ტუალეტები


არა, აქ არ დავიწყებ მსოფლიოში საუკეთესო და რაღაცით გამორჩეულ ტუალეტების აღწერას; უბრალოდ ჩემს რამოდენიმე დაკვირვებას და/ან გამოცდილებას დავწერ ტუალეტებთან დაკავშირებით; მოკლედ უპრიანი იქნებოდა ასე დამესათაურებინა “მე და ტუალეტები”, მაგრამ რაღაც უხამსი გამოვიდოდა, წარმოიდგინეთ მარტო სათაურის წაკითხვის შემდეგ რა დაგემართებოდათ და მერე შინაარსი შეიძლება არც წაგეკითხათ ან პირიქით, მოკლედ არ ვიცი.

საიდან დავიწყო… რა თქმა უნდა ბოლოდან !

ეხლახანს ფრიად საინტერესო  ქალი გავიცანი, რომელსაც ასეთივე ტუალეტი აქვს (ტუალეტის პირადად გაცნობის “ბედნიერება” სამშაბათს მექნება). მოკლედ  წარმოიდგინეთ ტუალეტი, სადაც შედიხართ და უნიტაზი მოსაძებნი გაქვთ, იბნევით იმიტომ, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი სათამაშოა, კედელზე კი რენუარის, გოგენის, სისლეის და სხვების რეპროდუქციები; ჯდები როგორც იქნა და უცებ უნიტაზი იწყებს ვიბრაციას, მაგრამ ეს ყველაფერ არაა, უცებ ირთვება თოჯინა , რომელიც ზუსტად აკეთებს დეფეკაციის აქტის ხმოვან იმიტაციას (ჭინთვებით და მთელი ამბებით); ბოლოს დგებით როგორც იქნა, გავიწყდებათ კიდეც რისთვის დაჯექით, წყლის გამშვებ ღილაკს თითს აჭერთ და აქ უეცბ რაღაც სათამაშო ამოხტება წყლის ბაკიდან. მოკლედ გამოდიხართ ტუალეტიდან გაოგნებული, მაგრამ ბაგეებზე ღიმილი გაქვთ, გამომეტყველება კი სულელის ანუ გამოშტერდით😛😀

ეს იქით იყოს და თურქეთში მივდივარ ავტობუსით_თბილისი–ანკარა, წარმოგიდგენიათ ხო რა გზაა, 24 სთ–ზე მეტი ხანგრძლივობის,მახსოვს დაკვირვებას ვაწარმოებდით ტუალეტებზე, ან უფრო _ ტუალეტების მიხედვით ვაფასებდით რამდენად ვუახლოვდებოდით თურქეთის პერიფერიიდან ცენტრს.

საზღვარზე უსაშინლესი ტუალეტი!!!!!

შემდეგ გაჩერებაზე ანუ სადღაც რიზესთან _შედარებით სუფთა და მოწესრიგებული, მაგრამ მაინც დიდი არაფერი; რაც უფრო ღრმად მივდიოდით მით უფრო უმჯობესდებოდა ხარისხი_ტუალეტი დიდებოდა, კაბინების რაოდენობა მატულობდა, საკეტები უკეთესი იყო, საკიდებიც ჩნდებოდა, მოწესრიგებული ხელსაბანები, ხელსახოცები ან ავტომატური ხელსაშრობები თანდათან ჩნდებოდა; და ბოლოს ყველაზე “შიკ” ტუალეტში ფენიც კი იყო! :))))))

ავტობუსი ყოველ 3 სთ–ში აჩერებდა ესე რომ ტურქეთის შესწავლა , მისი სახის დანახვა ტუალეტებით დავიწყე და მალე მთელი თურქეთის ტუალეტები გავიცანი, მოგვიანებით ჩვენი ნაცნობობა უფრო ღრმა ფაზაში გადაიიზარდა .

