარლას შემდეგ ან მესამეს ჯეკი კენედის და კარლას შემდეგ

თუმცა თბილისში კარლა და სანდრას ერთად გამოჩენისას სადაო იყო ცოტა რომელი ჯობდა🙂

ჰოო აქვე რახან ფეშენზე, გლამურზე და შიკზეა ბაასი ალბათ უპრიანი იქნება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პირველი ლედი ვახსენოთ

საკმაოდ ისეთი–ფეშენ ლედია მგონი

ესეც ესე სულ ეს იყო🙂

One thought on “ქვეყნის პირველი ქალბატონების სტილი

  1. Pingback: ჩვენი პირველი ქალბატონი « Pelagiaa's Weblog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s