კიდევ ბევრი მაქვს დასაწერი


იმდენი რამე მოხდა მე კი არაფერი დამიწერია, ეს  იმიტომ რომ არც ვიცი უნდა დამეწერა თუ არა, მაგრამ დავწერ

19ში არაფორმალური break up მქონდა მონ შეღისთან ; მაგრამ მგონი თვითონ ამას ვერ მიხვდა იმიტომ რომ ისევ აგრძელებს ჩემთან კომუნიკაციას თანაც ისე თითქოს break up არც მომხდარა, მეც რაღაც სხვანაირად წარმომედგინა ეს ფინალი, ტირილით ჩემს ოთახს ზღვად ვაქცევ–მეთქი ,მაგრამ ჯერ ერთი ცრემლიც არ დამცდენია, უცნაურია, ვერ ვგრძნობ ალბათ, ან მართლაც არ მომხადარა–თქო break up ჯერ; მოკლედ არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ 19ში საუბრისას გავარკვიე, რომ “მა პюს”უკვე იმიტომ აღარ მეძახის, რომ მგონი ეს აღარ მუშაობსო უკვე😦, ეს ისე მეწყინა აი საშინლად, ეს “მა პюს” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! და უცებ ამას ხაზი გადაუსვა და გაანადგურა მისივე შემქნელმა, ეს ტრაგედიაა!

ასევე ჩემდა გასაკვირად და უჩვეულოდ ყველა (მეტ–ნაკლებად) ნაცნობს მოვსდე break up ამბავი;ზოგს ჩემდა გასაკვირად გაუხარდა––უიჰ რა კარგია ბოლო–ბოლო დაგვიბრუნდი, და ფრანგულ ღრუბლებში არ იფრენ და არც იქ გაგვიფრინდებიო; ზოგი მითანაგრძნობდა და ცდილობდა ჩემი გუნება–განწყობის ამაღლებას (თუმცა დიდად დაქვეითებული არც ყოფილა); თუმცა 2მა ჩემა საუკეთესო მეგობარმა ჯერ არაფერი იცის, დრო არ მქონია მათთან დავმჯდარიყავი და მომეყოლა და საერთოდაც დიდად არც აინტერესებთ ალბათ ეს ძალიან გაწელილი და არც ისე აზრიანი ამბავი. ესე რომ ისევ ნახევრად უცნობებთან მირჩევნია გულის გადაშლა ვინც ძალიან ყურადღებით მოგისმენს და სერიოზულად მოეკიდება ამას (ნუ ვიდს მაინც აკეთებენ ასეთს)

––––––––––––––

გამოფენაზე წასასვლელად ვემზადებოდი,რომლის შემდეგაც ფრანკოფონები ფრანკოფონიულ კონცერტზე მივდიოდით ვაკის პარკში, ბევრი ვიფიქრე მაღლებზე ჩამეცვა თუ დაბლებზედა მაინც დაბლები ჩავიცვი (მერე ვინანე, ამ საღამოს 5იოდე წუთი იყო როცა ძალიან კარგად უნდა ვყოფილიყავი გამოპრანჭული და კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა, მე კი ბალეტკები მეცვა და ჯინსები😦 ),მოკლედ კიბეებზე ავდიოდი,მე თავიდანვე შევამჩნიე,მაგრამ კიბის ბოლოში ასვლამდე არ შევიმჩნიე, არც გადაგვიკოცნია (გადაკოცნაზე გამახსენდა მოგვიანებით იმავე საღამოს ლო’ჯო––ფრანგული ეთნო–ფოლკ ჯგუფის კონცერტზე ვიყავით, ძალიან რითმული და ენერგიული საღამო გამოვიდა, რომ დამთავრდა თავი ვერ შევიკავე და კომპლიენტები ვუთხარი ჯგუფის წევრებს, ეს ქალი გამოიწია და გადამკოცნა ორივე ლოყაზე და მომიკითხა კარგად ისე რომ ძველი ნაცნობი მეგონა, ძალიან სასიამოვნო იყო) ერთმანეთი ისე მოვიკითხეთ  როგორც მეასეხარისხოვანმა ნაცნობებმა😦, ალბათ მხოლოდ ეს იყო გულის სატკენი…