მეორე დაკვირვება ისვე ტუალეტებთან დაკავშირებით, მოგვიანებით ანკარაში ყოფნისას გავაკეთე, _ ნუ თითქმის ყველა ტუალეტი თურქულია (სხვათაშორის ამაშიც არის ლოგიკა, ესეთ პოზაში უფრო ადვილდება დეფეკაცია, ვიდრე კომფორტულად, დაძაბვის გარეშე უნიტაზზე ჯდომით)იშვიათად უნიტაზიანი, ნუ საზოგადოებრივ ტუალეტებზე ვბაასობ), ყველგან კარები რატომღაც შიგნით იღება, რაც ძალიან მოუხერხებელია და ყველგან რა თქმა უნდა არის დამატებითი ონკანი (სისუფთავის დიდი მოყვარული ხალხი, ხო მართლა ისე მაგათ ბუასილი თითქმის არა აქვთ_ ცივი წყლით იმ არეების დაბანვა დეფეკაციის შემდეგ სისხლძარღვებს ავიწროებს,რომლებიც ფართოვდებიან დეფეკაციის აქტის დროს ჭინთვების გამო, რის გამოც შეიძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერება მოხდეს და შემდეგ ბუასილის განვითარდეს; მოკლედ ერთგვარ პრევენციას აკეთებენ);

* აქვე, ტუალეტებს არ ეხება,მაგრამ მეორე დაკვირვების შედეგი , რომელიც თურქული ტკბილეულის დაგემოვნების შემდეგ აღმოვაჩინე (ძალიან მომეწონა და ბევრსაც მივირთმევდი)_ აი რატომ აქვთ თურქ კაცებს სქელი ტრაკები_ ასეთი ტკბილეულის ჭამით გაუსივდებათ აბა რა! ქალებს არა აქვთ ? იკითხავს ვინმე, არ ვიცი_ქალის ტრაკები დიდად არ მაინტერესებს ამიტომ არ შემიხედავს.

* ხო ბარემ მესამე დიდ დაკვირვებაზეც მოგახსენებთ _ თურქ კაცებს თავიანთი შეყვარებულები სულ ხელი–ხელ–ჩაკიდებული დაყავთ, ეს საკმაოდ საყვარელი და ლამაზი ჟესტია სანახავად,მაგრამ თან დიდი მესაკუთრეობა დევს_ ეს ქალი ჩემია ყველამ იცოდეს!_ ეს იკითხება ამ ხელი–ხელ–ჩაკიდებულებაში.(თუმცა მე წინააღმდეგი არა ვარ, ესე იფიქრონ)

ხო, დავუბრუნდეთ ტუალეტების თემას; ანკარაში მალევე შევისწავლეთ მიდამოები, და ყველგან ვიცოდით სად იყო საზ. ტუალეტი (მე და ჩემმა მეგობარმა, ესე რომ ჯგუფის სხვა წევრები ჩვენ გვეკითხებოდნენ ხოლმე)

ერთხელ სტამბულში ვარ… ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი რომელიც მეტრფოდა (დღემდე მეტრფის); კარგა ხანი არ მენახა, ჰოდა პაემნისმაგვარი შეკრება გვქონდა კაფეში; გავედი ტუალეტში, 2 კარი იყო, არც ერთზე არაფერი აღნიშვნა, მე ღიაში შევედი, კარები შიგნიდან ჩავკეტე, გამოსვლისას_კარს ვეღარ ვაღებ, არადა კაფეში მუსიკა ისე ხმამაღლაა ჩართული…ვაკაკუნებ კარზე შიგნიდან და უცებ _საშინლად შემეშინდა , წამით გამიელვა თვალწინ ყველაფერმა–ჩემმა დასასრულმა (რაღაც იმდაგავარი აი სიკვდილის წინ რომ წამით ფილმივით გაიელვებს მთელი ცხოვრება), მორჩა აქ ვრჩები სამუდამოდ, ისტამბულის ამ იაფფასიან ტუალეტში, მე!. ცრემლი მომადგა, ვყვირივარ, მაგრამ რა ვიყვირო თურქულად, თან მუსიკა ისე ხმამაღლაა საკუთარი ყვირილის ხმა არ მესმის. მოკლედ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელ დღეში ვარ, თან არ დაგავიწყდეთ პაემანზე ვარ… რამოდენიმე წუთი გავიდა, მე საუკუნედ მომეჩვენა, აკინა მოადგა კარს და რაღაცას მეუბნება, მოკლედ კარგა ხანი ეჯაჯგურეს კარებს, ძლივს გააღეს, თურმე ამ ტუალეტის კარი ფართოდ ღია იმიტომ იყო,რომ არ მუშაბდა, მე დამესიზმრებოდა?! გამოვედი თვალდანამული, ჩემი მხსნელი კი თანაგრძნობით საყვარლად მიყურებდა და ჩავეხუტე.

