le spectacle!


გასული წლის 25 სექტემბერს მორიგი წერილი მომივიდა ფრანგული კულტურის ცენტრიდან, რომელიც მატყობინებდა : Le CCF A. Dumas propose des ateliers théâtre gratuits, ouverts à tous,
animés par une jeune enseignante française. (ანუ უფასო თეატრალური ატელიე), დიუმას ნებისმიერი დონის მოსწავლეს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ეს ფრანგული ენის სწავლების ერთგვარი მეთოდია,ამასთანავე შესანიშნავი გასართობია––გყავს ახალგაზრდა რეჟისორი, თქვენ თამაშობთ სხვადასხვა ეტიუდებს, თანაც ყველაფერი ეს ფრანგულად.რა უნდა იყოს ამაზე კარგი?!

ნუ მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩემი fucking სამსახურის გამო არ ჩავეწერე, ჩემი რამოდენიმე ჯგუფელი ჩაეწერა და ყოველ კვირას ვისმენდი მათგან საინტერესო მომენტებს ამ რეპეტიცია–გაკვეთილებიდან

ნადია ახალგაზრდა გოგოა, მასზე ბევრი არაფერი ვიცი, სულ 1–2ჯერ ვნახე,მაგრამ ძალიან უშუალო, გახსნილი,მხიარული ფრანგი გოგონაა.

მოკლედ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დადგა პრემიერის დღეები_ 22 და 23 ივნისი;

რა თქმა უნდა ვესწრებოდი მაყურებლის როლში;

დაახლ. 10 პატარა პიესეტა იყო, სხვადასხვა ჟანრის, იყო კომედია,იყო დრამა, მელოდრამა,მონოლოგი, კომედია!

მსახიობი რა თქმა უნდა არც ერთი არ იყო, არც ფრანგულში გრძნობდა ყველა თავს იდეალურად,მაგრამ ყველა ისე გახსნილი, თვაისუფალი და როლში ბოლომდე შეჭრილი იყო! ეს ალბათ ნადიას დამსახურებაა , რომ მათში ჩაბუდებული,მიძინებული  არტისტი გააღვიძა და გააცოცხლა; შეძლებისდაგვარად კოსტუმირებული იყო;

თეატრალურ კრიტიკოსად არ გამოვდგები თუმცა მაინც ვიტყვი: პირველი ძალიან არ მომეწონა, მომბეზრდა სანამ ფინალამდე მივიდოდა თუმცა ფინალი ძალიან აზრიანად სასაცილო იყო და შეძლებისდაგვარად დამავიწყა მოსაბეზრებელი დასაწყისი.

ოჯახური ეტიუდიც მომეწონა 2 წყვილის_ცოლები ქმრები, შვილი; კაცს ფეხბურთის ყურება უნდა  ქალს არა, შვილს საღამოს კლუბში გართობა უნდა და თხოვს მშობლებს გაუშვან სამეცადინოდ; ქმრებს მობეზრდებათ ცოლებთან კამათი და უნდათ აქედან გაიქცნენ და სადმე გაერთონ––მანქანის შეკეთების მიზნით ტოვებენ სახლს; ცოლები მარტო დარჩნენ და ჭორაობენ, ამათაც მობეზრდებათ სახლში და წავლენ; ბოლო სცენა––ყელანი ღამის კლუბის სხვადასხვა კუთხეში ძიგძიგებენ ანუ ყველანი აქ არიან––ბავშვები,რომლებიც თითქოს მძიმე გამოცდისთვის მოსამზადებლად გაუშვეს, ქმრები რომლებიც გარაჟში “მაზუთიან’ სამუშაოს ასრულებენ და ცოლები,რომლებიც თითქოს სამზარეულოში ყავას სვამენ :))))

ჩემი ჯგუფელები 2 წამყვან და მე ვიტყოდი ნომინაცია “საუკეთესო დრამა–კომედიური წარმოდგენა” თამაშობდნენ _ le mariage და panique a bord de l’avion; პირველში იყვნენ მეჯვარეები( les femmes fatales!) , მეორეში კი ოჯახი––პატარა ნუციკო, დედა–კლეღი და მამა–ვიქტორ–––პიქს :)), ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა გამოვყო: ასეთი გარდასახვა ლა ფამ ფატალიდან ესეთ ცხელ კაცში ! საოცარი იყო! ყოჩაღ პიქს! ნუ სპექტაკლის შემდეგ ყველა ქალს უნდოდა ამ საოცარ ქმართან  და საყავრელთან ეპოზიორა და სამახსოვრო ფოტო გადაეღო,ნუ მე რა თქმა უნად პირველი ვიყავი!!! :)))

ჰოდა რას მოვაყოლე ამხელა ამბავი იმას რომ ჩემი fucking job–ის გამო მე ესეც გამოვტოვე!😦

……….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s