––––––––––––––

2 ივლისი, ამ დღისთვის დიდი ხნით ადრე მოვემზადე ანუ მოსაწვევები შევუკვეთე და მივიღე კიდეც; ფრანკოფონიის კვირეულის ბოლო დღეა––გრანდიოზული კონცერტი მეტეხი პალასში Akpé Motionდა Alain Brunet მონაწილეობით; ალენ ბღუნე მესაყვირე (ტრომპეტისტი); მოკლედ ძალიან ცნობილი ჯაზ–სამყაროში; ძალიან დიდი ხანია უკრავს საყვირზე; Akpé Motion კი ახალგაზრდა ჯგუფია_დრამერი პასკალ ბუტეღენი და გიტარისტი და მომღერალი რომენ სიმერეი არიან დამფუძნებლები ამ ჯგუფის. Akpé ტოგოს დიალექტზე მადლობას ნიშნავს , Motion  კი მოძრაობას. ამ ორი ძალიან საინტერესო ადამიანისთვის მოგზაურობა არის შთაგონების წყარო; ეხლა რაც შეეხება მათი მუსიკა რა ჟანრისაა, ძნელია ამის თქმა არის ჯაზი რა თქმა უნდა,მაგრამ არა კლასიკური ჯაზი, არის როკის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც; მოკლედ როგორც ვთქვი მოგზაურობისას ახდენენ იმპროვიზებას, საკმაო ხანი დაჰყვეს აშშ–ში , აფრიკაში, ავსტრალიაში

ჰოდა ეხლა მართალია სულ რაღაც 2 დღით (რაც ძალიან მოკლე იყო––პასკალის თქმით) თბილისში იმყოფებოდნენ და აქაურობა და აქაური პუბლიკა ძალიან მოეწონათ, და ისევ პასკალის თქმითვე იმედოვნებენ რომ ისევ ჩამოვლენ . საღამო ძალიან მომეწონა _ ძალიან ახლოს ვიჯექი ყველა ამ მუსიკალურ საკრავთან და მუსიკოსთან, ფაქტიურად სცენაზე ვიყავი და მონაწილე, ეს საოცარი შეგრძნებაა ,მთლიანად იძირები მათთან ერთად ამ მუსიკაში და შენი თითოეული კუნთი ყვება მუსიკის რითმებს!

ხო დამავიწყდა მეთქვა კონცერტში ასევე მონაწილეობდა მაია ბარათაშვილი, ერიკ ფურნიე (საფრანგეთის ელჩი საქართველოში,რომელიც საყვირზე უკრავს და ცეკვავს :)))და გადასარევი კაცია), მეორე ნახევარში თბილისის ბიგ–ბენდი და ქართველი მომღერლები;

ბოლოს ღომენს,იზაბელს, ალენს და პასკალს გამოველაპარაკეთ და სურათებიც გადავიღეთ ერთად, ძალიან კარგი ტიპები არიან და რაც მთავარია ვარსკვლავური სენი არ აქვთ შეყრილი , ყველანი თანასწორნი ვიყავით🙂

მე მგონი ფლირტი მქონდა რომენთან :)))))

გამოსვლისას bonne soirée  mesdemoiselles გვისურვეს აკპე–ს ბიჭებმა და წამოვედით ხმაურიანად კაფე ფლაუერისკენ :)))) მოკლედ ძალიან გიჟნარევი სუაღე გვქონდა მე, პიქს, ქლეღს და ანნანოს მეტეხამდე და მეტეხის შემდეგაც

შინ მშვიდობით მივედით, დიახ, თუ ვინმეს აინტერესებს🙂

p.s. ესეც ვიდეო, რომელიც მე ჩემი აპარატით გადავიღე ამ საღამოზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s