Swimming


ცურვა ცნობილია პრე–ისტორიული ერიდან; შემორჩენილია ქვის ხანის ანუ 7 000 წლის  წინანდელი ცურვის ამსახველი ნახატი. წერილობითი წყაროები ცურვაზე მოიპოვება 2000 წლიდან ჩვ.წ.აღ.

1538 წელს გერმანელმა ნიკოლაუს ვინმანმა დაწერა ცურვის სახელმძღვანელო “Der Schwimmer oder ein Zwiegespräch über die Schwimmkunst “= მოცურავე ან დიალოგი ცურვის ხელოვნებაზე;  შეჯიბრებითი ხასიათის ცურვა ევროპაში დაიწყეს 1800 წელს (ბრასის სტილით ); 1896 წელს ათენში ჩატარებული პირველი თანამედროვე ოლიპმიური თამაშების ნაწილი იყო ცურვა;

ცურვა შესანიშნავი საშუალებაა გართობის, ძალ–ღონის აღდგენის, ვარჯიშის ასევე ათლეტიზმისთვის. გასართობი ცურვა იდეალური საშუალებაა მოდუნების მაშინ ,როდესაც მთელი სხეული მუშაობს.

ცურვა ვარჯიშის შესანიშნავი ფორმაა. ადამიანის სხეულის სიმკვრივე დაახლ. ისეთივეა როგორც წყლის,ამიტომაც წყალი ეხმარება სხეულს და ნაკლები სტრესი და დაძაბულობა მოდის სახსრებსა და ძვლებზე.

ცურვა ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციისთვის სხვადსხვა ტრამვის შემდგომ პერიოდში.

ცურვა არის აერობიკა, ხანგრძლივი დროის აერობული ვარჯიში ანუ  კუნთებს მუდმივად მიეწოდება ჟანგბადი(გამონაკლისია მოკლე დისტანციებზე ცურვა(სპრინტი), რომლის დროსაც კუნთები ძირითადად ანაერობულად მუშაობენ).

მოკლედ კარგი გოგო ვარ : ვასრულებ მე–10 პუნქტს  New 2010 Year’s resolution: 10. რეგულარულად ვაკეთო პრესები და/ან სხვა ვარჯიშებიც ან უკეთეს ვარიანტში ვიარო აუზზე!

ცურვა , წყალი ძალიან მიყვარს

მართალია ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ვერძის სტიქია ცეცხლიაო,მაგრამ ცეცხლი სულაც არ მიყვარს!!! ნუ სითბო კი მაგრამ ცეცხლი ნაღდად არა, სხვა ბევრი რამით ვგავარ და ძალიან ვერძი ვარ მაგრმ აი ჩემი სტიქია პირველ რიგში წყალია!

ჰოდა აქმადე სულ მთელი წელი ზაფხულს ველოდი და შესაბამისად ზღვაზე განავარდებას ეხლა კი როგორც იქნa მოვახერხე და დახურულ აუზზე დავდივარ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s