იაშვილის კლინიკის ემერჯენში მორიგეობების ციკლი დავიწყე, ახალი ვარ, ნორმალურად არავის ვიცნობ და არც არავინ მიცნობს, საღამოსკენ ტუალეტში შევედი, რომელიც ცოტა მოშორებული იყო პალატებისგან, შევედი და ვეღარ გამოვდივარ, ჯიბეში მობილური კი მაქვს, მაგრამ არავის გარეთ არ ვიცნობ როგორც ვთქვი და შესაბამისად არც მობილურები ვიცი,ვაიმეე აქაც იგივე “სტოპ–კადრი” საშინელი რომ ამ ტუალეტში დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე :)))))))))) ვეჯაჯგურები , ვიძახი, ვერც ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვიძახი, სახელები არ ვიცი ხალხის,მოკლედ ჩემს ბედზე ვიღაც ღვთისნიმერმა გამოიარა ვნახე  აქეთ რო მოდიოდიო , მაგრამ ყურადღება არ მოგაქციე მერე მოვტვინე რომ ახალი  ხარ და არ გეცოდინება ამ ტუალეტის კარი როგორ ცუდად იკეტება და იღება  და მიხსნა იმ საღამოს ამ მსუქანმა სანიტარმა🙂

საფრანგეთში ვარ ციხე–ქალაქ კარკასონში (ამ ისტორიული ქალაქის სანახავად ჩამოვედით, ტულუზასთან ძალიან ახლოსაა), ისეთი ციხე–ქალაქია კინოებში რომ გინახავთ, გალავნით, შესასვლელი––რკინის ჯაჭვებზე ჩამოკიდებული ასაკეცი ხიდი, გალავნის ირგვლი  წყლის არხია. შიგნით ვიწრო ქუჩები და ქვის შენობები; ყველგან რაინდები, ფარები, ხანჯლები, შუბები და ძველებური რაღაცეები; მოკლედ ყველაფერი რომ მოვიარეთ, დავიღალეთ, ვჭამეთ და დავლიეთ, მე ჩემი ” მეგობრის” ძებნა დავიწყე და ვიპოვე; ვიღაც ქალი გამოდიოდა კარის დაკეტვა არ ვაცალე (იმიტომ რომ სკამაოდ მძიმე კარი იყო და მერე მარტო ვერ გავაღებდი) და შევედი, რაღაც უცნაურ კოსმოსურ ხომალდში მეგონა თავი, ირგვლივ ყველაფერი რკინის, რკინისვე  უნიტაზი მაშინებდა ისე მიყურებდა; შორიახლოს ვიდექი მისგან. შარვლის ღილების შეხსნა ვერც კი მოვასწარი, რომ რაღაც რყევა ვიგრძენი თან კედლისა და იატაკის შესაყარიდან წყალი ჟონავდა, ნელ–ნელა ნაკადი მატულობდა, უკვე ფეხები მისველდება, ოო–ოო, შემეშინა, უნიტაზს არც კი ვუახლოვდები, მალე წყალი კედლებიდანაც იწყებს ჟონვას , ხმაური და რყევა მატულობს, “ხომალდი” ისე ხმაურობს  თითქოს იქოქება და ეხლა აფრინდება კოსმოსში, წყლის ნაკადი მატულობდა და მერე მსწრაფლ გამოვიქეცი იქიდან, ვაიმე…… გამახსენდა როგორ მომიყვა ნაცნობმა პარიზულ  ტუალეტზე, რომელიც მომხმარებლის გამოსვლის შემდეგ იკეტება და იწყებს შიგნიდან რეცხვას, დატრიალდება , ყველა მხრიდან წყალს გამოუშვებს და ყველაფერს გაასუფთავებს რაც წინა მომხმარებელმა მოსვარა; დატრიალდება… ეს ზუსტად ისეთი ტაულეტი იყო, რას ვიფიქრებდი ამ შუა საუკუნეების ციხე–სიმაგრეში ესეთ ულტრათანამედროვე ტუალეტზე,მოკლედ დროზე გამოვედი თორე არ ვიცი შიგნით რა დამემართებოდა

მეტი არ მახსენდება ტუალეტებთან დაკავშრებული ამბები, ესე რომ ესე ამბავი ციკლიდან “ტუალეტები” ამ ეტაპზე დასრულებულია!

5 thoughts on “ტუალეტები

  1. ლოოოოოოოოლ, ერთ–ერთი საუკეთესო პოსტი ჩემი აზრით, ერთადერთი ტუალეტის სურათი აკლია : )

    რა გამოცდილება გქონია თურმე :დ :დ

  2. seline
    კაცის ტრაკი მისი ერთ–ერთი მშვენებაა!!!!!🙂
    არა მგონია ამაზე წერა საჭირო იყოს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s